პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ მოსწავლეს სკოლაში უვარგისი წიგნები მისცეს, მშობელს უფლება აქვს, რომ ის შეაცვლევინოს
თუ მოსწავლეს სკოლაში უვარგისი წიგნები მისცეს, მშობელს უფლება აქვს, რომ ის შეაცვლევინოს

სექ­ტემ­ბერ­ში სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს­გან ძველ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს მი­ი­ღე­ბენ. ნახ­მა­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წილს გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის და­სა­წყის­შიც და­უ­რიგ­დათ. მათი ნა­წი­ლი სწავ­ლის­თვის იმ­დე­ნად გა­მო­უ­სა­დე­გა­რი იყო, რომ მშობ­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, შვი­ლე­ბის­თვის ან ახა­ლი წიგ­ნე­ბი შე­ე­ძი­ნათ, ან სხვის­გან "და­ექ­სე­რო­ქ­სე­ბი­ნათ" სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ნაკ­ლუ­ლი გვერ­დე­ბი. მოკ­ლედ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და­პი­რე­ბულ­მა უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის პრო­ექ­ტმა ორ წე­ლი­წად­ში სახე იც­ვა­ლა და სექ­ტემ­ბერ­ში სკო­ლა­ში მი­სულ მოს­წავ­ლე­ებს მერ­ხებ­ზე მარ­თა­ლია უფა­სო, მაგ­რამ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში საკ­მა­ოდ შე­ლა­ხუ­ლი წიგ­ნე­ბი დახ­ვდე­ბათ.

მშო­ბელ­თა გან­ცხა­დე­ბით, ჯერ კი­დევ გა­სულ სას­წავ­ლო წელს მათ შვი­ლებს სკო­ლა­ში ახ­ლებ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნი გა­დას­ცეს, რომ­ლი­თაც სწავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ამის შემ­დეგ ზოგ­მა თა­ვად უყი­და შვილს ახა­ლი ან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნი ე.წ. "შავ ბა­ზარ­ზე". მე­ტიც, სკო­ლა­სა და ერთ-ერთ მშო­ბელს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტი­დან ჩანს, რომ მე­სა­მე კლა­სის მოს­წავ­ლეს ერთი 7 ქუ­ლით და ორიც 8 ქუ­ლით შე­ფა­სე­ბუ­ლი წიგ­ნი გა­დას­ცეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სამი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც მას სა­ხელ­მწი­ფომ "აჩუ­ქა", მი­ნის­ტრის, თა­მარ სა­ნი­კი­ძის­ვე ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, უვარ­გი­სია გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის.

მი­ნის­ტრის 2013 წლის 5 აგ­ვის­ტოს #103/ნ ბრძა­ნე­ბა­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა 15-ქუ­ლი­ა­ნი სკა­ლით ფას­დე­ბა და მოს­წავ­ლეს გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად არა­ნაკ­ლებ 9 ქუ­ლით შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო უნდა გა­და­ე­ცეს. წიგ­ნი გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად გა­მო­უ­სა­დე­გა­რია, თუ მისი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის ქულა რვა ან რვა­ზე ნაკ­ლე­ბია. მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სკო­ლებ­მა მათ­გან სას­წავ­ლო წლის და­სას­რულს, მა­თი­ვე გა­ცე­მუ­ლი, თა­ვი­დან­ვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი უკან ყო­ველ­გვა­რი შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე მი­ით­ვა­ლეს. რო­გორც ჩანს, ახლა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის

წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ხა­რის­ხი. თუმ­ცა, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რომ ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის და­სა­წყის­ში გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის უვარ­გი­სი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ახალ მფლო­ბელს კი­დევ უფრო უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ე­ცე­მა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, თუ რა საფრ­თხეს უქ­მნის ასე­თი წიგ­ნე­ბი ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ქა­ღალ­დი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე მფლო­ბე­ლი გა­მო­ი­ა­რა, შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტა­ნი გახ­დეს.

მი­ნის­ტრი მშობ­ლებს კა­ნო­ნის წა­კი­თხვას ურ­ჩევს

ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის არ­და­ბეჭდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა უკვე გაჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა. თა­მარ სა­ნი­კი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ყვე­ლა სას­კო­ლო სა­ფე­ხუ­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი წიგ­ნე­ბის ნაკ­რე­ბი და­ახ­ვედ­რა და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის და­წყე­ბამ­დე იკი­თხა: "ნა­ხეთ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი? გა­და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ? მერე რა უჭირს ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს, რომ გვი­წუ­ნე­ბენ"? ჩვენ, რა თქმა უნდა, მას ის მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი წარ­ვუდ­გი­ნეთ, სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ მოს­წავ­ლეს სკო­ლამ სამი გა­მო­უ­სა­დე­გა­რი წიგ­ნი გა­დას­ცა, რა­ზეც მი­ნის­ტრის ასე­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ: "აი, ეს წიგ­ნე­ბი უნდა და­გებ­რუ­ნე­ბი­ნათ სკო­ლის­თვის".

- სკო­ლას თუ უფრო ახა­ლი წიგ­ნი არა აქვს, სა­ი­დან უნდა მოგ­ცეს მა­გი­ე­რი?

- რო­გორ არა აქვთ, მათ თუ არ ჰქონ­დათ, ჩვენ გვექ­ნე­ბო­და სა­წყობ­ში. და­ე­რე­კა მშო­ბელს ცხელ ხაზ­ზე და და­ვაკ­ვა­ლი­ა­ნებ­დით, რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო.

- მშო­ბე­ლი არ უნდა ხარ­ჯავ­დეს ამ­დენ დროს შვი­ლის­თვის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მო­სა­პო­ვებ­ლად, მა­შინ, როცა სა­ხელ­მწი­ფომ აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ყვე­ლა მოს­წავ­ლე უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოს.

- ვერ გე­ტყვით... სკო­ლა რომ გა­ვა­კონ­ტრო­ლო, აუ­ცი­ლებ­ლად რა­ღაც შე­ტყო­ბი­ნე­ბა უნდა შე­მო­მი­ვი­დეს, რომ ბავ­შვს მის­ცეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც ჩემი დად­გე­ნი­ლი წე­სის თა­ნახ­მად, არ უნდა მი­ე­ცათ. ერთ წამ­ში გა­ვუშ­ვებ­დი მო­ნი­ტო­რინგს და იქვე გა­მო­ას­წო­რებ­და ყვე­ლა­ფერს.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ლო­გი­კა და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია - თუ მოს­წავ­ლეს სკო­ლა­ში უვარ­გი­სი წიგ­ნე­ბი მის­ცეს, მშო­ბელ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი უნდა ჩა­იც­ვას და სკო­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, რე­სურსცენ­ტრის გავ­ლით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­თი დამ­თავ­რე­ბუ­ლი, შვი­ლის­თვის ვარ­გი­სი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის მო­პო­ვე­ბას უნდა შე­ე­ცა­დოს.

სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| რა­ტომ გა­აქვთ ქვეყ­ნი­დან ქარ­თველ ჩი­ნოვ­ნი­კებს მი­ლი­ო­ნე­ბი?

თუ მოსწავლეს სკოლაში უვარგისი წიგნები მისცეს, მშობელს უფლება აქვს, რომ ის შეაცვლევინოს

თუ მოსწავლეს სკოლაში უვარგისი წიგნები მისცეს, მშობელს უფლება აქვს, რომ ის შეაცვლევინოს

სექტემბერში საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელმწიფოსგან ძველ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. ნახმარი სახელმძღვანელოები, მცირე რაოდენობით, მოსწავლეების ნაწილს გასული სასწავლო წლის დასაწყისშიც დაურიგდათ. მათი ნაწილი სწავლისთვის იმდენად გამოუსადეგარი იყო, რომ მშობლები იძულებული იყვნენ, შვილებისთვის ან ახალი წიგნები შეეძინათ, ან სხვისგან "დაექსეროქსებინათ" სახელმძღვანელოს ნაკლული გვერდები. მოკლედ, ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ დაპირებულმა უფასო სახელმძღვანელოების პროექტმა ორ წელიწადში სახე იცვალა და სექტემბერში სკოლაში მისულ მოსწავლეებს მერხებზე მართალია უფასო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საკმაოდ შელახული წიგნები დახვდებათ.

მშობელთა განცხადებით, ჯერ კიდევ გასულ სასწავლო წელს მათ შვილებს სკოლაში ახლებთან ერთად რამდენიმე ისეთი დაზიანებული წიგნი გადასცეს, რომლითაც სწავლა შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ ზოგმა თავად უყიდა შვილს ახალი ან გამოყენებული, მაგრამ ნაკლებად დაზიანებული წიგნი ე.წ. "შავ ბაზარზე". მეტიც, სკოლასა და ერთ-ერთ მშობელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტიდან ჩანს, რომ მესამე კლასის მოსწავლეს ერთი 7 ქულით და ორიც 8 ქულით შეფასებული წიგნი გადასცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამი სახელმძღვანელო, რომელიც მას სახელმწიფომ "აჩუქა", მინისტრის, თამარ სანიკიძისვე ბრძანების მიხედვით, უვარგისია გამოყენებისთვის.

მინისტრის 2013 წლის 5 აგვისტოს #103/ნ ბრძანებაში განმარტებულია, რომ სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი სკალით ფასდება და მოსწავლეს გამოსაყენებლად არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო უნდა გადაეცეს. წიგნი გამოსაყენებლად გამოუსადეგარია, თუ მისი მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა რვა ან რვაზე ნაკლებია. მოსწავლეთა მშობლები აღნიშნავენ, რომ სკოლებმა მათგან სასწავლო წლის დასასრულს, მათივე გაცემული, თავიდანვე დაზიანებული წიგნები უკან ყოველგვარი შეფასების გარეშე მიითვალეს. როგორც ჩანს, ახლა განათლების სამინისტროსთვის

წიგნების რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხარისხი. თუმცა, ადვილი წარმოსადგენია, რომ ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლის დასაწყისში გამოყენებისთვის უვარგისი სახელმძღვანელოები ახალ მფლობელს კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში გადაეცემა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის ასეთი წიგნები ბავშვების ჯანმრთელობას, იმის გათვალისწინებით, რომ ქაღალდი, რომელმაც რამდენიმე მფლობელი გამოიარა, შესაძლოა სხვადასხვა დაავადების გადამტანი გახდეს.

მინისტრი მშობლებს კანონის წაკითხვას ურჩევს

ახალი სახელმძღვანელოების არდაბეჭდვასთან დაკავშირებით უკმაყოფილება უკვე გაჩნდა საზოგადოებაში და განათლების მინისტრმაც ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს ყველა სასკოლო საფეხურისთვის განკუთვნილი წიგნების ნაკრები დაახვედრა და პრესკონფერენციის დაწყებამდე იკითხა: "ნახეთ სახელმძღვანელოები? გადაათვალიერეთ? მერე რა უჭირს ამ სახელმძღვანელოებს, რომ გვიწუნებენ"? ჩვენ, რა თქმა უნდა, მას ის მიღება-ჩაბარების აქტი წარვუდგინეთ, საიდანაც ჩანს, რომ მოსწავლეს სკოლამ სამი გამოუსადეგარი წიგნი გადასცა, რაზეც მინისტრის ასეთი პასუხი მივიღეთ: "აი, ეს წიგნები უნდა დაგებრუნებინათ სკოლისთვის".

- სკოლას თუ უფრო ახალი წიგნი არა აქვს, საიდან უნდა მოგცეს მაგიერი?

- როგორ არა აქვთ, მათ თუ არ ჰქონდათ, ჩვენ გვექნებოდა საწყობში. დაერეკა მშობელს ცხელ ხაზზე და დავაკვალიანებდით, როგორ უნდა მოქცეულიყო.

- მშობელი არ უნდა ხარჯავდეს ამდენ დროს შვილისთვის სახელმძღვანელოს მოსაპოვებლად, მაშინ, როცა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, ყველა მოსწავლე უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოს.

- ვერ გეტყვით... სკოლა რომ გავაკონტროლო, აუცილებლად რაღაც შეტყობინება უნდა შემომივიდეს, რომ ბავშვს მისცეს სახელმძღვანელო, რომელიც ჩემი დადგენილი წესის თანახმად, არ უნდა მიეცათ. ერთ წამში გავუშვებდი მონიტორინგს და იქვე გამოასწორებდა ყველაფერს.

განათლების მინისტრის ლოგიკა დაახლოებით ასეთია - თუ მოსწავლეს სკოლაში უვარგისი წიგნები მისცეს, მშობელმა, ფაქტობრივად, რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვას და სკოლიდან დაწყებული, რესურსცენტრის გავლით განათლების სამინისტროთი დამთავრებული, შვილისთვის ვარგისი სახელმძღვანელოების მოპოვებას უნდა შეეცადოს.

სტატიის სრული ვერსია

ასევე დაგაინტერესებთ| რატომ გააქვთ ქვეყნიდან ქართველ ჩინოვნიკებს მილიონები?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია