სამართალი
პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სტანდარტები იცავს საქართველოს მოსახლეობას ხორცპროდუქტების იმპორტირებისას, რომ საშიში საკვები არ მიირთვას
რა სტანდარტები იცავს საქართველოს მოსახლეობას ხორცპროდუქტების იმპორტირებისას, რომ საშიში საკვები არ მიირთვას

სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ მხო­ლოდ ქარ­თულ ხორცს არ მი­ირ­თმე­ვენ, ეს არა­ხა­ლია. ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან გა­ყი­ნუ­ლი შე­მო­დის, შემ­დეგ აქ სპე­ცი­ა­ლურ მა­ცივ­რებ­ში სა­წყობ­დე­ბა და რე­ა­ლიზ­დე­ბა.

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რა სტან­დარ­ტებს უნდა იცავ­დნენ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­რე­ბი­სას, რათა ხალ­ხმა ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი მი­ი­ღოს.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სურ­სა­თის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, კახა სო­ხა­ძე Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან სტან­დარტს გა­მო­ყოფს, რო­მე­ლიც მრა­ვალ წესს აერ­თი­ა­ნებს. ამ სტან­დარ­ტებს შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, პირ­ველ რიგ­ში, ცხო­ვე­ლის შეს­წავ­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და იმის დად­გე­ნა, რამ­დე­ნად ვარ­გი­სი და სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ამ ცხო­ვე­ლის ხორ­ცი. მი­სი­ვე თქმით, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბის დროს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს და­ცუ­ლი ჰი­გი­ე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, ასე­ვე შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი და ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი რო­გორც ტრან­სპორ­ტი­რე­ბის, ასე­ვე და­სა­წყო­ბე­ბის დროს.

იმ­პორ­ტი­რე­ბის დროს ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა რომ ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას აქვს, ამის შე­სა­ხებ "მომ­ხმა­რე­ბე­ლი.გე"-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ლია თო­დუ­აც სა­უბ­რობს:

"მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ყი­ნულ ხორცთან და­კავ­ში­რე­ბით აქვს, ეს არის მისი შე­ნახ­ვა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის მი­ნუს 28 გრა­დუ­სი, რო­მელ­ზეც ღრმად გა­ი­ყი­ნა და შე­მო­ვი­და, შე­ნარ­ჩუნ­დეს. არა თუ გალ­ღო­ბა, ამ ტემ­პე­რა­ტუ­რის მოძ­რა­ო­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა. რო­გორც კი ტემ­პე­რა­ტუ­რის ოდ­ნავ აწე­ვა ხდე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ ხა­რის­ხი ფუჭ­დე­ბა, მიკ­რო­ბე­ბი მრავ­ლდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ლის­ტე­რია",-აღ­ნიშ­ნავს ლია თო­დუა.

შე­ნახ­ვის დროს ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის დროს ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი არა­თუ უსარ­გებ­ლო, არა­მედ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ხდე­ბა.

მა­ცივ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, რომ­ლებ­შც იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ხორ­ცი ინა­ხე­ბა, Ambebi.ge-სთან "ნი­კო­რას" შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის, შპს "მულ­ტი ტრე­ი­დის" შეს­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი, ნინა ბე­რი­ა­ნი­ძე სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მათი კომ­პა­ნია იმ­პორ­ტი­რე­ბულ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს ლი­ლოს მა­ცივ­რებ­ში ასა­წყო­ბებს:

"ეს არის ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლი მა­ცი­ვა­რი. ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი მუდ­მი­ვად კონ­ტროლ­დე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით შე­ნახ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა",- აღ­ნიშ­ნავს ნინა ბე­რი­ა­ნი­ძე. მი­სი­ვე თქმით, "ნი­კო­რას" ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს ისე­თი ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­აქვს, რო­გო­რიც არის ბრა­ზი­ლია, კა­ნა­და, ავ­სტრია, გერ­მა­ნია, იტა­ლია, ეს­პა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, უნ­გრე­თი, ჰო­ლან­დია. შერ­ჩე­ვი­სას, პირ­ველ რიგ­ში ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ რამ­დე­ნად ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დია მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. არის თუ არა სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, აქვს თუ არა ხა­რის­ხის მარ­თვის სის­ტე­მა, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლია თუ არა მისი წარ­მო­ე­ბუ­ლი ნედ­ლე­უ­ლის ხა­რის­ხი და უვ­ნებ­ლო­ბა.

ჩა­მო­ტა­ნილ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს ვადა და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი წელი აქვს, თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, სა­წყო­ბებ­ში ჩა­მოს­ვლი­დან ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი უკვე იხარ­ჯე­ბა და ახა­ლი პარ­ტი­ის ჩა­მო­ტა­ნაა სა­ჭი­რო.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცე­დუ­რას: კონ­ტე­ი­ნე­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი ჯერ ფოთ­ში მოწ­მდე­ბა. თუ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი რო­მე­ლი­მე სტან­დრტს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ისი­ნი გა­ნად­გუ­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ხორ­ცის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი და­სა­წყო­ბე­ბა ხდე­ბა, სა­ი­და­ნაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ა­ლიზ­დე­ბა.

რო­გორც ნინო ბე­რი­ა­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, მათ კომ­პა­ნი­ა­ში ნედ­ლე­ულ­თან ერ­თად კონ­ტროლ­დე­ბა ასე­ვე წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი ყვე­ლა ეტაპ­ზე, რათა სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტშიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. თუმ­ცა იმი­სათ­ვის, რომ მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, პე­რი­ო­დუ­ლად მზა პრო­დუქ­ტის შე­მოწ­მე­ბაც ხდე­ბა.

ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა ხდე­ბა მზა პრო­დუქ­ცი­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა პარ­ტი­ი­დან, ვიდ­რე ის სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ ქსელ­ში გავა. ამი­სათ­ვის კომ­პა­ნი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია მოქ­მე­დებს, რო­მე­ლიც არ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის კონ­ტროლს უზ­რუნ­ველ­ყოფს.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

რა სტანდარტები იცავს საქართველოს მოსახლეობას ხორცპროდუქტების იმპორტირებისას, რომ საშიში საკვები არ მიირთვას

რა სტანდარტები იცავს საქართველოს მოსახლეობას ხორცპროდუქტების იმპორტირებისას, რომ საშიში საკვები არ მიირთვას

საქართველოში რომ მხოლოდ ქართულ ხორცს არ მიირთმევენ, ეს არახალია. ქვეყანაში ხორცპროდუქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაყინული შემოდის, შემდეგ აქ სპეციალურ მაცივრებში საწყობდება და რეალიზდება.

Ambebi.ge დაინტერესდა, რა სტანდარტებს უნდა იცავდნენ ხორცპროდუქტების იმპორტირებისას, რათა ხალხმა ჯანსაღი პროდუქტი მიიღოს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი, კახა სოხაძე Ambebi.ge-სთან საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვან სტანდარტს გამოყოფს, რომელიც მრავალ წესს აერთიანებს. ამ სტანდარტებს შორის აღსანიშნავია, პირველ რიგში, ცხოველის შესწავლის აუცილებლობა და იმის დადგენა, რამდენად ვარგისი და სასარგებლო იქნება ამ ცხოველის ხორცი. მისივე თქმით, ხორცპროდუქტებთან მუშაობის დროს აუცილებლად უნდა იყოს დაცული ჰიგიენასთან დაკავშირებული სტანდარტები, ასევე შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმები როგორც ტრანსპორტირების, ასევე დასაწყობების დროს.

იმპორტირების დროს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებას აქვს, ამის შესახებ "მომხმარებელი.გე"-ს წარმომადგენელი, ლია თოდუაც საუბრობს:

"მთავარი პრობლემა, რაც საქართველოს გაყინულ ხორცთან დაკავშირებით აქვს, ეს არის მისი შენახვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მინუს 28 გრადუსი, რომელზეც ღრმად გაიყინა და შემოვიდა, შენარჩუნდეს. არა თუ გალღობა, ამ ტემპერატურის მოძრაობაც არ შეიძლება. როგორც კი ტემპერატურის ოდნავ აწევა ხდება, გარდა იმისა, რომ ხარისხი ფუჭდება, მიკრობები მრავლდება. მაგალითად, ლისტერია",-აღნიშნავს ლია თოდუა.

შენახვის დროს ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის დროს ხორცპროდუქტები არათუ უსარგებლო, არამედ ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება.

მაცივრების უსაფრთხოებაზე, რომლებშც იმპორტირებული ხორცი ინახება, Ambebi.ge-სთან "ნიკორას" შვილობილი კომპანიის, შპს "მულტი ტრეიდის" შესყიდვების მენეჯერი, ნინა ბერიანიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი კომპანია იმპორტირებულ ხორცპროდუქტებს ლილოს მაცივრებში ასაწყობებს:

"ეს არის ყველაზე დაცული მაცივარი. ტემპერატურული რეჟიმი მუდმივად კონტროლდება და ჯერჯერობით შენახვასთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა",- აღნიშნავს ნინა ბერიანიძე. მისივე თქმით, "ნიკორას" ხორცპროდუქტები მსოფლიოს ისეთი ქვეყნებიდან ჩამოაქვს, როგორიც არის ბრაზილია, კანადა, ავსტრია, გერმანია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ჰოლანდია. შერჩევისას, პირველ რიგში ყურადღებას აქცევენ რამდენად ავტორიტეტული და მოთხოვნადია მწარმოებელი ქარხანა მსოფლიოს მასშტაბით. არის თუ არა სერთიფიცირებული, აქვს თუ არა ხარისხის მართვის სისტემა, ლაბორატორიულად დამოწმებულია თუ არა მისი წარმოებული ნედლეულის ხარისხი და უვნებლობა.

ჩამოტანილ ხორცპროდუქტებს ვადა დაახლოებით, ერთი წელი აქვს, თუმცა მისივე თქმით, საწყობებში ჩამოსვლიდან ერთი თვის განმავლობაში ხორცი უკვე იხარჯება და ახალი პარტიის ჩამოტანაა საჭირო.

რაც შეეხება პროცედურას: კონტეინერით საქართველოში შემოსული ხორცპროდუქტები ჯერ ფოთში მოწმდება. თუ ხორცპროდუქტები რომელიმე სტანდრტს არ აკმაყოფილებს, ისინი განადგურებას ექვემდებარება. ხორცის ვარგისიანობის შემთხვევაში მისი დასაწყობება ხდება, საიდანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეალიზდება.

როგორც ნინო ბერიანიძე აღნიშნავს, მათ კომპანიაში ნედლეულთან ერთად კონტროლდება ასევე წარმოების პროცესი ყველა ეტაპზე, რათა საბოლოო პროდუქტშიც დარწმუნებულები იყვნენ. თუმცა იმისათვის, რომ მომხმარებლის ინტერესები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს, პერიოდულად მზა პროდუქტის შემოწმებაც ხდება.

ნიმუშების აღება ხდება მზა პროდუქციის აბსოლუტურად ყველა პარტიიდან, ვიდრე ის სარეალიზაციოდ ქსელში გავა. ამისათვის კომპანიაში სპეციალური მიკრობიოლოგიური ლაბორატორია მოქმედებს, რომელიც არნიშნული პროცესის კონტროლს უზრუნველყოფს.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია