საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამხელა რიგები იდგა, ტუალეტები biletebi.ge-ს ჩააბარეთ?" - მადლიერი და განაწყენებული მელომანების შეფასებები Open Air-ის პირველი დღის შემდეგ
"რამხელა რიგები იდგა, ტუალეტები biletebi.ge-ს ჩააბარეთ?" - მადლიერი და განაწყენებული მელომანების შეფასებები Open Air-ის პირველი დღის შემდეგ

თბი­ლი­სი მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალს Tbilisi Open Air-ს მას­პინ­ძლობს. მას­შტა­ბუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც მე­ლო­მა­ნე­ბი დიდი ინ­ტე­რე­სით ელოდ­ნენ, გუ­შინ, 3 ივ­ლისს თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­წყო. ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ერ­თად, Tbilisi Open Air-ზე ათა­სო­ბით ტუ­რისტს ელო­დე­ბი­ან, რაც რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის­თვის, ისე დე­და­ქა­ლა­ქის­თვის, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­დე­ბი­თი ფაქ­ტია.

"ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დე­ბით 50 000 ადა­მი­ანს, ზუსტ რი­ცხვს ვერ გე­ტყვით, თუ რამ­დე­ნი უცხო­ე­ლი იქ­ნე­ბა აქე­დან, მაგ­რამ სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე ათას­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი აქ­ტი­უ­რო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა სომ­ხე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და რუ­სე­თი­დან", - ამ­ბობს მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რი სოფო ებ­რა­ლი­ძე Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას.

რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ დღეს, მსმე­ნელ­მა The Tiger LIlies, "აკ­ვა­რი­უმს" და ზემ­ფი­რას მო­უს­მი­ნა. ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს მუ­სი­კა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ჟან­რობ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, კარ­გი ხა­რის­ხის გა­ნა­თე­ბა და ხმის სის­ტე­მა დახ­ვდათ. თი­თო­ე­ულ ჯგუფს თან ახ­ლდა აუ­დი­ტო­რი­ის უდი­დე­სი მხარ­და­ჭე­რა, რაც, ცხა­დია, არ­ტის­ტე­ბის მიერ და­ხარ­ჯუ­ლი უდი­დე­სი ენერ­გი­ის სწო­რი Feedback-ი იყო, თუმ­ცა, რო­გორც ყველ­გან, რო­გორც ყო­ველ­თვის, ახ­ლაც, თბი­ლის­ში, Open Air-ზეც იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ფეს­ტი­ვალ­ზე მუ­სი­კას­თან ერ­თად კომ­ფორ­ტის სრუ­ლი ზონა სჭირ­დე­ბო­დათ. Ambebi.ge "ფე­ის­ბუქ­ზე", Tbilisi Open Air-ის ივენ­თის გვერ­დზე მე­ლო­მა­ნე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს და­აკ­ვირ­და. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ძი­რი­თა­დად, სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის სიმ­ცი­რე იწ­ვევ­და.

"ტუ­ა­ლე­ტე­ბი biletebi.ge -ს ჩა­ა­ბა­რეთ თუ რა იყო ეს, რამ­ხე­ლა რი­გე­ბი იდგა", - წერს კობა ესა­ი­აშ­ვი­ლი.

ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სუ­ლებს კი­დევ ერთ დის­კომ­ფორ­ტს შე­სას­ვლელ­ში არ­სე­ბუ­ლი რი­გე­ბი უქ­მნი­და, თუმ­ცა დამ­სწრე­თა იმ რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მელ­საც Tbilisi Open Air-ი წელს მას­პინ­ძლობს, რიგი ბუ­ნებ­რი­ვიც არის.

კი­დევ ერთი დის­კომ­ფორ­ტი, რო­მელ­საც მე­ლო­მა­ნე­ბი ხაზ­გას­მით აფიქ­სი­რე­ბენ, და რომ­ლის ად­რე­სა­ტი არა ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, არა­მედ ბუ­ნე­ბაა, ძლი­ე­რი ქარი იყო. ასე რომ, თუ დღეს და მომ­დევ­ნო დღე­ებ­შიც ეს­ტუმ­რე­ბით Tbilisi Open Air-ს, გირ­ჩევთ თბი­ლად ჩა­იც­ვათ, ან პლე­დი გა­ი­ყო­ლოთ.

პრე­ტენ­ზი­ებს რომ გა­ვუყ­ვეთ, კი­დევ ერთი, რაც ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს არ მო­ე­წო­ნათ, ტაქ­სის დე­ფი­ცი­ტი და არა­ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფა­სე­ბი იყო.

"ყვე­ლა­ფე­რი გა­და­სა­რე­ვი იყო, მაგ­რამ ბო­ლოს "ტაქ­სი 5"-ის მძღო­ლე­ბი 20 ლარს მთხოვ­დნენ გუ­შინ რუს­თა­ვე­ლამ­დე. "ტაქ­სი 5"-ს რომ ვუ­რე­კავ­დი, უარ­ყოფ­დნენ, ეგ ტა­რი­ფი არა­აო, მაგ­რამ მან­ქა­ნა­საც არ აგ­ზავ­ნიდ­ნენ და რას ვე­ლო­დო დღეს, არ ვიცი. სა­ბო­ლო­ოდ, 15 ლა­რად ჩა­მო­მიყ­ვა­ნა სხვა ტაქ­სიმ, მაგ­რამ თუ "ტაქ­სი 5"-ის იმე­დი არ უნდა გვქონ­დეს, იქ­ნებ აქე­დან­ვე გვი­თხრათ, მერე ტყუ­ი­ლად რომ არ ვე­ლო­დოთ", - და­წე­რა Stella Stellaha-მ "ფე­ის­ბუქ­ზე".

უსა­მარ­თლო­ბა იქ­ნე­ბა, თუ ვი­ტყვით, რომ ფეს­ტი­ვა­ლის პირ­ველ დღეს მხო­ლოდ ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა. მე­ლო­მან­თა ნა­წილ­მა არა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, არა­მედ ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სუ­ლი მსმე­ნე­ლი გა­აკ­რი­ტი­კა, რომ­ლე­ბიც კონ­ცერ­ტის შემ­დეგ მხო­ლოდ ცუდ მხა­რე­ზე ამახ­ვი­ლებ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას:

"დი­ლის 6-ის­კენ წა­მო­ვე­დი, ეს რა იყო ... რას გავ­და "main" სცე­ნას­თან მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია. იმ­დე­ნი ნა­გა­ვი ეყა­რა ძირს, ერთ კარგ გო­რას აა­შე­ნებ­დი. არ ვიცი, რომ­ლის ბრა­ლია, ხალ­ხის (რომ­ლებ­საც და­ე­ზა­რათ გა­დაგ­დე­ბა), თუ თქვე­ნი ურ­ნე­ბის არ ყოფ­ნის გამო.

მაგ ად­გი­ლას კი­დევ ბევ­რმა უნდა ია­როს და ასე თუ დარ­ჩა, არ ვიცი.. ტე­ხავს პროს­ტა, მეტი არა­ფე­რი.

და ხო კი­დევ, ერთი ტიპი და­ვი­ნა­ხე სა­პირ­ფა­რე­შო­ში მი­დი­ო­და სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ მო­ით­მი­ნა და შუა გზა­ში ამო­ი­ღო და "და­აქ­ცია შარ­დი" :) ნუ კაი რა... გული ამე­რია კი­ნა­ღამ. და­ნარ­ჩენ­თან არ მაქვს პრობ­ლე­მა, გარ­თო­ბას და სა­სი­ა­მოვ­ნო დრო­ის გა­ტა­რე­ბას გი­სურ­ვებთ", - ირაკ­ლი კუპ­რე­იშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეს და ყუ­რა­დღე­ბით მო­უს­მი­ნეს მსმე­ნე­ლის პრე­ტენ­ზი­ებს. ამას­თან, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი "ფე­ის­ბუქ-გვერ­დის" სა­შუ­ა­ლე­ბით, იმ სტუმ­რებს უწევ­დნენ დახ­მა­რე­ბას, ვინც პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა, გა­სა­ღე­ბი ან რა­ი­მე ნივ­თი და­კარ­გა.

და­ბო­ლოს, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მსმე­ნე­ლი იმ ტი­პის დის­კომ­ფორ­ტის­გან, რა­საც Tbilisi Open Air-ზე ჰქონ­და ად­გი­ლი, არც სხვა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის რო­მე­ლი­მე ფეს­ტი­ვალ­ზეა და­ზღვე­უ­ლი. რე­აქ­ცი­ე­ბის მი­მო­ხილ­ვას ზურა აბა­ში­ძის გა­მოხ­მა­უ­რე­ბით ვას­რუ­ლებთ.

"ხალ­ხო, კონ­ცერ­ტის დროს გა­მო­რი­ცხუ­ლია არ შე­წუხ­დეთ, ვი­ღა­ცა ფეხ­ზე და­გა­ბი­ჯებს, ვი­ღა­ცა მხარს გაგკრავს, ვი­ღა­ცა და­იღ­რი­ა­ლებს საყ­ვა­რელ მო­მენტზე, ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცას მხარ­ზე შე­აჯ­დე­ბა, ასეა ყველ­გან, თუ არ მოგ­წონთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლა­ი­ვე­ბია ზემ­ფი­რა­სი იუ­თუბ­ზე ატ­ვირ­თუ­ლი, უკე­თესს შემ­თხვე­ვა­ში - იარე ოპე­რა­ში ან ნანი ბრეგ­ვა­ძის კონ­ცერ­ტებ­ზე. ასე რომ, მჟა­ვე სა­ხე­ებს ჯო­ბია გამ­ხი­ა­რულ­დეთ და ბო­დიშს რომ გიხ­დი­ან თა­ვა­ზი­ა­ნად, სწერ­ვა სა­ხე­ე­ბი და­ა­ლა­გოთ, გა­და­ვი­და უკვე მო­დი­დან, აღა­რაა ტრენ­დი, მა­გას ისევ 11 ლა­რი­ა­ნი ტო­ნა­ლუ­რი ჯო­ბია", - წერს ფეს­ტი­ვა­ლის სტუ­მა­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ Tbilisi Open Air, რო­მე­ლიც გუ­შინ, 3 ივ­ლისს და­ი­წყო, 7 ივ­ლისს დას­რულ­დე­ბა. მსმე­ნელს დღეს ARCHIVE ელის. მთლი­ა­ნო­ბა­ში, დღეს ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი სცე­ნა ამ ჯგუ­ფებს უმას­პინ­ძლებს:

17:20 - 17:50 Contact

18:00 - 18:30 The Mins

18:35 - 19:10 The Black Marrows

19:20 - 20:00 Gravity

20:10 - 21:10 Soap&Skin

21:40 - 23:40 Archive

გი­ორ­გი გი­ორ­გაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE, ADAMI.GE

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ვანო გორ­გიშ­ვი­ლის ფოტო

"რამხელა რიგები იდგა, ტუალეტები biletebi.ge-ს ჩააბარეთ?" - მადლიერი და განაწყენებული მელომანების შეფასებები Open Air-ის პირველი დღის შემდეგ

"რამხელა რიგები იდგა, ტუალეტები biletebi.ge-ს ჩააბარეთ?" - მადლიერი და განაწყენებული მელომანების შეფასებები Open Air-ის პირველი დღის შემდეგ

თბილისი მუსიკალურ ფესტივალს Tbilisi Open Air-ს მასპინძლობს. მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება, რომელსაც მელომანები დიდი ინტერესით ელოდნენ, გუშინ, 3 ივლისს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაიწყო. ადგილობრივებთან ერთად, Tbilisi Open Air-ზე ათასობით ტურისტს ელოდებიან, რაც როგორც ფესტივალისთვის, ისე დედაქალაქისთვის, ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია.

"ხუთი დღის განმავლობაში ველოდებით 50 000 ადამიანს, ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, თუ რამდენი უცხოელი იქნება აქედან, მაგრამ საუბარია რამდენიმე ათასზე. განსაკუთრებით დიდი აქტიურობა შეინიშნება სომხეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან", - ამბობს მედიამენეჯერი სოფო ებრალიძე Ambebi.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება პირველ დღეს, მსმენელმა The Tiger LIlies, "აკვარიუმს" და ზემფირას მოუსმინა. ფესტივალის სტუმრებს მუსიკალური თვალსაზრისით ჟანრობრივი მრავალფეროვნება, კარგი ხარისხის განათება და ხმის სისტემა დახვდათ. თითოეულ ჯგუფს თან ახლდა აუდიტორიის უდიდესი მხარდაჭერა, რაც, ცხადია, არტისტების მიერ დახარჯული უდიდესი ენერგიის სწორი Feedback-ი იყო, თუმცა, როგორც ყველგან, როგორც ყოველთვის, ახლაც, თბილისში, Open Air-ზეც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ფესტივალზე მუსიკასთან ერთად კომფორტის სრული ზონა სჭირდებოდათ. Ambebi.ge "ფეისბუქზე", Tbilisi Open Air-ის ივენთის გვერდზე მელომანების გამოხმაურებებს დააკვირდა. უკმაყოფილებას ძირითადად, საპირფარეშოების სიმცირე იწვევდა.

"ტუალეტები biletebi.ge -ს ჩააბარეთ თუ რა იყო ეს, რამხელა რიგები იდგა", - წერს კობა ესაიაშვილი.

ფესტივალზე მისულებს კიდევ ერთ დისკომფორტს შესასვლელში არსებული რიგები უქმნიდა, თუმცა დამსწრეთა იმ რაოდენობის გათვალისწინებით, რომელსაც Tbilisi Open Air-ი წელს მასპინძლობს, რიგი ბუნებრივიც არის.

კიდევ ერთი დისკომფორტი, რომელსაც მელომანები ხაზგასმით აფიქსირებენ, და რომლის ადრესატი არა ფესტივალის ორგანიზატორები, არამედ ბუნებაა, ძლიერი ქარი იყო. ასე რომ, თუ დღეს და მომდევნო დღეებშიც ესტუმრებით Tbilisi Open Air-ს, გირჩევთ თბილად ჩაიცვათ, ან პლედი გაიყოლოთ.

პრეტენზიებს რომ გავუყვეთ, კიდევ ერთი, რაც ფესტივალის სტუმრებს არ მოეწონათ, ტაქსის დეფიციტი და არახელმისაწვდომი ფასები იყო.

"ყველაფერი გადასარევი იყო, მაგრამ ბოლოს "ტაქსი 5"-ის მძღოლები 20 ლარს მთხოვდნენ გუშინ რუსთაველამდე. "ტაქსი 5"-ს რომ ვურეკავდი, უარყოფდნენ, ეგ ტარიფი არააო, მაგრამ მანქანასაც არ აგზავნიდნენ და რას ველოდო დღეს, არ ვიცი. საბოლოოდ, 15 ლარად ჩამომიყვანა სხვა ტაქსიმ, მაგრამ თუ "ტაქსი 5"-ის იმედი არ უნდა გვქონდეს, იქნებ აქედანვე გვითხრათ, მერე ტყუილად რომ არ ველოდოთ", - დაწერა Stella Stellaha-მ "ფეისბუქზე".

უსამართლობა იქნება, თუ ვიტყვით, რომ ფესტივალის პირველ დღეს მხოლოდ ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. მელომანთა ნაწილმა არა ორგანიზატორები, არამედ ფესტივალზე მისული მსმენელი გააკრიტიკა, რომლებიც კონცერტის შემდეგ მხოლოდ ცუდ მხარეზე ამახვილებდნენ ყურადღებას:

"დილის 6-ისკენ წამოვედი, ეს რა იყო ... რას გავდა "main" სცენასთან მდებარე ტერიტორია. იმდენი ნაგავი ეყარა ძირს, ერთ კარგ გორას ააშენებდი. არ ვიცი, რომლის ბრალია, ხალხის (რომლებსაც დაეზარათ გადაგდება), თუ თქვენი ურნების არ ყოფნის გამო.

მაგ ადგილას კიდევ ბევრმა უნდა იაროს და ასე თუ დარჩა, არ ვიცი.. ტეხავს პროსტა, მეტი არაფერი.

და ხო კიდევ, ერთი ტიპი დავინახე საპირფარეშოში მიდიოდა სავარაუდოდ, ვერ მოითმინა და შუა გზაში ამოიღო და "დააქცია შარდი" :) ნუ კაი რა... გული ამერია კინაღამ. დანარჩენთან არ მაქვს პრობლემა, გართობას და სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ", - ირაკლი კუპრეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთხსენებული დისკომფორტის გამო, ორგანიზატორებმა "ფეისბუქზე" ბოდიში მოიხადეს და ყურადღებით მოუსმინეს მსმენელის პრეტენზიებს. ამასთან, ორგანიზატორები "ფეისბუქ-გვერდის" საშუალებით, იმ სტუმრებს უწევდნენ დახმარებას, ვინც პირადობის მოწმობა, გასაღები ან რაიმე ნივთი დაკარგა.

დაბოლოს, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მსმენელი იმ ტიპის დისკომფორტისგან, რასაც Tbilisi Open Air-ზე ჰქონდა ადგილი, არც სხვა რომელიმე ქვეყნის რომელიმე ფესტივალზეა დაზღვეული. რეაქციების მიმოხილვას ზურა აბაშიძის გამოხმაურებით ვასრულებთ.

"ხალხო, კონცერტის დროს გამორიცხულია არ შეწუხდეთ, ვიღაცა ფეხზე დაგაბიჯებს, ვიღაცა მხარს გაგკრავს, ვიღაცა დაიღრიალებს საყვარელ მომენტზე, ვიღაცა ვიღაცას მხარზე შეაჯდება, ასეა ყველგან, თუ არ მოგწონთ შესანიშნავი ლაივებია ზემფირასი იუთუბზე ატვირთული, უკეთესს შემთხვევაში - იარე ოპერაში ან ნანი ბრეგვაძის კონცერტებზე. ასე რომ, მჟავე სახეებს ჯობია გამხიარულდეთ და ბოდიშს რომ გიხდიან თავაზიანად, სწერვა სახეები დაალაგოთ, გადავიდა უკვე მოდიდან, აღარაა ტრენდი, მაგას ისევ 11 ლარიანი ტონალური ჯობია", - წერს ფესტივალის სტუმარი.

შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air, რომელიც გუშინ, 3 ივლისს დაიწყო, 7 ივლისს დასრულდება. მსმენელს დღეს ARCHIVE ელის. მთლიანობაში, დღეს ფესტივალის მთავარი სცენა ამ ჯგუფებს უმასპინძლებს:

17:20 - 17:50 Contact

18:00 - 18:30 The Mins

18:35 - 19:10 The Black Marrows

19:20 - 20:00 Gravity

20:10 - 21:10 Soap&Skin

21:40 - 23:40 Archive

გიორგი გიორგაშვილი

AMBEBI.GE, ADAMI.GE

გამოყენებულია ვანო გორგიშვილის ფოტო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია