საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბა, მთაწმინდიდან გადმოხედეთ, მტკვრის გასწვრივ როგორი სმოგია!" - მოქალაქეების გამოხმაურება მტკივნეულ თემაზე
"აბა, მთაწმინდიდან გადმოხედეთ, მტკვრის გასწვრივ როგორი სმოგია!" - მოქალაქეების გამოხმაურება მტკივნეულ თემაზე

Ambebi.ge-ს ჟურ­ნა­ლის­ტის, ლალი ფა­ცი­ას მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ას, სა­ხელ­წო­დე­ბით, - თბი­ლი­სის რე­ლი­ეფ­ში ჩა­დე­ბუ­ლი ნაღ­მე­ბი - მტკვა­რი, რო­მე­ლიც მამა და­ვით­სა და მა­ხ­ა­თას ფა­რავ­და და საფრ­თხე, რა­საც მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბი ქმნის, მკი­თხვე­ლის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სტა­ტი­ა­ში ეკო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევ­რი, გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტროს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი ირაკ­ლი მი­ქა­ძე დე­და­ქა­ლა­ქის რე­ლი­ე­ფის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე, მე­წყერ­სა­შიშ ზო­ნებ­სა და ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ თბი­ლი­სი გე­ო­ლო­გი­უ­რად სუსტ ქა­ნებ­ზე მდე­ბა­რე­ობს.

"ეს არის პირ­ვე­ლი დიდი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ასე­თი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც 13 ივ­ნისს მოხ­და... ადრე მა­ხა­თი­სა და მამა და­ვი­თის მთებ­ზე ხდე­ბო­და მდი­ნა­რე მტკვრის გა­დი­ნე­ბა, ასე­თი მთა­გო­რი­ა­ნი რე­ლი­ე­ფი იყო. მაგ­რამ როცა კავ­კა­სი­ო­ნის ქედი ამო­ვი­და და მდი­ნა­რე მტკვარ­მა, რო­გორც მდი­ნა­რემ, და­ი­წყო მოძ­რა­ო­ბა (მამა და­ვი­თი­სა და მა­ხ­ა­თას მთე­ბი 620 მეტრზე იყო) ხე­ო­ბა სწრა­ფად ჩაჭ­რა. ამი­ტო­მაც არის, რომ აქ თი­ხი­ა­ნი, ერო­ზი­რე­ბუ­ლი და სუს­ტი რე­ლი­ე­ფია. დღეს ამ კა­ნი­ო­ნის სი­მაღ­ლე 420 მეტ­რია... მოკ­ლედ, მტკვა­რი და­სე­ირ­ნობ­და და თა­ვის ჭა­ლას ქმნი­და, ნა­ლე­ქებს ლე­ქავ­და. ამ ყვე­ლაფ­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი და მა­სა­ლა გე­ო­ლო­გებს გვაქვს, რად­გა­ნაც მა­ხ­ა­თას, მამა და­ვი­თის, ყე­ე­ნო­ბის მთებ­ზე, კუ­კი­ა­ზე სულ ტე­რა­სე­ბია, რაც სწო­რედ ნამ­დი­ნა­რე­ვი გახ­ლავთ...", - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.

გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი­დან, რო­მე­ლიც ამ სტა­ტი­ას მკი­თხვე­ლის მხრი­დან მოჰ­ყვა, რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტარს გთა­ვა­ზობთ.

გელა:

"გე­ო­ლო­გი არ ვარ, მაგ­რამ ამ დარ­გში რა დიდი პრო­ფე­სო­რო­ბა სჭირ­დე­ბა იმის მიხ­ვედ­რას, რომ ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბა (თუ ამას ეს სი­ტყვა შე­ე­სა­ბა­მე­ბა) არას­წო­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს!

ჯერ ერთი, თვი­თონ თბი­ლი­სია ერთი დიდი ხე­ო­ბა - აბა, ერთი მთაწ­მინ­დი­დან გად­მო­ხე­დეთ, მტკვრის გას­წვრივ რო­გო­რი სმო­გია! ათე­უ­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბო­და და ხდე­ბა მთე­ლი ამ ხე­ო­ბის ჩა­ხერგვა ისე, რომ ქა­ლაქ­ში სუნ­თქვაც აღარ შე­იძ­ლე­ბა!

მერე, უსა­ხუ­რია მთე­ლი რა­ი­ო­ნე­ბი: გლ­და­ნი, მუ­ხი­ა­ნი, ვარ­კე­თი­ლი... მაგ­რამ ეს კი­დევ ნაკ­ლე­ბი უბე­დუ­რე­ბაა, სა­ქარ­თვე­ლო სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი ტე­რი­ტო­რი­აა და ღმერ­თმა ნუ ქნას ძლი­ე­რი მი­წისძვრა მოხ­დეს, თუნ­დაც 50-60 წლის შემ­დეგ, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა დაგ­ვე­მარ­თე­ბა? რა, შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე არ უნდა ვიზ­რუ­ნოთ?!!

ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო და მას­შტა­ბე­ბი აქვს!

იყო ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქად მცხე­თა, ხომ?! მერე კი თბი­ლი­სი გახ­და! კარ­გი ბა­ტო­ნო, დარ­ჩეს იგი დე­და­ქა­ლა­ქად, მაგ­რამ რა­ტომ არ უნდა გვეზ­რუ­ნა, ვიზ­რუ­ნოთ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის მეტი ფუნ­ქცი­ე­ბის გა­და­ცე­მა­ზე?!

გა­გიჟდ კი­ნა­ღამ, თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, პარ­ლა­მენ­ტი რომ ქუ­თა­ის­ში გა­და­ი­ტა­ნა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. იქ ხომ გა­ცი­ლე­ბით მეტი სივ­რცეა და ეს ქა­ლა­ქი, რე­გი­ო­ნი თით­ქმის უფუნ­ქცი­ოდ არის დარ­ჩე­ნი­ლი! გარ­და ამი­სა, ქვეყ­ნის უდი­დე­სი სიმ­დიდ­რე ზღვის­პი­რე­თიც ხომ შე­უ­და­რებ­ლად ახ­ლო­საა!!! და­იქ­ცა თურ­მე ქვე­ყა­ნა ამ პარ­ლა­მენ­ტის გა­და­ტა­ნით იქ (რა­მეს მი­კე­თებ­დნენ მა­ინც!)

ისე, ქუ­თა­ი­სი კი არა, თბი­ლი­სის ზღვის­კენ რომ წა­ვი­დეს ქა­ლა­ქის ზრდა (იქ აი­გოს, ბა­ტო­ნო, ეს პა­ნო­რა­მა, სას­ტუმ­რო­ე­ბი, ბიზ­ნეს-ცენ­ტრე­ბი, მა­ნ­ჰე­ტე­ნე­ბი!), ამის წი­ნა­აღ­მდე­გიც კი ვართ!

მერე, მთლად ტრა­გი­კუ­ლი სუ­რა­თი იხა­ტე­ბა (თა­ვი­დან მინ­დო­და ტრა­გი-კო­მი­კუ­რი და­მე­წე­რა, მაგ­რამ აქ ეს ტერ­მი­ნი უად­გი­ლოა!) - ხალ­ხის და­ღუპ­ვი­დან ჯერ ორ­მო­ციც არ გა­დაგ­ვიხ­დია და ვე­რეს ხე­ო­ბის ცა­თამ­ბრჯე­ნე­ბით ამოვ­სე­ბის გეგ­მამ კი­ნა­ღამ მაშ­ვე­ლებს მი­ას­წრო ად­გილ­ზე!

დღეს კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "თურ­მე" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გვკლე­ბია და მათ­თვის ყუ­რის დაგ­დე­ბაა სა­ჭი­რო!

ეგეც კარ­გია!

სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს!!!"

თიკო:

"თუ არ გვინ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ისე პი­რა­დი, არ გვინ­და მსხვერ­პლი, მა­შინ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ საფრ­თხე­ე­ე­ბი და თბი­ლი­სი დაპ­რო­ექტდეს რო­გორც სა­ჭი­როა. გა­კეთ­დეს სა­ნი­აღ­ვრე­ე­ბი რომ ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მე­წყერ­მა არ ჩა­ი­ტა­ნოს! ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში რომ აცხა­დებს, ირაკ­ლი მი­ქა­ძე 32 სარ­თუ­ლი­ანს სახ­ლებს აშე­ნე­ბე­ნო, ვი­საც რა უნდა იმას აკე­თებს, ამ ქვე­ყა­ნას პატ­რო­ნი არ ყავს?! ამ წყალ­დი­დო­ბით სა­ხელ­მწი­ფომ მი­ლი­არ­დო­ბით ზა­რა­ლი ნახა, მო­ქალ­ქე­ე­ბის სახ­ლე­ბი, ქო­ნე­ბა წყალ­მა წა­ლე­კა! უნი­ჭი­ე­რე­სი და ულა­მა­ზე­სი ახალ­გაზ­რდე­ბი დავ­კარ­გეთ, ყო­ველ­თვის ასე დაგ­ვე­მარ­თე­ბა რაც უთავ­ბო­ლოდ გა­კეთ­დე­ბა!"

გე­ო­ლო­გი:

"გვი­რა­ბებს სის­ტე­მა­ტუ­რად უნდა გაწ­მენ­და. სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მო­ვარ­დნილ­მა ნა­კად­მა თა­ვად მო­უ­ნიშ­ნა ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბის ზონა, აქ ახა­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი სა­მო­მავ­ლოდ არ უნდა აშენ­დეს. ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფა­რიც მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში იყო აშე­ნე­ბუ­ლი სრუ­ლი­ად უგუ­ნუ­რად და უად­გი­ლოდ, რად­გან იწ­ვევ­და ისე­დაც ვიწ­რო ხე­ო­ბის და­მა­ტე­ბით შე­ვიწ­რო­ვე­ბას. ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს გზის ქვეშ გვი­რა­ბის გახ­სნა ვერ მო­აგ­ვა­რებს პრობ­ლე­მას, რად­გან მდი­ნა­რე ვერე გმირ­თა მო­ედ­ნის ქვეშ ჩას­მუ­ლია სხვა გვი­რაბ­ში. მო­მა­ვალ­ში ამ­გვა­რი დიდი წყალ­დი­დო­ბის და სე­ლუ­რი ნა­კა­დის შემ­თხვე­ვა­ში მთე­ლი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა გმირ­თა მო­ე­დან­ზე, რაც გა­მო­იწ­ვევს კი­დევ უფრო მას­შტა­ბურ ნგრე­ვას და მსხვერ­პლს. ჩე­მის აზ­რით, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს გზა და გვი­რა­ბი უნდა დარ­ჩეს, ოღონ­დაც სვა­ნი­ძის ქუ­ჩის და­ბალ ნა­წილ­ში არა­ვი­თა­რი ნა­გე­ბო­ბა არ უნდა იყოს. აქ ნაკ­ვე­თე­ბი უნდა გა­მო­ის­ყი­დოს სა­ხელ­მწი­ფომ იმ კომ­პენ­სა­ცი­ის ფა­სად, რო­მელ­საც ეხლა გა­და­უხ­დის იქა­უ­რებს. ეს გვი­რა­ბი და ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს ზვი­ნუ­ლი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პირ­ველ დარ­ტყმას თა­ვის თავ­ზე აი­ღებს ისე, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა არ და­ზა­რალ­დე­ბა. სა­ნამ წყლის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი რამ­დე­ნი­მე მეტ­რით აწევს აქ დო­ნეს, ქა­ლა­ქის მეს­ვე­უ­რებს ექ­ნე­ბათ დრო და­ახ­ლო­ე­ბით 0.5-1 სა­ა­თი, რათა გმირ­თა მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­ხიზ­ნოს ხალ­ხი. ვე­რეს ახა­ლი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი კი უნდა იყოს 15-20 მეტ­რით მაღ­ლა მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი­დან და არა ისე, რო­გორც აშენ­და."

აშ­კა­რაა, რომ თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მტკივ­ნე­უ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მის ირ­გვლივ მსჯე­ლო­ბას მომ­დევ­ნო დღე­ებ­შიც გა­ვაგ­რძე­ლებთ.

Ambebi.ge მად­ლო­ბას უხ­დის მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის­თვის.

"აბა, მთაწმინდიდან გადმოხედეთ, მტკვრის გასწვრივ როგორი სმოგია!" - მოქალაქეების გამოხმაურება მტკივნეულ თემაზე

"აბა, მთაწმინდიდან გადმოხედეთ, მტკვრის გასწვრივ როგორი სმოგია!" - მოქალაქეების გამოხმაურება მტკივნეულ თემაზე

Ambebi.ge-ს ჟურნალისტის, ლალი ფაციას მიერ მომზადებულ სტატიას, სახელწოდებით, - თბილისის რელიეფში ჩადებული ნაღმები - მტკვარი, რომელიც მამა დავითსა და მახათას ფარავდა და საფრთხე, რასაც მაღალსართულიანი შენობები ქმნის, მკითხველის საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა. სტატიაში ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამოუკიდებელი ექსპერტი ირაკლი მიქაძე დედაქალაქის რელიეფის არქიტექტურაზე, მეწყერსაშიშ ზონებსა და ურბანიზაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თბილისი გეოლოგიურად სუსტ ქანებზე მდებარეობს.

"ეს არის პირველი დიდი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი პროცესების განვითარებას, რაც 13 ივნისს მოხდა... ადრე მახათისა და მამა დავითის მთებზე ხდებოდა მდინარე მტკვრის გადინება, ასეთი მთაგორიანი რელიეფი იყო. მაგრამ როცა კავკასიონის ქედი ამოვიდა და მდინარე მტკვარმა, როგორც მდინარემ, დაიწყო მოძრაობა (მამა დავითისა და მახათას მთები 620 მეტრზე იყო) ხეობა სწრაფად ჩაჭრა. ამიტომაც არის, რომ აქ თიხიანი, ეროზირებული და სუსტი რელიეფია. დღეს ამ კანიონის სიმაღლე 420 მეტრია... მოკლედ, მტკვარი დასეირნობდა და თავის ჭალას ქმნიდა, ნალექებს ლექავდა. ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფაქტები და მასალა გეოლოგებს გვაქვს, რადგანაც მახათას, მამა დავითის, ყეენობის მთებზე, კუკიაზე სულ ტერასებია, რაც სწორედ ნამდინარევი გახლავთ...", - ამბობს პროფესორი.

გამოხმაურებებიდან, რომელიც ამ სტატიას მკითხველის მხრიდან მოჰყვა, რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ.

გელა:

"გეოლოგი არ ვარ, მაგრამ ამ დარგში რა დიდი პროფესორობა სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული თბილისის განვითარება (თუ ამას ეს სიტყვა შეესაბამება) არასწორად მიმდინარეობს!

ჯერ ერთი, თვითონ თბილისია ერთი დიდი ხეობა - აბა, ერთი მთაწმინდიდან გადმოხედეთ, მტკვრის გასწვრივ როგორი სმოგია! ათეული წლების მანძილზე მიზანმიმართულად ხდებოდა და ხდება მთელი ამ ხეობის ჩახერგვა ისე, რომ ქალაქში სუნთქვაც აღარ შეიძლება!

მერე, უსახურია მთელი რაიონები: გლდანი, მუხიანი, ვარკეთილი... მაგრამ ეს კიდევ ნაკლები უბედურებაა, საქართველო სეისმურად აქტიური ტერიტორიაა და ღმერთმა ნუ ქნას ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, თუნდაც 50-60 წლის შემდეგ, წარმოგიდგენიათ, რა დაგვემართება? რა, შვილიშვილებზე არ უნდა ვიზრუნოთ?!!

ყველაფერს თავისი დრო და მასშტაბები აქვს!

იყო ქვეყნის დედაქალაქად მცხეთა, ხომ?! მერე კი თბილისი გახდა! კარგი ბატონო, დარჩეს იგი დედაქალაქად, მაგრამ რატომ არ უნდა გვეზრუნა, ვიზრუნოთ დასავლეთ საქართველოსათვის მეტი ფუნქციების გადაცემაზე?!

გაგიჟდ კინაღამ, თითქმის მთელი საქართველო, პარლამენტი რომ ქუთაისში გადაიტანა წინა ხელისუფლებამ. იქ ხომ გაცილებით მეტი სივრცეა და ეს ქალაქი, რეგიონი თითქმის უფუნქციოდ არის დარჩენილი! გარდა ამისა, ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე ზღვისპირეთიც ხომ შეუდარებლად ახლოსაა!!! დაიქცა თურმე ქვეყანა ამ პარლამენტის გადატანით იქ (რამეს მიკეთებდნენ მაინც!)

ისე, ქუთაისი კი არა, თბილისის ზღვისკენ რომ წავიდეს ქალაქის ზრდა (იქ აიგოს, ბატონო, ეს პანორამა, სასტუმროები, ბიზნეს-ცენტრები, მანჰეტენები!), ამის წინააღმდეგიც კი ვართ!

მერე, მთლად ტრაგიკული სურათი იხატება (თავიდან მინდოდა ტრაგი-კომიკური დამეწერა, მაგრამ აქ ეს ტერმინი უადგილოა!) - ხალხის დაღუპვიდან ჯერ ორმოციც არ გადაგვიხდია და ვერეს ხეობის ცათამბრჯენებით ამოვსების გეგმამ კინაღამ მაშველებს მიასწრო ადგილზე!

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ "თურმე" ხელისუფლებაში პროფესიონალები გვკლებია და მათთვის ყურის დაგდებაა საჭირო!

ეგეც კარგია!

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!!!"

თიკო:

"თუ არ გვინდა ეკონომიკური ზარალი, როგორც სახელმწიფო ისე პირადი, არ გვინდა მსხვერპლი, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ საფრთხეეები და თბილისი დაპროექტდეს როგორც საჭიროა. გაკეთდეს სანიაღვრეები რომ ქვეყნის დედაქალაქი ერთ მშვენიერ დღეს მეწყერმა არ ჩაიტანოს! ამ ინტერვიუში რომ აცხადებს, ირაკლი მიქაძე 32 სართულიანს სახლებს აშენებენო, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს, ამ ქვეყანას პატრონი არ ყავს?! ამ წყალდიდობით სახელმწიფომ მილიარდობით ზარალი ნახა, მოქალქეების სახლები, ქონება წყალმა წალეკა! უნიჭიერესი და ულამაზესი ახალგაზრდები დავკარგეთ, ყოველთვის ასე დაგვემართება რაც უთავბოლოდ გაკეთდება!"

გეოლოგი:

"გვირაბებს სისტემატურად უნდა გაწმენდა. სვანიძის ქუჩაზე მოვარდნილმა ნაკადმა თავად მოუნიშნა ადამიანებს თავისი მოქმედების ზონა, აქ ახალი ნაგებობები სამომავლოდ არ უნდა აშენდეს. ცხოველთა თავშესაფარიც მდინარის კალაპოტში იყო აშენებული სრულიად უგუნურად და უადგილოდ, რადგან იწვევდა ისედაც ვიწრო ხეობის დამატებით შევიწროვებას. ვაკე-საბურთალოს გზის ქვეშ გვირაბის გახსნა ვერ მოაგვარებს პრობლემას, რადგან მდინარე ვერე გმირთა მოედნის ქვეშ ჩასმულია სხვა გვირაბში. მომავალში ამგვარი დიდი წყალდიდობის და სელური ნაკადის შემთხვევაში მთელი დარტყმა იქნება გმირთა მოედანზე, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მასშტაბურ ნგრევას და მსხვერპლს. ჩემის აზრით, ვაკე-საბურთალოს გზა და გვირაბი უნდა დარჩეს, ოღონდაც სვანიძის ქუჩის დაბალ ნაწილში არავითარი ნაგებობა არ უნდა იყოს. აქ ნაკვეთები უნდა გამოისყიდოს სახელმწიფომ იმ კომპენსაციის ფასად, რომელსაც ეხლა გადაუხდის იქაურებს. ეს გვირაბი და ვაკე-საბურთალოს ზვინული ასეთ შემთხვევაში პირველ დარტყმას თავის თავზე აიღებს ისე, რომ მოსახლეობა არ დაზარალდება. სანამ წყლის პირველი ნაკადი რამდენიმე მეტრით აწევს აქ დონეს, ქალაქის მესვეურებს ექნებათ დრო დაახლოებით 0.5-1 საათი, რათა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გახიზნოს ხალხი. ვერეს ახალი გზის სავალი ნაწილი კი უნდა იყოს 15-20 მეტრით მაღლა მდინარის კალაპოტიდან და არა ისე, როგორც აშენდა."

აშკარაა, რომ თემა აქტუალური და მოქალაქეებისთვის მტკივნეულია, შესაბამისად, პრობლემის ირგვლივ მსჯელობას მომდევნო დღეებშიც გავაგრძელებთ.

Ambebi.ge მადლობას უხდის მკითხველს საინტერესო აზრის დაფიქსირებისთვის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია