როგორ უნდა იყოს მოწყობილი სახლში ხატების კუთხე - ამ წესების გარეშე ეს კუთხე, უბრალოდ, გამოფენაა

როგორ უნდა იყოს მოწყობილი სახლში ხატების კუთხე - ამ წესების გარეშე ეს კუთხე, უბრალოდ, გამოფენაა

დღეს ძალიან ბევრ ოჯახში შეხვდებით ხატებით გაფორმებულ სალოცავ კუთხეს. ვინაიდან არ გვაქვს საშუალება, რომ ყოველ დილა-საღამოს ტაძარში ვიაროთ, ხატების სახლში ქონა აუცილებელი ხდება, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ამ კუთხის მოწყობას თავისი წესები აქვს.

როგორ უნდა მოვაწყოთ სახლში წმიდა კუთხე - გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- ხატები ერთგვარი "ფანჯარაა", რომლის საშუალებითაც მიღმიერ სამყაროს ვუკავშირდებით. კუთხის დანიშნულებაა ოჯახი ბოროტისგან დაიფაროს, გაამხნევოს და ლოცვისკენ მოუწოდოს, სურვილი აღუძრას ღვთის ხმობისა. შფოთი, კონფლიქტი, სიგარეტის მოწევა, ლოთობა და ღრეობა ოჯახში არღვევს სულიერ ატმოსფეროს.

ოჯახის ერთ-ერთი ძირითადი წარმმართველი ძალა მორჩილებითი ლოცვაა. ოჯახის წევრებს ვურჩევთ, რომ ერთად წარდგნენ ღვთის წინაშე, ეს ერთობა ერთსულოვნების "მასტიმულირებელია", თან ლოცვის შემდეგ უნდა მივიღოთ ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი. ლოცვის დამთავრებისას ერთმანეთისგან შენდობა ვითხოვოთ განვლილი ღამისთვის და დილის ლოცვის შემდგომ მომავალი დღე ვუკურთხოთ სამსახურსა და სასწავლებელში წამსვლელთ. ასე იქმნება სალოცავი კუთხე.

თავისთავად "კუთხე" ვერ იქნება სამლოცველო, თუ იქ არ სრულდება ლოცვა, სახარების კითხვა, გალობა და ა.შ. ჩვენ ვქმნით უფალთან კომუნიკაციის საშუალებას, ხოლო უფალი თავის მხრივ გვიწყალობებს სიხარულსა და ცხონებას.

- როგორ მოვაწყოთ სალოცავი კუთხე?

- ყველაზე მაღალ ადგილას განთავსდება ჯვარი, გამოხსნის სიმბოლო. შემდეგ ყოვლადწმინდა სამების ხატი. მარჯვნივ მაცხოვრისა, ხოლო მარცხნივ ღვთისმშობლის ხატები. დაუშვებელია, მაცხოვრის ზემოთ რომელიმე წმინდანის ხატი განთავსდეს, უნდა დავიცვათ იერარქიულობა და თან ხატი კანონიკური უნდა იყოს. ქვედა რიგში - წინასწარმეტყველების, მათ გვერდით ან ქვევით - მოციქულთა, მღვდელმთავართა, დიდმოწამეთა, წმინდათა უვეცხლოთა მკურნალთა, წმინდა იოაკიმე და ანას ხატები შეიძლება ჩამოვკიდოთ.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია