პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"102 წელს, მგონი, ვეღარ გავქაჩავ..." ეთერ კაკულიას ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ
"102 წელს, მგონი, ვეღარ გავქაჩავ..." ეთერ კაკულიას ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ

მომ­ღე­რა­ლი ეთერ კა­კუ­ლია მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. "AMBEBI.GE" ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს. გთა­ვა­ზობთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ მის ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უს.

"102 წელს, მგო­ნი, ვე­ღარ გავ­ქა­ჩავ..."

მხი­ა­რუ­ლი, იუ­მო­რის გრძნო­ბით სავ­სე, ზოგ­ჯერ დაბ­ნე­უ­ლიც, მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლიც, გულ­ღია და გუ­ლა­ლა­ლი ადა­მი­ა­ნია, ამ და­ხა­სი­ა­თე­ბას იმა­საც თუ მი­ვა­მა­ტებთ, რომ ის ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლია, არა მგო­ნია, ვინ­მეს და­ფიქ­რე­ბა დას­ჭირ­დეს და უცებ არ მო­გი­გოს - ეს ეთერ კა­კუ­ლი­აა.

უც­ნო­ბე­ბი ურე­კა­ვენ და ესიყ­ვა­რუ­ლე­ბი­ან, ქუ­ჩა­ში შემ­ხვედრნი ღი­მილ­სა და კე­თილ­ სი­ტყვას არ აკ­ლე­ბენ. "არც კი მე­გო­ნა, ხალ­ხს ასე თუ ვუყ­ვარ­დი, - ამ­ბობს­ ქალ­ბატ­ონი ეთე­რი, - რაც ავად გავ­ხდი, მას მერე ხომ სულ მი­რე­კა­ვენ, რო­გორ ხარ­თო, მკი­თხუ­ლო­ბენ".

ჩემი მხი­ა­რუ­ლი და კე­თი­ლი მას­პინ­ძე­ლი ცდი­ლობს, რომ თავი კარ­გად ვიგ­რძნო. ვუ­თხა­რი, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ-მეთ­ქი. აქაც ისე­თი­ვე დარ­ჩა, რო­გო­რიც ზო­გა­დად არის, არც ერთი საყ­ვე­დუ­რი არ დას­ცდე­ნია, არც ერთი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი. ვი­თომ­და მთელ­მა ცხოვ­რე­ბამ სი­ცილ­სა და ხუმ­რო­ბა­ში გა­ი­ა­რა.

ჩემი დილა

ვე­რა­ზე, კა­ლან­და­ძის ქუ­ჩა­ზე და­ვი­ბა­დე­. მამა პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის პროფ­ესო­რი იყო. თა­ვი­სი პრო­ექ­ტით ფა­ლი­აშ­ვი­ლზე­ კერ­ძო სახ­ლი აა­შე­ნა და შემ­დეგ იქ გად­ავე­დით ოჯა­ხით. მამა სტუ­დენ­ტებს ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. სტუდ­ენტი თუ არ სწავ­ლობ­და, მიჰ­ყავ­და და თბი­ლი­სის სკვე­რებ­ში ხე­ებს არ­გვე­ვი­ნებ­და. ახ­ლაც ასე უნდა იყოს და გამ­წვა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და მთე­ლი­ თბი­ლი­სი... მა­მას ჰქონ­და დიდი იუ­მო­რის ნიჭი. მე და ჩემი ძმა მას ვგავ­ართ. ჩვენს სახლზე­ მა­მას მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფაა გაკ­რუ­ლი. ფოთ­ში ქუ­ჩას და­არ­ქვეს მისი სა­ხე­ლი.

დედა ძა­ლი­ან ხელ­მარ­ჯვე იყო, 100-კაც­იან სუფ­რას მარ­ტო გაშ­ლი­და. მე ხელჩ­ლ­უნგი ვარ - ეს სი­ტყვა ლექ­სი­კონ­ში მე შე­ვი­ტა­ნე!.. რა მახ­სოვს, იცით? ოთხი წლის ვი­ყა­ვი, დე­და­ჩე­მის "ჩორ­ნა­ბურ­კას" რომ მო­ვი­დებ­დი, მა­შინ ფილ­მი "როზ­მა­რი" იყო მო­და­ში­ და იქ მოს­მე­ნილ სიმ­ღე­რას ვმღე­რო­დი. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ორი წლი­საა და რო­გორ მღე­რის, იცით?

ვამ­ბობ­დი, 102 წელი უნდა ვი­ცო­ცხლო-მეთ­ქი. ფა­ლი­აშ­ვი­ლის 102 ნო­მერ­ში იყო ჩვე­ნი სახ­ლი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ის ად­გი­ლი.

55-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში რაც კი წრე იყო, დედა ყველ­გან მა­ტა­რებ­და. ერთხელ ცუ­დად გავ­ხდი. ექიმ­მა უთხრა დე­დას, და­ა­ნე­ბე ამ ბავ­შვს­ თავი, არც ერთ წრე­ში აღარ ატა­როო... ასე გა­დავ­რჩი...

ზარ­მა­ცი ვარ. ამი­ტო­მაც არ ჩა­ვა­ბა­რე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში. პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­სტიტ­უტში გერ­მა­ნულს სამი წელი ვას­წავ­ლი­დი­, თან იქა­ურ ორ­კესტრში ვმღე­რო­დი. ჩემს ლექ­ცი­ა­ზე კარი არ იკე­ტე­ბო­და. დე­კა­ნატ­ში­ საგო­ნე­ბელ­ში ჩაც­ვივ­დნენ, რა ხდე­ბა კა­კუ­ლი­ას ლექ­ცი­ა­ზეო. გა­და­წყვი­ტეს­ დას­წრე­ბა. რვა პრო­ფე­სო­რი შე­მო­ვი­და. დიდი აუ­დი­ტო­რი­აა - სა­მა­სი სტუ­დენ­ტი­ ზის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"102 წელს, მგონი, ვეღარ გავქაჩავ..." ეთერ კაკულიას ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ

"102 წელს, მგონი, ვეღარ გავქაჩავ..." ეთერ კაკულიას ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ

მომღერალი ეთერ კაკულია მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. "AMBEBI.GE" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ეთერის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. გთავაზობთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს.

"102 წელს, მგონი, ვეღარ გავქაჩავ..."

მხიარული, იუმორის გრძნობით სავსე, ზოგჯერ დაბნეულიც, მოუხერხებელიც, გულღია და გულალალი ადამიანია, ამ დახასიათებას იმასაც თუ მივამატებთ, რომ ის ნიჭიერი მომღერალია, არა მგონია, ვინმეს დაფიქრება დასჭირდეს და უცებ არ მოგიგოს - ეს ეთერ კაკულიაა.

უცნობები ურეკავენ და ესიყვარულებიან, ქუჩაში შემხვედრნი ღიმილსა და კეთილ­ სიტყვას არ აკლებენ. "არც კი მეგონა, ხალხს ასე თუ ვუყვარდი, - ამბობს­ ქალბატ­ონი ეთერი, - რაც ავად გავხდი, მას მერე ხომ სულ მირეკავენ, როგორ ხართო, მკითხულობენ".

ჩემი მხიარული და კეთილი მასპინძელი ცდილობს, რომ თავი კარგად ვიგრძნო. ვუთხარი, თქვენს ცხოვრებაზე უნდა ვისაუბროთ-მეთქი. აქაც ისეთივე დარჩა, როგორიც ზოგადად არის, არც ერთი საყვედური არ დასცდენია, არც ერთი გულისტკივილი. ვითომდა მთელმა ცხოვრებამ სიცილსა და ხუმრობაში გაიარა.

ჩემი დილა

ვერაზე, კალანდაძის ქუჩაზე დავიბადე­. მამა პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფ­ესორი იყო. თავისი პროექტით ფალიაშვი­ლზე­ კერძო სახლი ააშენა და შემდეგ იქ გად­ავედით ოჯახით. მამა სტუდენტებს ძალიან უყვარდათ. სტუდ­ენტი თუ არ სწავლობდა, მიჰყავდა და თბილისის სკვერებში ხეებს არგვევინებდა. ახლაც ასე უნდა იყოს და გამწვანებული იქნებოდა მთელი­ თბილისი... მამას ჰქონდა დიდი იუმორის ნიჭი. მე და ჩემი ძმა მას ვგავ­ართ. ჩვენს სახლზე­ მამას მემორიალური დაფაა გაკრული. ფოთში ქუჩას დაარქვეს მისი სახელი.

დედა ძალიან ხელმარჯვე იყო, 100-კაც­იან სუფრას მარტო გაშლიდა. მე ხელჩ­ლ­უნგი ვარ - ეს სიტყვა ლექსიკონში მე შევიტანე!.. რა მახსოვს, იცით? ოთხი წლის ვიყავი, დედაჩემის "ჩორნაბურკას" რომ მოვიდებდი, მაშინ ფილმი "როზმარი" იყო მოდაში­ და იქ მოსმენილ სიმღერას ვმღეროდი. ჩემი შვილიშვილი ორი წლისაა და როგორ მღერის, იცით?

ვამბობდი, 102 წელი უნდა ვიცოცხლო-მეთქი. ფალიაშვილის 102 ნომერში იყო ჩვენი სახლი. ძალიან მიყვარს ის ადგილი.

55-ე სკოლაში ვსწავლობდი. პიონერთა სასახლეში რაც კი წრე იყო, დედა ყველგან მატარებდა. ერთხელ ცუდად გავხდი. ექიმმა უთხრა დედას, დაანებე ამ ბავშვს­ თავი, არც ერთ წრეში აღარ ატაროო... ასე გადავრჩი...

ზარმაცი ვარ. ამიტომაც არ ჩავაბარე კონსერვატორიაში. პოლიტექნიკურ ინსტიტ­უტში გერმანულს სამი წელი ვასწავლიდი­, თან იქაურ ორკესტრში ვმღეროდი. ჩემს ლექციაზე კარი არ იკეტებოდა. დეკანატში­ საგო­ნებელში ჩაცვივდნენ, რა ხდება კაკულიას ლექციაზეო. გადაწყვიტეს­ დასწრება. რვა პროფესორი შემოვიდა. დიდი აუდიტორიაა - სამასი სტუდენტი­ ზის.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია