პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუპერთასის ბილეთების გაყიდვისას სალაროები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ
სუპერთასის ბილეთების გაყიდვისას სალაროები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ

სუ­პერ­თა­სის ბი­ლე­თე­ბის ფასი უც­ვლე­ლი რჩე­ბა. რო­გორც დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და, ბი­ლე­თის ფასი კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით 18, 35 და 75 ლარი იქ­ნე­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ერთ მომ­ხმა­რე­ბელს მაქ­სი­მუმ ოთხი ბი­ლე­თის შე­ძე­ნა შე­უძ­ლია. რო­გორც სი­ჭი­ნა­ვამ აღ­ნიშ­ნა, სა­ლა­რო­ე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვე­ბენ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ლა­რო­ე­ბი სრუ­ლად ხუთ­შა­ბათს აღი­ჭურ­ვე­ბა - გან­თავ­სდე­ბა სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბი, და­იდ­გმე­ბა 12 პრინ­ტე­რი, 12 კომ­პი­უ­ტე­რი და იქ­ნე­ბა 12 მო­ლა­რე. გარ­და ამი­სა, სფფ-ს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით შე­იქ­მნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მე­ლიც სა­ლა­რო­ებ­ში გა­და­ტა­ნამ­დე ჩა­ი­ბა­რებს ბი­ლე­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას.

"სა­ნამ ბი­ლე­თებს არ გა­და­ვი­ტანთ სა­ლა­რო­ებ­ში, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან ბი­ლე­თებ­თან. ასე­ვე ვა­მონ­ტა­ჟებთ კა­მე­რებს, რათა შემ­დგომ­ში არ იყოს სა­უბ­რე­ბი, რომ ვინ­მეს ბი­ძაშ­ვილ­თან ან მა­მი­დაშ­ვილ­თან მი­აქვს ბი­ლე­თე­ბი", - გა­ნა­ცხა­და სი­ჭი­ნა­ვამ.

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის­გან ჟუ­რა­ნა­ლის­ტე­ბი და­ინ­ტერ­სედ­ნენ თუ რო­გორ იმოქ­მე­და წარ­მოქ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ამ და იყო თუ არა პრობ­ლე­მე­ბის გამო კო­მი­სი­ის შეკ­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რა­ზეც სი­ჭი­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა. მი­სი­ვე თქმით, კო­მი­სია დღეს იკ­რი­ბე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დღეს არის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

სუპერთასის ბილეთების გაყიდვისას სალაროები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ

სუპერთასის ბილეთების გაყიდვისას სალაროები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ

სუპერთასის ბილეთების ფასი უცვლელი რჩება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, ბილეთის ფასი კატეგორიების მიხედვით 18, 35 და 75 ლარი იქნება.

მისივე განმარტებით, ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. როგორც სიჭინავამ აღნიშნა, სალაროები სავარაუდოდ, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ. მისივე ინფორმაციით, სალაროები სრულად ხუთშაბათს აღიჭურვება - განთავსდება სარეკლამო ბანერები, დაიდგმება 12 პრინტერი, 12 კომპიუტერი და იქნება 12 მოლარე. გარდა ამისა, სფფ-ს პრეზიდენტის განცხადებით, გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების შემადგენლობით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სალაროებში გადატანამდე ჩაიბარებს ბილეთების რაოდენობას.

"სანამ ბილეთებს არ გადავიტანთ სალაროებში, კომისიის წევრები იქნებიან ბილეთებთან. ასევე ვამონტაჟებთ კამერებს, რათა შემდგომში არ იყოს საუბრები, რომ ვინმეს ბიძაშვილთან ან მამიდაშვილთან მიაქვს ბილეთები", - განაცხადა სიჭინავამ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან ჟურანალისტები დაინტერსედნენ თუ როგორ იმოქმედა წარმოქმნილი პრობლემების მიმართ სამთავრობო კომისიამ და იყო თუ არა პრობლემების გამო კომისიის შეკრების აუცილებლობა, რაზეც სიჭინავამ განაცხადა, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილა. მისივე თქმით, კომისია დღეს იკრიბება და შესაბამისად, ამის საჭიროება დღეს არის.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია