სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ადამიანების უცნობი მეორე ნახევრები
ცნობილი ადამიანების უცნობი მეორე ნახევრები

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბი ყო­ველ­თვის დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვე­ვენ, თუმ­ცა სა­ჯა­როდ აქ­ტი­უ­რად არას­დროს ჩნდე­ბი­ან. AMBEBI.GE მათ შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ.

სოსო ჯაჭვლი­ა­ნი

სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მე­უღ­ლე ირმა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლია. სოსო ჯაჭვლი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნა­ზე გა­მო­ტყდა, რომ ის ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი ქმა­რია, რო­მე­ლიც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა იბი­არ­დებ­ზე. ერ­თგუ­ლი ქმრის მე­უღ­ლეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფაქ­ტი­უ­რად სა­ერ­თოდ არ იც­ნობს. უც­ნო­ბია რას საქ­მი­ა­ნობს და რა გა­ნათ­ლე­ბა აქვს.

ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე

ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის მე­უღ­ლე ნა­თია ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლია. შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად არ­სად არ ჩნდე­ბა. ჭი­კა­ი­ძემ მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მცხე­თის პო­ლი­ცი­ა­ში გა­იც­ნო, ცოტა ხან­ში კი ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა. ნა­თია ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი თა­ვა­დაც იუ­რის­ტია. ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეს და ნა­თია ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილს სამი შვი­ლი ჰყავს, ანას­ტა­სია, გი­ვი­კო და ნი­კო­ლო­ზი.

თიკა ფა­ცა­ცია

მომ­ღე­რალ თიკა ფა­ცა­ცი­ას მე­უღ­ლის გარ­შე­მო ინ­ტე­რე­სი არ ნელ­დე­ბა. ფა­ცა­ცი­ას მე­უღ­ლე და­ვით ან­თე­ლი­ძეა, ის ბიზ­ნეს­მე­ნია. თი­კამ და­ვით ან­თე­ლი­ძე­ზე 17 წლის ასაკ­ში იქორ­წი­ნა. მე­უღ­ლე მას­ზე გა­ცი­ლე­ბით უფ­რო­სია, თუმ­ცა მათი ქორ­წი­ნე­ბა მყა­რი გა­მოდ­გა. და­ვით ან­თე­ლი­ძეს არ უყ­ვარს როცა მის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ, ამი­ტომ სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნას ყო­ველ­თვის ერი­დე­ბა.

ნინო კო­ბა­ხი­ძე

მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, ნინო კო­ბა­ხი­ძის მე­უღ­ლე იო­სებ დუ­დუ­ჩა­ვაა. რო­გორც ნინო კო­ბა­ხი­ძის მიერ 2014 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა დუ­დუ­ჩა­ვა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­როს აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის აუ­დი­ტორ-ასის­ტენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. იო­სებ დუ­დუ­ჩა­ვას გლა­მუ­რულ წრე­ებ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ, ის ხში­რად სტუმ­რობს სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მე­გობ­რობს თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ სა­სი­ძოს­თან გენო მა­ლა­ზო­ნი­ას­თან. იო­სებ დუ­დუ­ჩა­ვას და ნინო კო­ბა­ხი­ძეს 2 წლის ნი­კო­ლო­ზი ჰყავთ. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან კი ორი­ვეს ჰყავს შვი­ლი.

მა­ნა­ნა მაჯგა­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლის­ტის და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პრეს-სპი­კე­რის მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძის მე­უღ­ლე ზუ­რაბ ოშხნე­ლია. ზუ­რაბ ოშხნე­ლი ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ტე­ლე­ვი­ზიო სას­წავ­ლო ცენ­ტრის და­ა­მარ­სე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლია. სას­წავ­ლო ცენ­ტრი 1989 წელს და­არ­სდა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხე­ლი რამ­დენ­ჯერ­მე შე­ეც­ვა­ლა. თუმ­ცა სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი და მიზ­ნე­ბი ყო­ველ­თვის უც­ვლე­ლი რჩე­ბო­და. მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძეს და ზუ­რაბ ოშხნელს ქა­ლიშ­ვი­ლი ლიზა ჰყავთ.

ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის და ამ­ჟა­მად დე­პუ­ტა­ტის, ზურა ზვი­ა­და­უ­რის მე­უღ­ლე ხა­თუ­ნა ზვი­ა­და­უ­რია. ზვი­ა­და­უ­რი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად არ­სად არ ჩნდე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ხა­თუ­ნა ზვი­ა­და­უ­რი არ­სად არ მუ­შა­ობს. ზუ­რამ და ხა­თუ­ნამ ერ­თმა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე წლის წინ ფი­ზკულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში გა­იც­ნეს, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, როცა ზვი­ა­და­უ­რი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და და ქა­ლებ­შიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა სპორ­ტსმენ­მა ხა­თუ­ნა­ზე იქორ­წი­ნა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ცნობილი ადამიანების უცნობი მეორე ნახევრები

ცნობილი ადამიანების უცნობი მეორე ნახევრები

ცნობილი ადამიანების მეორე ნახევრები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევენ, თუმცა საჯაროდ აქტიურად არასდროს ჩნდებიან. AMBEBI.GE მათ შესახებ გიამბობთ.

სოსო ჯაჭვლიანი

სოსო ჯაჭვლიანის მეუღლე ირმა ფირცხალაიშვილია. სოსო ჯაჭვლიანი რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის ტრიბუნაზე გამოტყდა, რომ ის ყველაზე ერთგული ქმარია, რომელიც არასოდეს ყოფილა იბიარდებზე. ერთგული ქმრის მეუღლეს საზოგადოება ფაქტიურად საერთოდ არ იცნობს. უცნობია რას საქმიანობს და რა განათლება აქვს.

ალექსანდრე ჭიკაიძე

ალექსანდრე ჭიკაიძის მეუღლე ნათია ოკრიბელაშვილია. შს ყოფილი მინისტრი მეუღლესთან ერთად არსად არ ჩნდება. ჭიკაიძემ მომავალი მეუღლე მცხეთის პოლიციაში გაიცნო, ცოტა ხანში კი ცოლად მოიყვანა. ნათია ოკრიბელაშვილი თავადაც იურისტია. ალექსანდრე ჭიკაიძეს და ნათია ოკრიბელაშვილს სამი შვილი ჰყავს, ანასტასია, გივიკო და ნიკოლოზი.

თიკა ფაცაცია

მომღერალ თიკა ფაცაციას მეუღლის გარშემო ინტერესი არ ნელდება. ფაცაციას მეუღლე დავით ანთელიძეა, ის ბიზნესმენია. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა მათი ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს როცა მის შესახებ საუბრობენ, ამიტომ საჯარო ადგილებში გამოჩენას ყოველთვის ერიდება.

ნინო კობახიძე

მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძის მეუღლე იოსებ დუდუჩავაა. როგორც ნინო კობახიძის მიერ 2014 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა დუდუჩავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობაზე მუშაობდა. იოსებ დუდუჩავას გლამურულ წრეებში კარგად იცნობენ, ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ღონისძიებებს, მეგობრობს თბილისში ყველაზე სასურველ სასიძოსთან გენო მალაზონიასთან. იოსებ დუდუჩავას და ნინო კობახიძეს 2 წლის ნიკოლოზი ჰყავთ. პირველი ქორწინებიდან კი ორივეს ჰყავს შვილი.

მანანა მაჯგალაძე

ჟურნალისტის და ყოფილი პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის მეუღლე ზურაბ ოშხნელია. ზურაბ ოშხნელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის დაამარსებელი და ხელმძღვანელია. სასწავლო ცენტრი 1989 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში სახელი რამდენჯერმე შეეცვალა. თუმცა სწავლების ხარისხი და მიზნები ყოველთვის უცვლელი რჩებოდა. მანანა მანჯგალაძეს და ზურაბ ოშხნელს ქალიშვილი ლიზა ჰყავთ.

ზურაბ ზვიადაური

ოლიმპიური ჩემპიონის და ამჟამად დეპუტატის, ზურა ზვიადაურის მეუღლე ხათუნა ზვიადაურია. ზვიადაური მეუღლესთან ერთად არსად არ ჩნდება. როგორც ცნობილია, ხათუნა ზვიადაური არსად არ მუშაობს. ზურამ და ხათუნამ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ ფიზკულტურის ინსტიტუტში გაიცნეს, გარკვეული პერიოდით შეყვარებულები იყვნენ, როცა ზვიადაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ქალებშიც დიდი პოპულარობა მოიპოვა სპორტსმენმა ხათუნაზე იქორწინა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ