"ნანუკას შოუმ" საზოგადოებას 23 წლის ბერი - მამა დიონისე (ერობაში ლაშა ბორძიკული) გააცნო, რომელიც ბერად 20 წლის ასაკში აღიკვეცა. ლაშამ, რომელიც ბერობამდე "მისტერ საქართველო" და "მისტერ ვალენტინი" იყო, 12 წლის ასაკში მყარად გადაწყვიტა, რომ მისი ბედნიერება მონასტერში იყო და უფლის გზას შეუდგა. მამა დიონისე ამჟამად მონასტრის წინამძღვარია და ნორვეგიაში მსახურობს.
კითხვაზე, "რა არის მისთვის ყველაზე ძვირადღირებული მატერიალური ნივთი?" - ბერი პასუხობს: ეს არის ბიბლია, - რომელშიც ის ყველაფერზე პოულობს პასუხს.
მას არ ჰყავს ავტომანქანა და არც უფიქრია რომ ჰყავდეს.
მისი თქმით, ბევრმა არ იცის მისი ცხოვრების შესახებ და ბევრისთვის ის მოიაზრება მოდელ ბიჭად, რომელიც ბერად აღიკვეცა. მანამდე ბევრი გზა გამოიარა, ბევრი განიცადა და შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება. "მოდა ჩემს ცხოვრებაში იყო ორი წელი, დანარჩენი ცხოვრება დავუთმე ამ გზის ძებნას." - ჰყვება ინტერვიუში ახალგაზრდა ბერი.
ასევე იხილეთ: ქართველი მოდელი, რომელიც ბერად აღიკვეცა (+29 ფოტო)