მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი "ირინა შეიკისა" და ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას სიყვარულის ამბავი
ქართველი "ირინა შეიკისა" და ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას სიყვარულის ამბავი

მი­რან­და შე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმე­ლი­სა და რუ­მი­ნე­თის პირ­ვე­ლი ლი­გის კლუბ "კლუ­ჯის" ფეხ­ბურ­თე­ლის - გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას მე­უღ­ლეა. მი­რან­დას რუ­მი­ნე­ლე­ბი ცნო­ბილ მო­დელს, ირი­ნა შე­იკს ამ­სგავ­სე­ბენ.

ფეხ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლემ გუ­ლახ­დი­ლად გვი­ამ­ბო, რომ მისი და გი­ორ­გის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბით და­ი­წყო.

- რუ­სეთ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ მშობ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მოვ­ყავ­დი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო. მე სუ­ლით ხორ­ცამ­დე ქარ­თვე­ლი ვარ და მიყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი... გიო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ვი­ცა­ნი. პირ­ვე­ლად თა­ვად მომ­წე­რა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­მი­ტყდა, უცხო­ე­ლი ვე­გო­ნე.

- თუ გახ­სოვს, პირ­ვე­ლად რა მოგ­წე­რა?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი. უბ­რა­ლოდ, მომ­წე­რა, რომ ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე და ჩემი გაც­ნო­ბა უნ­დო­და.

- გა­უ­ხარ­და ალ­ბათ, ქარ­თვე­ლი რომ აღ­მოჩ­ნდი...

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და... იმ დღეს, როცა პირ­ვე­ლად მომ­წე­რა, დიპ­ლო­მის და­სა­ცა­ვად ვემ­ზა­დე­ბო­დი და თავ­ში "ვულ­კა­ნი" მქონ­და. თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც მის­თვის ცო­ტა­ო­დე­ნი დრო მა­ინც გა­მოვ­ნა­ხე და ვუ­პა­სუ­ხე.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვი, როცა გი­ორ­გი გა­მოჩ­ნდა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- 20-ის ვი­ყა­ვი. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ნაც­ნო­ბო­ბი­დან 2 კვი­რა­ში, გიო ჩემს სა­ნა­ხა­ვად რუ­სეთ­ში ჩა­მოფ­რინ­და, რა­მაც ძა­ლი­ან გა­მაკ­ვირ­ვა და ამავდრო­უ­ლად, მისი საქ­ცი­ე­ლი სა­ოც­რად მო­მე­წო­ნა. აი, ასე და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა რე­ა­ლო­ბა­ში. ერ­თმა­ნეთს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ვუ­გეთ, ბევ­რი სა­ერ­თო ნაც­ნო­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით.

- როცა ერ­თმა­ნე­თი გა­ი­ცა­ნით, გი­ორ­გი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი ჯერ კი­დევ არ იყო, არა?

- მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში არ თა­მა­შობ­და, ვლა­დი­კავ­კა­ზის გუნდ "ალა­ნი­ა­ში" იყო. სხვა­თა შო­რის, იქ ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავ­და, იქა­უ­რებს ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. ნა­ნა­ხი მაქვს, მატ­ჩის დროს რა ხდე­ბო­და, რო­გორ ამ­ხნე­ვებ­დნენ გი­ორ­გის ტრი­ბუ­ნე­ბი­დან და ცხა­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო.

- რამ­დე­ნი ხანი იყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი სულ რა­ღაც, 3 თვე ვი­ყა­ვით. ბევ­რის­თვის შე­იძ­ლე­ბა, ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად ეს დროს ძა­ლი­ან ცოტა იყოს, მაგ­რამ ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, სიყ­ვა­რუ­ლის ძლი­ერ­მა ძა­ლამ და­აჩ­ქა­რა ერ­თად ყოფ­ნის პრო­ცე­სი. როცა ნამ­დვი­ლი და წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იბა­დე­ბა, მას გა­მო­საც­დე­ლად დიდი დრო არ სჭირ­დე­ბა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ქართველი "ირინა შეიკისა" და ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას სიყვარულის ამბავი

ქართველი "ირინა შეიკისა" და ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას სიყვარულის ამბავი

მირანდა შელია საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისა და რუმინეთის პირველი ლიგის კლუბ "კლუჯის" ფეხბურთელის - გიორგი ჭანტურიას მეუღლეა. მირანდას რუმინელები ცნობილ მოდელს, ირინა შეიკს ამსგავსებენ.

ფეხბურთელის მეუღლემ გულახდილად გვიამბო, რომ მისი და გიორგის სიყვარულის ამბავი ვირტუალური ურთიერთობით დაიწყო.

- რუსეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ მშობლებს საქართველოში ხშირად ჩამოვყავდი. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო. მე სულით ხორცამდე ქართველი ვარ და მიყვარს ყველაფერი ქართული... გიო სოციალური ქსელით გავიცანი. პირველად თავად მომწერა. როგორც მოგვიანებით გამომიტყდა, უცხოელი ვეგონე.

- თუ გახსოვს, პირველად რა მოგწერა?

- მნიშვნელოვანი არაფერი. უბრალოდ, მომწერა, რომ ძალიან მოვეწონე და ჩემი გაცნობა უნდოდა.

- გაუხარდა ალბათ, ქართველი რომ აღმოჩნდი...

- რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა... იმ დღეს, როცა პირველად მომწერა, დიპლომის დასაცავად ვემზადებოდი და თავში "ვულკანი" მქონდა. თუმცა, რატომღაც მისთვის ცოტაოდენი დრო მაინც გამოვნახე და ვუპასუხე.

- რამდენი წლის იყავი, როცა გიორგი გამოჩნდა შენს ცხოვრებაში?

- 20-ის ვიყავი. ვირტუალური ნაცნობობიდან 2 კვირაში, გიო ჩემს სანახავად რუსეთში ჩამოფრინდა, რამაც ძალიან გამაკვირვა და ამავდროულად, მისი საქციელი საოცრად მომეწონა. აი, ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა რეალობაში. ერთმანეთს შესანიშნავად გავუგეთ, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოვაჩინეთ და ძალიან დავახლოვდით.

- როცა ერთმანეთი გაიცანით, გიორგი ეროვნული ნაკრების წევრი ჯერ კიდევ არ იყო, არა?

- მაშინ საქართველოს ნაკრებში არ თამაშობდა, ვლადიკავკაზის გუნდ "ალანიაში" იყო. სხვათა შორის, იქ ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, იქაურებს ძალიან უყვარდათ. ნანახი მაქვს, მატჩის დროს რა ხდებოდა, როგორ ამხნევებდნენ გიორგის ტრიბუნებიდან და ცხადია, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

- რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?

- შეყვარებულები სულ რაღაც, 3 თვე ვიყავით. ბევრისთვის შეიძლება, ოჯახის შესაქმნელად ეს დროს ძალიან ცოტა იყოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, სიყვარულის ძლიერმა ძალამ დააჩქარა ერთად ყოფნის პროცესი. როცა ნამდვილი და წრფელი სიყვარული იბადება, მას გამოსაცდელად დიდი დრო არ სჭირდება.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია