ვაკის პარკში, იმ ადგილზე, სადაც გუშინ უეფა-ს სუპერთასისის ბილეთების შეძენის მსურველთა რიგი იდგა, დასუფთავების სამსახური მუშაობს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, იქედან გამომდინარე, რომ ბილეთების გაყიდვა 06:00 საათისთვის დასრულდა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებთან ბილეთების მყიდველთა რიგი აღარ დგას. დაკეტილია ყველა სალარო.
ასევე სიწყნარეა ფეხბურთის ფედერაციასთან. ადგილზე მხოლოდ გუშინდელი დღის შემდეგ დარჩენილი უსაფრთხოების ჯებირებია.
ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან სამართალდამცველები.