პოლიტიკა
სამართალი

14

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 19:06-ზე, მთვარე ლომშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად; ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. მოერიდეთ ოპერაციებს გულსა და ზურგზე.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე: ყველაფერი, რაც ამ დღის შესახებ ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს!
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე: ყველაფერი, რაც ამ დღის შესახებ ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს!

26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა საბ­ჭომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტი მი­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა რეს­პუბ­ლი­კამ 1921 წელს რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა. სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა 70 წლის შემ­დეგ, 1991 წლის 9 აპ­რილს, შეძ­ლო... 2017 წლის 26 მა­ისს, ამ დღი­დან 26 წელი შეს­რულ­და!!

...1800 წელს რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ­მა პავ­ლე I-მა იმ­პე­რი­ას­თან ქარ­თლ-კა­ხე­თის შე­ერ­თე­ბის მა­ნი­ფეს­ტი გა­მოს­ცა. ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს გა­უქ­მე­ბას ნიშ­ნავ­და. გე­ნე­რალ­მა კნო­რინ­გმა ქარ­თველ ხალ­ხს ჯა­რით გარ­შე­მორ­ტყმულ სი­ონ­ში წა­უ­კი­თხა იმ­პე­რა­ტო­რის გა­ნა­ჩე­ნი. ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც თით­ქმის ათი სა­უ­კუ­ნე მარ­თავ­და ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტია, რუსი მთა­ვარ­მარ­თებ­ლის ხელ­ში გა­და­დი­ო­და.

იმ­პე­რია ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ სპობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თვითმყო­ფა­დო­ბას: გა­უქ­მდა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია; ქარ­თუ­ლი წირ­ვა-ლოც­ვა რუ­სუ­ლით შე­იც­ვა­ლა; გა­ი­ძარ­ცვა სა­ეკ­ლე­სიო სიწ­მინ­დე­ე­ბი, გა­ნად­გურ­და ძეგ­ლე­ბი; რუ­სუ­ლი ენა დამ­კვიდ­რდა მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში, სა­სა­მარ­თლო­ებ­ში, სას­წავ­ლებ­ლებ­ში; გან­გებ აღ­ვი­ვებ­დნენ ეთ­ნი­კურ შუღლს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ხალ­ხთა შო­რის; რუ­სეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს ბევ­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­თაც ხმა აი­მაღ­ლეს იმ­პე­რი­ის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ; და­წეს­და ცენ­ზუ­რა.

ქარ­თვე­ლე­ბი უდ­რტვინ­ვე­ლად არ შე­გუ­ე­ბი­ან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვას, მაგ­რამ აჯან­ყე­ბებ­სა და შეთ­ქმუ­ლე­ბებს რუ­სე­თის უზარ­მა­ზა­რი იმ­პე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. ქარ­თვე­ლებ­მა დრო­ე­ბით ჩა­ა­გეს ხმლე­ბი და, წარ­სუ­ლის სევ­დით გან­მსჭვა­ლუ­ლებ­მა, მწერ­ლო­ბა­ში ჰპო­ვეს ნავ­სა­ყუ­დე­ლი. ასე და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მან­ტიზ­მის ხანა. XIX სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი­დან კი თერგდა­ლე­ულ­თა ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბა გა­ი­შა­ლა.

"ჩვე­ნი თავი ჩვე­ნად­ვე გვე­ყუ­დნე­სო", - ლელთ ღუ­ნი­ას ეს სი­ტყვე­ბი მთა­ვარ იდე­ად გას­დევ­და XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის ქარ­თულ აზ­როვ­ნე­ბას. "ერის და­ცე­მა მა­შინ იწყე­ბა, როცა ის თა­ვის წარ­სულს ივი­წყებს", ამი­ტო­მაც თერგდა­ლე­უ­ლე­ბი ყო­ველ­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დნენ ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის გაღ­ვი­ვე­ბას, თით­ქოს მო­მა­ვა­ლი და­მო­უ­ი­კი­დებ­ლო­ბის­თვის ამ­ზა­დებ­დნენ ქვე­ყა­ნას. შექ­მნეს წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, გა­მო­უშ­ვეს ქარ­თუ­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი, აღად­გი­ნეს ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი, და­ა­ფუძ­ნეს ქარ­თუ­ლი სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო ბან­კი. 1905 წლი­დან კი უკვე აშ­კა­რად და­ი­წყო ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­სად­გე­ნად.

ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა სხვა იმ­პე­რი­ამ, მე­ფის რუ­სეთ­მაც ამო­წუ­რა თა­ვი­სი ძა­ლე­ბი. სა­ხელ­მწი­ფოს შიგ­ნით გა­ჩე­ნი­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი 1917 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და და სა­ბო­ლო­ოდ და­ა­სა­მა­რა რო­მა­ნოვ­თა სა­მას­წლი­ა­ნი დი­ნას­ტია. რუ­სეთს კავ­კა­სი­ის­თვის აღარ ეცა­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს ბე­დის შე­საც­ვლე­ლად ხელ­საყ­რე­ლი დრო დად­გა. პირ­ველ­მა ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქარ­თულ­მა ეკ­ლე­სი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა. 1917 წლის მარ­ტში სი­ო­ნის ტა­ძარ­ში სა­ზე­ი­მოდ გა­მო­ცხად­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნა. თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე ერთი ნა­ბი­ჯი­ღა დარ­ჩა.

ოქ­ტომ­ბრის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ პე­ტერ­ბურ­გი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ ქარ­თვე­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი - მენ­შე­ვი­კე­ბი, რო­მელ­თაც მა­ნამ­დე რუ­სე­თის დრო­ე­ბით მთავ­რო­ბა­ში სხვა­დას­ხვა პოს­ტი ეკა­ვათ. რე­ვო­ლუ­ცი­ურ პე­ტერ­ბურგთან შე­და­რე­ბით თბი­ლი­სი ოა­ზისს ჰგავ­და, მაგ­რამ პრობ­ლე­მებ­მა აქაც მალე იჩი­ნა თავი. რუ­სე­თის ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღარ სურ­და გერ­მა­ნი­ა­სა და თურ­ქეთ­თან ომის გაგ­რძე­ლე­ბა. კავ­კა­სი­ის ფრონ­ტი და­ი­შა­ლა, სა­ქარ­თვე­ლოს კი თა­ვი­სი არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰყავ­და და არც არ­მია, თავი რომ და­ეც­ვა.

მენ­შე­ვი­კებ­მა 1918 წელს მო­იწ­ვი­ეს სე­ი­მი, რო­მელ­საც ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სა­მი­ვე ქვეყ­ნის მარ­თვა უნდა ედო თავს. სე­იმ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ამი­ერ­კავ­კა­სია რუ­სეთს გა­მო­ე­ყო. მაგ­რამ ჩრდი­ლო­ელ­მა მე­ზო­ბელ­მა "სა­ჩუ­ქა­რი" მო­უმ­ზა­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის გზა­ზე შემ­დგარ ქვეყ­ნებს. საბ­ჭო­თა რუ­სეთ­მა ბრესტ-ლი­ტოვ­სკში დადო ზავი, რომ­ლი­თაც ბა­თუ­მის, ყარ­სი­სა და არ­და­გა­ნის ოლ­ქებს გერ­მა­ნი­ის მო­კავ­ში­რე თურ­ქებს უთ­მობ­და.

თურ­ქებ­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად ბა­თუმ­ში ახალ­შექ­მნი­ლი სე­ი­მის მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი დე­ლე­გა­ცია ჩა­ვი­და. მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რაღა თქმა უნდა, უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. თავი იჩი­ნა ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რეს­თა სხვა­დას­ხვა­ო­ბა­მაც: თუ სა­ქარ­თვე­ლო და სომ­ხე­თი ვერ ეგუ­ე­ბოდ­ნენ თა­ვი­ან­თი მიწა-წყლის და­კარ­გვას, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ერ­თმორ­წმუ­ნე თურ­ქეთ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ აპი­რებ­და.

როცა სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბის ყვე­ლა იმე­დი ამო­ი­წუ­რა, ქარ­თულ­მა დე­ლე­გა­ცი­ამ გა­მო­ნა­ხა გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა - და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო არ ცნობ­და ბერ­სტ-ლი­ტოვ­სკის ზავს და გერ­მა­ნი­ის მო­კავ­ში­რე გახ­დე­ბო­და, ხოლო გერ­მა­ნი­ის მე­ო­რე მო­კავ­ში­რე, თურ­ქე­თი, იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, შე­გუ­ე­ბო­და ვი­თა­რე­ბას.

სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რა­მა ეროვ­ნუ­ლი იდე­ა­ლე­ბის­გან შორს იყო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის ექ­ვსმა თვემ მათ ცხა­დად და­ა­ნა­ხა, რომ არა­ვი­თა­რი ზო­გადსა­კა­ცობ­რიო იდეა არ იდგა მა­მუ­ლიშ­ვი­ლურ ვალ­ზე მაღ­ლა.

აი, რას წერ­და მა­შინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ზ. ავა­ლიშ­ვი­ლი: "ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ წუთ­ში რო­გორ არ გვეს­მი­ნა ის­ტო­რი­უ­ლი სტი­ქი­ე­ბის გუ­გუ­ნი, რო­გორ არ ყუ­რადგვე­ღო იმა­თი ხმა, ვინც დიდი ხა­ნია აღარ არის... აი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბამ კარ­ზე მო­ა­კა­კუ­ნა და რო­გორ არ შე­ვე­გე­ბოთ აღ­ტა­ცე­ბით! თუ ეს წუთი გა­ვუშ­ვით, რა პა­სუ­ხი გავ­ცეთ იმათ, ვინც ჩვენს შემ­დეგ მოვა!.."

და 1918 წლის 26 მა­ისს თბი­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა საბ­ჭომ მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტი, რომ­ლის პირ­ველ პუნ­ქტში ეწე­რა ის, რა­ზეც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ოც­ნე­ბობ­და უამ­რა­ვი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი: "ამი­ე­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხი სუ­ვე­რე­ნულ უფ­ლე­ბა­თა მა­ტა­რე­ბე­ლია და სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა".

AMBEBI.GE ულო­ცავს მკი­თხველს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს დღეს!

ვი­დეო: Independence Day - The birth of Democratic Republic of Georgia

ფოტო: ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი; რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა;

ტექ­სტი: Karibche.ambebi.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე: ყველაფერი, რაც ამ დღის შესახებ ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს!

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე: ყველაფერი, რაც ამ დღის შესახებ ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს!

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1921 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო... 2017 წლის 26 მაისს, ამ დღიდან 26 წელი შესრულდა!!

...1800 წელს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა იმპერიასთან ქართლ-კახეთის შეერთების მანიფესტი გამოსცა. ეს, ფაქტობრივად, საქართველოს სამეფოს გაუქმებას ნიშნავდა. გენერალმა კნორინგმა ქართველ ხალხს ჯარით გარშემორტყმულ სიონში წაუკითხა იმპერატორის განაჩენი. ქვეყანა, რომელსაც თითქმის ათი საუკუნე მართავდა ბაგრატიონთა დინასტია, რუსი მთავარმართებლის ხელში გადადიოდა.

იმპერია ნაბიჯ-ნაბიჯ სპობდა საქართველოს თვითმყოფადობას: გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ქართული წირვა-ლოცვა რუსულით შეიცვალა; გაიძარცვა საეკლესიო სიწმინდეები, განადგურდა ძეგლები; რუსული ენა დამკვიდრდა მმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლებლებში; განგებ აღვივებდნენ ეთნიკურ შუღლს საქართველოში მცხოვრებ ხალხთა შორის; რუსეთში გადაასახლეს ბევრი გამორჩეული მამულიშვილი, რომელთაც ხმა აიმაღლეს იმპერიის პოლიტიკის წინააღმდეგ; დაწესდა ცენზურა.

ქართველები უდრტვინველად არ შეგუებიან დამოუკიდებლობის დაკარგვას, მაგრამ აჯანყებებსა და შეთქმულებებს რუსეთის უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ შედეგი არ მოჰყოლია. ქართველებმა დროებით ჩააგეს ხმლები და, წარსულის სევდით განმსჭვალულებმა, მწერლობაში ჰპოვეს ნავსაყუდელი. ასე დაიწყო საქართველოში რომანტიზმის ხანა. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან კი თერგდალეულთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაიშალა.

"ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო", - ლელთ ღუნიას ეს სიტყვები მთავარ იდეად გასდევდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ აზროვნებას. "ერის დაცემა მაშინ იწყება, როცა ის თავის წარსულს ივიწყებს", ამიტომაც თერგდალეულები ყოველნაირად ცდილობდნენ ეროვნული სულის გაღვივებას, თითქოს მომავალი დამოუიკიდებლობისთვის ამზადებდნენ ქვეყანას. შექმნეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გამოუშვეს ქართული ჟურნალ-გაზეთები, აღადგინეს ქართული თეატრი, დააფუძნეს ქართული სათავადაზნაურო ბანკი. 1905 წლიდან კი უკვე აშკარად დაიწყო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

ისევე, როგორც ყველა სხვა იმპერიამ, მეფის რუსეთმაც ამოწურა თავისი ძალები. სახელმწიფოს შიგნით გაჩენილი წინააღმდეგობები 1917 წლის რევოლუციაში გადაიზარდა და საბოლოოდ დაასამარა რომანოვთა სამასწლიანი დინასტია. რუსეთს კავკასიისთვის აღარ ეცალა. საქართველოს ბედის შესაცვლელად ხელსაყრელი დრო დადგა. პირველმა ეს შესაძლებლობა ქართულმა ეკლესიამ გამოიყენა. 1917 წლის მარტში სიონის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. თავისუფლებამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები - მენშევიკები, რომელთაც მანამდე რუსეთის დროებით მთავრობაში სხვადასხვა პოსტი ეკავათ. რევოლუციურ პეტერბურგთან შედარებით თბილისი ოაზისს ჰგავდა, მაგრამ პრობლემებმა აქაც მალე იჩინა თავი. რუსეთის ახალ ხელისუფლებას აღარ სურდა გერმანიასა და თურქეთთან ომის გაგრძელება. კავკასიის ფრონტი დაიშალა, საქართველოს კი თავისი არც ხელისუფლება ჰყავდა და არც არმია, თავი რომ დაეცვა.

მენშევიკებმა 1918 წელს მოიწვიეს სეიმი, რომელსაც ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის მართვა უნდა ედო თავს. სეიმმა გამოაცხადა, რომ ამიერკავკასია რუსეთს გამოეყო. მაგრამ ჩრდილოელმა მეზობელმა "საჩუქარი" მოუმზადა თავისუფლების გზაზე შემდგარ ქვეყნებს. საბჭოთა რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკში დადო ზავი, რომლითაც ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქებს გერმანიის მოკავშირე თურქებს უთმობდა.

თურქებთან მოსალაპარაკებლად ბათუმში ახალშექმნილი სეიმის მრავალეროვანი დელეგაცია ჩავიდა. მოლაპარაკება, რაღა თქმა უნდა, უშედეგო აღმოჩნდა. თავი იჩინა ამიერკავკასიის ქვეყნების ინტერესთა სხვადასხვაობამაც: თუ საქართველო და სომხეთი ვერ ეგუებოდნენ თავიანთი მიწა-წყლის დაკარგვას, აზერბაიჯანი ერთმორწმუნე თურქეთთან წინააღმდეგობას არ აპირებდა.

როცა საკითხის მოგვარების ყველა იმედი ამოიწურა, ქართულმა დელეგაციამ გამონახა გადარჩენის ერთადერთი გზა - დამოუკიდებლობა. საქართველო არ ცნობდა ბერსტ-ლიტოვსკის ზავს და გერმანიის მოკავშირე გახდებოდა, ხოლო გერმანიის მეორე მოკავშირე, თურქეთი, იძულებული იქნებოდა, შეგუებოდა ვითარებას.

სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური პროგრამა ეროვნული იდეალებისგან შორს იყო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის ექვსმა თვემ მათ ცხადად დაანახა, რომ არავითარი ზოგადსაკაცობრიო იდეა არ იდგა მამულიშვილურ ვალზე მაღლა.

აი, რას წერდა მაშინდელი მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე ზ. ავალიშვილი: "ამ განსაკუთრებულ წუთში როგორ არ გვესმინა ისტორიული სტიქიების გუგუნი, როგორ არ ყურადგვეღო იმათი ხმა, ვინც დიდი ხანია აღარ არის... აი, დამოუკიდებლობამ კარზე მოაკაკუნა და როგორ არ შევეგებოთ აღტაცებით! თუ ეს წუთი გავუშვით, რა პასუხი გავცეთ იმათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა!.."

და 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის პირველ პუნქტში ეწერა ის, რაზეც საუკუნეების მანძილზე ოცნებობდა უამრავი მამულიშვილი: "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა".

AMBEBI.GE ულოცავს მკითხველს და სრულიად საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს!

ვიდეო: Independence Day - The birth of Democratic Republic of Georgia

ფოტო: ინტერპრესნიუსი; რადიო თავისუფლება;

ტექსტი: Karibche.ambebi.ge

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ