თბილისის ზოოპარკის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ახალ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ზოოპარკის დასახმარებლად შექმნილ პროექტზეა საუბარი:
"მეგობრებო, ეს არის ჩვენი პროექტი, რომელიც თბილისის ზოოპარკის დასახმარებლად შეიქმნა. ძალიან გთხოვთ გადახედეთ, წაიკითხეთ, მხარი დაგვიჭირეთ და დაგვეხმარეთ გავრცელებაში. რაც მეტი ადამიანი ნახავს საზღვარგარეთ, ეს უფრო დაგვეხმარება. დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის!
Crowdfunding-ის სისტემა ეს არის გულშემატკივრების ან ხალხის დიდი მასის საშუალებით დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა. ესაა ერთგვარი დაფინანსების პრაქტიკა, როდესაც უამრავი ადამიანი ინტერნეტის საშუალებით შესწირავს ფულს ამა თუ იმ პროექტს. მოსახერხებელია იმიტომ, რომ აღნიშნული საიტის საშუალებით ინფორმაცია ადვილად ვრცელდება სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვეულებრივი ადამიანები რიცხავენ ფულს და ეხმარებიან სხვადასხვა პროექტებს" - ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის გვერდზე.