პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი" - დეკანოზი ანდრია კემულარია ნინა სუბლატზე
"დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი" - დეკანოზი ანდრია კემულარია ნინა სუბლატზე

დე­კა­ნო­ზი ან­დრია კე­მუ­ლა­რია, ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურს ეხ­მა­უ­რე­ბა და ქარ­თვე­ლის მო­ნა­წი­ლის, ნინა სუბ­ლა­ტის სას­ცე­ნო იმიჯს აკ­რი­ტი­კებს და "დე­მო­ნურს" უწო­დებს:

"ცოტა ხნის წინ ვნა­ხე ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის გა­მო­სავ­ლის სუ­რა­თე­ბი. თა­ვად ევ­რო­ვი­ზია, რო­გორც ცნო­ბი­ლია, პო­ლი­ტი­კუ­რი შოუა და იქ ნამ­ღე­რი არ მსმე­ნია ჰი­ტად ქცე­უ­ლი­ყო. მაგ­რამ, ამა­ზე არაა სა­უ­ბა­რი. დე­მო­ნის სა­ხით გა­მო­დის ღმრთსიმ­შობ­ლის წილ­ხვედ­რი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მის გა­მოს­ვლას იწო­ნებს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა და აღი­ა­რებს, რომ ასე­თი სა­ხით ქვეყ­ნის წარ­მო­ჩე­ნა ეთამ­ხე­ბა ერის ში­ნა­გან ორი­ენ­ტი­რებს. იტყვის მა­ვა­ნი, ეფექ­ტუ­რი სცე­ნუ­რი სა­ხე­აო. არ არის ასე. ჩვენ იშ­ვი­ა­თად ვფიქ­რობ სიმ­ბო­ლი­კა­ზე, მის გავ­ლე­ნა­ზე ადა­მი­ან­სა და ერზე. ყო­ველ სიმ­ბო­ლოს თა­ვი­სი ზე­მოქ­მე­დე­ბა გა­აჩ­ნია, გა­მო­ხა­ტავს კონ­კრე­ტულ სუ­ლი­ერ ღი­რე­ბუ­ლე­ბას და, მე­ტიც, მის უკან კონ­კრე­ტუ­ლი სუ­ლი­ე­რი ძალა დგას.

ასე რომ არ იყოს, არ იქ­ნე­ბო­და ჩვენ­თვის ჯვრის ხა­ტე­ბა სიწ­მინ­დე. როცა ვი­წო­ნებთ რა­ღა­ცას, ვე­ზი­ა­რე­ბით იმას, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, ვე­თან­ხმე­ბით იმას, რო­გო­რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. დე­მო­ნუ­რი ხა­ტე­ბა არ არის ის, რისი მორ­გე­ბა და მო­წო­ნე­ბა, თუნ­დაც ევ­რო­ვი­ზი­ის მაგ­ვარ სა­ნა­ხა­ო­ბა­ზე, სი­კე­თეს მო­უ­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს. არა­და, წე­სით, უცხო­ეთ­ში შენი ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს უნდა წარ­მო­ა­ჩენ­დე მა­ში­ნაც კი, როცა ეს იქ არა­ვის ჭირ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ის მაკ­ვირ­ვებს, რომ ამას ვერ ამ­ჩნევს მრევ­ლის ნა­წი­ლი. რა­ღაც დაგ­ვიჩ­ლუნ­გდა სულ­ში" - წერს დე­კა­ნო­ზი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი" - დეკანოზი ანდრია კემულარია ნინა სუბლატზე

"დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი" - დეკანოზი ანდრია კემულარია ნინა სუბლატზე

დეკანოზი ანდრია კემულარია, ფეისბუქის გვერდზე "ევროვიზიის" კონკურს ეხმაურება და ქართველის მონაწილის, ნინა სუბლატის სასცენო იმიჯს აკრიტიკებს და "დემონურს" უწოდებს:

"ცოტა ხნის წინ ვნახე ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლის სურათები. თავად ევროვიზია, როგორც ცნობილია, პოლიტიკური შოუა და იქ ნამღერი არ მსმენია ჰიტად ქცეულიყო. მაგრამ, ამაზე არაა საუბარი. დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი. მის გამოსვლას იწონებს ქვეყნის მოსახლეობა და აღიარებს, რომ ასეთი სახით ქვეყნის წარმოჩენა ეთამხება ერის შინაგან ორიენტირებს. იტყვის მავანი, ეფექტური სცენური სახეაო. არ არის ასე. ჩვენ იშვიათად ვფიქრობ სიმბოლიკაზე, მის გავლენაზე ადამიანსა და ერზე. ყოველ სიმბოლოს თავისი ზემოქმედება გააჩნია, გამოხატავს კონკრეტულ სულიერ ღირებულებას და, მეტიც, მის უკან კონკრეტული სულიერი ძალა დგას.

ასე რომ არ იყოს, არ იქნებოდა ჩვენთვის ჯვრის ხატება სიწმინდე. როცა ვიწონებთ რაღაცას, ვეზიარებით იმას, რაც გამოიხატება, ვეთანხმებით იმას, როგორაც გამოიხატება. დემონური ხატება არ არის ის, რისი მორგება და მოწონება, თუნდაც ევროვიზიის მაგვარ სანახაობაზე, სიკეთეს მოუტანს საქართველოს. არადა, წესით, უცხოეთში შენი ქვეყნის საუკეთესო თვისებებსა და ღირებულებებს უნდა წარმოაჩენდე მაშინაც კი, როცა ეს იქ არავის ჭირდება. ყველაზე მეტად კი ის მაკვირვებს, რომ ამას ვერ ამჩნევს მრევლის ნაწილი. რაღაც დაგვიჩლუნგდა სულში" - წერს დეკანოზი.

ბათუმისა და ქობულეთის ბულვარში განთავსებულ კარვებში 712 პირის ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 1 პირს დაუდასტურდა

"3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია" - საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა

როგორია შატილის გზაზე, ავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტის მდგომარეობა - ლევან რატიანი უახლესი ინფორმაციით