Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრი: "რომც არ გაკეთებულიყო განცხადება, რომ მტაცებლები გარეთ არ არიან, დღევანდელ ფაქტს, ალბათ, ვერ გავექცეოდით"
შს მინისტრი: "რომც არ გაკეთებულიყო განცხადება, რომ მტაცებლები გარეთ არ არიან, დღევანდელ ფაქტს, ალბათ, ვერ გავექცეოდით"

შს მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის ვა­რა­უ­დით, რომც არ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი გა­რეთ არ არი­ან, დღეს მომ­ხდარ ფაქტს, ალ­ბათ, ვერ გა­ვექ­ცე­ო­დით.

ამის შე­სა­ხებ გო­მე­ლა­ურ­მა მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. პრე­მი­ე­რი და­ინ­ტე­რეს­და, შს მი­ნის­ტრმა, რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რა და რა ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და მას.

"მე­ო­რე დღე იყო, რო­დე­საც თქვეს, რომ რამ­დე­ნი­მე მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი არის და­კარ­გუ­ლი – ორი ლომი, სამი ვე­ფხვი და ა.შ. როცა წყალ­მა და­ი­წია, ეს ცხო­ვე­ლე­ბი მკვდა­რი ვო­ლი­ე­რებ­ში ნა­ხეს. გუ­შინ სა­ღა­მოს და­მი­კავ­შირ­და ჩვე­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი და მი­თხრეს, ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, ხომ არ შე­ვამ­სუ­ბუ­ქოთ ეს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ცხო­ვე­ლე­ბის ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მეთ­ქი, რა­ტომ? პი­რა­დად დი­რექ­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აღარ­ცერ­თი ცხო­ვე­ლი და­კარ­გუ­ლი არ გვყავს, ზოგი არის მკვდა­რი, ზოგი არის ცო­ცხა­ლი და ვო­ლი­ე­რებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ მა­ინც დავ­ტო­ვეთ რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი და ყო­ველ­თვის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყ­ვნენ", - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მა­ინც გრძელ­დე­ბო­და და დღე­ვან­დე­ლი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი არა­ერ­თხელ იყო შე­მოწ­მე­ბუ­ლი.

"ეს იყო სა­წყო­ბი, რო­მე­ლიც იყო და­კე­ტი­ლი. აქვს გი­სო­სე­ბი, რკი­ნის კა­რე­ბი, წყა­ლი იდგა იქ და იქ ფი­ზი­კუ­რად ვერ შე­ვი­დოდ­ნენ, თუ პატ­რო­ნი არ გა­ა­ღებ­და მას და ვე­ფხვი შიგ­ნით თვი­თონ ვერ მოხ­ვდე­ბო­და. თუმ­ცა, რომ და­ი­წია წყალ­მა, ქვე­ვით აღ­მოჩ­ნდა სარ­და­ფი, თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა შიგ­ნით ვე­ფხვი, ახლა მუ­შა­ო­ბენ და ნა­ხა­ვენ. გა­რე­დან ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მოხ­დე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან გი­სო­სე­ბი და რკი­ნის კა­რე­ბია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამას გა­ვექ­ცე­ო­დით თუ არა, ეს გან­ცხა­დე­ბა რომ არ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, ალ­ბათ, მა­ინც ვერ გა­ვექ­ცე­ო­დით ამ ფაქტს. რვა მუშა შე­ვი­და და­სა­ლა­გებ­ლად და ერ­თზე მოხ­და თავ­დას­ხმა. რო­დე­საც გვაც­ნო­ბეს, ეს ადა­მი­ა­ნი იყო უკვე უგო­ნოდ", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

შს მინისტრი: "რომც არ გაკეთებულიყო განცხადება, რომ მტაცებლები გარეთ არ არიან, დღევანდელ ფაქტს, ალბათ, ვერ გავექცეოდით"

შს მინისტრი: "რომც არ გაკეთებულიყო განცხადება, რომ მტაცებლები გარეთ არ არიან, დღევანდელ ფაქტს, ალბათ, ვერ გავექცეოდით"

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ვარაუდით, რომც არ გაკეთებულიყო განცხადება იმის თაობაზე, რომ მტაცებელი ცხოველები გარეთ არ არიან, დღეს მომხდარ ფაქტს, ალბათ, ვერ გავექცეოდით.

ამის შესახებ გომელაურმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერი დაინტერესდა, შს მინისტრმა, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა, რა ღონისძიებები გაატარა და რა ინფორმაცია ჰქონდა მას.

"მეორე დღე იყო, როდესაც თქვეს, რომ რამდენიმე მტაცებელი ცხოველი არის დაკარგული – ორი ლომი, სამი ვეფხვი და ა.შ. როცა წყალმა დაიწია, ეს ცხოველები მკვდარი ვოლიერებში ნახეს. გუშინ საღამოს დამიკავშირდა ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელი და მითხრეს, ბატონო ვახტანგ, ხომ არ შევამსუბუქოთ ეს პრევენციული ღონისძიებები ცხოველების ძიებასთან დაკავშირებით. მეთქი, რატომ? პირადად დირექტორმა განაცხადა, რომ აღარცერთი ცხოველი დაკარგული არ გვყავს, ზოგი არის მკვდარი, ზოგი არის ცოცხალი და ვოლიერებში გადაყვანილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაინც დავტოვეთ რამდენიმე ჯგუფი და ყოველთვის მობილიზებული იყვნენ", - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, სამძებრო ღონისძიებები მაინც გრძელდებოდა და დღევანდელი ტრაგედიის ადგილი არაერთხელ იყო შემოწმებული.

"ეს იყო საწყობი, რომელიც იყო დაკეტილი. აქვს გისოსები, რკინის კარები, წყალი იდგა იქ და იქ ფიზიკურად ვერ შევიდოდნენ, თუ პატრონი არ გააღებდა მას და ვეფხვი შიგნით თვითონ ვერ მოხვდებოდა. თუმცა, რომ დაიწია წყალმა, ქვევით აღმოჩნდა სარდაფი, თუ როგორ აღმოჩნდა შიგნით ვეფხვი, ახლა მუშაობენ და ნახავენ. გარედან ვერანაირად ვერ მოხდებოდა, ვინაიდან გისოსები და რკინის კარებია. აქედან გამომდინარე, ამას გავექცეოდით თუ არა, ეს განცხადება რომ არ გაკეთებულიყო, ალბათ, მაინც ვერ გავექცეოდით ამ ფაქტს. რვა მუშა შევიდა დასალაგებლად და ერთზე მოხდა თავდასხმა. როდესაც გვაცნობეს, ეს ადამიანი იყო უკვე უგონოდ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეტი ინფორმაციისთვის:

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."