ქართველი ბაიკერების აქცია ვაკის პარკში: რა ხდება პუტინის "ღამის მგლების" მოლოდინში

ქართველი ბაიკერების აქცია ვაკის პარკში: რა ხდება პუტინის "ღამის მგლების" მოლოდინში

ვაკის პარკთან ქართველი ბაიკერები რუსი ბაიკერების საწინააღმდეგო აქციას მართავენ. როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ბაიკერები აცხადებენ, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ რუსები დღეს ფაშიმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით მარშის მოწყობას აპირებენ. მათივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებს ამისი უფლება არ გააჩნიათ და ისინი პირველ რიგში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულების საფლავზე უნდა მიდიოდნენ.

როგორც ერთ-ერთმა ქართველმა ბაიკერმა ლერი ჯოჯუამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეკრებილები შეეცდებიან ხელი შეუშალონ რუსებს დაგეგმილი ღონისძიების გამართვაში.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი აპირებენ მარშით გავლას. ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, რადგან რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში რაიმე არ უნდა იზეიმონ, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ოკუპანტია", - აღნიშნა ლერი ჯოჯუამ.

ბათუმელმა ბაიკერმა ირაკლი შანავამ კი განაცხადა, რომ ბაიკერი უნდა იყოს თავისუფალი და არ უნდა ასრულებდეს პოლიტიკურ დაკვეთებს. "რუსი ბაიკერები არ უნდა იღებდნენ რაიმე პოლიტიკურ ღონისძიებაში მონაწილეობას. ბაიკში რომ ჩაგისხამენ საწვავს რაღაც პოლიტიკური მიზნისთვის, უკვე ნიშნავს, რომ ბაიკერი არ ხარ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი აპირებენ თავიანთი ბაფთებით ჩავლას, რის საშუალებასაც არ მივცემთ. ჯერ ჩვენს დაღუპულ ბიჭებთან მივიდნენ, ფაშიმზე ხომ მხოლოდ რუსებს არ გაუმარჯვიათ", - აღნიშნა ირაკლი შანავამ.

ვაკის პარკთან შეკრებილებს შორის რამდენიმე უკრაინელი ბაიკერიც იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მათგანმა ალექსანდრ იარემჩუკმა განუცხადა, აქციაზე მისი მისვლის მიზანი არის ის, რომ გააპროტესტოს რუსი ბაიკერების მხრიდან პოლიტიკური მიზნებით მოქმედებები. მისი თქმით, ბაიკერი პოლიტიკურად თავისუფალი უნდა იყოს, ხოლო ის ჯგუფი, რომელიც საქართველოში მოძრაობს, პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, რადგან მათი ჯგუფის ხელმძღვანელი პუტინის მეგობარია.

შეკრებილები ადგილზე მისულები არიან მოტოციკლებით, რომლებზეც ქართული დროშებია დამაგრებული. აქციის პარალელურად ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

სიახლე!

თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია