პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად შეესაბამება შავი ზღვის წყლის ხარისხი სტანდარტებს და არის თუ არა შავ ზღვაში ბანაობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო
რამდენად შეესაბამება შავი ზღვის წყლის ხარისხი სტანდარტებს და არის თუ არა შავ ზღვაში ბანაობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო

შავ ზღვა­ზე ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის გახ­სნის პა­რა­ლე­ლუ­რად, სულ უფრო მა­ტუ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო კუ­რორ­ტებ­ზე დამ­სვე­ნე­ბელ­თა რი­ცხვი. რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხი სტან­დარ­ტებს და არის თუ არა შავ ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბა უსაფრ­თხო ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის?

აჭა­რის რე­გი­ონ­ში შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, ვიდ­რე ეს წინა წლებ­ში იყო , – ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს აჭა­რის გა­რე­მოს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მარ­თვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა ნუგ­ზარ პა­პუ­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

პა­პუ­ნი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის და­წყე­ბი­დან შავი ზღვის წყლის მო­ნი­ტო­რინ­გი სის­ტე­მა­ტუ­რად, 10 დღე­ში ერთხელ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. შე­მოწ­მე­ბა კი ექ­ვსი ინ­გრე­დი­ენ­ტით, აჭა­რის რე­გი­ონ­ში, 8 წერ­ტილ­ში სარ­ფი­დან ჩო­ლო­ქამ­დე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხდე­ბა.

"სა­ბა­ნაო სე­ზო­ნი მა­ი­სის თვი­დან და­ი­წყო, ჩვენც შე­სა­ბა­მი­სად ზღვის წყლის ხა­რის­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლის მო­ნი­ტო­რინგს 10 დღე­ში ერთხელ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. შერ­ჩე­უ­ლი გვაქვს მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და დამ­სვე­ნებ­ლის აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის 8 წერ­ტი­ლი. გავ­დი­ვართ მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბით, კა­ტე­რით და ვი­ღებთ სინ­ჯებს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი გვაქვს შე­სა­ბა­მის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას­თან რო­მელ­საც აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო, IშO სტან­დარ­ტი და სინ­ჯე­ბის აღე­ბი­დან ყო­ველ მე­ხუ­თე დღეს გვაქვს შე­დე­გე­ბი.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღემ­დე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბით ზღვის წყლის ხა­რის­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მთელს პე­რი­მეტრზე არის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. უფრო მე­ტიც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია ზღვის წყლის ხა­რის­ხი, ვიდ­რე ეს გა­სულ წლებ­ში იყო. უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­პი­რო­ბა იმან, რომ ბა­თუმ­ში გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს ფე­კა­ლუ­რი და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო წყლე­ბის გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნუგ­ზარ პა­პუ­ნი­ძემ.

გა­რე­მოს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მარ­თვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა სარფსა და კვა­რი­ათ­შია, სა­დაც ზღვის წყლის ხა­რის­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით 15-ჯერ უკე­თე­სია.

ჯონი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რამდენად შეესაბამება შავი ზღვის წყლის ხარისხი სტანდარტებს და არის თუ არა შავ ზღვაში ბანაობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო

რამდენად შეესაბამება შავი ზღვის წყლის ხარისხი სტანდარტებს და არის თუ არა შავ ზღვაში ბანაობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო

შავ ზღვაზე ტურისტული სეზონის გახსნის პარალელურად, სულ უფრო მატულობს საქართველოს საზღვაო კურორტებზე დამსვენებელთა რიცხვი. რამდენად შეესაბამება შავი ზღვის წყლის ხარისხი სტანდარტებს და არის თუ არა შავ ზღვაში ბანაობა უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის?

აჭარის რეგიონში შავი ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია და გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს წინა წლებში იყო , – ამის შესახებ Ambebi.ge-ს აჭარის გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსმა ნუგზარ პაპუნიძემ განუცხადა.

პაპუნიძის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის დაწყებიდან შავი ზღვის წყლის მონიტორინგი სისტემატურად, 10 დღეში ერთხელ ხორციელდება. შემოწმება კი ექვსი ინგრედიენტით, აჭარის რეგიონში, 8 წერტილში სარფიდან ჩოლოქამდე ტერიტორიაზე ხდება.

"საბანაო სეზონი მაისის თვიდან დაიწყო, ჩვენც შესაბამისად ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ ვახორციელებთ. შერჩეული გვაქვს მოსახლეობისა და დამსვენებლის აქტიური დასვენების 8 წერტილი. გავდივართ მცურავი საშუალებით, კატერით და ვიღებთ სინჯებს. ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს შესაბამის ლაბორატორიასთან რომელსაც აქვს საერთაშორისო, IშO სტანდარტი და სინჯების აღებიდან ყოველ მეხუთე დღეს გვაქვს შედეგები.

შეიძლება ითქვას, რომ დღემდე წარმოდგენილი ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევებით ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი მთელს პერიმეტრზე არის დამაკმაყოფილებელი. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წელს გაცილებით უკეთესია ზღვის წყლის ხარისხი, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო. უკეთესობისკენ ცვლილებები განაპირობა იმან, რომ ბათუმში გამართულად მუშაობს ფეკალური და საყოფაცხოვრებო წყლების გამწმენდი ნაგებობა", - განაცხადა ნუგზარ პაპუნიძემ.

გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ყველაზე უკეთესი მდგომარეობა სარფსა და კვარიათშია, სადაც ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები ნორმასთან შედარებით 15-ჯერ უკეთესია.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია