სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვასაძე: "ვუცქერდი ამაზრზენ "იმედზე" რეპორტიორს, რომელიც არც კაცს გავდა და არც ქალს და სტუდიაში ტლიკინით სახელგანთქმული მსუბუქი აზროვნების მძიმე ქალები წუხდნენ"
 ვასაძე: "ვუცქერდი ამაზრზენ "იმედზე" რეპორტიორს, რომელიც არც კაცს გავდა და არც ქალს და სტუდიაში ტლიკინით სახელგანთქმული მსუბუქი აზროვნების მძიმე ქალები წუხდნენ"

ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე 13 ივ­ნისს თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ წყალ­დი­დო­ბა­სა და ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს:

იხი­ლეთ და­სა­წყი­სი| "დავ­დი­ვარ ახლა იმ ღა­მეს სას­წა­უ­ლად არ შემ­დგა­რი ჩემი და­ღუპ­ვის ად­გილ­თან" - ბიზ­ნეს­მენ ვა­სა­ძის თვალ­საზ­რი­სი თბი­ლი­სის ტრა­გე­დი­ა­ზე

"გა­და­ივ­ლის ეს უბე­დუ­რე­ბა და გავ­ხდე­ბით მომსწრე­ნი იმი­სა, თუ ისევ რამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, ლარი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო წუთი და ნერ­ვის უჯრე­დი და­ეთ­მო­ბა გარ­ყვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­დის დაც­ვას, ქე­შე­ბის უფ­ლე­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ვი­თომ აღ­მო­ფხვრას და სი­ნამ­დვი­ლე­ში ოჯა­ხის ინ­სტი­ტუ­ტის რყე­ვას, შუ­შის თვა­ლე­ბი­ა­ნი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მხრი­დან პერ­ვერ­ტე­ბი­სათ­ვის სქე­სის შეც­ვლის ოპე­რა­ცი­ებ­ზე ზრუნ­ვას და რა ვიცი კი­დევ რა უბე­დუ­რე­ბას, სა­ნამ ქვე­ყა­ნა­ში ასი ათა­სი ჩვი­ლი კვდე­ბა ყო­ველ წელს დე­დის სა­შო­ში აბორ­ტის და­ნის ქვეშ, 75 ათა­სი ბუ­ნებ­რი­ვად კვდე­ბა და მხო­ლოდ 55 ათა­სი იბა­დე­ბა, სა­ნამ სა­მას ოც­და­ა­თი ათა­სი ღირ­სე­ბა აყ­რი­ლი და უსა­მარ­თლოდ და­ჩაგ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა სა­მარ­თალს და ქვე­ყა­ნა თავ­ზე გვენგრე­ვა, სა­ნამ 320 ათა­სი ნარ­კო­მა­ნის სა­პი­რის­პი­როდ ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ 18 ათა­სი სპორ­ტსმე­ნია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, სა­ნამ მთა­ში 24% მო­სახ­ლე­ო­ბის ნაც­ვლად 4% დაგ­ვრჩა და მალე მხო­ლოდ 1% დაგ­ვრჩე­ბა მო­შიშ­ვლე­ბულ სა­სა­ზღვრო ზო­ნებ­ში, სა­ნამ ჩვე­ნი ერი გა­და­შე­ნე­ბის გზა­ზეა დამ­დგა­რი? რამ­დე­ნი სერ­პან­ტი­ნია კი­დევ ასე შე­კი­დუ­ლი, რამ­დე­ნი ელ­ბა­ქი­ძე ჩა­სა­ვარ­დნი, რამ­დე­ნი სახ­ლი მი­სუ­ლი წაქ­ცე­ვის პი­რას, რო­დის მის­ცე­მენ ეს ჩვე­ნი ახა­ლი ბა­ტო­ნე­ბი ამ ჩვენს მთავ­რო­ბას ამ პრობ­ლე­მებ­ზე ზრუნ­ვის სივ­რცეს, დრო­სა და სა­შუ­ა­ლე­ბას?

დავ­დი­ვარ ახლა კი­კეთ­ში კო­ჯრის მხრი­დან, იმ ღა­მეს სას­წა­უ­ლად არ შემ­დგა­რი ჩემი და­ღუპ­ვის ად­გილ­თან და ირო­ნი­უ­ლი და ტრა­გი­კუ­ლი ის არის, რომ ეს გზა წარ­ღვნამ­დეც ისე­თი­ვე იყო და ახ­ლაც ისე­თი­ვე არის, რო­გორც ჩა­მონ­გრე­უ­ლი სერ­პან­ტი­ნი და მინ­გრე­უ­ლი ვე­რეს ხე­ო­ბა. და რა ვიცი რამ­დენ ხანს იქ­ნე­ბა ისე­ვე, სა­ნამ ჩვე­ნი ყვე­ლა ჯუ­რის ხე­ლი­სუ­ფალ­ნი რიგ­რი­გო­ბით ებ­რი­ქე­ბი­ან პატ­რი­არ­ქს, სა­ნამ ჩვენ ეფე­მე­რუ­ლი ევ­რო­პის ჭა­ო­ბი­ან პე­რი­ფე­რი­ად ყოფ­ნა­ზე ვოც­ნე­ბობთ, ნაც­ვლად იმი­სა რომ 30 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კავ­კა­სი­ის ცენ­ტრი ვი­ყოთ, რო­მელ­შიც ევ­რო­პი­და­ნაც ავი­ღებთ ასა­ღებს და აზი­ი­და­ნაც, მაგ­რამ არ მი­ვი­ღებთ არა­ფერს, რაც შე­არ­ყევს ჩვენს ტრა­დი­ცი­ას, საყ­რდენ­სა და კულ­ტუ­რულ პრეს­ტიჟს ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლო რე­გი­ონ­ში, რო­მელ­შიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ვცხოვ­რობთ და კი­დევ სა­უ­კუ­ნე­ე­ბი უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა, რო­დე­საც გა­ვიღ­ვი­ძებთ ამ ჰიპ­ნო­ზი­დან, რო­მელ­შიც მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნეა ვიმ­ყო­ფე­ბით.

ტრა­გე­დი­ის მე­ო­რე დღეს ვუცქერ­დი ამაზ­რზენ ტელე "იმედ­ზე" გა­დაბ­რუ­ნე­ბულ ურემ­თან მო­სა­უბ­რე­ებს, ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან რე­პორ­ტი­ო­რი ირ­ჯე­ბო­და, რო­მე­ლიც არც კაცს გავ­და და არც ქალს. სტუ­დი­ა­ში ტლი­კი­ნით სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მსუ­ბუ­ქი აზ­როვ­ნე­ბის მძი­მე ქა­ლე­ბი წუხ­დნენ.

ეს ის ურემ­თან მო­სა­უბ­რე­ე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ დროს არ სცა­ლი­ათ ქვეყ­ნის მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და მის ნამ­დვილ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რი­სათ­ვის, რად­გა­ნაც სამ­შობ­ლო­ზე მშვი­დი ზრუნ­ვა არ არის სკან­და­ლუ­რი ყრო­ყი­ნი­სათ­ვის კარ­გი ნი­ა­და­გი. მათ უნდა გვა­ხარ­ჯვი­ნონ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ცხოვ­რე­ბის თვე­ე­ბი და წლე­ბი მოს­მე­ნის ღი­ლა­კებ­ზე, უნი­ჭო ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ფა­რი­კა­ო­ბა­ზე, ვინ სად და­ი­ნიშ­ნე­ბა იმის გან­ხილ­ვა­ზე, გე­გო­ნე­ბა რამე იც­ვლე­ბო­დეს ამ და­ნიშ­ვნე­ბით ჩვენს გზებ­ზე.

ამა­სო­ბა­ში, მათი ყრო­ყი­ნის შო­რის პა­უ­ზებ­ში, რეკ­ლა­მა კა­ზი­ნო­ებ­ში გა­უ­ბე­დუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს ზღაპ­რუ­ლი მიწა-წყლის მიმ­ტო­ვე­ბელ და უფუნ­ქცი­ოდ, ტექ­ნო­გე­ნურ თბი­ლის­ში ჩა­ხერ­გილ უბე­დურ ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც ამ უძ­რა­ო­ბა­სა და უაზ­რო­ბა­ში მხო­ლოდ იმას ელო­დე­ბი­ან, რო­დის დად­გე­ბა მათი ჯერი, და­ე­მარ­თოთ კიბო, ყვე­ლას ჯვა­რის­წე­რია, რათა გა­ყი­დონ ის თბი­ლი­სის ბი­ნაც და რო­გორ­მე გა­ი­ხან­გრძლი­ვონ ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მელ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა ქვია.

თბი­ლი­სი მთლი­ა­ნად ტექ­ნო­გე­ნუ­რია. რაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის (მად­ლო­ბა ღმერ­თს!) შემ­დეგ გვგო­ნია, რომ ევ­რო­პი­სა­კენ გა­ვე­შუ­რეთ, თბი­ლი­სის შე­უქ­ცე­ვა­დი აზი­ა­ტი­ზა­ცია და­ი­წყო. არ­ცერთ დე­ვე­ლო­პერს არ ეყო არც ფან­ტა­ზია და არც ნა­მუ­სი, ჩა­ხერ­გილ ძველ უბ­ნებ­ში აღარ ეშე­ნე­ბი­ნა მა­ღა­ლი სახ­ლე­ბი და ნაც­ვლად ამი­სა გა­რე­უბ­ნებ­სა და სა­ქარ­ხნო ზო­ნებ­ში მო­ეხ­დი­ნა კომ­პლექ­სუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ზო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა–გა­და­ტა­ნა. არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი არ გა­მო­ი­ნა­ხა, სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი და­ე­წე­სე­ბი­ნა რე­გი­ო­ნებ­ში გა­დას­ვლის მსურ­ვე­ლი ბიზ­ნე­სე­ბი­სათ­ვის, უფრო მა­ღა­ლი პენ­სი­ე­ბი და­ე­ნიშ­ნა პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სათ­ვის, ვინც თბი­ლი­სი­დან რე­გი­ო­ნებ­ში გა­და­სახ­ლდე­ბოდ­ნენ, რათა ქა­ლა­ქი დაც­ლი­ლი­ყო, რე­გი­ო­ნი შევ­სე­ბუ­ლი­ყო და პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო და შე­სა­ბა­მი­სად მას­ზე სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯი შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო, არ­ცერთ მუ­ნი­ცი­პა­ლურ საპრო­ფი­ლო მო­ხე­ლეს არ ეყო ნა­მუ­სი, არ მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქა­ლა­ქის ყო­ფით­სა და ეს­თე­ტი­კურ და­ღუპ­ვა­ში. გა­დის წლე­ბი და არა­ნა­ი­რი ლა­პა­რა­კი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბი, ანა­ლი­ტი­კა და გა­მო­კი­თხვე­ბის მა­სა­ლე­ბი არ ჭრის, შე­დეგს არ იძ­ლე­ვა. ეს იმი­ტომ რომ და­სავ­ლე­თი­დან არ უბ­რძა­ნე­ბენ.

გრძელ­დე­ბა თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ-ყო­ფი­თი თვით­მკვლე­ლო­ბა. მი­ჯრით მდგო­მი ახა­ლი ხუ­ხუ­ლა კორ­პუ­სე­ბი და სა­ვაჭ­რო ბღრონ­ძე­ბი მას მა­რა­კეშს, ამან­სა და 70-იანი წლე­ბის სტამ­ბულს ბევ­რად უფრო ამ­გვა­ნე­ბენ, ვიდ­რე ევ­რო­პის ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქს. მაგ­რამ მაგ ქა­ლა­ქებს რას ვერ­ჩი, ჩვენ­თვის არა­ორ­გა­ნუ­ლი და წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ვექ­ტო­რი­სა და იდე­ო­ლო­გი­ის გამო, ჩვენ მაგ ქა­ლა­ქე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით სულ სხვა შე­დეგ­სა და სო­ცი­უმს ვღე­ბუ­ლობთ. ჩვე­ნი ეთნო-ფსი­ქი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­წუ­ხა­როდ ასეთ სო­ცი­უმ­ში აღარ რჩე­ბა ად­გი­ლი ქმე­დე­ბი­სა, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი სიმ­რავ­ლი­სათ­ვის, ასეთ სო­ცი­უმ­ში მხო­ლოდ ცი­ნიზ­მი, ურ­თი­ერ­თსი­ძულ­ვი­ლი და მო­მავ­ლის დეპ­რე­სი­უ­ლი შიში მრავ­ლდე­ბა სო­კო­სა­ვით.

თბი­ლი­სი იღუ­პავს თავს და დე­მოგ­რა­ფი­ულ მტვერ­სას­რუ­ტად ქცე­უ­ლი ღუ­პავს და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს. არა­ნა­ი­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რულ–დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბა ნიშ­ნავს არა­ნა­ირ ეკო­ნო­მი­კურ რე­გუ­ლი­რე­ბას ურ­ბა­ნუ­ლი მიგ­რა­ცი­ი­სა, ქა­ლა­ქი უმუ­შევ­რო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი უფუნ­ქცი­ო­ბის გე­ტოდ გა­და­იქ­ცა, სა­ნამ რე­გი­ო­ნე­ბი ბოლო 40 წლის მან­ძილ­ზე მიგ­დე­ბუ­ლია თა­ვი­სი თა­ვის ანა­ბა­რა. ახა­ლი მთავ­რო­ბის სა­სოფ­ლო, მი­სა­სალ­მე­ბე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი ზღვა­ში წვე­თია ჩვენს ურ­ბა­ნის­ტულ დი­ლე­მას­თან შე­და­რე­ბით. არც ლი­დე­რე­ბი, არც ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ამ კომ­პლექ­სურ პრობ­ლე­მა­ზე სა­აზ­როვ­ნოდ არ სჩა­ნან. ამ მხუ­თავ გა­რე­მო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის აზ­რი­სა, ანუ იდე­ო­ლო­გი­ი­სა და ნა­თე­ლი, ჯან­მრთე­ლი მიზ­ნე­ბის გა­რე­შე, გა­მო­დის დი­ლით და პი­რუ­ტყვი­ვით იძუ­ლე­ბუ­ლია მხო­ლოდ იმა­ზე იფიქ­როს, რო­გორ გა­ი­ტა­ნოს თავი. ერის გე­ნო­ციდ­თან ერ­თად ცრუ–ევ­რო­პუ­ლი, ლი­ბე­რას­ტუ­ლი დრო­შის ქვეშ მიმ­დი­ნა­რე­ობს ერის კულ­ტუ­რუ­ლი გა­მო­ფატ­ვრა. ამ გა­მო­ფატ­ვრის ქუ­რუ­მე­ბი არი­ან ხელ­ფა­სი­სათ­ვის ყვე­ლაფ­რის მკად­რე­ბე­ლი ქარ­თვე­ლი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი.

ყო­ფი­თი ქა­ლა­ქუ­რი კულ­ტუ­რა ნოლ­ზე გვაქვს (გარ­და ასე­თი კრი­ზი­სე­ბი­სა, რო­დე­საც ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი მე­ო­ბა იღ­ვი­ძებს.)სსრკ–ს დაშ­ლის მერე ჩვენ­თვის რა­ტომ­ღაც და­სა­ცინ, ვი­თომ ნაკ­ლე­ბად ევ­რო­პულ ერე­ვან­შიც, კი­ში­ნი­ოვ­შიც და მინ­სკშიც კორ­პუ­სე­ბი საქ­ვა­ბე­ე­ბი­დან თბე­ბა, ამ ინ­დო­ევ­რო­პე­ლებს თა­ვი­ან­თი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის რყე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად თა­ნა­ცხოვ­რე­ბის კულ­ტუ­რა აღ­მო­აჩ­ნდათ. თბი­ლის­ში კი ბი­ნე­ბი ისე­ვე თბე­ბა, რო­გორც გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბი ქვის ხა­ნა­ში – ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად. თან და­ახ­ლო­ე­ბით ორ­ჯერ მეტი ჯდე­ბა, ვიდ­რე საქ­ვა­ბე­თი დაჯ­დე­ბო­და. მაგ­რამ ჩვე­ნი კო­ლექ­ტი­უ­რი შეგ­ნე­ბის კულ­ტუ­რა იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ გვირ­ჩევ­ნია, გა­ჭირ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ორ­ჯერ მეტი ვი­ხა­დოთ, ვიდ­რე ერ­თმა­ნეთს მო­ვე­ლა­პა­რა­კოთ. თავი კი მოგ­ვაქვს მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნე­ბად მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რულ­ში. უი­ლი­ამ ალე­ნის გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლო­ლო­გი­უ­რი მა­გა­ლი­თი მახ­სენ­დე­ბა ჩვენს კო­ლექ­ტი­ურ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ვრცლად მაქვს გან­ხი­ლუ­ლი "ერი და სა­ხელ­მწი­ფო"–ში.

მაგ­რამ ტექ­ნო­გე­ნუ­რი, უშნო და და­მან­გრე­ვე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი განა მხო­ლოდ ქარ­თულ ურ­ბა­ნის­ტი­კა­შია? ისი­ნი შემ­ცდა­რი, მო­ტყუ­ე­ბუ­ლი, ცრუ იდე­ო­ლო­გი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი ერი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს მთელს ქსო­ვილ­ში არი­ან მო­დე­ბულ­ნი გამ­ჭოლ მე­ტას­ტა­ზე­ბად.

ამას­წი­ნათ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრთან ვი­ყა­ვი შეხ­ვედ­რა­ზე, სა­დაც ვცდი­ლობ­დი ამეხ­სნა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა 3–4 კლა­სე­ლე­ბის­თვის გენ­დერუ­ლი ჯან­და­ბა თე­მე­ბის საგ­ნის შე­მო­ტა­ნა ამ ტი­პის სა­ხელ­მწი­ფოს, რო­გორც ბო­რო­ტე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის წყა­როს, მხრი­დან ახა­ლი საგ­ნის სა­ხით. რომ ეს ის კა­რე­ბია, სა­ი­და­ნაც, რაც არ უნდა ჩავ­წე­როთ ახლა, მერე, გლო­ბა­ლის­ტე­ბის დაკ­ვე­თით, ჩვენს შვი­ლებს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში შე­უ­ვარ­დე­ბი­ან ან­ტი­ო­ჯა­ხუ­რი, შხა­მი­ა­ნი კლი­შე­ე­ბი.

ოთახ­ში სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე კარ­გი, ზრდი­ლი და პატ­რი­ო­ტი თა­ნამ­შრო­მე­ლი იჯდა, რომ­ლე­ბიც დუმ­დნენ. პირ­ველ ხმას კი რამ­დე­ნი­მე ქალ­ბა­ტო­ნი ამ­ბობ­და, რომ­ლე­ბიც უცხო­ურ არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს წარ­მო­ად­გენ­დნენ. ისი­ნი ჭკუ­ას მას­წავ­ლიდ­ნენ და მიმ­ტკი­ცებ­დნენ, ეს უცხო­უ­რე­ბის ტყუ­პის­ცა­ლი სა­გა­ნი უცხო­ე­თი­დან არ მო­დის, სა­მი­ნის­ტრო­ში მო­ი­ფიქ­რეს და ჩვენ უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან გაგ­ვე­ხარ­და, რო­დე­საც ამის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე­თო. ვფიქ­რობ­დი, ნეტა რამ­დე­ნი შვი­ლი ჰყავთ ჯამ­ში ამ ქარ­თველ დე­დებს, ასე რომ არ ედარ­დე­ბათ ეს თემა–მეთ­ქი. და სა­ერ­თოდ არი­ან კი ისი­ნი ქარ­თვე­ლი დე­დე­ბი?

მე, გე­გო­ნე­ბა მეტი საქ­მე ან დარ­დი არ მქონ­დეს, მდი­ვა­ნი­ვით ვე­ჯე­ქი და სტროფ–სტროფ ვუ­კი­თხავ­დი მათი უაზ­რო ტექ­სტის ფრა­ზებს და ვცდი­ლობ­დი, რა­ი­მე აზრი გა­მო­მე­ტა­ნა იქი­დან და კონ­კრე­ტუ­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. ამა­სო­ბა­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ ერთი მა­სე­თი გო­გო­ნა შე­მო­ვი­და, რვე­უ­ლი და­მიბ­რეხ­ვა წინ, გვერ­დზე და­მის­კუპ­და და ნორ­ჩი კომ­კავ­ში­რე­ლი­ვით ხელს იწევ­და, სა­ნამ მე ვსა­უბ­რობ­დი. შევ­წუხ­დი, სათ­ქმე­ლი მოკ­ლედ და­ვამ­თავ­რე და სი­ტყვა და­ვუთ­მე. ნეო–კომ­კავ­ში­რელ­მა გო­გო­ნამ ამ ჩემს კონ­კრე­ტულ წი­ნა­და­დე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლიც არც კი მო­უს­მე­ნია, გა­ნა­ცხა­და, ბა­ტონ­მა ლე­ვან­მა ეტყო­ბა არ იცის, რომ რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო მოს­წყვი­ტა პროგ­რე­სულ პრო­ცე­სებს, მე ეხლა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი 3 წლის გო­გო­ნას­გან მოვ­დი­ვარ და ეტყო­ბა მას არ უნდა, რომ ჩვენ მის­ნა­ი­რი უბე­დუ­რე­ბი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­გან და­ვიც­ვა­თო. სა­წყა­ლი, რაც უფრო მეტს ტლი­კი­ნებ­და, მით მეტს კან­კა­ლებ­და, ბო­ლოს სუნ­თქვა შე­ეკ­რა და გა­ჩუმ­და. ვით­მენ­დი ამ მა­რაზმსა და შე­უ­რა­ცხყო­ფას, ვუს­მენ­დი ამ სი­უ­რე­ა­ლიზმს და ვფიქ­რობ­დი, იქ­ნებ იმან მა­ინც გვიშ­ვე­ლოს, რომ უცხო­ელ ჭინ­კებს ვერც კი წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რა უვარ­გის კად­რებს ასაქ­მე­ბენ ჩვენ­თან მეთ­ქი და რომ ჩვენ ისე აღა­რა­ფერ­ში აღარ ვვარ­გი­ვართ, რომ ეტყო­ბა ლი­ბე­რას­ტო­ბა­შიც არ ვი­ვარ­გებთ მეთ­ქი. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ვერ მო­ით­მი­ნა და, გო­გო­ნი რა შუ­ა­შია ეგ სი­სუ­ლე­ლე­ე­ბიო და ის ჩემი მე­გო­ბა­რი იმის­თა­ნა ჩა­წიხ­ლეს იმ ქა­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც მა­ნამ­დე ჩემს ამ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე არა­ფე­რი თქვეს, რომ მი­ნისტრს რომ არ გა­და­ვერ­ჩი­ნეთ, ალ­ბათ გაგ­ვლა­ხავ­დნენ.

რა შუ­ა­შია ეს წარ­ღვნას­თან? რა შუ­ა­შია და ჩემი აზ­რით მთე­ლი ქვე­ყა­ნა წარ­ღვნა­შია. დავ­წერ კი­დევ რა­ი­მე მო­რიგ წე­რილს თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ტრა­გე­დი­ა­ზე, რე­გი­ო­ნულ დაც­ლა­ზე, დე­მოგ­რა­ფი­ულ ზამ­თარ­ზე, ფის­კა­ლურ რის­კებ­ზე, სა­ბა­ჟო მა­ზო­ხიზ­მზე, მა­ს­მე­დი­ის რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე, მა­მა­ცი ინ­ტერ­ნეტ ანო­ნი­მისტ–აბ­სურ­დის­ტე­ბი ისევ "რუ­სე­თუ­მე­ო­ბა­ში" და­მა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ და ასე გა­ივ­ლის კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვე, სა­ნამ ისევ არ გას­კდე­ბა სად­მე–რამე და სა­ნამ ისევ ვე­ღარ შევ­ძლებ გა­ჩუ­მე­ბას. ვინ­მეს ხომ არ ეშ­ლე­ბა, თუ ფიქ­რობს, რომ ტყუ­ი­ლად არ­სე­ბობს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩვე­ნი ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც უცხო­ე­თი­დან არ აფი­ნან­სე­ბენ? რო­დემ­დე უნდა ვი­ყოთ ამ კუკუ–და­მა­ლო­ბა­ნა­ში ჩვენ და მთავ­რო­ბა ერ­თმა­ნე­თი­სად­მი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მი­მართ?

რა დას­კვნებს გა­მო­ვი­ტანთ ამ უაღ­რე­სად სა­გუ­ლის­ხმო, სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ი­დან? აი­წევს ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აზ­როვ­ნე­ბა ერთი სა­ფე­ხუ­რით ზე­ვით მა­ინც, გა­დავ­დგამთ თუ არა ერთ ნა­ბიჯს მა­ინც ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი მე­ო­ბის აღ­სად­გე­ნად, რო­მელ­ზეც ჩვენ­ვე ვთქვით უარი და ამი­ტო­მაც ვინ­გრე­ვით, თუ ისევ ამ ვა­კხა­ნა­ლი­ას გა­ვაგ­რძე­ლებთ, სა­ნამ მო­რი­გი სა­მარ­თა­ლი არ მოგ­ვად­გე­ბა კარს წარ­ღვნი­სა, თუ რა­ი­მე უა­რე­სის, მა­გა­ლი­თად მო­რი­გი ომის სა­ხით?" - წერს ვა­სა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ვასაძე: "ვუცქერდი ამაზრზენ "იმედზე" რეპორტიორს, რომელიც არც კაცს გავდა და არც ქალს და სტუდიაში ტლიკინით სახელგანთქმული მსუბუქი აზროვნების მძიმე ქალები წუხდნენ"

 ვასაძე: "ვუცქერდი ამაზრზენ "იმედზე" რეპორტიორს, რომელიც არც კაცს გავდა და არც ქალს და სტუდიაში ტლიკინით სახელგანთქმული მსუბუქი აზროვნების მძიმე ქალები წუხდნენ"

ბიზნესმენი ლევან ვასაძე 13 ივნისს თბილისში დატრიალებულ წყალდიდობასა და ტრაგედიის მიზეზებზე საუბრობს:

იხილეთ დასაწყისი| "დავდივარ ახლა იმ ღამეს სასწაულად არ შემდგარი ჩემი დაღუპვის ადგილთან" - ბიზნესმენ ვასაძის თვალსაზრისი თბილისის ტრაგედიაზე

"გადაივლის ეს უბედურება და გავხდებით მომსწრენი იმისა, თუ ისევ რამდენი მილიონი დოლარი, ლარი, სატელევიზიო წუთი და ნერვის უჯრედი დაეთმობა გარყვნილების პროპაგანდის დაცვას, ქეშების უფლებების გაფართოებას, ოჯახური ძალადობის ვითომ აღმოფხვრას და სინამდვილეში ოჯახის ინსტიტუტის რყევას, შუშის თვალებიანი ჩინოვნიკების მხრიდან პერვერტებისათვის სქესის შეცვლის ოპერაციებზე ზრუნვას და რა ვიცი კიდევ რა უბედურებას, სანამ ქვეყანაში ასი ათასი ჩვილი კვდება ყოველ წელს დედის საშოში აბორტის დანის ქვეშ, 75 ათასი ბუნებრივად კვდება და მხოლოდ 55 ათასი იბადება, სანამ სამას ოცდაათი ათასი ღირსება აყრილი და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანი ელოდება სამართალს და ქვეყანა თავზე გვენგრევა, სანამ 320 ათასი ნარკომანის საპირისპიროდ ქვეყანაში მხოლოდ 18 ათასი სპორტსმენია რეგისტრირებული, სანამ მთაში 24% მოსახლეობის ნაცვლად 4% დაგვრჩა და მალე მხოლოდ 1% დაგვრჩება მოშიშვლებულ სასაზღვრო ზონებში, სანამ ჩვენი ერი გადაშენების გზაზეა დამდგარი? რამდენი სერპანტინია კიდევ ასე შეკიდული, რამდენი ელბაქიძე ჩასავარდნი, რამდენი სახლი მისული წაქცევის პირას, როდის მისცემენ ეს ჩვენი ახალი ბატონები ამ ჩვენს მთავრობას ამ პრობლემებზე ზრუნვის სივრცეს, დროსა და საშუალებას?

დავდივარ ახლა კიკეთში კოჯრის მხრიდან, იმ ღამეს სასწაულად არ შემდგარი ჩემი დაღუპვის ადგილთან და ირონიული და ტრაგიკული ის არის, რომ ეს გზა წარღვნამდეც ისეთივე იყო და ახლაც ისეთივე არის, როგორც ჩამონგრეული სერპანტინი და მინგრეული ვერეს ხეობა. და რა ვიცი რამდენ ხანს იქნება ისევე, სანამ ჩვენი ყველა ჯურის ხელისუფალნი რიგრიგობით ებრიქებიან პატრიარქს, სანამ ჩვენ ეფემერული ევროპის ჭაობიან პერიფერიად ყოფნაზე ვოცნებობთ, ნაცვლად იმისა რომ 30 მილიონიანი კავკასიის ცენტრი ვიყოთ, რომელშიც ევროპიდანაც ავიღებთ ასაღებს და აზიიდანაც, მაგრამ არ მივიღებთ არაფერს, რაც შეარყევს ჩვენს ტრადიციას, საყრდენსა და კულტურულ პრესტიჟს ჩვენთვის სასიცოცხლო რეგიონში, რომელშიც საუკუნეებია ვცხოვრობთ და კიდევ საუკუნეები უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, როდესაც გავიღვიძებთ ამ ჰიპნოზიდან, რომელშიც მეოთხედი საუკუნეა ვიმყოფებით.

ტრაგედიის მეორე დღეს ვუცქერდი ამაზრზენ ტელე "იმედზე" გადაბრუნებულ ურემთან მოსაუბრეებს, ტრაგედიის ადგილიდან რეპორტიორი ირჯებოდა, რომელიც არც კაცს გავდა და არც ქალს. სტუდიაში ტლიკინით სახელგანთქმული მსუბუქი აზროვნების მძიმე ქალები წუხდნენ.

ეს ის ურემთან მოსაუბრეები არიან, რომლებსაც ჩვეულებრივ დროს არ სცალიათ ქვეყნის მეურნეობასა და მის ნამდვილ პრობლემებზე საუბრისათვის, რადგანაც სამშობლოზე მშვიდი ზრუნვა არ არის სკანდალური ყროყინისათვის კარგი ნიადაგი. მათ უნდა გვახარჯვინონ ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების თვეები და წლები მოსმენის ღილაკებზე, უნიჭო ჩინოვნიკების ფარიკაობაზე, ვინ სად დაინიშნება იმის განხილვაზე, გეგონება რამე იცვლებოდეს ამ დანიშვნებით ჩვენს გზებზე.

ამასობაში, მათი ყროყინის შორის პაუზებში, რეკლამა კაზინოებში გაუბედურებას სთავაზობს ზღაპრული მიწა-წყლის მიმტოვებელ და უფუნქციოდ, ტექნოგენურ თბილისში ჩახერგილ უბედურ ქართველებს, რომლებიც ამ უძრაობასა და უაზრობაში მხოლოდ იმას ელოდებიან, როდის დადგება მათი ჯერი, დაემართოთ კიბო, ყველას ჯვარისწერია, რათა გაყიდონ ის თბილისის ბინაც და როგორმე გაიხანგრძლივონ ჯოჯოხეთი, რომელსაც თანამედროვე თბილისში ცხოვრება ქვია.

თბილისი მთლიანად ტექნოგენურია. რაც საბჭოთა კავშირის დაშლის (მადლობა ღმერთს!) შემდეგ გვგონია, რომ ევროპისაკენ გავეშურეთ, თბილისის შეუქცევადი აზიატიზაცია დაიწყო. არცერთ დეველოპერს არ ეყო არც ფანტაზია და არც ნამუსი, ჩახერგილ ძველ უბნებში აღარ ეშენებინა მაღალი სახლები და ნაცვლად ამისა გარეუბნებსა და საქარხნო ზონებში მოეხდინა კომპლექსური საცხოვრებელი ზონების განვითარება–გადატანა. არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ გამოინახა, საგადასახადო შეღავათები დაეწესებინა რეგიონებში გადასვლის მსურველი ბიზნესებისათვის, უფრო მაღალი პენსიები დაენიშნა პენსიონერებისათვის, ვინც თბილისიდან რეგიონებში გადასახლდებოდნენ, რათა ქალაქი დაცლილიყო, რეგიონი შევსებულიყო და პენსიონერების ჯანმრთელობა გაუმჯობესებულიყო და შესაბამისად მასზე სახელმწიფოს ხარჯი შემცირებულიყო, არცერთ მუნიციპალურ საპროფილო მოხელეს არ ეყო ნამუსი, არ მიეღო მონაწილეობა ქალაქის ყოფითსა და ესთეტიკურ დაღუპვაში. გადის წლები და არანაირი ლაპარაკი, პრეზენტაციები და შეხვედრები, ანალიტიკა და გამოკითხვების მასალები არ ჭრის, შედეგს არ იძლევა. ეს იმიტომ რომ დასავლეთიდან არ უბრძანებენ.

გრძელდება თბილისის არქიტექტურულ-ყოფითი თვითმკვლელობა. მიჯრით მდგომი ახალი ხუხულა კორპუსები და სავაჭრო ბღრონძები მას მარაკეშს, ამანსა და 70-იანი წლების სტამბულს ბევრად უფრო ამგვანებენ, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქალაქს. მაგრამ მაგ ქალაქებს რას ვერჩი, ჩვენთვის არაორგანული და წინააღმდეგობრივი ვექტორისა და იდეოლოგიის გამო, ჩვენ მაგ ქალაქების მოსახლეობისაგან განსხვავებით სულ სხვა შედეგსა და სოციუმს ვღებულობთ. ჩვენი ეთნო-ფსიქიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ასეთ სოციუმში აღარ რჩება ადგილი ქმედებისა, ჯანმრთელობისა და ოჯახური სიმრავლისათვის, ასეთ სოციუმში მხოლოდ ცინიზმი, ურთიერთსიძულვილი და მომავლის დეპრესიული შიში მრავლდება სოკოსავით.

თბილისი იღუპავს თავს და დემოგრაფიულ მტვერსასრუტად ქცეული ღუპავს დანარჩენ საქართველოს. არანაირი არქიტექტურულ–დეველოპერული რეგულირება ნიშნავს არანაირ ეკონომიკურ რეგულირებას ურბანული მიგრაციისა, ქალაქი უმუშევრობისა და სოციალური უფუნქციობის გეტოდ გადაიქცა, სანამ რეგიონები ბოლო 40 წლის მანძილზე მიგდებულია თავისი თავის ანაბარა. ახალი მთავრობის სასოფლო, მისასალმებელი ინიციატივები ზღვაში წვეთია ჩვენს ურბანისტულ დილემასთან შედარებით. არც ლიდერები, არც ინსტიტუტები ამ კომპლექსურ პრობლემაზე სააზროვნოდ არ სჩანან. ამ მხუთავ გარემოში მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე, დარჩენილი ცხოვრების აზრისა, ანუ იდეოლოგიისა და ნათელი, ჯანმრთელი მიზნების გარეშე, გამოდის დილით და პირუტყვივით იძულებულია მხოლოდ იმაზე იფიქროს, როგორ გაიტანოს თავი. ერის გენოციდთან ერთად ცრუ–ევროპული, ლიბერასტული დროშის ქვეშ მიმდინარეობს ერის კულტურული გამოფატვრა. ამ გამოფატვრის ქურუმები არიან ხელფასისათვის ყველაფრის მკადრებელი ქართველი ტელეჟურნალისტები და არასამთავრობოები.

ყოფითი ქალაქური კულტურა ნოლზე გვაქვს (გარდა ასეთი კრიზისებისა, როდესაც ჩვენი ქართული მეობა იღვიძებს.)სსრკ–ს დაშლის მერე ჩვენთვის რატომღაც დასაცინ, ვითომ ნაკლებად ევროპულ ერევანშიც, კიშინიოვშიც და მინსკშიც კორპუსები საქვაბეებიდან თბება, ამ ინდოევროპელებს თავიანთი სახელმწიფოების რყევების მიუხედავად თანაცხოვრების კულტურა აღმოაჩნდათ. თბილისში კი ბინები ისევე თბება, როგორც გამოქვაბულები ქვის ხანაში – ინდივიდუალურად. თან დაახლოებით ორჯერ მეტი ჯდება, ვიდრე საქვაბეთი დაჯდებოდა. მაგრამ ჩვენი კოლექტიური შეგნების კულტურა იმდენად დაბალია, რომ გვირჩევნია, გაჭირვების მიუხედავად, ორჯერ მეტი ვიხადოთ, ვიდრე ერთმანეთს მოველაპარაკოთ. თავი კი მოგვაქვს მსოფლიოს ჩემპიონებად მოყვასის სიყვარულში. უილიამ ალენის გენიალური ქართველოლოგიური მაგალითი მახსენდება ჩვენს კოლექტიურ უპასუხისმგებლობაზე, რომელიც ვრცლად მაქვს განხილული "ერი და სახელმწიფო"–ში.

მაგრამ ტექნოგენური, უშნო და დამანგრეველი ტენდენციები განა მხოლოდ ქართულ ურბანისტიკაშია? ისინი შემცდარი, მოტყუებული, ცრუ იდეოლოგიის მატარებელი ერისა და სახელმწიფოს მთელს ქსოვილში არიან მოდებულნი გამჭოლ მეტასტაზებად.

ამასწინათ განათლების მინისტრთან ვიყავი შეხვედრაზე, სადაც ვცდილობდი ამეხსნა, რომ არ შეიძლება 3–4 კლასელებისთვის გენდერული ჯანდაბა თემების საგნის შემოტანა ამ ტიპის სახელმწიფოს, როგორც ბოროტებისა და ძალადობის წყაროს, მხრიდან ახალი საგნის სახით. რომ ეს ის კარებია, საიდანაც, რაც არ უნდა ჩავწეროთ ახლა, მერე, გლობალისტების დაკვეთით, ჩვენს შვილებს ცნობიერებაში შეუვარდებიან ანტიოჯახური, შხამიანი კლიშეები.

ოთახში სამინისტროს რამდენიმე კარგი, ზრდილი და პატრიოტი თანამშრომელი იჯდა, რომლებიც დუმდნენ. პირველ ხმას კი რამდენიმე ქალბატონი ამბობდა, რომლებიც უცხოურ არასამთავრობოებს წარმოადგენდნენ. ისინი ჭკუას მასწავლიდნენ და მიმტკიცებდნენ, ეს უცხოურების ტყუპისცალი საგანი უცხოეთიდან არ მოდის, სამინისტროში მოიფიქრეს და ჩვენ უბრალოდ ძალიან გაგვეხარდა, როდესაც ამის შესახებ შევიტყვეთო. ვფიქრობდი, ნეტა რამდენი შვილი ჰყავთ ჯამში ამ ქართველ დედებს, ასე რომ არ ედარდებათ ეს თემა–მეთქი. და საერთოდ არიან კი ისინი ქართველი დედები?

მე, გეგონება მეტი საქმე ან დარდი არ მქონდეს, მდივანივით ვეჯექი და სტროფ–სტროფ ვუკითხავდი მათი უაზრო ტექსტის ფრაზებს და ვცდილობდი, რაიმე აზრი გამომეტანა იქიდან და კონკრეტული, პროფესიული ფორმულირებები შემეთავაზებინა. ამასობაში დაგვიანებით კიდევ ერთი მასეთი გოგონა შემოვიდა, რვეული დამიბრეხვა წინ, გვერდზე დამისკუპდა და ნორჩი კომკავშირელივით ხელს იწევდა, სანამ მე ვსაუბრობდი. შევწუხდი, სათქმელი მოკლედ დავამთავრე და სიტყვა დავუთმე. ნეო–კომკავშირელმა გოგონამ ამ ჩემს კონკრეტულ წინადადებებზე, რომლების დიდი ნაწილიც არც კი მოუსმენია, განაცხადა, ბატონმა ლევანმა ეტყობა არ იცის, რომ რუსეთმა საქართველო მოსწყვიტა პროგრესულ პროცესებს, მე ეხლა გაუპატიურებული 3 წლის გოგონასგან მოვდივარ და ეტყობა მას არ უნდა, რომ ჩვენ მისნაირი უბედურები გაუპატიურებისგან დავიცვათო. საწყალი, რაც უფრო მეტს ტლიკინებდა, მით მეტს კანკალებდა, ბოლოს სუნთქვა შეეკრა და გაჩუმდა. ვითმენდი ამ მარაზმსა და შეურაცხყოფას, ვუსმენდი ამ სიურეალიზმს და ვფიქრობდი, იქნებ იმან მაინც გვიშველოს, რომ უცხოელ ჭინკებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რა უვარგის კადრებს ასაქმებენ ჩვენთან მეთქი და რომ ჩვენ ისე აღარაფერში აღარ ვვარგივართ, რომ ეტყობა ლიბერასტობაშიც არ ვივარგებთ მეთქი. ჩემმა მეგობარმა ვერ მოითმინა და, გოგონი რა შუაშია ეგ სისულელეებიო და ის ჩემი მეგობარი იმისთანა ჩაწიხლეს იმ ქალებმა, რომლებმაც მანამდე ჩემს ამ შეურაცხყოფაზე არაფერი თქვეს, რომ მინისტრს რომ არ გადავერჩინეთ, ალბათ გაგვლახავდნენ.

რა შუაშია ეს წარღვნასთან? რა შუაშია და ჩემი აზრით მთელი ქვეყანა წარღვნაშია. დავწერ კიდევ რაიმე მორიგ წერილს თბილისის არქიტექტურულ ტრაგედიაზე, რეგიონულ დაცლაზე, დემოგრაფიულ ზამთარზე, ფისკალურ რისკებზე, საბაჟო მაზოხიზმზე, მასმედიის რეგულირებაზე, მამაცი ინტერნეტ ანონიმისტ–აბსურდისტები ისევ "რუსეთუმეობაში" დამადანაშაულებენ და ასე გაივლის კიდევ რამდენიმე თვე, სანამ ისევ არ გასკდება სადმე–რამე და სანამ ისევ ვეღარ შევძლებ გაჩუმებას. ვინმეს ხომ არ ეშლება, თუ ფიქრობს, რომ ტყუილად არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ჩვენი ის ნაწილი, რომელსაც უცხოეთიდან არ აფინანსებენ? როდემდე უნდა ვიყოთ ამ კუკუ–დამალობანაში ჩვენ და მთავრობა ერთმანეთისადმი ვალდებულებების შესრულების მიმართ?

რა დასკვნებს გამოვიტანთ ამ უაღრესად საგულისხმო, საშინელი ტრაგედიიდან? აიწევს ჩვენი ეროვნული სამოქალაქო აზროვნება ერთი საფეხურით ზევით მაინც, გადავდგამთ თუ არა ერთ ნაბიჯს მაინც ჩვენი ეროვნული მეობის აღსადგენად, რომელზეც ჩვენვე ვთქვით უარი და ამიტომაც ვინგრევით, თუ ისევ ამ ვაკხანალიას გავაგრძელებთ, სანამ მორიგი სამართალი არ მოგვადგება კარს წარღვნისა, თუ რაიმე უარესის, მაგალითად მორიგი ომის სახით?" - წერს ვასაძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია