გულშემატკივართა ნაწილმა, ვისაც ბილეთების ყიდვის რიგმა მოუწია, ბილეთის ყიდვა ვერ შეძლო. ამის მიზეზი ის არის, რომ საიტმა მათ ავტორიზაციის გავლის უფლება არ მისცა. ამის შემდეგ, საიტი მათ მინიჭებულ რიგს უუქმებს და რიგის ბოლოში ანაცვლებს. ამის გამო სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები აშფოთებას გამოხატავენ.
რაც შეეხება ბილეთების გაყიდვის მონაცემებს, ამ დროისთვის biletebi.ge-ს ინფორმაციით, გაყიდულია 847 ბილეთი და რიგშია 89 475 მომხმარებელი. გაყიდვის პროცესი, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, შეუფერხებლად მიმდინარეობს. დღეს გაყიდვაშია ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაზღვრული 24 000 ბილეთი. გაყიდვა რიგითობით მიმდინარეობს.