პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია კანცელარიასთან - "ხელისუფლების უუნარობას უდანაშაულო ადამიანი ეწირება..."
ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია კანცელარიასთან - "ხელისუფლების უუნარობას უდანაშაულო ადამიანი ეწირება..."

კან­ცე­ლა­რი­ას­თან ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რის ზურა გუ­რი­ე­ლი­ძის მხარ­და­სა­ჭე­რი აქ­ცია გა­ი­მარ­თა. აქ­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­ი­გეგ­მა. კან­ცე­ლა­რი­ას­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ რო­გორც მზი­უ­რის პარკში მო­მუ­შა­ვე მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ასე­ვე სხვა რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უუ­ნა­რო­ბას უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ეწი­რე­ბა", - სკან­დი­რებ­დნენ კან­ცე­ლა­რი­ის წინ შეკ­რე­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. მათი თქმით, დღეს მომ­ხდარ ფაქ­ტზე და­უშ­ვე­ბე­ლია ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორს და­ე­კის­როს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა გან­ცხა­დე­ბით, ზო­ო­პარ­კის გა­რე­თა პე­რი­მეტრზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე და იქ ცხო­ვე­ლე­ბის ყოფ­ნა­ზე გუ­რი­ე­ლი­ძე ვერ იქ­ნე­ბო­და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

პა­ა­ტა სა­ბე­ლაშ­ვი­ლი, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე:

"დღე­ვან­დე­ლი ხდო­მი­ლე­ბე­ბი რაც ვნა­ხეთ, იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად ამაზ­რზე­ნი. ეს იყო სიგ­ნა­ლი იმი­სა, რომ არა­ნა­ი­რი ხედ­ვა და მგრძნო­ბე­ლო­ბა მთავ­რო­ბას იმი­სა, თუ რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და რო­გორ უნდა გა­უმკლავ­დეს ამ პრობ­ლე­მებს არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი ის იყო, რომ იმ ადა­მი­ანს რო­მე­ლიც ისე­დაც ძა­ლი­ან და­ზა­რალ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც ამ­ხე­ლა წნე­ხის ქვეშ მო­ა­ყო­ლეს და ათ­ქმე­ვი­ნეს ის, რაც ათ­ქმე­ვი­ნეს.

ვასო გა­ბუ­ნია, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე:

"ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძეს უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ზო­ო­პარ­კის­თვის დღე­ვან­დე­ლი სა­ხის მი­ღე­ბა­ში და ამ ადა­მი­ან­ზე ხე­ლის შეწ­მენ­და არა­კა­ცო­ბაა. ადრე წამ­ლის ჩა­დე­ბა იყო და ახლა ზო­ო­პარ­კი ჩა­უ­დეს ზუ­რას ჯი­ბე­ში".

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე:

"ჩვენ ახლა უნდა ვი­ყოთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ვართ კი­დეც და უნდა ვა­ლა­გებ­დეთ "მზი­ურს", უნდა ვუვ­ლი­დეთ სვა­ნი­ძე­ზე გა­დარ­ჩე­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბას, უნდა ვკრძა­ლავ­დეთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს და უცებ გვი­წევს ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძის დაც­ვა, რა­ზეც მტკი­ვა ძა­ლი­ან გული".

კან­ცე­ლა­რი­ის წინ შეკ­რე­ბი­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის იმ გან­ცხა­დე­ბებ­ზეც ამახ­ვი­ლებ­დნენ, რო­დე­საც ისი­ნი ამ­ბოდ­ნენ, რომ ყვე­ლა მტა­ცე­ბე­ლი არ იყო ნა­პოვ­ნი და მათ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია და­კარ­გულ ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ჰქონ­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე კონ­ტრო­ლი უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რი თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ყვე­ლა სი­ახ­ლე თე­მა­ზე: ტრა­გე­დია ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან

ფარ­ნა­ოზ ჭკა­დუ­ას ფოტო

berta crasy-ს ფოტო

ლაშა მეს­ხის ფოტო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია კანცელარიასთან - "ხელისუფლების უუნარობას უდანაშაულო ადამიანი ეწირება..."

ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია კანცელარიასთან - "ხელისუფლების უუნარობას უდანაშაულო ადამიანი ეწირება..."

კანცელარიასთან ზოოპარკის დირექტორის ზურა გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქცია სოციალურ ქსელებში დაიგეგმა. კანცელარიასთან იმყოფებოდნენ როგორც მზიურის პარკში მომუშავე მოხალისეები, ასევე სხვა რიგითი მოქალაქეები.

"ხელისუფლების უუნარობას უდანაშაულო ადამიანი ეწირება", - სკანდირებდნენ კანცელარიის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები. მათი თქმით, დღეს მომხდარ ფაქტზე დაუშვებელია ზოოპარკის დირექტორს დაეკისროს პასუხისმგებლობა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ზოოპარკის გარეთა პერიმეტრზე არსებულ ვითარებაზე და იქ ცხოველების ყოფნაზე გურიელიძე ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი.

პაატა საბელაშვილი, აქციის მონაწილე:

"დღევანდელი ხდომილებები რაც ვნახეთ, იყო აბსოლუტურად ამაზრზენი. ეს იყო სიგნალი იმისა, რომ არანაირი ხედვა და მგრძნობელობა მთავრობას იმისა, თუ რეალურად რა ხდება ქვეყანაში და როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ პრობლემებს არ არსებობს. ყველაზე ამაზრზენი ის იყო, რომ იმ ადამიანს რომელიც ისედაც ძალიან დაზარალდა ფსიქოლოგიურადაც ამხელა წნეხის ქვეშ მოაყოლეს და ათქმევინეს ის, რაც ათქმევინეს.

ვასო გაბუნია, აქციის მონაწილე:

"ზურაბ გურიელიძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ზოოპარკისთვის დღევანდელი სახის მიღებაში და ამ ადამიანზე ხელის შეწმენდა არაკაცობაა. ადრე წამლის ჩადება იყო და ახლა ზოოპარკი ჩაუდეს ზურას ჯიბეში".

აქციის მონაწილე:

"ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ გაერთიანებული და ვართ კიდეც და უნდა ვალაგებდეთ "მზიურს", უნდა ვუვლიდეთ სვანიძეზე გადარჩენილ მოსახლეობას, უნდა ვკრძალავდეთ მიცვალებულებს და უცებ გვიწევს ზურაბ გურიელიძის დაცვა, რაზეც მტკივა ძალიან გული".

კანცელარიის წინ შეკრებილები ყურადღებას ზოოპარკის თანამშრომლების იმ განცხადებებზეც ამახვილებდნენ, როდესაც ისინი ამბოდნენ, რომ ყველა მტაცებელი არ იყო ნაპოვნი და მათ ზუსტი ინფორმაცია დაკარგულ ცხოველებთან დაკავშირებით არ ჰქონდათ. შესაბამისად, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ ყველაფერზე კონტროლი უნდა განეხორციელებინა ხელისუფლებას.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ზოოპარკის დირექტორი თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე:  ტრაგედია ლაგუნა ვერესთან

ფარნაოზ ჭკადუას ფოტო

berta crasy-ს ფოტო

ლაშა მესხის ფოტო

ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია

2019 წელს სასამართლოებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უმეტესობა სემეკის სასარგებლოდ დასრულდა

"რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ტროტუარებზე ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და ავტომობილები არ შევიდნენ?"