სპორტი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 17:14-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 12:58-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
Faceამბები
საზოგადოება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ კურორტებს ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი ქართველები და რა თანხას იხდიან დასვენებაში
რომელ კურორტებს ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი ქართველები და რა თანხას იხდიან დასვენებაში

ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებს ყვე­ლა ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში ან მთა­ში ატა­რებს. რო­მელ კუ­რორ­ტებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და რა თან­ხას იხ­დი­ან დას­ვე­ნე­ბა­ში, ამას თა­ვად მათ­გან გა­ი­გებთ.

ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი

ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რის და პრინც ხუ­ა­ნის ოჯა­ხი დას­ვე­ნე­ბის­თვის უპი­რა­ტე­სო­ბას ეს­პა­ნეთს ანი­ჭებს. წყვი­ლი მარ­ბე­ლა­ში და მა­ლი­ორ­კა­ზე აპი­რებს გამ­გზავ­რე­ბას. "ხუ­ა­ნი სა­დაც გა­და­წყვეტს, იქ წა­ვალთ და­სას­ვე­ნებ­ლად. შე­საძ­ლოა იბი­ცა­ზე, ან სამ­ხრეთ საფ­რან­გეთ­შიც გა­ვემ­გზავ­როთ. ეს­პა­ნეთ­ში არის ძა­ლი­ან კარ­გი კუ­რორ­ტი ტა­რი­ფა, პირ­და­პირ გიბ­რალ­ტა­რის სრუ­ტე­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, აქე­დან იწყე­ბა თეთ­რი ქვი­შის სა­ნა­პი­რო. ეს­პა­ნე­თი ძა­ლი­ან კარ­გი ად­გი­ლია და­სას­ვე­ნებ­ლად",-გა­ნუ­ცხა­და "ამ­ბე­ბი.გეს" ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გურ­მა.

და­ვით ქა­ცა­რა­ვა

და­ვით ქა­ცა­რა­ვა ოჯახ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბის­თვის იშ­ვი­ა­თად იც­ლის. მისი მე­უღ­ლის სოფო ხა­ჭა­პუ­რი­ძის თქმით, ზა­ფხულ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ურეკ­ში მი­დის. "ჯერ­ჯე­რო­ბით სად წა­ვალთ და­სას­ვე­ნებ­ლად მე და ჩემი მე­უღ­ლე, არ ვიცი. ზა­ფხულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მიმ­ყავს ბავ­შვე­ბი ურეკ­ში, ათ დღე­ში 1200-1500 ლარს ვიხ­დით. დათო ვერ ახერ­ხებს ჩვენ­თან ერ­თად წა­მოს­ვლას. პე­რი­ო­დუ­ლად გვსტუმ­რობს".

მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი

ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი უკვე იყო და­სას­ვე­ნებ­ლად. ზა­ფხუ­ლის ცხე­ლი დღე­ე­ბი მა­რი­ამ­მა საფ­რან­გეთ­ში და იტა­ლი­ა­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. "იტა­ლი­ა­ში აქვს ჩემს მე­გო­ბარს სას­ტუმ­რო, სა­დაც ჩემს შვილ­თან ერ­თად დამ­პა­ტი­ჟა და უფა­სოდ და­ვის­ვე­ნე, საფ­რან­გეთ­ში და იტა­ლი­ა­ში ათი დღით დას­ვე­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 5000-6000 ლარი მიჯ­დე­ბა. ახლა თბი­ლის­ში ვარ, სამ­სა­ხუ­რის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ ქა­ლა­ქი­დან გას­ვლას. აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ ჩემს ოჯახ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად, თუმ­ცა სად, ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­და­მი­წყვე­ტია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ლო­პო­ტა­ზე დას­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ ისე­თი ძვი­რი ღირს, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ".

თიკა ჯამ­ბუ­რია

მომ­ღე­რა­ლი თიკა ჯამ­ბუ­რია ჯერ ისევ თბი­ლის­შია. წლე­ვან­დე­ლი დას­ვე­ნე­ბა დიდი ხნის წინ და­გეგ­მა. სურს ევ­რო­პა­ში გა­ემ­გზავ­როს და­ქალ­თან ერ­თად, თუმ­ცა რა­ღაც საქ­მე­ე­ბი გა­მო­უჩ­ნდა და რო­დის წავა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცის. "3 აგ­ვის­ტოს გა­და­წყდე­ბა, რო­დის წა­ვალ ევ­რო­პა­ში, ფლო­რენ­ცია, ბერ­ლი­ნი და ბარ­სე­ლო­ნა მაქვს და­გეგ­მი­ლი. ტუ­რით არ მივ­დი­ვართ, შე­სა­ბა­მი­სად არ ვიცი, რა თან­ხა და­მიჯ­დე­ბა დას­ვე­ნე­ბა. პირ­ვე­ლი ზა­ფხუ­ლია როცა სა­კუ­თა­რი და­ნა­ზო­გით ასეთ სა­ჩუ­ქარს ვუ­კე­თებ სა­კუ­თარ თავს. როცა თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დე­ბი, შემ­დეგ ჩემს შვილ­თან, ნი­ნას­თან ერ­თად წა­ვალ და­სას­ვე­ნებ­ლად თურ­ქეთ­ში".

სან­დრა პა­ი­ჭა­ძე

მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სან­დრა პა­ი­ჭა­ძე ჯერ ისევ თბი­ლის­შია. "სამ ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ, შე­სა­ბა­მი­სად არ ვიცი მო­ვა­ხერ­ხებ თუ არა და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლას. სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი ჩემს შვილ­თან ერ­თად თურ­ქეთ­ში ან ნე­ბის­მი­ერ სა­ზღვაო კუ­რორტზე და­სას­ვე­ნებ­ლად. თუმ­ცა არ ვიცი, შევ­ძლებ თუ არა ამას".

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ აპირებს "ქართული ოცნება" ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

რომელ კურორტებს ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი ქართველები და რა თანხას იხდიან დასვენებაში

რომელ კურორტებს ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი ქართველები და რა თანხას იხდიან დასვენებაში

ზაფხულის ცხელ დღეებს ყველა ზღვისპირა ქალაქებში ან მთაში ატარებს. რომელ კურორტებს ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი ადამიანები და რა თანხას იხდიან დასვენებაში, ამას თავად მათგან გაიგებთ.

ქრისტინე ძიძიგური

ქრისტინე ძიძიგურის და პრინც ხუანის ოჯახი დასვენებისთვის უპირატესობას ესპანეთს ანიჭებს. წყვილი მარბელაში და მალიორკაზე აპირებს გამგზავრებას. "ხუანი სადაც გადაწყვეტს, იქ წავალთ დასასვენებლად. შესაძლოა იბიცაზე, ან სამხრეთ საფრანგეთშიც გავემგზავროთ. ესპანეთში არის ძალიან კარგი კურორტი ტარიფა, პირდაპირ გიბრალტარის სრუტეზეა გაშენებული, აქედან იწყება თეთრი ქვიშის სანაპირო. ესპანეთი ძალიან კარგი ადგილია დასასვენებლად",-განუცხადა "ამბები.გეს" ქრისტინე ძიძიგურმა.

დავით ქაცარავა

დავით ქაცარავა ოჯახთან ერთად დასვენებისთვის იშვიათად იცლის. მისი მეუღლის სოფო ხაჭაპურიძის თქმით, ზაფხულში დასასვენებლად ურეკში მიდის. "ჯერჯერობით სად წავალთ დასასვენებლად მე და ჩემი მეუღლე, არ ვიცი. ზაფხულში აუცილებლად მიმყავს ბავშვები ურეკში, ათ დღეში 1200-1500 ლარს ვიხდით. დათო ვერ ახერხებს ჩვენთან ერთად წამოსვლას. პერიოდულად გვსტუმრობს".

მარიამ კუბლაშვილი

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი უკვე იყო დასასვენებლად. ზაფხულის ცხელი დღეები მარიამმა საფრანგეთში და იტალიაში გაატარა, სადაც შვილთან ერთად იმყოფებოდა. "იტალიაში აქვს ჩემს მეგობარს სასტუმრო, სადაც ჩემს შვილთან ერთად დამპატიჟა და უფასოდ დავისვენე, საფრანგეთში და იტალიაში ათი დღით დასვენება დაახლოებით 5000-6000 ლარი მიჯდება. ახლა თბილისში ვარ, სამსახურის გამო ვერ ვახერხებ ქალაქიდან გასვლას. აუცილებლად წავალ ჩემს ოჯახთან ერთად დასასვენებლად, თუმცა სად, ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია. ძალიან მიყვარს ლოპოტაზე დასვენება, მაგრამ ისეთი ძვირი ღირს, გაოგნებული ვარ".

თიკა ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია ჯერ ისევ თბილისშია. წლევანდელი დასვენება დიდი ხნის წინ დაგეგმა. სურს ევროპაში გაემგზავროს დაქალთან ერთად, თუმცა რაღაც საქმეები გამოუჩნდა და როდის წავა, ჯერჯერობით არ იცის. "3 აგვისტოს გადაწყდება, როდის წავალ ევროპაში, ფლორენცია, ბერლინი და ბარსელონა მაქვს დაგეგმილი. ტურით არ მივდივართ, შესაბამისად არ ვიცი, რა თანხა დამიჯდება დასვენება. პირველი ზაფხულია როცა საკუთარი დანაზოგით ასეთ საჩუქარს ვუკეთებ საკუთარ თავს. როცა თბილისში დავბრუნდები, შემდეგ ჩემს შვილთან, ნინასთან ერთად წავალ დასასვენებლად თურქეთში".

სანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი სანდრა პაიჭაძე ჯერ ისევ თბილისშია. "სამ ადგილას ვმუშაობ, შესაბამისად არ ვიცი მოვახერხებ თუ არა დასასვენებლად წასვლას. სიამოვნებით წავიდოდი ჩემს შვილთან ერთად თურქეთში ან ნებისმიერ საზღვაო კურორტზე დასასვენებლად. თუმცა არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამას".

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია