პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დააჭერინა გია გალსკიმ თავი პოლიციას
რატომ დააჭერინა გია გალსკიმ თავი პოლიციას

2014 წლის 15 სექ­ტემ­ბერს "პულ­კო­ვოს" აე­რო­პორ­ტში სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბას ხა­სი­ა­თი გა­მო­უ­კეთ­და. საქ­მე იმა­შია, რომ მათ­თან რიგ­ში გია მე­ფო­რია იდგა, 53 წლის კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, მეტ­სა­ხე­ლად "გია გალ­სკი". ბარ­გი­დან მას მხო­ლოდ ერთი სამ­გზავ­რო ჩან­თა ჰქონ­და. ის არც ნერ­ვი­უ­ლობ­და, არც სად­მე ეჩ­ქა­რე­ბო­და, აუ­ღელ­ვებ­ლად იდგა რიგ­ში. რო­დე­საც ჯერი მო­უ­წია, დე­ტექ­ტორს მიღ­მა გა­ი­ა­რა, ჩან­თა კი მა­გი­და­ზე და­ტო­ვა. მე­ტა­ლის ნივ­თი თან არ აღ­მო­აჩ­ნდა. თუმ­ცა დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა ჩან­თის გახ­სნა სთხო­ვა. გიამ ულა­პა­რა­კოდ გახ­სნა ჩან­თა, რომ­ლი­და­ნაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ლულა იცქი­რე­ბო­და. არა სა­მუ­შაო "ტეტე", არა­მედ ლა­მა­ზი, ამე­რი­კუ­ლი პის­ტო­ლე­ტი.

ამ დროს გია გი­ვი­ე­ვიჩს მეხ­სი­ე­რე­ბა და­უბ­რუნ­და და მიხ­ვდა, რომ და­ვი­და­რა­ბა ელო­და. "ერთი წუ­თით, რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბაა", - თქვა გიამ, სტა­ცა ხელი ჩან­თას, გვერ­დით გა­ვი­და და ია­რა­ღი ნაგ­ვის ურ­ნა­ში გა­და­აგ­დო. ამ დროს მას­თან პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და და­ა­კა­ვეს. რო­დე­საც შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ სა­ბუ­თებს აფორ­მებ­დნენ, გა­ირ­კვა, რომ მე­ფო­რია აე­რო­პორ­ტში ნაც­ნობ­თან შე­სახ­ვედ­რად იყო მი­სუ­ლი, მაგ­რამ რო­გორც თა­ვად აცხა­დებ­და, ამ გა­უ­გებ­რო­ბა­ში სულ გა­და­ა­ვი­წყდა, ვის უნდა შეხ­ვედ­რო­და.

იმ ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც გია რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს, მას­ზე არ არ­სე­ბობს ნა­სა­მარ­თლე­ო­ბა, არც და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია. მცოდ­ნე ხალ­ხი კი იმა­საც ამ­ბობს, თუ სა­ჭი­რო გახ­და სარ­ე­კო­მენ­და­ციო წე­რილ­საც მარ­ტი­ვად გა­ა­ჩენს, რომ იდე­ა­ლუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი­აო. ამი­ტომ არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ გიას სა­კუ­თა­რი სუფ­თა კრი­მი­ნა­ლუ­რი ის­ტო­რია აღი­ზი­ა­ნებ­და და ამი­ტომ პო­ლი­ცი­ას თავი და­ა­ჭე­რი­ნა.

16 სექ­ტემ­ბერს გია ორი დღით ჩას­ვეს სა­კან­ში. ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს: "არ ვიცი, რა იყო რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მე­ფო­რი­ას სჭირ­დე­ბო­და სას­წრა­ფოდ ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რა. ამის­თვის მან იდე­ა­ლუ­რი გეგ­მა მო­ი­ფიქ­რა, რად­გან ია­რა­ღის შე­ნახ­ვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი არაა და მო­სა­მარ­თლე­ებს არ უყ­ვართ ამის გამო ხალ­ხის და­პა­ტიმ­რე­ბა".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spbdnevnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

ჯგუფ "ტა­ტუს" წევ­რი ქარ­თველ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს" გაყ­ვა ცო­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

რატომ დააჭერინა გია გალსკიმ თავი პოლიციას

რატომ დააჭერინა გია გალსკიმ თავი პოლიციას

2014 წლის 15 სექტემბერს "პულკოვოს" აეროპორტში სატრანსპორტო პოლიციის შემადგენლობას ხასიათი გამოუკეთდა. საქმე იმაშია, რომ მათთან რიგში გია მეფორია იდგა, 53 წლის კანონიერი ქურდი, მეტსახელად "გია გალსკი". ბარგიდან მას მხოლოდ ერთი სამგზავრო ჩანთა ჰქონდა. ის არც ნერვიულობდა, არც სადმე ეჩქარებოდა, აუღელვებლად იდგა რიგში. როდესაც ჯერი მოუწია, დეტექტორს მიღმა გაიარა, ჩანთა კი მაგიდაზე დატოვა. მეტალის ნივთი თან არ აღმოაჩნდა. თუმცა დაცვის თანამშრომელმა ჩანთის გახსნა სთხოვა. გიამ ულაპარაკოდ გახსნა ჩანთა, რომლიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის ლულა იცქირებოდა. არა სამუშაო "ტეტე", არამედ ლამაზი, ამერიკული პისტოლეტი.

ამ დროს გია გივიევიჩს მეხსიერება დაუბრუნდა და მიხვდა, რომ დავიდარაბა ელოდა. "ერთი წუთით, რაღაც გაუგებრობაა", - თქვა გიამ, სტაცა ხელი ჩანთას, გვერდით გავიდა და იარაღი ნაგვის ურნაში გადააგდო. ამ დროს მასთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დააკავეს. როდესაც შემთხვევის შესახებ საბუთებს აფორმებდნენ, გაირკვა, რომ მეფორია აეროპორტში ნაცნობთან შესახვედრად იყო მისული, მაგრამ როგორც თავად აცხადებდა, ამ გაუგებრობაში სულ გადაავიწყდა, ვის უნდა შეხვედროდა.

იმ ოცი წლის განმავლობაში, რაც გია რუსეთში ცხოვრობს, მასზე არ არსებობს ნასამართლეობა, არც დაჯარიმებული ყოფილა, რეგისტრირებულია. მცოდნე ხალხი კი იმასაც ამბობს, თუ საჭირო გახდა სარეკომენდაციო წერილსაც მარტივად გააჩენს, რომ იდეალური თანამშრომელიაო. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ გიას საკუთარი სუფთა კრიმინალური ისტორია აღიზიანებდა და ამიტომ პოლიციას თავი დააჭერინა.

16 სექტემბერს გია ორი დღით ჩასვეს საკანში. ჟურნალისტებთან საუბარში პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს: "არ ვიცი, რა იყო რეალური მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ მეფორიას სჭირდებოდა სასწრაფოდ ციხეში მოხვედრა. ამისთვის მან იდეალური გეგმა მოიფიქრა, რადგან იარაღის შენახვა მძიმე დანაშაული არაა და მოსამართლეებს არ უყვართ ამის გამო ხალხის დაპატიმრება".

მომზადებულია spbdnevnik.ru-ს მიხედვით.

ჯგუფ "ტატუს" წევრი ქართველ "კანონიერ ქურდს" გაყვა ცოლად

რატომ ვერ ახერხებენ აცრის მსურველები ადგილების დაჯავშნას? - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განმატებას ავრცელებს

თბილისში 4000- მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისის ენერჯი"

რა ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების სამსახური ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარზე?