მშვიდობით, მეგობარო! - გულიკო ჭიტაძე, რომელიც ვეფხვებს გადაურჩა, სტიქიამ იმსხვერპლა

მშვიდობით, მეგობარო! - გულიკო ჭიტაძე, რომელიც ვეფხვებს გადაურჩა, სტიქიამ იმსხვერპლა

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თბილისში წუხელ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, თბილისის ზოოპარკის სამი თანამშრომლის პოვნა ვერ ხერხდებოდა, მათ შორის იყო ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო კონცელიძე-ჭიტაძე, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ ვეფხვების თავდასხმას გადაურჩა. ჩვენი ჟურნალისტის, ეკა ლომიძის ინფორმაციით, სამწუხაროდ, სამივე თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

მშვიდობით, მეგობარო!

მინდა დღევანდელი დღე სიზმარი იყოს და გაქრეს. არ მინდა დავიჯერო, რომ უბრალოდ აღარ ხარ. ვერ წარმოვიდგინე, რომ შენ ნამდვილად შეეწირე შენს საქმეს. ხელმოკვეთილი დიდხანს არ გაჩერდა საავადმყოფოში. უკეთ ვარ და წავალ, ცალი ხელით მოვუვლიო ჩემს პატარებსო. ახლა აღარც მაიმუნი ევა და მარტა არიან ცოცხლები, აღარც მელაკუდა ტროა და ჩვენი, ყველასთვის საყვარელი გულიკოც მათთან ერთად გადასახლდა იმიერში. მთელი ღამე ვცდილობდი გამეგო სად იყო, როგორ? ვიმედოვნებდი, იმის გამო, რომ ძალიან ძლიერი სული აქვს, წყლიდანაც იპოვნის გამოსავალს-მეთქი. თავის მეუღლესთან, მალხაზ ჭიტაძესთან ერთად, დაიღუპა ზოოპარკის მთავარი მომვლელი ძიძა გულიკო კონცელიძე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია