Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ მშვენიერ დღეს თქვენ შეიძლება, იოზეფ კ.-დ გაიღვიძოთ და თქვენი ბოლო სიტყვები იყოს - ძაღლივით მომკლეს
ერთ მშვენიერ დღეს თქვენ შეიძლება, იოზეფ კ.-დ გაიღვიძოთ და თქვენი ბოლო სიტყვები იყოს - ძაღლივით მომკლეს

პირ­ვე­ლად მა­შინ დავ­ფიქ­რდი მა­რი­ხუ­ა­ნის გამო არ­სე­ბუ­ლი სას­ჯე­ლე­ბის უსა­მარ­თლო­ბა­ზე, როცა დო­მენ­ტა და­ი­ჭი­რეს. დო­მენ­ტა ჩემი კა­რის მე­ზო­ბე­ლია და ბავ­შვო­ბი­დან ვუ­ყუ­რებ. ავ­კარ­გი­ა­ნი კა­ცია, რო­გორც ყვე­ლა ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნი და რო­გორც ყვე­ლა ნამ­დვილ ადა­მი­ანს, თა­ვი­სი ჯა­დოქ­რუ­ლი ხიბ­ლი ჰქონ­და ყო­ველ­თვის. ჯა­დოქ­რუ­ლი იმი­ტომ, რომ თუ არ ჩავ­თვლით ცუდ სიმ­თვრა­ლეს, ისე­თი რა­მე­ე­ბი აინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რიც სხვებს არა. დო­მენ­ტა და მა­რი­ხუ­ა­ნა ერთი ამ­ბა­ვი იყო, დო­მენ­ტა და ალ­კოჰო­ლი - სხვა. ისე კი, აბა მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი ჰქონ­და და სხვა თუ არა­ფე­რი, დო­მენ­ტას­თან ეს მა­ინც მი­გი­ზი­დავ­და. მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი ერთი იყო და ერთი ის­ტო­რია უყ­ვარს დღემ­დე გან­სა­კუთ­რე­ბით, ეს კი სულ სხვა მი­ზი­დუ­ლო­ბის ამ­ბა­ვია. აგ­ვი­ყო­ლი­ებ­და ხოლ­მე ძი­რი­თა­დად, მე და ნი­კას და ვჩიჩ­ქნი­დით და ვჩიჩ­ქნი­დით გო­რი­ჯვარ­ზე. გო­რი­ჯვა­რი კი­დევ თა­ვის მხრივ, ჯა­დოს­ნუ­რი ამ­ბა­ვია. ხუმ­რო­ბა ხომ არაა, ამ­ბო­ბენ, რომ აქ შე­იძ­ლე­ბა კვი­რი­კეს სა­სახ­ლეც ყო­ფი­ლი­ყო ოდეს­ღა­ცო, ჩვე­ნი უბა­ნი კი თე­ლავ­ში რომ ძველ­ზე ძვე­ლია და ძვე­ლი გა­ლა­ვა­ნიც მა­გი­ტომ ჰქვია, უკვე ფაქ­ტია. სიძ­ვე­ლის ქარ­თუ­ლი აღ­ქმა კი­დევ, კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სულ სხვაა. რად­გან ძველ გა­ლავ­ნად კვი­რი­კეს დრო­ინ­დელს მო­ი­აზ­რე­ბენ, ახა­ლი - მეჩ­ვიდ­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში არ­ჩილ მე­ო­რის აგე­ბუ­ლი გა­მო­დის, სა­დაც ეხლა პირ­ვე­ლი სკო­ლა, ერეკ­ლე­სე­უ­ლი მცი­რე სა­სახ­ლე და მუ­ზე­უ­მია. ჰოდა გო­რი­ჯვარ­ზე კი­დევ მარ­ტო ძვე­ლი ტურ­ბა­ზის ნან­გრე­ვე­ბი და პა­ტა­რა ეკ­ლე­სია დგას. ერთ კე­დელ­ზე ფან­დუ­რი­ა­ნი წმ.გი­ორ­გია მი­ხა­ტუ­ლი. ძვე­ლი ნუ გე­გო­ნე­ბათ. ოცი­ოდ წლის წინ და­უ­ხა­ტავთ კე­დელ­ზე და ფრეს­კუ­ლი სუ­ლაც არაა, სტრი­ტარ­ტის ნი­მუ­შია. ჰოდა ავი­დო­დით ამ გო­რი­ჯვრის ეზო­ში და ვჩიჩ­ქნი­დით და ხან რას ვპო­უ­ლობ­დით და ხან - რას. ძი­რი­თა­დად მო­ჭი­ქუ­ლი ჭურ­ჭლის ნა­ტე­ხებს. შე­აგ­რო­ვებ­და დო­მენ­ტა, ჩა­უჯ­დე­ბო­და წიგ­ნებს და ამ ნამ­ტვრე­ვე­ბის­გან აა­წყობ­და ხოლ­მე მთელ სუ­რათს. ბო­ლოს რომ ვნა­ხე, მაჩ­ვე­ნა, ეს აუ­რა­ცხე­ლი ნამ­სხვრე­ვე­ბი, აწყო­ბი­ლი, თე­მა­ტუ­რად და­ლა­გე­ბუ­ლი და მიყ­ვე­ბო­და და მიყ­ვე­ბო­და ამ­ბებს. ჰოდა, აი, ეს დო­მენ­ტა კა­ნა­ფის გამო ჩას­ვეს ცი­ხე­ში და როცა გა­მო­ვი­და, თავი არც მო­მი­ბეზ­რე­ბია კი­თხვე­ბით. არ იყო სა­კი­თხა­ვი ამ­ბა­ვი. კაფ­კას "პრო­ცე­სი­ვი­თაა".

ზი­ხარ შენ­თვის, მოჰ­კრეფ ბა­ლახს, მო­წევ და და­გეს­ხმე­ბი­ან თავს, გა­გა­კა­ვე­ბენ, გა­გა­სა­მარ­თლე­ბენ და რა­ტომ? ამას ვერც ვე­რა­სო­დეს ვერ გა­ი­გებ. იმი­ტომ, რომ არც რამე აზრი დევს ამა­ში და არც არა­ვინ იცის, რა­ტომ უნდა იყოს ასე. მაგ­რამ ასე და­ი­ჟი­ნე­ბენ და თუ მთავ­რო­ბამ და­ი­ჟი­ნა, რას გა­და­ათ­ქმე­ვი­ნებ. ვის რად უნდა საღი აზრი. მთა­ვა­რია და­ვი­ჭი­როთ, ჩავ­სვათ, დავ­სა­ჯოთ, გა­ვა­ნად­გუ­როთ, არა­ვინ გა­ბე­დოს ბედ­ნი­ე­რად ყოფ­ნა.

მოკ­ლედ, ჩვე­ნე­ბუ­რი კა­ნო­ნე­ბის გა­დამ­კი­დე, ალ­ბათ, უკვე ყვე­ლა ოჯახ­ში მო­ი­ძებ­ნე­ბა იო­ზეფ კ-ს ბედ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აპა­ტიმ­რე­ბენ და ვე­რა­ვინ მიმხვდა­რა, რა­ტომ უნდა გა­მო­კე­ტონ ცი­ხე­ში; ვერ მიმხვდა­რა ამას ვერც პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც იჭერს, ვერც პრო­კუ­რო­რი, რო­მე­ლიც პა­ტიმ­რო­ბას და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს, ვერც მო­სა­მარ­თლე, რო­მე­ლიც ამ სას­ჯელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით, ანუ ჩვე­ნი ყვე­ლას სა­ხე­ლით და­ა­კის­რებს და ვერც თა­ვად მსჯავ­რდე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ იმას თუ მიხ­ვდე­ბა, რომ ეს ქვე­ყა­ნა, და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო­ბი­თაა სავ­სე და სა­ნამ კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი, მა­ტყუ­ა­რა, სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ფუ­ლით პრე­მი­ე­ბის გა­მომ­წე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­ში ნე­ბივ­რობს და ელი­ტა­რულ აგა­რა­კებ­ზე ნება-ნება მა­რი­ხუ­ა­ნა­საც აბო­ლებს და ბარე ბევრ სხვა რა­მე­საც არ თა­კი­ლობს, თვი­თონ რამ­დე­ნი­მე წელი უნდა გა­ა­ტა­როს მკვლე­ლებს, მძარ­ცვე­ლებს, ყა­ჩა­ღებს და ათას­გვა­რი უბე­დუ­რე­ბის ჩამ­დენ ადა­მი­ა­ნებს შო­რის და თუ გა­უ­მარ­თლა და არც ჭკუ­ი­დან გა­და­ვი­და, არც თვით­მკვლე­ლო­ბით მო­ის­წრა­ფა სი­ცო­ცხლე და არც ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვად­და, სას­ჯე­ლის პა­ტი­ოს­ნად მოხ­დის შემ­დეგ უნდა გა­მო­ვი­დეს და ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბა სცა­დოს.

კა­ნო­ნით კი მას არა­თუ ლექ­ცი­ე­ბის წა­კი­თხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვაც არ შე­უძ­ლია, რად­გან მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა სას­ჯე­ლის ვა­დის გას­ვლი­დან კი­დევ რვა წლის შემ­დეგ შე­ეძ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, დის­ტრი­ბუ­ტო­რად და ტაქ­სის მძღო­ლა­დაც კი ვერ იმუ­შა­ვებს. მოკ­ლედ გი­ლო­ცავთ, თქვენ ცხოვ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ე.ი. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს თქვენ შე­იძ­ლე­ბა იო­ზეფ კ.-დ გა­იღ­ვი­ძოთ და თქვე­ნი ბოლო სი­ტყვე­ბი იყოს - ძაღ­ლი­ვით მომ­კლეს.

Toresa Mosssy-ს სა­ავ­ტო­რო სვე­ტი AMBEBI.GE-ზე

ერთ მშვენიერ დღეს თქვენ შეიძლება, იოზეფ კ.-დ გაიღვიძოთ და თქვენი ბოლო სიტყვები იყოს - ძაღლივით მომკლეს

ერთ მშვენიერ დღეს თქვენ შეიძლება, იოზეფ კ.-დ გაიღვიძოთ და თქვენი ბოლო სიტყვები იყოს - ძაღლივით მომკლეს

პირველად მაშინ დავფიქრდი მარიხუანის გამო არსებული სასჯელების უსამართლობაზე, როცა დომენტა დაიჭირეს. დომენტა ჩემი კარის მეზობელია და ბავშვობიდან ვუყურებ. ავკარგიანი კაცია, როგორც ყველა ნამდვილი ადამიანი და როგორც ყველა ნამდვილ ადამიანს, თავისი ჯადოქრული ხიბლი ჰქონდა ყოველთვის. ჯადოქრული იმიტომ, რომ თუ არ ჩავთვლით ცუდ სიმთვრალეს, ისეთი რამეები აინტერესებდა, როგორიც სხვებს არა. დომენტა და მარიხუანა ერთი ამბავი იყო, დომენტა და ალკოჰოლი - სხვა. ისე კი, აბა მაგიდის ჩოგბურთი ჰქონდა და სხვა თუ არაფერი, დომენტასთან ეს მაინც მიგიზიდავდა. მაგიდის ჩოგბურთი ერთი იყო და ერთი ისტორია უყვარს დღემდე განსაკუთრებით, ეს კი სულ სხვა მიზიდულობის ამბავია. აგვიყოლიებდა ხოლმე ძირითადად, მე და ნიკას და ვჩიჩქნიდით და ვჩიჩქნიდით გორიჯვარზე. გორიჯვარი კიდევ თავის მხრივ, ჯადოსნური ამბავია. ხუმრობა ხომ არაა, ამბობენ, რომ აქ შეიძლება კვირიკეს სასახლეც ყოფილიყო ოდესღაცო, ჩვენი უბანი კი თელავში რომ ძველზე ძველია და ძველი გალავანიც მაგიტომ ჰქვია, უკვე ფაქტია. სიძველის ქართული აღქმა კიდევ, კარგად მოგეხსენებათ, სულ სხვაა. რადგან ძველ გალავნად კვირიკეს დროინდელს მოიაზრებენ, ახალი - მეჩვიდმეტე საუკუნეში არჩილ მეორის აგებული გამოდის, სადაც ეხლა პირველი სკოლა, ერეკლესეული მცირე სასახლე და მუზეუმია. ჰოდა გორიჯვარზე კიდევ მარტო ძველი ტურბაზის ნანგრევები და პატარა ეკლესია დგას. ერთ კედელზე ფანდურიანი წმ.გიორგია მიხატული. ძველი ნუ გეგონებათ. ოციოდ წლის წინ დაუხატავთ კედელზე და ფრესკული სულაც არაა, სტრიტარტის ნიმუშია. ჰოდა ავიდოდით ამ გორიჯვრის ეზოში და ვჩიჩქნიდით და ხან რას ვპოულობდით და ხან - რას. ძირითადად მოჭიქული ჭურჭლის ნატეხებს. შეაგროვებდა დომენტა, ჩაუჯდებოდა წიგნებს და ამ ნამტვრევებისგან ააწყობდა ხოლმე მთელ სურათს. ბოლოს რომ ვნახე, მაჩვენა, ეს აურაცხელი ნამსხვრევები, აწყობილი, თემატურად დალაგებული და მიყვებოდა და მიყვებოდა ამბებს. ჰოდა, აი, ეს დომენტა კანაფის გამო ჩასვეს ციხეში და როცა გამოვიდა, თავი არც მომიბეზრებია კითხვებით. არ იყო საკითხავი ამბავი. კაფკას "პროცესივითაა".

ზიხარ შენთვის, მოჰკრეფ ბალახს, მოწევ და დაგესხმებიან თავს, გაგაკავებენ, გაგასამართლებენ და რატომ? ამას ვერც ვერასოდეს ვერ გაიგებ. იმიტომ, რომ არც რამე აზრი დევს ამაში და არც არავინ იცის, რატომ უნდა იყოს ასე. მაგრამ ასე დაიჟინებენ და თუ მთავრობამ დაიჟინა, რას გადაათქმევინებ. ვის რად უნდა საღი აზრი. მთავარია დავიჭიროთ, ჩავსვათ, დავსაჯოთ, გავანადგუროთ, არავინ გაბედოს ბედნიერად ყოფნა.

მოკლედ, ჩვენებური კანონების გადამკიდე, ალბათ, უკვე ყველა ოჯახში მოიძებნება იოზეფ კ-ს ბედში ჩავარდნილი ადამიანი, რომელსაც აპატიმრებენ და ვერავინ მიმხვდარა, რატომ უნდა გამოკეტონ ციხეში; ვერ მიმხვდარა ამას ვერც პოლიციელი, რომელიც იჭერს, ვერც პროკურორი, რომელიც პატიმრობას დაჟინებით მოითხოვს, ვერც მოსამართლე, რომელიც ამ სასჯელს საქართველოს სახელით, ანუ ჩვენი ყველას სახელით დააკისრებს და ვერც თავად მსჯავრდებული, რომელიც მხოლოდ იმას თუ მიხვდება, რომ ეს ქვეყანა, დაკანონებული უსამართლობითაა სავსე და სანამ კორუმპირებული, მატყუარა, საკუთარი ხალხის ფულით პრემიების გამომწერი ხელისუფლება საკუთარ ოჯახებში ნებივრობს და ელიტარულ აგარაკებზე ნება-ნება მარიხუანასაც აბოლებს და ბარე ბევრ სხვა რამესაც არ თაკილობს, თვითონ რამდენიმე წელი უნდა გაატაროს მკვლელებს, მძარცველებს, ყაჩაღებს და ათასგვარი უბედურების ჩამდენ ადამიანებს შორის და თუ გაუმართლა და არც ჭკუიდან გადავიდა, არც თვითმკვლელობით მოისწრაფა სიცოცხლე და არც ტუბერკულოზით დაავადდა, სასჯელის პატიოსნად მოხდის შემდეგ უნდა გამოვიდეს და ყველაფრის თავიდან დაწყება სცადოს.

კანონით კი მას არათუ ლექციების წაკითხვა უნივერსიტეტში, ავტომობილის მართვაც არ შეუძლია, რადგან მართვის მოწმობის აღება სასჯელის ვადის გასვლიდან კიდევ რვა წლის შემდეგ შეეძლება. შესაბამისად, დისტრიბუტორად და ტაქსის მძღოლადაც კი ვერ იმუშავებს. მოკლედ გილოცავთ, თქვენ ცხოვრობთ საქართველოში, ე.ი. ერთ მშვენიერ დღეს თქვენ შეიძლება იოზეფ კ.-დ გაიღვიძოთ და თქვენი ბოლო სიტყვები იყოს - ძაღლივით მომკლეს.

Toresa Mosssy-ს საავტორო სვეტი AMBEBI.GE-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია