ქართული ბუნების 10 საოცრება, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

ქართული ბუნების 10 საოცრება, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

ბევრი ტურისტული სააგენტო თუ სხვადასხვა საექსკურსიო ჯგუფი გვთავაზობს ტურებს საქართველოს კუთხეებში, თუმცა მათ გარდა ფორუმებზეც ხშირად ნახავთ რჩევებს იმის შესახებ, თუ რომელი კუთხე, სოფელი, ტაძარი თუ ნაკრძალი უნდა მოვინახულოთ ჩვენს ქვეყანაში. ვფიქობთ, რომ ფორუმელების რეკომენდაციები Ambebi.ge-ს აუდიტორიისთვისაც საინტერესო იქნება, ამიტომ გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლები ქართულ ბუნებრივ საოცრებას უწოდებენ და თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ აუცილებლად მოინახულონ.

!გაუზიარეთ ამ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია თქვენს უცხოელ მეგობრებს!

10 wonders of Georgia you must see before you die

georgianjournal.ge

მახუნცეთის ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში

[ფოტო]

პორფირიტული ტუფებისა და ტუფბრექჩიების წყებით აგებული, ქედის იმ ნაწილში გამომდინარე ჩანჩქერი ძალზე შთამბეჭდავია და ბევრ მნახველს იზიდავს.

სათაფლია, გელათი, ბაგრატის ტაძარი, პეტრას ციხე, ბორჯომი, ყვარელი, ატენის სიონი შიდა ქართლში, შოვის ბალნეოკლიმატური კურორტი რაჭაში.

აბასთუმანი – დაბა სამხრეთ საქართველოში

[ფოტო - აბასთუმანი შემოდგომით]

ბახმარო – მაღალმთიანი კურორტი გურიაში

ლეგენდის თანახმად, კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: "ბახ მარო" - ნახეთ თქვენი მარო

[ფოტო: ცისარტყელა ბახმაროში]

ხვამლის მთა, იგივე ხომლი ლეჩხუმში მდებარეობს. მისი სიმაღლე 2002 მეტრია. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი და ყინულოვანი მღვიმე ბოგა. ხვამლი შემოსილია შერეული ტყით.

[ფოტო: ხვამლის მთა]

აბუდელაურის ფერადი ტბები

ეს მყინვარული წარმოშობის ტბებია აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე; სოფლების, როშკასა და ჯუთასთან ახლოს ზღვის დონიდან 2812 მეტრზე. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. ტბების მაქსიმალური დონე ზაფხულში აღინიშნება, მინიმალური კი - ზამთარში.

[ფოტო: აბუდელაურის ტბები 1, 2]

სოფელი როშკა თავისი სახლისხელა ქვებით, პირიქითა ხევსურეთი, თუშეთი, ღვინის ხეობა ქვემო რაჭაში ხვანჭკარის მიკროზონა მთლიანად რიონის გაყოლებაზე, ვარძია, ვაშლოვანის ნაკრძალი, მთიანი აჭარა, ალპური მდელოები მესხეთ-ჯავახეთში.

ძამას ხეობა - 50-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი და ახალი ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები, კოშკები, გამორჩეული ისტორიული და ბუნების ძეგლები – საქართველოს ეს სიმდიდრე ძამას ხეობაში მდებარეობს. ძამას ხეობაში ათეულობით ისტორიულ ძეგლთან ერთად გამორჩეულია ბატეთის ტბა.

[ფოტო: ძამას ხეობა]

რკონის მონასტერი, მარტვილის კანიონები, თრუსოს ხეობა ყაზბეგის დასავლეთ ნაწილში, ბამბუკის ტყე ბუკნარში, ხდის ხეობა ყაზბეგის რაიონში, გერგეტის სამება, ჩამქვრალი ვულკანი მწ. მეფისკალო, კურორტი ნუნისი იმერეთის რაიონში, სოფელი ხახიეთი საჩხერესთან (მიწისქვეშა სოფელი), გადმოცემით დედამიწის ხახას ეძახიან ამ ადგილს.

რედაქციის რჩევით| საქართველოს ულამაზესი ადგილები, რომლის ნახვა 15-20 ლარად შეგიძლიათ

კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი – მდებარეობს ქობულეთში. ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: კობალაური, ხინო, დიდვაკე. ნაკრძალის ტერიტორიაზეა ცხემოვანის შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი, ასევე წმინდა გიორგის სახელობის ცხემოვანის დედათა მონასტერი.

[ფოტო: კინტრიში ]

წყალწითელას ხეობა მოწამეთასთან, არწივის ხეობა (დედოფლისწყაროსა და ალაზნის ველს შორის), კანიონი წალკის რაიონში, შორეთის მონასტერი ასპინძის რაიონის სოფელი ოთასთან, ყუროს ქედი მდინარე თერგისა და ხდის წყალგამყოფი.

ტობავარჩხილი – სამეგრელო, ჩხოროწყუ

[ფოტო: ტობავარჩხილი]

ყელის ტბა - ულამაზესი ალპური ტბაა, რომელიც ყელის ვულკანურ პლატოზე მდებარეობს ახალგორის მუნიციპალიტეტში. ამ ტბიდან გამოედინება მდინარე ქსანი, მის სიახლოვეს არის მდინარე არაგვის სათავეც.

[ფოტო: ყელის ტბა]

ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელ კინჩხას მიდამოებში. ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს.

[ფოტო: კინჩხა]

მოამზადა თაკო ესებუამ, ინტერნეტში არსებული რესურსების გამოყენებით

იხილეთ ფოტოგალერეა

AMBEBI.GE

"დაგანგრევთ სუყველას, ლიბერალებო" - მეუფე სტეფანე

"როდესაც ვხედავთ განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, შეიძლება იყოს გამოცდილების მომტანი" - მეუფე შიო

რუსთავის ავტობაზრობაზე ხანძარია - როგორია ვითარება ადგილზე