სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ისტორიული ძეგლები, რომლებსაც იერსახე სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკით დაუმახინჯეს
საქართველოს ისტორიული ძეგლები, რომლებსაც იერსახე სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკით დაუმახინჯეს

"ფე­ის­ბუქ­ზე" სულ უფრო ხში­რად ვრცელ­დე­ბა სუ­რა­თე­ბი, რომ­ლებ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებს იერ­სა­ხე გა­მათ­ბობ­ლე­ბით, მე­ტა­ლო პლასტმა­სის ფან­ჯრე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით აქვთ შეც­ვლი­ლი.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს:

და­ვით­გა­რე­ჯა სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო რე­ლი­გი­ურ-კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრია, რო­მე­ლიც ერ­თგვარ სა­მო­ნას­ტრო გა­მოქ­ვა­ბულ­თა კომ­პლექსს წარ­მო­ად­გენს. იგი სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს. კომ­პლექ­სი VI სა­უ­კუ­ნის I ნა­ხე­ვარ­ში, ერთ-ერთი ასუ­რე­ლი მა­მის, და­ვი­თის მიერ არის და­არ­სე­ბუ­ლი. გი­ორ­გი V ბრწყინ­ვა­ლის მე­ფო­ბა­ში, და­ვით­გა­რე­ჯა მძლავრ პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ ცენ­ტრად იქცა. გარ­და ამი­სა, სა­მო­ნას­ტრო გა­მოქ­ვა­ბულ­თა კომ­პლექსში ხელ­ნა­წერ­თა მდი­და­რი ფონ­დი იყო და­ცუ­ლი.

ერ­თაწ­მინ­და "ეს­ტა­ტე წმინ­დის" შეც­ვლი­ლი ფორ­მაა. XIII სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ეს ჯვარ­გუმ­ბა­თო­ვა­ნი ტა­ძა­რი კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ერ­თაწ­მინ­დის ცენ­ტრში დგას. XVII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან ტა­ძა­რი თარ­ხნიშ­ვილ­თა საგ­ვა­რე­უ­ლოს ეკუთ­ვნო­და. შემ­დგომ­ში ის სა­ა­კა­ძე­ე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო საძ­ვა­ლეც გახ­და. ტა­ძარ­ში გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის ერთ-ერთი ვა­ჟის, მო­წა­მებ­რი­ვად და­ღუ­პუ­ლი პა­ა­ტას მოკ­ვე­თი­ლი თა­ვია დაკ­რძა­ლუ­ლი.

სვე­ტი­ცხო­ვე­ლი ყვე­ლა­ზე დიდი ის­ტო­რი­უ­ლი სა­ეკ­ლე­სიო ნა­გე­ბო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლა. იგი სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სარ­წმუ­ნო­ებ­რივ ცენ­ტრს წარ­მო­ად­გენ­და. ჯერ კი­დევ IV სა­უ­კუ­ნე­ში გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბულ­მა მი­რი­ან მე­ფემ, წმინ­და ნი­ნოს რჩე­ვით აქ პირ­ვე­ლი ეკ­ლე­სია აა­შე­ნა, რო­მელ­მაც სამ­წუ­ხა­როდ ჩვე­ნამ­დე ვერ მო­აღ­წია. სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარს გარს კვად­რა­ტუ­ლი ფორ­მის გა­ლა­ვა­ნი აკ­რავს, რო­მე­ლიც 1787 წელს ერეკ­ლე II-ის ბრძა­ნე­ბი­თაა აგე­ბუ­ლი. ამას სამ­ხრე­თის შე­სას­ვლე­ლის თავ­ზე ამოკ­ვე­თი­ლი წარ­წე­რაც ადას­ტუ­რებს:

"ბრძა­ნე­ბი­სა მი­სი­სა უმაღ­ლე­სის ირაკ­ლი მე­ო­რი­სა ქარ­თლი­სა და კა­ხე­თის მე­ფი­სა­თა შე­მოვ­ლე­ბულ იქნა და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ზღუ­დე წმი­დი­სა ამით ეკ­ლე­სი­ი­ი­სა მცხე­თი­სა სი­მაგ­რე­ე­ბის თურთ თა­ვი­სით და აგ­რეთ­ვე ეკ­ლე­სია შიგ­ნით და გა­რეთ გა­ნახ­ლე­ბულ დე­რე­ფა­ნი ეკ­ლე­სი­ი­სა ახ­ლად და­წე­რი­ლი და და­ხა­ტუ­ლი მა­მადმთავ­რო­ბა­სა მისა ან­ტო­ნი მე­ფი­სა ძისა მუ­შაკ­თა ზედა მდგო­მელ­თა წმი­დი­სა ეკ­ლე­სი­ი­სა ჩღპზ ივ­ლი­სისს კბ."

XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე აგე­ბუ­ლი ბე­თა­ნია ნა­სოფ­ლარ კვე­სეთ­თან, თბი­ლი­სის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობს. ბე­თა­ნია ტრა­დი­ცი­უ­ლად ქარ­თვე­ლი ფე­ო­და­ლე­ბის, ორ­ბე­ლე­ბის - საგ­ვა­რე­უ­ლო სა­მარხს წარ­მო­ად­გენ­და. მისი ხე­ლახ­ლა აღ­მო­ჩე­ნა გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ანს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­მაც ნა­დი­რო­ბის დროს, შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვი­წყე­ბუ­ლი ბე­თა­ნი­ის მო­ნას­ტე­რი. XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ტა­ძარს რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ვარ­ძი­ის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი ძი­რი­თა­დად 1156-1203 წლებ­ში იქ­მნე­ბო­და. და­სახ­ლე­ბა 1185 წლის 15 აგ­ვის­ტოს, თა­მა­რის მე­ფო­ბის ხა­ნა­ში აკურ­თხეს. სა­მე­ფო მო­ნას­ტე­რი დიდ როლს თა­მა­შობ­და ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ და კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში. ერთხანს ვარ­ძი­ა­ში იო­ა­ნე შავ­თე­ლი მოღ­ვა­წე­ობ­და, რო­მელ­მაც იქ "გა­ლო­ბა­ნი ვარ­ძი­ი­სა ღვთის­მშობ­ლი­სა­ნი" შექ­მნა. მონ­ღოლ­თა ბა­ტო­ნო­ბის ხა­ნა­ში ვარ­ძი­ე­ლი ბერ-მო­ნაზვნე­ბი აქ­ტი­უ­რად იბ­რძოდ­ნენ სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის გა­და­სარ­ჩე­ნად. 1551 წელს მო­ნას­ტე­რი სპარსთა ჯარ­მა და­არ­ბია და გა­ა­ნად­გუ­რა.

ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, ერთხელ მეფე გი­ორ­გი III დი­დე­ბუ­ლებ­თან ერ­თად სა­ნა­დი­როდ ამო­სუ­ლა, მე­ფეს თა­ვი­სი ასუ­ლი – პა­ტა­რა თა­მა­რიც თან წა­უყ­ვა­ნია. ნა­დი­რო­ბა და­ი­წყო. ნა­დი­რო­ბით გა­ტა­ცე­ბულ მე­ფე­სა და მის მხლებ­ლებს ბავ­შვი აღარ მოჰ­გო­ნე­ბი­ათ. თა­მა­შით გარ­თუ­ლი თა­მა­რი გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში და­ი­კარ­გა. შე­წყდა ნა­დი­რო­ბა. აღელ­ვე­ბუ­ლი და შეშ­ფო­თე­ბუ­ლი მო­ნა­დი­რე­ნი აქეთ-იქით აწყდე­ბოდ­ნენ, თა­მარს ეძებ­დნენ. – სად ხარ თა­მარ! და­ი­ძა­ხა ერთ-ერ­თმა მხლე­ბელ­მა. გა­მოქ­ვა­ბულ­ში გზა აბ­ნე­ულ­მა თა­მარ­მა სი­ხა­რუ­ლით შეს­ძა­ხა "აქ ვარ ძია!", და სწო­რედ ამი­ტომ და­ერ­ქვა ამ ად­გილს "ვარ­ძია".

ნა­სამ­ხრა­ლის მო­ნას­ტრის ეზო, საფ­ლა­ვის ქვა.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია მა­სა­ლა "ვი­კი­პე­დი­ი­დან"

იხი­ლეთ ასე­ვე|"ეკ­ლე­სი­ის კარი, რო­მელ­მაც ოთხსა­უ­კუ­ნო­ვან მტრის შე­მო­სე­ვებს გა­უძ­ლო, მყი­სი­ე­რად ჩე­ხუ­რი კარ­მის მსხვერ­პლი გახ­და"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

საქართველოს ისტორიული ძეგლები, რომლებსაც იერსახე სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკით დაუმახინჯეს

საქართველოს ისტორიული ძეგლები, რომლებსაც იერსახე სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკით დაუმახინჯეს

"ფეისბუქზე" სულ უფრო ხშირად ვრცელდება სურათები, რომლებშიც საქართველოს ისტორიულ ძეგლებს იერსახე გამათბობლებით, მეტალო პლასტმასის ფანჯრებითა და სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკით აქვთ შეცვლილი.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

დავითგარეჯა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრია, რომელიც ერთგვარ სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსს წარმოადგენს. იგი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსი VI საუკუნის I ნახევარში, ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ არის დაარსებული. გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. გარდა ამისა, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსში ხელნაწერთა მდიდარი ფონდი იყო დაცული.

ერთაწმინდა "ესტატე წმინდის" შეცვლილი ფორმაა. XIII საუკუნის პირველი ნახევრის ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში დგას. XVII საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საგვარეულო საძვალეც გახდა. ტაძარში გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავია დაკრძალული.

სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში, რომელიც დღემდე შემორჩენილა. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულმა მირიან მეფემ, წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია ააშენა, რომელმაც სამწუხაროდ ჩვენამდე ვერ მოაღწია. სვეტიცხოვლის ტაძარს გარს კვადრატული ფორმის გალავანი აკრავს, რომელიც 1787 წელს ერეკლე II-ის ბრძანებითაა აგებული. ამას სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერაც ადასტურებს:

"ბრძანებისა მისისა უმაღლესის ირაკლი მეორისა ქართლისა და კახეთის მეფისათა შემოვლებულ იქნა და განახლებული ზღუდე წმიდისა ამით ეკლესიიისა მცხეთისა სიმაგრეების თურთ თავისით და აგრეთვე ეკლესია შიგნით და გარეთ განახლებულ დერეფანი ეკლესიისა ახლად დაწერილი და დახატული მამადმთავრობასა მისა ანტონი მეფისა ძისა მუშაკთა ზედა მდგომელთა წმიდისა ეკლესიისა ჩღპზ ივლისისს კბ."

XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ბეთანია ნასოფლარ კვესეთთან, თბილისის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ბეთანია ტრადიციულად ქართველი ფეოდალების, ორბელების - საგვარეულო სამარხს წარმოადგენდა. მისი ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება, რომელმაც ნადირობის დროს, შემთხვევით აღმოაჩინა საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული ბეთანიის მონასტერი. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს, თამარის მეფობის ხანაში აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში იოანე შავთელი მოღვაწეობდა, რომელმაც იქ "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი" შექმნა. მონღოლთა ბატონობის ხანაში ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და გაანადგურა.

ლეგენდის მიხედვით, ერთხელ მეფე გიორგი III დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა "აქ ვარ ძია!", და სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს "ვარძია".

ნასამხრალის მონასტრის ეზო, საფლავის ქვა.

გამოყენებულია მასალა "ვიკიპედიიდან"

იხილეთ ასევე|"ეკლესიის კარი, რომელმაც ოთხსაუკუნოვან მტრის შემოსევებს გაუძლო, მყისიერად ჩეხური კარმის მსხვერპლი გახდა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია