თბილისის ზოოპარკიდან დაკარგულია ლომი, რომლის პოვნაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. "ვერ ვპოულობთ დაკარგულ ლომს და თუკი ვინმე ნახავს, ვთხოვთ, არ ესროლოს. მას არ შეუძლია ვინმეს დაზიანება", - განაცხადა ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშიძემ. მისივე ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკი ფაქტობრივად აღარ არსებობს, ცხოველთა ძირითადი ნაწილი ძლიერი წვიმის შედეგად არის დახოცილი ან ლიკვიდირებული.
"მდგომარეობა არის ძალიან რთული. ფაქტობრივად ზოოპარკი აღარ არსებობს. ზოოპარკის ქვედა ნაწილში არსებული ცხოველებიდან ვერც ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გადარჩენილნი არიან მხოლოდ ზოოპარკის ზედა ნაწილში არსებული ჩლიქოსნები, მათ შორის სპილოები, ლეოპარდები და თეთრი ლომები. ქვედა ნაწილის ბინადრები ლომები, ვეფხვები, იაგუარები, მათ შორის პინგვინები დახოცილები არიან. შევძელით მხოლოდ სამი პინგვინის გადარჩენა", - განახცხადა მზია შარაშიძემ.
თბილისის ზოოპარკში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #ძლიერი წვიმა თბილისში