ბოლო განახლება| biletebi.ge-ის კომენტარი საიტზე არსებულ ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით
biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორის, გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის სუპერთასის 300-მდე ბილეთია გაყიდული. როგორც ჩხიკვიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბილეთების გაყიდვა ფაქტობრივად, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
"ბილეთების გაყიდვა გრძელდება. ამ დროისთვის 300-მდე ბილეთია გაყიდული. პროცესი ნელა მიმდინარეობს. საიტზე ბევრი მომხმარებელს ერთიანად არ ვუშვებთ, რათა ძლიერმა დატვირთვამ პრობლემები არ გამოიწვიოს. გარკვეული პრობლემების შესახებ მოგვწერეს, მათ შორის რიგის ბოლოში გადასროლის შესახებ და ჩვენ ამ შემთხვევებს ვსწავლობთ", - აღნიშნა ჩხიკვიშვილმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის დამთავრება კონკრეტულად ქართველი გულშემატკივრისთვის განსაზღვრული 24 000 ბილეთის გაყიდვა.
უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დილიდან განახლდა. დღეს გაიყიდება ქართველი გულშემატკივრისთვის განკუთვნილი 24 000 ბილეთი, ხოლო ხვალ - უცხოელებისთვის განკუთვნილი 6 000 ბილეთი. ბილეთების გაყიდვა რიგითობის მიხედვით ხდება.
ბილეთის ყიდვის მსურველს საიტზე შესვლისას მიენიჭება რიგი და დრო, თუ რა დროში შეძლებს ბილეთის ყიდვას. იმისთვის, რომ საიტი ძალიან არ დაიტვირთოს, წუთში საიტზე 50 ადამიანი შევა. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. ამასთან, სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები წერენ, რომ საიტზე დილის 09.00 საათიდან შესვლის მიუხედავად, რიგში ძალიან უკან არიან და ბილეთის ყიდვას ვერ შეძლებენ.
Ambebi.ge გთავაზობთ "ფეისბუქზე" ბილეთების შეძენის მსურველთა რეაქციებს.
ტოპ კომენტარები:
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს სუპერთასი თბილისში, "დინამო არენაზე" 11 აგვისტოს გაიმართება. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპის ლიგის გამარჯვებული "სევილია" შეხვდებიან.