მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამაშველოს დახმარება გჭირდებათ მანდ?!" - რას პასუხობს ოპერატორი ჟურნალისტს, რომელმაც 112-ს ვეფხვისგან დაგლეჯილი მამაკაცის შესახებ ამცნო
"სამაშველოს დახმარება გჭირდებათ მანდ?!" - რას პასუხობს ოპერატორი ჟურნალისტს, რომელმაც 112-ს ვეფხვისგან დაგლეჯილი მამაკაცის შესახებ ამცნო

ნა­დი­რის მიერ ადა­მი­ან­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 112-ს სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტმა შე­ა­ტყო­ბი­ნა, რო­მე­ლიც იმ წუ­თებ­ში შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ჟურ­ნა­ლის­ტი ანა მარ­შა­ნია სტი­ქი­ით დატ­ბო­რილ ტე­რი­ტო­რი­ას იღებ­და.

ობი­ექ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჟურ­ნა­ლისტს ის ად­გი­ლე­ბი უჩ­ვე­ნეს, სა­დაც გუ­შინ და­ღუ­პუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი იპო­ვეს. სწო­რედ ამ დროს, ტე­რი­ტო­რი­ი­დან მა­მა­კა­ცე­ბი ყვი­რი­ლით გა­მო­ვარ­დნენ, რო­მელ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლომ­მა ადა­მი­ა­ნი დაგ­ლი­ჯა.

პირ­ვე­ლად ჟურ­ნა­ლის­ტმა 112-ში 12:32 სა­ათ­ზე და­რე­კა და ოპე­რა­ტორს იმ წუ­თებ­ში მის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. ჟურ­ნა­ლის­ტმა 112-ის ოპე­რა­ტორს მცი­რე დრო­ში აუხ­სნა ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა და ვი­თა­რე­ბა.

12: 37 სა­ათ­ზე 112-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჟურ­ნა­ლისტს გად­მო­უ­რე­კეს და ჰკი­თხეს, ჭირ­დე­ბო­და თუ არა სა­მაშ­ვე­ლო დახ­მა­რე­ბა.

112-ის ოპე­რა­ტო­რი: სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი­დან გი­კავ­შირ­დე­ბით, სა­მაშ­ვე­ლოს დახ­მა­რე­ბა გჭირ­დე­ბათ მანდ?!

ანა მარ­შა­ნია: რო­გორ არ გვჭირ­დე­ბა! აბა არ გვჭირ­დე­ბა?! ლომ­მა დაგ­ლი­ჯა კა­ციო, და სა­მაშ­ვე­ლო არ გვჭირ­დე­ბა?! ჩქა­რა, "ლუ­კო­ი­ლის" უკან, ჩქა­რა!

112: კარ­გით, კარ­გით

კავ­ში­რის და­სას­რუ­ლი.

12:43 სა­ათ­ზე 112-მა კი­დევ ერთხელ და­უ­რე­კა კო­რეს­პონ­დენტს და სას­წრა­ფოს მი­სას­ვლე­ლად ტე­რი­ტო­რი­ის მდე­ბა­რე­ო­ბა და­ა­ზუს­ტა.

იხი­ლეთ აუ­დიო

ასე­ვე იხი­ლეთ| "ლომ­მა კაცი და­ით­რი­აო, მე­უბ­ნე­ბა ვი­ღა­ცა" - "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" რე­დაქ­ტო­რი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტის ემო­ცი­უ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რის ჩა­ნა­წე­რი

"სამაშველოს დახმარება გჭირდებათ მანდ?!" - რას პასუხობს ოპერატორი ჟურნალისტს, რომელმაც 112-ს ვეფხვისგან დაგლეჯილი მამაკაცის შესახებ ამცნო

"სამაშველოს დახმარება გჭირდებათ მანდ?!" - რას პასუხობს ოპერატორი ჟურნალისტს, რომელმაც 112-ს ვეფხვისგან დაგლეჯილი მამაკაცის შესახებ ამცნო

ნადირის მიერ ადამიანზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 112-ს სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტმა შეატყობინა, რომელიც იმ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ჟურნალისტი ანა მარშანია სტიქიით დატბორილ ტერიტორიას იღებდა.

ობიექტის თანამშრომლებმა ჟურნალისტს ის ადგილები უჩვენეს, სადაც გუშინ დაღუპული ცხოველები იპოვეს. სწორედ ამ დროს, ტერიტორიიდან მამაკაცები ყვირილით გამოვარდნენ, რომელთა ინფორმაციით, ლომმა ადამიანი დაგლიჯა.

პირველად ჟურნალისტმა 112-ში 12:32 საათზე დარეკა და ოპერატორს იმ წუთებში მისთვის არსებული ინფორმაცია მიაწოდა. ჟურნალისტმა 112-ის ოპერატორს მცირე დროში აუხსნა ადგილმდებარეობა და ვითარება.

12: 37 საათზე 112-ის წარმომადგენლებმა ჟურნალისტს გადმოურეკეს და ჰკითხეს, ჭირდებოდა თუ არა სამაშველო დახმარება.

112-ის ოპერატორი: სამაშველო სამსახურიდან გიკავშირდებით, სამაშველოს დახმარება გჭირდებათ მანდ?!

ანა მარშანია: როგორ არ გვჭირდება! აბა არ გვჭირდება?! ლომმა დაგლიჯა კაციო, და სამაშველო არ გვჭირდება?! ჩქარა, ”ლუკოილის” უკან, ჩქარა!

112: კარგით, კარგით

კავშირის დასასრული.

12:43 საათზე 112-მა კიდევ ერთხელ დაურეკა კორესპონდენტს და სასწრაფოს მისასვლელად ტერიტორიის მდებარეობა დააზუსტა.

იხილეთ აუდიო

ასევე იხილეთ| "ლომმა კაცი დაითრიაო, მეუბნება ვიღაცა" - "ინტერპრესნიუსის" რედაქტორისა და ჟურნალისტის ემოციური სატელეფონო საუბარის ჩანაწერი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია