პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქობულეთის ტრაგედიის ვერსიები: რატომ ვერ შეძლეს ბავშვებმა ალმოდებული ოთახიდან თავის დაღწევა
ქობულეთის ტრაგედიის ვერსიები: რატომ ვერ შეძლეს ბავშვებმა ალმოდებული ოთახიდან თავის დაღწევა

რა­ტომ ვერ შეძ­ლეს ბავ­შვებ­მა ალ­მო­დე­ბუ­ლი ოთა­ხი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა და რამ გა­მო­იწ­ვია ხან­ძა­რი? - ქო­ბუ­ლეთ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა, გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მა­ნამ­დე კი მხო­ლოდ ვერ­სი­ებ­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი.

გა­ნი­ხი­ლე­ბა ცე­ცხლის გა­ჩე­ნის რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტი - მათ შო­რის ელექტრო­სა­დე­ნე­ბის მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბა და თამ­ბა­ქოს ნამ­წვი.

ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და პე­და­გო­გე­ბი ქე­ი­ფობ­დნენ, ბავ­შვე­ბი კი უყუ­რა­დღე­ბოდ ჰყავ­დათ და­ტო­ვე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ ქო­ბუ­ლეთ­ში დამ­წვა­რი სას­ტუმ­რო "არ­მა­ზის" მფლო­ბელ­მა შერ­მა­დინ არ­თმე­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რამ გა­მო­იწ­ვია ხან­ძა­რი, მის­თვის უც­ნო­ბია. არ­თმე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ხან­ძრის დროს იმ ნომ­რის გახ­სნა სცა­დეს, სა­დაც ბავ­შვე­ბი და­ი­ღუპ­ნენ, თუმ­ცა, კარი და­კე­ტი­ლი იყო.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მო­ზარ­დებ­მა მე­ტა­ლო-პლასტმა­სის კა­რის გა­ცხე­ლე­ბის გამო, ვერ შეძ­ლეს მისი გა­ღე­ბა. კა­რის გა­რე­დან ჩა­კეტვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყვეს მაშ­ვე­ლებ­მაც.

თალკო ვე­რუ­ლი­ძე, ქო­ბუ­ლე­თის მკვიდ­რი:

იძა­ხი­ან, თით­ქოს, კონ­დი­ცი­ო­ნერს გა­უჩ­ნდაო. კონ­დი­ცი­ო­ნე­რი გა­მო­რი­ცხუ­ლია. იმას ისე­თი დამ­ცვე­ლე­ბი აქვს, მოკ­ლე ჩარ­თვაც რომ ყო­ფი­ლი­ყო, მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­თი­შავ­და. ...შე­იძ­ლე­ბა, სი­გა­რე­ტი და­მა­ლეს და იმას გა­უჩ­ნდა.

სულ­ხან ოქ­რო­პი­რი­ძე, ქო­ბუ­ლე­თის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე:

რამ გა­მო­იწ­ვია ხან­ძა­რი, ამა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მოკ­ვლე­ვა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გვექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნა.

არის ვერ­სი­ე­ბი, რომ ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბი­დან იყო... ყვე­ლა სას­ტუმ­რო, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის იქ­ნე­ბა, თუ სხვა, უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს, რომ ასე­თი რამ აღარ მოხ­დეს...

ჰუ­სე­ინ სი­რა­ბი­ძე, ბა­თუ­მის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:

მაქ­სი­მა­ლუ­რად ხდე­ბო­და ევა­კუ­ა­ცია, ხოლო როცა მოხ­და ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა და შე­ვაღ­წი­ეთ ოთახ­ში, სა­დაც ეს ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, ოთახს კა­რე­ბი სა­ერ­თოდ აღარ ჰქონ­და... რამ­დე­ნა­დაც ვიცი, კა­რე­ბი ჩა­კე­ტი­ლი არ იყო, რად­გან პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და სა­მაშ­ვე­ლოს სამ­სა­ხურ­მა ამ ბავ­შვე­ბის ნა­წი­ლის დრო­უ­ლი ევა­კუ­ა­ცია შეძ­ლეს.

ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე ნა­ნახს "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ოც­მე­თა­უ­რი მალ­ხაზ ვე­რუ­ლი­ძე აღ­წერს.

"გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­სა­მე სარ­თულ­ზე უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. სამ­წუ­ხა­როდ, მე­სა­მე სარ­თულ­ზე ას­ვლა ვერ შევ­ძე­ლით, ხის კიბე იყო და იმ­ხე­ლა ცე­ცხლი გაჩ­ნდა, კიბე ჩა­მო­ი­შა­ლა. სა­ხან­რძროს სპეც­მან­ქა­ნა მო­ვი­და, იმ მან­ქა­ნის კი­ბით ავე­დი მე­სა­მე სარ­თულ­ზე, მერე სხვე­ბიც ამომ­ყვნენ. ცე­ცხლის პა­ტარ-პა­ტა­რა კე­რებს ვაქ­რობ­დით. ამ დროს ვნა­ხეთ ბავ­შვე­ბი... ჩემ­მა კო­ლე­გამ მი­თხრა, ეს რა არი­სო.. იმ ოთახს, სა­დაც ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, აღარც კარი ჰქონ­და, აღარც ფან­ჯა­რა, არც სა­წო­ლე­ბი გვი­ნა­ხავს, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი დამ­წვა­რი, დახ­რუ­კუ­ლი და მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლი იყო", - ამ­ბობს მე­ხან­ძრე.

ქო­ბუ­ლე­თის ტრა­გე­დი­ის ქრო­ნი­კა თეგ­ზე #ხან­ძა­რი ქო­ბუ­ლეთ­ში

იხი­ლეთ ვი­დეო: "ამ­ბო­ბენ, რომ ცხე­დარს ხელ­ში კა­რის სა­ხე­ლუ­რი ეჭი­რა..."

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Kvirispalitra.ge-ს, Ipn.ge-სა და Rustavi.2-ს მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ქობულეთის ტრაგედიის ვერსიები: რატომ ვერ შეძლეს ბავშვებმა ალმოდებული ოთახიდან თავის დაღწევა

ქობულეთის ტრაგედიის ვერსიები: რატომ ვერ შეძლეს ბავშვებმა ალმოდებული ოთახიდან თავის დაღწევა

რატომ ვერ შეძლეს ბავშვებმა ალმოდებული ოთახიდან თავის დაღწევა და რამ გამოიწვია ხანძარი? - ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის მიზეზების დადგენა, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი მხოლოდ ვერსიებზე შეიძლება საუბარი.

განიხილება ცეცხლის გაჩენის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი - მათ შორის ელექტროსადენების მოუწესრიგებლობა და თამბაქოს ნამწვი.

ანსამბლის ხელმძღვანელები და პედაგოგები ქეიფობდნენ, ბავშვები კი უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული, - ამის შესახებ ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის" მფლობელმა შერმადინ ართმელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, რამ გამოიწვია ხანძარი, მისთვის უცნობია. ართმელაძე ამბობს, რომ ხანძრის დროს იმ ნომრის გახსნა სცადეს, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, თუმცა, კარი დაკეტილი იყო.

არ არის გამორიცხული, მოზარდებმა მეტალო-პლასტმასის კარის გაცხელების გამო, ვერ შეძლეს მისი გაღება. კარის გარედან ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია უარყვეს მაშველებმაც.

თალკო ვერულიძე, ქობულეთის მკვიდრი:

იძახიან, თითქოს, კონდიციონერს გაუჩნდაო. კონდიციონერი გამორიცხულია. იმას ისეთი დამცველები აქვს, მოკლე ჩართვაც რომ ყოფილიყო, მომენტალურად გათიშავდა. ...შეიძლება, სიგარეტი დამალეს და იმას გაუჩნდა.

სულხან ოქროპირიძე, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე:

რამ გამოიწვია ხანძარი, ამაზე მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს მომავალში გვექნება შესაბამისი დასკვნა.

არის ვერსიები, რომ ელექტროგაყვანილობიდან იყო... ყველა სასტუმრო, საოჯახო ტიპის იქნება, თუ სხვა, უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ზომებს, რომ ასეთი რამ აღარ მოხდეს...

ჰუსეინ სირაბიძე, ბათუმის სამაშველო სამსახურის უფროსი:

მაქსიმალურად ხდებოდა ევაკუაცია, ხოლო როცა მოხდა ხანძრის ლოკალიზება და შევაღწიეთ ოთახში, სადაც ეს ბავშვები იყვნენ, ოთახს კარები საერთოდ აღარ ჰქონდა... რამდენადაც ვიცი, კარები ჩაკეტილი არ იყო, რადგან პოლიციის თანამშრომლებმა და სამაშველოს სამსახურმა ამ ბავშვების ნაწილის დროული ევაკუაცია შეძლეს.

ტრაგედიის ადგილზე ნანახს "კვირის პალიტრასთან" საუბრისას სახანძრო სამსახურის ოცმეთაური მალხაზ ვერულიძე აღწერს.

"გვქონდა ინფორმაცია, რომ მესამე სართულზე უნდა ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, მესამე სართულზე ასვლა ვერ შევძელით, ხის კიბე იყო და იმხელა ცეცხლი გაჩნდა, კიბე ჩამოიშალა. სახანრძროს სპეცმანქანა მოვიდა, იმ მანქანის კიბით ავედი მესამე სართულზე, მერე სხვებიც ამომყვნენ. ცეცხლის პატარ-პატარა კერებს ვაქრობდით. ამ დროს ვნახეთ ბავშვები... ჩემმა კოლეგამ მითხრა, ეს რა არისო.. იმ ოთახს, სადაც ბავშვები იყვნენ, აღარც კარი ჰქონდა, აღარც ფანჯარა, არც საწოლები გვინახავს, რადგან ყველაფერი დამწვარი, დახრუკული და მიწასთან გასწორებული იყო", - ამბობს მეხანძრე.

ქობულეთის ტრაგედიის ქრონიკა თეგზე #ხანძარი ქობულეთში

იხილეთ ვიდეო: "ამბობენ, რომ ცხედარს ხელში კარის სახელური ეჭირა..."

მომზადებულია Kvirispalitra.ge-ს, Ipn.ge-სა და Rustavi.2-ს მასალების მიხედვით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია