პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის გოგო, რომელიც თბილისის ქუჩებში გამვლელებს კოცნას საჯაროდ "ურიგებს" და რა რეაქცია აქვს მის ქმარს სკანდალურ ვიდეოზე
ვინ არის გოგო, რომელიც თბილისის ქუჩებში გამვლელებს კოცნას საჯაროდ "ურიგებს" და რა რეაქცია აქვს მის ქმარს სკანდალურ ვიდეოზე

ორი დღის წინ, ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში ვი­დეო გა­მოჩ­ნდა, სა­დაც თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა გამ­ვლე­ლებს პო­ზი­ტი­ვის გა­მო­ხატ­ვას კოც­ნით სთა­ვა­ზობს. ვი­დე­ორ­გო­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "ჯი დი ეს"-მა გა­და­ი­ღო და ის "ბინა 18"-ს ეთერ­ში გა­ვი­და. Ambebi.ge სი­უ­ჟე­ტის მთა­ვა­რი გმი­რით და­ინ­ტე­რეს­და. თეკო მეზვრიშ­ვი­ლი 24 წლის არის და პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გია.

- ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ქარ­თუ­ლი ენის ფი­ლო­ლო­გი ვარ, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რომ­ში გა­ვემ­გზავ­რე, დან­ტე ალი­გი­ე­რის უნი­ვერ­სტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე ფი­ლო­სო­ფი­ის გან­ხრით და­ვამ­თავ­რე მა­გის­ტრა­ტუ­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ დავ­ბრუნ­დი.

- რა­ტომ დაბ­რუნ­დი?

- თბი­ლი­სის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია. იტა­ლი­ა­ში ჩემს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ერთ-ერთ თე­ატ­რში ვთა­მა­შობ­დი.

- რო­გორ მოხ­ვდი "ჯი დი ეს"-ის ექ­სპე­რი­მენ­ტში და მე­უღ­ლეს რა რე­აქ­ცია ჰქონ­და?

- ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ოჯა­ხის, ტუ­რი­ნის იუ­ვენ­ტუ­სის ქარ­თუ­ლი ფანკლუ­ბი­დან. ფეხ­ბურ­თით ვსუნ­თქავ. მე და ლაშა ბას­ლან­ძე ვართ მე­გობ­რე­ბი და ბი­ჭე­ბიც მის­გან გა­ვი­ცა­ნი. "ბინა 18"-ს ბი­ჭე­ბის­გან მი­ვი­ღე ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. პრო­დუ­სე­რი ლაშა ბას­ლან­ძე ჩემი მე­გო­ბა­რია. შემ­დეგ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლე ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და დავ­თან­ხმდი. ჩემს მე­უღ­ლეს პო­ზი­ტი­უ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და.

- ალ­ბათ, ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მისი ცო­ლის მსგავს ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა...

- მე ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნი უნდა ქმნი­დეს მენ­ტა­ლი­ტეტს და არა მენ­ტა­ლი­ტე­ტი ადა­მი­ანს.

- ვინ არის თქვე­ნი ქმა­რი?

- ჩემი ქმა­რი პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­სო­ფო­სია, გა­ტა­ცე­ბუ­ლია კი­ბერ­ტექ­ნი­კით და ჩე­მით. სა­ფეხ­ბურ­თო სკა­უ­ტია და მოღ­ვა­წე­ობს იტა­ლი­ა­ში. ხან რომ­ში ვცხოვ­რობთ, ხან თბი­ლის­ში.

- ად­ვი­ლად გთან­ხმდე­ბოდ­ნენ ამ ექ­სპე­რი­მენტზე?

- კი, მხო­ლოდ გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი მახ­სენ­დე­ბა. რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა. ვინ­მე რომ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი­ყო ან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი გა­მო­ე­ჩი­ნა, და­მერ­წმუ­ნეთ ამას გა­და­ცე­მა­ში ჩავ­სვამ­დით. საკ­მა­ოდ ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ.

- სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბევ­რი ცუდი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა ამ ექ­სპე­რი­მენტს. რო­მელ­მა გა­მოხ­მა­უ­რე­ბამ გა­გა­ღი­ზი­ა­ნა ყვე­ლა­ზე მე­ტად ან პი­რი­ქით?

- რთუ­ლია ჩემი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. გარ­თო­ბით მხო­ლოდ "ფლე­ის­თე­ი­შე­ნი 4" მარ­თობს, სხვა ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­რი­ცხუ­ლია. ეს ხუმ­რო­ბით, რაც შე­ე­ხე­ბა შე­ფა­სე­ბებს, არ აღ­მიქ­ვია იმ დო­ნე­ზე, რომ გა­ვე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნე ან გა­ვერ­თე.

- შენი აზ­რით, რა­ტომ გა­უკ­ვირ­და ხალ­ხს ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი?

- არ გაკ­ვირ­ვე­ბია, უბ­რა­ლოდ აფი­ში­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია გა­ღი­ზი­ნე­ბა... უმ­რავ­ლე­სო­ბა იმა­ვეს აკე­თებს ყო­ველ­დღი­უ­რად. გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ მე ეს შო­უს­თვის გა­ვა­კე­თე და ყო­ველ­დღი­უ­რად ასე არ დავ­დი­ვარ და მო­წყა­ლე­ბას არ ვა­რი­გებ.

- ასე­თი რა­ღა­ცე­ბი რომ გვიკ­ვირს ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას, ეს მენ­ტა­ლი­ტე­ტის ბრა­ლია თუ?..

- ცოტა გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის, ცოტა მენ­ტა­ლი­ტე­ტის, ცოტა რე­ლი­გი­უ­რი ფა­ნა­ტიზ­მის, ცოტა იმი­საც, რომ ფიქ­რი გვე­ზა­რე­ბა და ეს ამ­დე­ნი ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებს და აი­სა­ხე­ბა ჩვენ­ზე, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, გვიკ­ვირს კი რამე? ცოტა მე­ეჭ­ვე­ბა, ქარ­თვე­ლებს რამე გვიკ­ვირ­დეს.

- რა­ტომ ფიქ­რობთ, რომ ერს აკ­ლია პო­ზი­ტი­ვი?

- ერს რომ პო­ზი­ტი­ვი აკ­ლია, ეს ამ­დენ ლან­ძღვა­სა და გი­ნე­ბა­შიც აი­სა­ხე­ბა... კოც­ნა ერ­თერ­თი და­დე­ბი­თი ჟეს­ტია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ვინ არის გოგო, რომელიც თბილისის ქუჩებში გამვლელებს კოცნას საჯაროდ "ურიგებს" და რა რეაქცია აქვს მის ქმარს სკანდალურ ვიდეოზე

ვინ არის გოგო, რომელიც თბილისის ქუჩებში გამვლელებს კოცნას საჯაროდ "ურიგებს" და რა რეაქცია აქვს მის ქმარს სკანდალურ ვიდეოზე

ორი დღის წინ, ინტერნეტ სივრცეში ვიდეო გამოჩნდა, სადაც თბილისის ქუჩებში, ახალგაზრდა გოგონა გამვლელებს პოზიტივის გამოხატვას კოცნით სთავაზობს. ვიდეორგოლი ტელეკომპანია "ჯი დი ეს"-მა გადაიღო და ის "ბინა 18"-ს ეთერში გავიდა. Ambebi.ge სიუჟეტის მთავარი გმირით დაინტერესდა. თეკო მეზვრიშვილი 24 წლის არის და პროფესიით ფილოლოგია.

- ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ქართული ენის ფილოლოგი ვარ, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ რომში გავემგზავრე, დანტე ალიგიერის უნივერსტეტში ჩავაბარე ფილოსოფიის განხრით დავამთავრე მაგისტრატურა. საქართველოში რამდენიმე თვის წინ დავბრუნდი.

- რატომ დაბრუნდი?

- თბილისის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. იტალიაში ჩემს მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი, სწავლის პარალელურად ერთ-ერთ თეატრში ვთამაშობდი.

- როგორ მოხვდი "ჯი დი ეს"-ის ექსპერიმენტში და მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა?

- ყველაფერი დაიწყო ჩემთვის ყველაზე დიდი ოჯახის, ტურინის იუვენტუსის ქართული ფანკლუბიდან. ფეხბურთით ვსუნთქავ. მე და ლაშა ბასლანძე ვართ მეგობრები და ბიჭებიც მისგან გავიცანი. "ბინა 18"-ს ბიჭებისგან მივიღე ეს შემოთავაზება. პროდუსერი ლაშა ბასლანძე ჩემი მეგობარია. შემდეგ მეუღლესთან ერთად განვიხილე ეს შემოთავაზება და დავთანხმდი. ჩემს მეუღლეს პოზიტიური რეაქცია ჰქონდა.

- ალბათ, ქართველი კაცების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია მისი ცოლის მსგავს ექსპერიმენტებში მონაწილეობა...

- მე ვფიქრობ, რომ ადამიანი უნდა ქმნიდეს მენტალიტეტს და არა მენტალიტეტი ადამიანს.

- ვინ არის თქვენი ქმარი?

- ჩემი ქმარი პროფესიით ფილოსოფოსია, გატაცებულია კიბერტექნიკით და ჩემით. საფეხბურთო სკაუტია და მოღვაწეობს იტალიაში. ხან რომში ვცხოვრობთ, ხან თბილისში.

- ადვილად გთანხმდებოდნენ ამ ექსპერიმენტზე?

- კი, მხოლოდ გაღიმებული სახეები მახსენდება. რამე განსაკუთრებული შემთხვევა არ ყოფილა. ვინმე რომ გაბრაზებულიყო ან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი გამოეჩინა, დამერწმუნეთ ამას გადაცემაში ჩავსვამდით. საკმაოდ ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ.

- სოციალურ ქსელებში ბევრი ცუდი შეფასება მოჰყვა ამ ექსპერიმენტს. რომელმა გამოხმაურებამ გაგაღიზიანა ყველაზე მეტად ან პირიქით?

- რთულია ჩემი გაღიზიანება. გართობით მხოლოდ "ფლეისთეიშენი 4" მართობს, სხვა ყველაფერი გამორიცხულია. ეს ხუმრობით, რაც შეეხება შეფასებებს, არ აღმიქვია იმ დონეზე, რომ გავეღიზიანებინე ან გავერთე.

- შენი აზრით, რატომ გაუკვირდა ხალხს ეს ექსპერიმენტი?

- არ გაკვირვებია, უბრალოდ აფიშირებამ გამოიწვია გაღიზინება... უმრავლესობა იმავეს აკეთებს ყოველდღიურად. განსხვავება ის არის, რომ მე ეს შოუსთვის გავაკეთე და ყოველდღიურად ასე არ დავდივარ და მოწყალებას არ ვარიგებ.

- ასეთი რაღაცები რომ გვიკვირს ქართველების უმეტესობას, ეს მენტალიტეტის ბრალია თუ?..

- ცოტა გაუნათლებლობის, ცოტა მენტალიტეტის, ცოტა რელიგიური ფანატიზმის, ცოტა იმისაც, რომ ფიქრი გვეზარება და ეს ამდენი ფაქტორი მოქმედებს და აისახება ჩვენზე, მაგრამ რეალურად, გვიკვირს კი რამე? ცოტა მეეჭვება, ქართველებს რამე გვიკვირდეს.

- რატომ ფიქრობთ, რომ ერს აკლია პოზიტივი?

- ერს რომ პოზიტივი აკლია, ეს ამდენ ლანძღვასა და გინებაშიც აისახება... კოცნა ერთერთი დადებითი ჟესტია ურთიერთობების...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია