სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტუმრო "არმაზის" მფლობელების სამძიმარი და დეტალები ტრაგედიის შესახებ
სასტუმრო "არმაზის" მფლობელების სამძიმარი და დეტალები ტრაგედიის შესახებ

ქო­ბუ­ლეთ­ში დამ­წვა­რი სას­ტუმ­რო "არ­მა­ზის" მფლო­ბე­ლებ­მა ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის ოჯა­ხებს მი­უ­სამ­ძიმ­რეს და ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნეს. ოჯა­ხის წევ­რე­ბი დღეს ბა­თუმ­ში შე­იკ­რიბ­ნენ და მო­სახ­ლე­ო­ბას მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­მარ­თეს, რომ თუ ვინ­მეს აქვს რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია ხან­ძრის დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლოს და მი­ა­წო­დოს ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია. ოჯა­ხის წევ­რებ­მა ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის დროს ემო­ცი­ე­ბი ვერ შე­ი­კა­ვეს და ბრი­ფინ­გის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს ატირ­დნენ. "ამ­ბე­ბი.გე" გთა­ვა­ზობთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბებს:

მე­ზო­ბე­ლი:

სას­ტუმ­როს უკა­ნა ნა­წი­ლი იწ­ვო­და, მე­ზობ­ლებ­მა უთხრეს სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე­ებს, შე­ვი­დეთ და რა­ი­მე გა­მო­ვი­ტა­ნოთ, დო­კუ­მენ­ტე­ბი გექ­ნე­ბათ, ოქრო, ფული ან რა­ი­მე ქო­ნე­ბა. ჯე­მალ არ­თმე­ლა­ძემ გვიღ­რი­ა­ლა, რად მინ­და ქო­ნე­ბა და ცხოვ­რე­ბა, თუ ბავ­შვე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან ცო­ცხლე­ბიო. ბი­ჭებ­მა 3 დი­ვა­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს და გამ­წა­რე­ბუ­ლი ფე­ხებს ურტყამ­და, შე­ი­ტა­ნეთ და­იწ­ვას, არა­ფე­რი არ მინ­დაო. სა­ნამ მე­ხან­ძრე არ გად­მო­ი­ხე­დავ­და და არ გვა­ნიშ­ნებ­და, რომ სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ბო­ლომ­დე არ გვჯე­რო­და, რომ ბავ­შვებს რა­ღაც და­ე­მარ­თათ. ვფიქ­რობ­დით, რომ გა­იქ­ცნენ, რად­გან შე­ე­შინ­დათ ხან­ძრის და იმა­ლე­ბოდ­ნენ.

ჯე­მალ არ­თმე­ლა­ძე - სას­ტუმ­როს ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი

ან­სამ­ბლის წევ­რებ­მა თქვეს, სამი ბავ­შვი სათ­ვა­ლავ­ში მაკ­ლი­აო, და­ვი­წყეთ სირ­ბი­ლი და ძებ­ნა. ბო­ლოს, რომ გა­ვი­გე ბავ­შვე­ბი და­ი­ღუპ­ნე­ნო... მეც იქვე მინ­დო­და სიკ­ვდი­ლი, მერე არა­ფე­რი აღარ მახ­სოვს. ჩემი ვერც ერთი სი­ტყვა ვერ მი­ეშ­ვე­ლე­ბა იმ წუ­ხი­ლის შე­ნე­ლე­ბა­ში, რაც იმ ოჯა­ხებს აქვთ. მეც იმათ რი­გებ­ში ვდგა­ვარ, მთე­ლი ჩემი ოჯა­ხით. მინ­და ერთი რამე ვთქვა, ყვე­ლა ადა­მი­ან­მა, ვინც რა­ი­მე იცის ამის შე­სა­ხებ, სა­კუ­თა­რი თა­ვის და უფ­ლის წი­ნა­შე უნდა იყოს მარ­თა­ლი და და­ეხ­მა­როს გა­მო­ძი­ე­ბას. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბი არ ვიქ­ნე­ბით. იმე­დია, რომ ყვე­ლა იტყვის სი­მარ­თლეს და დად­გინ­დე­ბა ამ საქ­მის ყვე­ლა დე­ტა­ლი, გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს თუ ვინ რო­გორ იმოქ­მე­და და რა გა­ა­კე­თა. 25 წე­ლია ვმუ­შა­ობთ და სა­ხე­ლის მო­პო­ვე­ბას დიდი დრო ჭირ­დე­ბა. მხო­ლოდ იმას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გო­რი ლო­გი­ნი გაქვს, იქ არის ბევ­რი ნი­უ­ან­სი. გოგი მარ­ღა­ნია 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­დი­ო­და ჩვენ­თან. მათ აქ პრობ­ლე­მე­ბი არას­დროს ჰქო­ნი­ათ. მე თავს არ ვი­მარ­თლებ, ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ მომ­ხდა­რის გამო.

ლია არ­თმე­ლა­ძე - სას­ტუმ­როს ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი

ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ იმ ტრა­გე­დი­ის გამო, რო­მე­ლიც ჩემს ოჯახ­ში დატ­რი­ალ­და. არა მხო­ლოდ ჩემი ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი, მთე­ლი ქო­ბუ­ლე­თი გა­მოვ­თქვამთ მწუ­ხა­რე­ბას. ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია ის, რომ ამ ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც 3 ბავ­შვის სიკ­ვდი­ლი მოყ­ვა, გა­ირ­კვეს ყვე­ლა დე­ტა­ლი. ყვე­ლა პირს, თუკი ვინ­მეს რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია გა­აჩ­ნია, ვთხოვ, მო­ვი­დეს და თქვას მხო­ლოდ და მხო­ლოდ სი­მარ­თლე, ეს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვა­ლია.

პა­ა­ტა შა­ვა­ძე - ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი

არ შე­იძ­ლე­ბა ეს ტრა­გე­დია აღ­ვიქ­ვათ გან­ზრახ ქმე­დე­ბად. ოჯა­ხი არის ძა­ლი­ან დათ­რგუ­ნუ­ლი და მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. არა­ფერს ვამ­ბობთ მა­ტე­რი­ა­ლურ ზა­რალ­ზე, მათ სამ სა­ათ­ში მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ენგრათ თავ­ზე, მაგ­რამ ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან არა­ვის მო­უ­კი­თხავს თუ რით იკ­ვე­ბე­ბი­ან, რას იც­ვა­მენ და რო­გორ არ­სე­ბო­ბენ. თით­ქოს წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ თავი შე­ი­კა­ვონ უსა­ფუძ­ვლო გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რად, ჩვენ გვყავს მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცალ­სა­ხად და­ა­დას­ტუ­რე­ბენ იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებს, რომ ბავ­შვე­ბი ჩა­კე­ტილ­ნი იყ­ვნენ ოთახ­ში. თუ ვინ ჩა­კე­ტა ისი­ნი, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. ჩვენ და­ნიშ­ნუ­ლი გვაქვს ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მე­ლიც და­დებს დას­კვნას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და დად­გინ­დე­ბა, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ხან­ძა­რი. გა­მოჩ­ნდა, რომ ჩვენ გვყავს, უნი­ა­თო ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­სა­ხუ­რე­ბი, ისი­ნი არ არი­ან მზად კრი­ტი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დროს. გამ­გე­ო­ბას მო­ვუ­წო­დებ, ოჯახს მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

სასტუმრო "არმაზის" მფლობელების სამძიმარი და დეტალები ტრაგედიის შესახებ

სასტუმრო "არმაზის" მფლობელების სამძიმარი და დეტალები ტრაგედიის შესახებ

ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის" მფლობელებმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრეს და ტრაგედიის დეტალები გაიხსენეს. ოჯახის წევრები დღეს ბათუმში შეიკრიბნენ და მოსახლეობას მედიის საშუალებით მიმართეს, რომ თუ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია ხანძრის დეტალებთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია. ოჯახის წევრებმა ტრაგიკული შემთხვევის დეტალებზე საუბრის დროს ემოციები ვერ შეიკავეს და ბრიფინგის მიმდინარეობის დროს ატირდნენ. "ამბები.გე" გთავაზობთ ოჯახის წევრების, ახლობლებისა და ადვოკატის განცხადებებს:

მეზობელი:

სასტუმროს უკანა ნაწილი იწვოდა, მეზობლებმა უთხრეს სასტუმროს მეპატრონეებს, შევიდეთ და რაიმე გამოვიტანოთ, დოკუმენტები გექნებათ, ოქრო, ფული ან რაიმე ქონება. ჯემალ ართმელაძემ გვიღრიალა, რად მინდა ქონება და ცხოვრება, თუ ბავშვები არ იქნებიან ცოცხლებიო. ბიჭებმა 3 დივანი გამოიტანეს და გამწარებული ფეხებს ურტყამდა, შეიტანეთ დაიწვას, არაფერი არ მინდაო. სანამ მეხანძრე არ გადმოიხედავდა და არ გვანიშნებდა, რომ სამივე გარდაცვლილი იყო, ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ ბავშვებს რაღაც დაემართათ. ვფიქრობდით, რომ გაიქცნენ, რადგან შეეშინდათ ხანძრის და იმალებოდნენ.

ჯემალ ართმელაძე - სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი

ანსამბლის წევრებმა თქვეს, სამი ბავშვი სათვალავში მაკლიაო, დავიწყეთ სირბილი და ძებნა. ბოლოს, რომ გავიგე ბავშვები დაიღუპნენო... მეც იქვე მინდოდა სიკვდილი, მერე არაფერი აღარ მახსოვს. ჩემი ვერც ერთი სიტყვა ვერ მიეშველება იმ წუხილის შენელებაში, რაც იმ ოჯახებს აქვთ. მეც იმათ რიგებში ვდგავარ, მთელი ჩემი ოჯახით. მინდა ერთი რამე ვთქვა, ყველა ადამიანმა, ვინც რაიმე იცის ამის შესახებ, საკუთარი თავის და უფლის წინაშე უნდა იყოს მართალი და დაეხმაროს გამოძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ადამიანები არ ვიქნებით. იმედია, რომ ყველა იტყვის სიმართლეს და დადგინდება ამ საქმის ყველა დეტალი, გამოძიება დაადგენს თუ ვინ როგორ იმოქმედა და რა გააკეთა. 25 წელია ვმუშაობთ და სახელის მოპოვებას დიდი დრო ჭირდება. მხოლოდ იმას არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ლოგინი გაქვს, იქ არის ბევრი ნიუანსი. გოგი მარღანია 10 წლის განმავლობაში დადიოდა ჩვენთან. მათ აქ პრობლემები არასდროს ჰქონიათ. მე თავს არ ვიმართლებ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო.

ლია ართმელაძე - სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ჩემს ოჯახში დატრიალდა. არა მხოლოდ ჩემი ოჯახი და ახლობლები, მთელი ქობულეთი გამოვთქვამთ მწუხარებას. ჩვენი ერთადერთი მიზანია ის, რომ ამ ტრაგედიის შესახებ, რომელსაც 3 ბავშვის სიკვდილი მოყვა, გაირკვეს ყველა დეტალი. ყველა პირს, თუკი ვინმეს რაიმე ინფორმაცია გააჩნია, ვთხოვ, მოვიდეს და თქვას მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია.

პაატა შავაძე - ოჯახის ადვოკატი

არ შეიძლება ეს ტრაგედია აღვიქვათ განზრახ ქმედებად. ოჯახი არის ძალიან დათრგუნული და მორალურად განადგურებული. არაფერს ვამბობთ მატერიალურ ზარალზე, მათ სამ საათში მთელი ცხოვრება დაენგრათ თავზე, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან არავის მოუკითხავს თუ რით იკვებებიან, რას იცვამენ და როგორ არსებობენ. თითქოს წარმოგვიდგინეს განზრახ მკვლელობა, ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებებისგან. გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად, ჩვენ გვყავს მოწმეები, რომლებიც ცალსახად დაადასტურებენ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რომ ბავშვები ჩაკეტილნი იყვნენ ოთახში. თუ ვინ ჩაკეტა ისინი, ამას გამოძიება დაადგენს. ჩვენ დანიშნული გვაქვს ექსპერტიზა, რომელიც დადებს დასკვნას საქმესთან დაკავშირებით და დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ხანძარი. გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს, უნიათო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები, ისინი არ არიან მზად კრიტიკული სიტუაციების დროს. გამგეობას მოვუწოდებ, ოჯახს მიაქციონ ყურადღება.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია