საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას მინდა რომ იცნობდეთ და ესალმებოდეთ, როცა გვერდს გაუვლით"
"მას მინდა რომ იცნობდეთ და ესალმებოდეთ, როცა გვერდს გაუვლით"

"ფე­ის­ბუ­ქის" ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცის ის­ტო­რი­ას მოგ­ვი­თხრობს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი შრო­მით ნა­შოვნ ფულს უნა­წი­ლებ­და:

"მას მინ­და რომ იც­ნობ­დეთ და ესალ­მე­ბო­დეთ, როცა ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე თბი­ლი­სის მარ­შუ­ტე­ბის ახალ სად­გურ­თან გვერდს გა­უვ­ლით.

რო­დე­საც ამ ადა­მი­ა­ნის ცრემ­ლე­ბი და­ვი­ნა­ხე, მივ­ხვდი, თუ რო­გორ უნ­დო­და თუნ­დაც 50 თეთ­რი შე­მო­ე­წი­რა ჩვენ­თვის. რაც უფრო უმ­ძაფ­რდე­ბო­და სურ­ვი­ლი, მით უფრო მა­ტუ­ლობ­და ცრემ­ლის ნა­კა­დი უპე­ებ­ში. შემ­დეგ ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა მის­გან მი­სი­ვე ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი ნა­კე­თო­ბა შე­ი­ძი­ნა და თვა­ლე­ბან­თე­ბუ­ლი მო­ხუ­ცი ჩვენ­სკენ გა­მო­ე­შუ­რა, ძლივს გა­ყი­დულ ნივთში აღე­ბუ­ლი ფული სრუ­ლად გად­მოგ­ვცა და დაგ­ვლო­ცა. თბი­ლი­სელ­მა, ძა­ლი­ან მა­გარ­მა ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და ქუ­თა­ი­სი­დან, ეს და­ი­ნა­ხა, მი­ვი­და და ისევ შე­ი­ძი­ნა მის­გან ნა­კე­თო­ბა. ფუ­ლიც გა­დას­ცა, მაგ­რამ მო­ხუც­მა ისიც ყუ­ლა­ბა­ში ჩა­აგ­დო.

გვიც­ქერ­და და მა­ინც ვერ ძღე­ბო­და, რა­ღაც აკ­ლდა გულს. რამ­დე­ნი­მე ხან­ში და­ვი­ნა­ხე, თუ რო­გორ მო­დი­ო­და ჩვენ­სკენ ბაზ­რი­დან არ­ყით, ლა­ვა­შით, ატ­მი­თა და ბლით სავ­სე ცე­ლოფ­ნე­ბით. ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი სული და­ვი­ნა­ხე მას­ში როცა დაგ­ვლო­ცა. თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის ხატი გვა­ჩუ­ქა(მი­სი­ვე ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი). ასე­თი სით­ბო, ასე­თი სი­კე­თე ადა­მი­ა­ნის­გან პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი. მან რაც გა­ა­კე­თა, არ­ცერ­თი სხვა მას­ზე უფრო შეძ­ლე­ბულს არ ექ­ნე­ბა გა­ნა­კე­თე­ბი. ბოლო ლუკ­მაც არ და­ი­ტო­ვა. ამ მო­ხუცს მოსე ჰქვია. იც­ნობ­დეთ - მოსე ჭე­იშ­ვი­ლი. ოღონდ ბიბ­ლი­უ­რი მო­სეს­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ ის ზღვას ყოფ­და, ეს კი მისი სი­კე­თით ადა­მი­ა­ნებს აერ­თი­ა­ნებს" - ნათ­ქვა­მია სტა­ტუს­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"მას მინდა რომ იცნობდეთ და ესალმებოდეთ, როცა გვერდს გაუვლით"

"მას მინდა რომ იცნობდეთ და ესალმებოდეთ, როცა გვერდს გაუვლით"

"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი ასაკოვანი მამაკაცის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც თბილისში სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს უნაწილებდა:

"მას მინდა რომ იცნობდეთ და ესალმებოდეთ, როცა ჭავჭავაძეზე თბილისის მარშუტების ახალ სადგურთან გვერდს გაუვლით.

როდესაც ამ ადამიანის ცრემლები დავინახე, მივხვდი, თუ როგორ უნდოდა თუნდაც 50 თეთრი შემოეწირა ჩვენთვის. რაც უფრო უმძაფრდებოდა სურვილი, მით უფრო მატულობდა ცრემლის ნაკადი უპეებში. შემდეგ ერთმა ქალბატონმა მისგან მისივე ხელით გაკეთებული ნაკეთობა შეიძინა და თვალებანთებული მოხუცი ჩვენსკენ გამოეშურა, ძლივს გაყიდულ ნივთში აღებული ფული სრულად გადმოგვცა და დაგვლოცა. თბილისელმა, ძალიან მაგარმა ადამიანმა, რომელიც თბილისში ბრუნდებოდა ქუთაისიდან, ეს დაინახა, მივიდა და ისევ შეიძინა მისგან ნაკეთობა. ფულიც გადასცა, მაგრამ მოხუცმა ისიც ყულაბაში ჩააგდო.

გვიცქერდა და მაინც ვერ ძღებოდა, რაღაც აკლდა გულს. რამდენიმე ხანში დავინახე, თუ როგორ მოდიოდა ჩვენსკენ ბაზრიდან არყით, ლავაშით, ატმითა და ბლით სავსე ცელოფნებით. ნამდვილი ქართული სული დავინახე მასში როცა დაგვლოცა. თბილისელებისთვის ხატი გვაჩუქა(მისივე ხელით გაკეთებული). ასეთი სითბო, ასეთი სიკეთე ადამიანისგან პირველად ვიგრძენი. მან რაც გააკეთა, არცერთი სხვა მასზე უფრო შეძლებულს არ ექნება განაკეთები. ბოლო ლუკმაც არ დაიტოვა. ამ მოხუცს მოსე ჰქვია. იცნობდეთ - მოსე ჭეიშვილი. ოღონდ ბიბლიური მოსესგან იმით განსხვავდება, რომ ის ზღვას ყოფდა, ეს კი მისი სიკეთით ადამიანებს აერთიანებს" - ნათქვამია სტატუსში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია