პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქიის გმირები: დაუჯერებელი თავგანწირვა და ამბები, რომლებიც თაობებმა უნდა იცოდნენ
სტიქიის გმირები: დაუჯერებელი თავგანწირვა და ამბები, რომლებიც თაობებმა უნდა იცოდნენ

13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ამ თბი­ლი­სის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. უეც­რად მო­ვარ­დნილ­მა წყალ­მა ვე­რეს ხე­ო­ბა წა­ლე­კა, და­ინ­გრა სახ­ლე­ბი, ზო­ო­პარ­კი და რაც ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­როა, და­ი­ღუპ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი. ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი, პატ­რუ­ლი, მაშ­ვე­ლი, სპორ­ტსმე­ნი - ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და. მათი სა­ხით თბი­ლისს ახა­ლი გმი­რე­ბი შე­ე­მა­ტა.

პა­პუ­ნა ლე­ბა­ნი­ძე

პა­პუ­ნა ლე­ბა­ნი­ძე ოცი წლის არის და ის მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბია. სტი­ქი­ის დროს პა­პუ­ნა თა­ვის მე­გო­ბარს, სან­დრო შენ­დე­ლი­ას და­უ­კავ­შირ­და და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის და­სახ­მა­რაბ­ლად მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­ვი­და. სა­ნამ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მაშ­ვე­ლე­ბი გა­მოჩ­დნე­ბოდ­ნენ, ხალ­ხს სწო­რედ პა­პუ­ნა და­ეხ­მა­რა მე­გობ­რებ­თან ერ­თად.

"რო­დე­საც თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის გვერდმა და­წე­რა რომ თავ­შე­სა­ფა­რი წყალ­მა წა­ი­ღო სწო­რედ მა­შინ გავ­ვარ­დით მე და ჩემი მე­გო­ბა­რი სახ­ლი­დან (ნი­კო­ლოზ კო­კე­ლა­ძე) გზი­დან და­ვუ­რე­კე ჩემს მე­გო­ბარ "ალექ­სან­დრე შენ­გე­ლი­ას" ქა­ლაქშ უშე­დე­გო სი­ა­რუ­ლის მერე 12:45 წუთ­ზე რო­გორც იქნა მი­ვაღ­წი­ეთ მე და ნი­კამ სვა­ნი­ძე­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთ­ში ალექ­სად­რე შენ­გე­ლია და გი­ორ­გი ალა­ნი­აც მო­ვიდ­ნენ. ჩვენ ჩა­ვე­დით თავ­შე­საფ­რის ცხო­ვე­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად მაგ­რამ სულ სხვა სი­ტუ­ა­ცია დაგ­ვხვდა, 2 სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბიც კი და­ფა­რუ­ლი იყო წყლით. ჯამ­ში შევ­ძე­ლით და გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ 5-6 ძაღ­ლი... მაშ­ვე­ლებს და­ვეხ­მა­რეთ ხალ­ხის გა­მოყ­ვა­ნა­ში რი­თიც შევ­ძე­ლით და რო­გორც შევ­ძე­ლით...." ამ­ბობს პა­პუ­ნა ლე­ბა­ნი­ძე.

სან­დრო შენ­გე­ლია

23 წლის სან­დრო შენ­გე­ლია. მო­მა­ვალ­მა მსა­ხი­ობ­მა არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო. სან­დრომ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის ძაღ­ლე­ბის სახ­ლის ბი­ნა­და­რიც გა­და­არ­ჩი­ნა. ცხო­ვე­ლი სწო­რედ ის ძაღ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მის მე­გო­ბარს უნდა წა­ეყ­ვა­ნა თავ­შე­საფ­რი­დან.

მა­ნუ­ჩარ ინჯგია

მა­ნუ­ჩარ ინჯგია სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უმ­ცრო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტია. სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე ბი­ძას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და სტუმ­რად, როცა ადი­დე­ბულ­მა ვე­რემ სვა­ნი­ძის ქუ­ჩის სახ­ლე­ბი და­ფა­რა. სწო­რედ მან გა­და­არ­ჩი­ნა სტი­ქი­ის ზო­ნა­ში 7 ადა­მი­ა­ნი და 3 ძაღ­ლი.

ლე­ვან გე­ლაშ­ვი­ლი

პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი ლე­ვან გე­ლაშ­ვი­ლი სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე მი­ვი­და. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რიც მისი ბრძა­ნე­ბით გა­მო­ი­ძა­ხეს. სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მან და­კარ­გუ­ლი პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო და მშობ­ლე­ბის მო­ძებ­ნა­შიც და­ეხ­მა­რა.

ლე­ვან კა­პა­ნა­ძე

პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი ლე­ვან კა­პა­ნა­ძე 13 ივ­ნი­სის ღა­მეს მძი­მედ და­შავ­და. ის ახ­ლაც მკურ­ნა­ლობს და სა­ა­ვად­მყო­ფო­შია. ლე­ვან კა­პა­ნა­ძე ლე­ვან ნა­თი­ძეს­თან ერ­თად ცდი­ლობ­და ე.წ. ახალ გზა­ზე ხალ­ხს გაყ­ვა­ნა­ში დახ­მა­რე­ბო­და. მან გა­და­წყვი­ტა ორ­სუ­ლი გო­გო­ნა სა­პატ­რუ­ლო ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ეყ­ვა­ნა სტი­ქი­ის ზო­ნი­დან, რა დრო­საც წყალ­მა გა­ი­ტა­ცა და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის მან­ძილ­ზე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და. ის ადი­დე­ბულ­მა ვე­რემ "მზი­უ­რის" ხევ­ში ჩა­აგ­დო.

ზუ­რაბ მუ­ზაშ­ვი­ლი

მაშ­ვე­ლი ზუ­რაბ მუ­ზაშ­ვი­ლი ადი­დე­ბულ­მა ვე­რემ 13 ივ­ნი­სის ღა­მეს გა­ი­ტა­ცა. ის სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მუ­შა­ობ­და. სა­ნამ წყა­ლი გა­ი­ტა­ცებ­და, 7 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო, თა­ვად კი ვერ გა­მო­ცუ­რა. პრე­ზი­დენ­ტმა ზუ­რაბ მუ­ზაშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­და­დე­ბის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვა.

გიგი კე­შე­ლა­ვა

23 წლის გიგი კე­შე­ლა­ვა მის მიერ გა­დარ­ჩე­ნილ­მა ორ­სულ­მა გო­გო­ნამ ტე­ლე­ვი­ზი­ის მეშ­ვე­ო­ბით გუ­შინ მო­ძებ­ნა. გიგი ძმა­კა­ცებ­თან ერ­თად ახალ გზა­ზე მოძ­რა­ობ­და, როცა ადი­დე­ბუ­ლი ვერე მო­ვარ­და და ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­ღო. გი­გიმ ადი­დე­ბულ მდი­ნა­რეს გა­ას­წრო, თუმ­ცა ვა­კის პო­ლი­ცი­ას­თან ორ­სუ­ლი გო­გო­ნა და მისი მე­უღ­ლე შე­ნიშ­ნა, ამი­ტომ უკან დაბ­რუნ­და და ისი­ნი ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე აიყ­ვა­ნა. ამის შემ­დეგ, ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად ისევ უკან დაბ­რუნ­და. გიგი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის, ლე­ვან კა­პა­ნა­ძის გა­ტა­ცე­ბის ფაქტს შე­ეს­წრო. რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს, ამის გამო მისი მე­წყვი­ლე ლე­ვან ნა­თი­ძე შოკ­ში იყო.

გი­ორ­გი და­ლა­ქიშ­ვი­ლი

წყნე­თის გამ­გე­ბელს გი­ორ­გი და­ლა­ქიშ­ვილს სა­კუ­თარ გმი­რო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი უჭირს. ამ­ბობს, რომ ამა­ზე სხვამ უნდა ილა­პა­რა­კოს. 13 ივ­ნი­სის ღა­მეს თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში ჩა­მო­წო­ლილ­მა მე­წყერ­მა 180 ოჯა­ხი მო­წყვი­ტა გა­რე­სამ­ყა­როს, ჩა­ი­ხერ­გა გზა და მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­ექ­მნა. ვიდ­რე ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ, მო­სახ­ლე­ო­ბას გი­ორ­გი და­ლა­ქიშ­ვი­ლი ეხ­მა­რე­ბო­და. ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი სტი­ქი­ის ზო­ნი­დან თა­ვად გა­მო­იყ­ვა­ნა. რო­გორც ამ­ბობს, ამით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, რად­გან მა­მა­კა­ცია და თან მისი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბაც სწო­რედ მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბაა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

სხვა ის­ტო­რი­ე­ბი თეგ­ზე| #სტი­ქი­ის გმი­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

სტიქიის გმირები: დაუჯერებელი თავგანწირვა და ამბები, რომლებიც თაობებმა უნდა იცოდნენ

სტიქიის გმირები: დაუჯერებელი თავგანწირვა და ამბები, რომლებიც თაობებმა უნდა იცოდნენ

13 ივნისის ტრაგედიამ თბილისის დიდი ნაწილი გააერთიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა ვერეს ხეობა წალეკა, დაინგრა სახლები, ზოოპარკი და რაც ყველაზე სამწუხაროა, დაიღუპნენ ადამიანები. ახალგაზრდა ბიჭები, პატრული, მაშველი, სპორტსმენი - ყველა დაზარალებულთა გადარჩენას ცდილობდა. მათი სახით თბილისს ახალი გმირები შეემატა.

პაპუნა ლებანიძე

პაპუნა ლებანიძე ოცი წლის არის და ის მომავალი მსახიობია. სტიქიის დროს პაპუნა თავის მეგობარს, სანდრო შენდელიას დაუკავშირდა და დაზარალებულების დასახმარაბლად მეგობრებთან ერთად წავიდა. სანამ სტიქიის ზონაში მაშველები გამოჩდნებოდნენ, ხალხს სწორედ პაპუნა დაეხმარა მეგობრებთან ერთად.

"როდესაც თამაზ ელიზბარაშვილის გვერდმა დაწერა რომ თავშესაფარი წყალმა წაიღო სწორედ მაშინ გავვარდით მე და ჩემი მეგობარი სახლიდან (ნიკოლოზ კოკელაძე) გზიდან დავურეკე ჩემს მეგობარ "ალექსანდრე შენგელიას" ქალაქშ უშედეგო სიარულის მერე 12:45 წუთზე როგორც იქნა მივაღწიეთ მე და ნიკამ სვანიძეზე, დაახლოებით 10 წუთში ალექსადრე შენგელია და გიორგი ალანიაც მოვიდნენ. ჩვენ ჩავედით თავშესაფრის ცხოველების გადასარჩენად მაგრამ სულ სხვა სიტუაცია დაგვხვდა, 2 სართულიანი სახლებიც კი დაფარული იყო წყლით. ჯამში შევძელით და გამოვიყვანეთ 5-6 ძაღლი... მაშველებს დავეხმარეთ ხალხის გამოყვანაში რითიც შევძელით და როგორც შევძელით...." ამბობს პაპუნა ლებანიძე.

სანდრო შენგელია

23 წლის სანდრო შენგელია. მომავალმა მსახიობმა არაერთი ადამიანის  სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. სანდრომ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების სახლის ბინადარიც გადაარჩინა. ცხოველი სწორედ ის ძაღლი აღმოჩნდა, რომელიც მის მეგობარს უნდა წაეყვანა თავშესაფრიდან.

მანუჩარ ინჯგია

მანუჩარ ინჯგია სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უმცროსი ლეიტენანტია. სვანიძის ქუჩაზე ბიძასთან იმყოფებოდა სტუმრად, როცა ადიდებულმა ვერემ სვანიძის ქუჩის სახლები დაფარა. სწორედ მან გადაარჩინა სტიქიის ზონაში 7 ადამიანი და 3 ძაღლი.

ლევან გელაშვილი

პატრულ-ინსპექტორი ლევან გელაშვილი სვანიძის ქუჩაზე ინფორმაციის მიღებისთანავე მივიდა. სამაშველო სამსახურიც მისი ბრძანებით გამოიძახეს. სტიქიის ზონაში მან დაკარგული პატარა ბიჭუნას გადარჩენა შეძლო და მშობლების მოძებნაშიც დაეხმარა.

ლევან კაპანაძე

პატრულ-ინსპექტორი ლევან კაპანაძე 13 ივნისის ღამეს მძიმედ დაშავდა. ის ახლაც მკურნალობს და საავადმყოფოშია. ლევან კაპანაძე ლევან ნათიძესთან ერთად ცდილობდა ე.წ. ახალ გზაზე ხალხს გაყვანაში დახმარებოდა. მან გადაწყვიტა ორსული გოგონა საპატრულო ავტომობილით გაეყვანა სტიქიის ზონიდან, რა დროსაც წყალმა გაიტაცა და რამდენიმე საათის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. ის ადიდებულმა ვერემ "მზიურის" ხევში ჩააგდო.

ზურაბ მუზაშვილი

მაშველი ზურაბ მუზაშვილი ადიდებულმა ვერემ 13 ივნისის ღამეს გაიტაცა. ის სტიქიის ზონაში მუშაობდა. სანამ წყალი გაიტაცებდა, 7 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი ვერ გამოცურა. პრეზიდენტმა ზურაბ მუზაშვილი სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა.

გიგი კეშელავა

23 წლის გიგი კეშელავა მის მიერ გადარჩენილმა ორსულმა გოგონამ ტელევიზიის მეშვეობით გუშინ მოძებნა. გიგი ძმაკაცებთან ერთად ახალ გზაზე მოძრაობდა, როცა ადიდებული ვერე მოვარდა და ყველაფერი წაიღო. გიგიმ ადიდებულ მდინარეს გაასწრო, თუმცა ვაკის პოლიციასთან ორსული გოგონა და მისი მეუღლე შენიშნა, ამიტომ უკან დაბრუნდა და ისინი ჭავჭავაძეზე აიყვანა. ამის შემდეგ, ხალხის დასახმარებლად ისევ უკან დაბრუნდა. გიგი პატრულ-ინსპექტორის, ლევან კაპანაძის გატაცების ფაქტს შეესწრო. როგორც თავად იხსენებს, ამის გამო მისი მეწყვილე ლევან ნათიძე შოკში იყო.

გიორგი დალაქიშვილი

წყნეთის გამგებელს გიორგი დალაქიშვილს საკუთარ გმირობაზე საუბარი უჭირს. ამბობს, რომ ამაზე სხვამ უნდა ილაპარაკოს. 13 ივნისის ღამეს თბილისის შემოგარენში ჩამოწოლილმა მეწყერმა 180 ოჯახი მოწყვიტა გარესამყაროს, ჩაიხერგა გზა და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ვიდრე ადგილზე შესაბამისი სამსახურები გამოჩნდებოდნენ, მოსახლეობას გიორგი დალაქიშვილი ეხმარებოდა. ბავშვები და მოხუცები სტიქიის ზონიდან თავად გამოიყვანა. როგორც ამბობს, ამით განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, რადგან მამაკაცია და თან მისი სამსახურებრივი მოვალეობაც სწორედ მოსახლეობის უსაფრთხოებაა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სხვა ისტორიები თეგზე| #სტიქიის გმირები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია