პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს: ის, რაც ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს საგანგებო სიტუაციების დროს
როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს: ის, რაც ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს საგანგებო სიტუაციების დროს

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა მას­შტა­ბუ­რი ბუ­ნებ­რი­ვი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბი, საფრ­თხეს უქ­მნის რო­გორც ცალ­კე­უ­ლი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის, რა­ი­ო­ნე­ბი­სა და ქა­ლა­ქე­ბის, ასე­ვე მთე­ლი რე­გი­ო­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას.

კა­ტას­ტრო­ფე­ბის შე­დე­გე­ბი შე­საძ­ლოა გა­ცი­ლე­ბით მცი­რე იყოს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­სახ­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა კარ­გად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და ეცო­დი­ნე­ბა კა­ტას­ტრო­ფე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მე­თო­დე­ბი.

მა­გა­ლი­თად, თუ კი თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია თქვენს სა­ცხოვ­რე­ბელ ან მის მიმ­დე­ბა­რე უახ­ლო­ეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხე­ე­ბი და რის­კე­ბი, ასე­ვე, თუ იცით: რო­გორ ან სა­ი­დან უნდა მი­ი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია და შე­სა­ბა­მი­სად რო­გორ იმოქ­მე­დოთ კრი­ტი­კულ მო­მენ­ტებ­ში, თქვენ და თქვე­ნი ოჯა­ხი იქ­ნე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხოდ. სა­ჭი­როა იცო­დეთ მო­სა­ლოდ­ნე­ლი რის­კე­ბი და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის წე­სე­ბი, აგ­რეთ­ვე ის, თუ რა ფორ­მით უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოთ სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან.

ცე­ცხლი - ეს არის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე, რო­მე­ლიც არა მარ­ტო ანად­გუ­რებს ქო­ნე­ბას, არა­მედ კლავს. ეს არ და­უშ­ვათ, დრო­უ­ლად მი­ი­ღეთ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მე­ბი!

რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ხან­ძრის დროს

  • თუ ღამე შე­ნიშ­ნეთ ხან­ძა­რი და არ გაქვთ სა­ხან­ძრო სიგ­ნა­ლი­ზა­ცია, მი­ირ­ბი­ნეთ ფან­ჯა­რას­თან ან გა­ი­ქე­ცით სა­დარ­ბა­ზო­ში შე­ძა­ხი­ლით "ხან­ძა­რია"!
  • გა­აღ­ვი­ძეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი
  • და­რე­კეთ 112-ზე და მი­ა­წო­დეთ მკა­ფიო ინ­ფორ­მა­ცია ხან­ძრის ზუსტ ად­გილ­ზე: მი­სა­მარ­თი, სარ­თუ­ლი და ბი­ნის ნო­მე­რი
  • თუ ხან­ძა­რი გაჩ­ნდა თქვე­ნი ბი­ნის მხო­ლოდ ერთ ოთახ­ში და­ხუ­რეთ კარი და გა­მორ­თეთ შუქი. გა­მო­ი­ძა­ხეთ სა­ხან­ძრო დახ­მა­რე­ბა და მო­ახ­დი­ნეთ თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ევა­კუ­ა­ცია. მცი­რე ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში, სცა­დეთ მისი თა­ვად­ვე ჩაქ­რო­ბა.
  • ძლი­ე­რი ხან­ძრის დროს, და­ტო­ვეთ ბინა და და­კე­ტეთ ყვე­ლა ფან­ჯა­რა და კა­რე­ბი, რად­გან ბი­ნა­ში სუფ­თა ჰა­ე­რის ნა­კა­დის შეს­ვლა ხელს შე­უ­წყობს ცე­ცხლის სწრაფ გავ­რცე­ლე­ბას.
  • ევა­კუ­ა­ცი­ის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი შეგ­როვ­დეს ერთ ოთახ­ში და მხო­ლოდ ყვე­ლას შეგ­რო­ვე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვეთ ბინა

გახ­სოვ­დეთ! არ გა­მო­ი­ყე­ნოთ წყა­ლი აა­ლე­ბუ­ლი ელექტრო გაყ­ვა­ნი­ლო­ბის და ელექტრო­ხელ­სა­წყო­ე­ბის ჩა­საქ­რო­ბად, რად­გან აღ­ნიშ­ნულ­მა ქმე­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს დე­ნით და­ზი­ა­ნე­ბა. ბენ­ზი­ნის და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ჩა­საქ­რო­ბად, რად­გან ისი­ნი ექ­ცე­ვი­ან წყლის ზე­და­პირ­ზე და ამი­ტომ აღ­ნიშ­ნულ­მა მცდე­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბა

  • მზად იყა­ვით ცე­ცხლის­გან და კვამ­ლის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, თუ არის დრო, ჩა­იც­ვით სქე­ლი ქურ­თუ­კი და სქელ­ძი­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი; პირ­ზე და ცხვირ­ზე აი­ფა­რეთ სვე­ლი ნა­ჭე­რი ან პირ­სა­ხო­ცი
  • ხან­ძრის დროს არას­დროს ისარ­გებ­ლოთ ლიფ­ტით, რად­გან კვამ­ლი ად­ვი­ლად აღ­წევს ლიფ­ტის შახ­ტა­ში და კა­ბი­ნა­ში, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ლიფ­ტში მყო­ფე­ბის გა­გუდ­ვა
  • თუ ცე­ცხლი უშუ­ა­ლოდ თქვენ არ გე­მუქ­რე­ბათ (ხან­ძა­რი თქვენს ბი­ნა­ში არ არის), მა­შინ თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხოა თქვენ­სა­ვე ბი­ნა­ში დარ­ჩე­ნა. კვამ­ლის შეღ­წე­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და­კე­ტეთ კა­რე­ბე­ბი, ფან­ჯრე­ბი და ნაპ­რა­ლე­ბი ამო­ქო­ლეთ სვე­ლი პირ­სა­ხო­ცით.
  • თუ გა­რეთ კვამ­ლი არ დგას – გა­დით აი­ვან­ზე, გა­მო­ი­კე­ტეთ კარი და და­ე­ლო­დეთ დახ­მა­რე­ბას

რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ხან­ძა­რი? და­ი­ცა­ვით შემ­დე­გი წე­სე­ბი:

  • გა­ი­ტა­ნეთ ად­ვი­ლად აა­ლე­ბა­დი საგ­ნე­ბი – ძვე­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი, სა­ღე­ბა­ვის კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი, გამ­ხსნე­ლე­ბი, ძვე­ლი ავე­ჯი და სხვა ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ინა­ხე­ბა სარ­დაფ­ში, ავ­ტო­ფა­რეხ­ში, სხვენ­ში და ა.შ.
  • რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­ა­წეს­რი­გეთ და არ ჩა­ხერ­გოთ სა­ხან­ძრო კი­ბე­ე­ბი და გა­სას­ვლე­ლე­ბი, რად­გან უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ თქვე­ნი და თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერთ გზას.
  • შე­ა­მოწ­მეთ თქვე­ნი ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის: ცე­ცხლმაქ­რე­ბის, სა­ხან­ძრო სა­ხე­ლო­ე­ბის (შლან­გე­ბი), ჰიდ­რან­ტე­ბის გა­მარ­თუ­ლო­ბა და გქონ­დეთ ისი­ნი სა­მუ­შაო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში
  • ის­წავ­ლეთ თქვენ და ას­წავ­ლეთ თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებს ცე­ცხლმაქ­რის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გა­ნაც ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში არ გექ­ნე­ბათ ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის კი­თხვის დრო
  • ას­წავ­ლეთ ბავ­შვებს ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში დარ­ე­კონ 112-ზე
  • შე­ნო­ბა­ში ხან­ძრის შე­ნიშ­ვნი­სას ან კვამ­ლის არ­სე­ბო­ბი­სას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­რე­კეთ სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ იფიქ­როთ, რომ ეს უკვე სხვამ გა­ა­კე­თა
  • არას­დროს გა­და­აგ­დოთ ჩა­უმ­ქრა­ლი სი­გა­რე­ტი ფან­ჯრი­დან ან აივ­ნი­დან, რად­გა­ნაც არ­სე­ბობს თქვენს ქვე­მოდ მდე­ბა­რე ბი­ნის ოთახ­ში ან აი­ვან­ზე მისი მოხ­ვედ­რის და ხან­ძრის გა­მოწ­ვე­ვის დიდი ალ­ბა­თო­ბა
წყა­რო|euroeastcp.eu
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს: ის, რაც ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს საგანგებო სიტუაციების დროს

როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს: ის, რაც ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს საგანგებო სიტუაციების დროს

საგანგებო სიტუაციები, როგორიცაა მასშტაბური ბუნებრივი სტიქიური მოვლენები და  ტექნოლოგიური კატასტროფები, საფრთხეს უქმნის როგორც ცალკეული დასახლებული პუნქტების, რაიონებისა და ქალაქების, ასევე მთელი რეგიონების უსაფრთხოებას და განვითარებას.

კატასტროფების შედეგები შესაძლოა გაცილებით მცირე იყოს იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა იქნება კარგად ინფორმირებული და ეცოდინება კატასტროფების პრევენციის მეთოდები.

მაგალითად, თუ კი თქვენთვის ცნობილია თქვენს საცხოვრებელ ან მის მიმდებარე უახლოეს ტერიტორიაზე არსებული პოტენციური საფრთხეები და რისკები, ასევე, თუ იცით: როგორ ან საიდან უნდა მიიღოთ ინფორმაცია და შესაბამისად როგორ იმოქმედოთ კრიტიკულ მომენტებში, თქვენ და თქვენი ოჯახი იქნებით მაქსიმალურად უსაფრთხოდ. საჭიროა იცოდეთ მოსალოდნელი რისკები და მათზე რეაგირების წესები, აგრეთვე ის, თუ რა ფორმით უნდა ითანამშრომლოთ სახანძრო-სამაშველო სამსახურთან.

ცეცხლი - ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც არა მარტო ანადგურებს ქონებას, არამედ კლავს. ეს არ დაუშვათ, დროულად მიიღეთ აუცილებელი ზომები!

როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს

  • თუ ღამე შენიშნეთ ხანძარი და არ გაქვთ სახანძრო სიგნალიზაცია, მიირბინეთ ფანჯარასთან ან გაიქეცით სადარბაზოში შეძახილით "ხანძარია"!
  • გააღვიძეთ ოჯახის წევრები და მეზობლები
  • დარეკეთ 112-ზე და მიაწოდეთ მკაფიო ინფორმაცია ხანძრის ზუსტ ადგილზე: მისამართი, სართული და ბინის ნომერი
  • თუ ხანძარი გაჩნდა თქვენი ბინის მხოლოდ ერთ ოთახში დახურეთ კარი და გამორთეთ შუქი. გამოიძახეთ სახანძრო დახმარება და მოახდინეთ თქვენი ოჯახის წევრების ევაკუაცია. მცირე ხანძრის შემთხვევაში, სცადეთ მისი თავადვე ჩაქრობა.
  • ძლიერი ხანძრის დროს, დატოვეთ ბინა და დაკეტეთ ყველა ფანჯარა და კარები, რადგან ბინაში სუფთა ჰაერის ნაკადის შესვლა ხელს შეუწყობს ცეცხლის სწრაფ გავრცელებას.
  • ევაკუაციის დროს აუცილებელია ოჯახის ყველა წევრი შეგროვდეს ერთ ოთახში და მხოლოდ ყველას შეგროვების შემდეგ დატოვეთ ბინა

გახსოვდეთ! არ გამოიყენოთ წყალი აალებული ელექტრო გაყვანილობის და ელექტროხელსაწყოების ჩასაქრობად, რადგან აღნიშნულმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს დენით დაზიანება. ბენზინის და ნავთობპროდუქტების ჩასაქრობად, რადგან ისინი ექცევიან წყლის ზედაპირზე და ამიტომ აღნიშნულმა მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება

  • მზად იყავით ცეცხლისგან და კვამლისგან თავის დასაცავად, თუ არის დრო, ჩაიცვით სქელი ქურთუკი და სქელძირიანი ფეხსაცმელი; პირზე და ცხვირზე აიფარეთ სველი ნაჭერი ან პირსახოცი
  • ხანძრის დროს არასდროს ისარგებლოთ ლიფტით, რადგან კვამლი ადვილად აღწევს ლიფტის შახტაში და კაბინაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლიფტში მყოფების გაგუდვა
  • თუ ცეცხლი უშუალოდ თქვენ არ გემუქრებათ (ხანძარი თქვენს ბინაში არ არის), მაშინ თქვენთვის ყველაზე უსაფრთხოა თქვენსავე ბინაში დარჩენა. კვამლის შეღწევის თავიდან ასაცილებლად დაკეტეთ კარებები, ფანჯრები და ნაპრალები ამოქოლეთ სველი პირსახოცით.
  • თუ გარეთ კვამლი არ დგას – გადით აივანზე, გამოიკეტეთ კარი და დაელოდეთ დახმარებას

როგორ ავიცილოთ თავიდან ხანძარი? დაიცავით შემდეგი წესები:

  • გაიტანეთ ადვილად აალებადი საგნები – ძველი ჟურნალები, საღებავის კონტეინერები, გამხსნელები, ძველი ავეჯი და სხვა ნივთები, რომლებიც ინახება სარდაფში, ავტოფარეხში, სხვენში და ა.შ.
  • რეგულარულად მოაწესრიგეთ და არ ჩახერგოთ სახანძრო კიბეები და გასასვლელები, რადგან უმეტეს შემთხვევებში ისინი წარმოადგენენ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების გადარჩენის ერთადერთ გზას.
  • შეამოწმეთ თქვენი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის: ცეცხლმაქრების, სახანძრო სახელოების (შლანგები), ჰიდრანტების გამართულობა და გქონდეთ ისინი სამუშაო მდგომარეობაში
  • ისწავლეთ თქვენ და ასწავლეთ თქვენი ოჯახის წევრებს ცეცხლმაქრის სწორად გამოყენება, რადგანაც ხანძრის შემთხვევაში არ გექნებათ ინსტრუქციების კითხვის დრო
  • ასწავლეთ ბავშვებს ხანძრის შემთხვევაში დარეკონ 112-ზე
  • შენობაში ხანძრის შენიშვნისას ან კვამლის არსებობისას დაუყოვნებლივ დარეკეთ სახანძრო-სამაშველო სამსახურში და არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ეს უკვე სხვამ გააკეთა
  • არასდროს გადააგდოთ ჩაუმქრალი სიგარეტი ფანჯრიდან ან აივნიდან, რადგანაც არსებობს თქვენს ქვემოდ მდებარე ბინის ოთახში ან აივანზე მისი მოხვედრის და ხანძრის გამოწვევის დიდი ალბათობა
წყარო|euroeastcp.eu

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია