პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ულამაზესი ადგილები, რომლის ნახვა 15-20 ლარად შეგიძლიათ
საქართველოს ულამაზესი ადგილები, რომლის ნახვა 15-20 ლარად შეგიძლიათ

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, თუ რისი ნახ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში 15-20 ლა­რის ფარ­გლებ­ში. ანუ, იმ ფას­ში, რა­საც დე­და­ქა­ლა­ქის რო­მე­ლი­მე კვე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პი­რო­ბი­თად, პი­ცა­ში და­ხარ­ჯავთ... ამ ფა­სებ­ში არ­ჩე­ვა­ნი საკ­მა­ოდ დი­დია; და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 ლარ­ში შე­გიძ­ლი­ათ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბევ­რი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლის ნახ­ვა. ფა­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დე­და­ქა­ლა­ქი­დან შორს ვერ წახ­ვალთ, თუმ­ცა თბი­ლი­სის ახლო-მახ­ლო უამ­რა­ვი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი და და­სათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ად­გი­ლია.

რო­გორც Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ, მე­დეა ჯა­ნი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­გორც უცხო­ელ ტუ­რის­ტებს, ისე ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს ქვეყ­ნის ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად პი­რო­ბებს უფრო უად­ვი­ლე­ბენ და ახალ-ახალ პრო­ექ­ტებს სთა­ვა­ზო­ბენ.

- ჩვენ უშუ­ა­ლოდ მარ­შუ­ტე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ ვართ, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბას ვქმნით იმის­თვის, რომ ვი­საც ქვეყ­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად სურს, ანუ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ში ტურს არ გეგ­მავს, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უ­ად­ვილ­დეს ქვეყ­ნის ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის ნახ­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, მარ­შუ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბას­თან ერ­თად, ვა­კე­თებთ მარ­კი­რე­ბას. ერთ-ერთი მარ­კი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გა­ვა­კე­თეთ დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ დგას ნიშ­ნე­ბი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლე­ბას გაჩ­ვე­ნებს. ახლა ვმუ­შა­ობთ იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში მარ­კი­რე­ბის ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტი შევ­ქმნათ, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი დო­ნო­რი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ხში­რად თვი­თონ აკე­თებს მარ­კი­რე­ბას და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბია, ამი­ტომ ჩვენ მათ­თან ერ­თად კო­მი­სია შევ­ქმე­ნით და ერ­თი­ან სტან­დარტზე ვი­მუ­შა­ვებთ.

- ქვე­ყა­ნას ში­და­ტუ­რიზ­მის კუ­თხით რა პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია?

- პო­ტენ­ცი­ა­ლი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს. მა­გა­ლი­თად, უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი გვაქვს კულ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში 12 ათას­ზე მეტი ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ძეგლია. გვაქვს სამ­კურ­ნა­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის 2 400-ზე მეტი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, ქვე­ყა­ნა­ში 103 კუ­რორ­ტია. მარ­თა­ლია, აქე­დან სულ 4 ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, თუმ­ცა ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი უდი­დე­სია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ტენ­ცი­ა­ლი გვაქვს ღვი­ნის ტუ­რიზ­მის კუ­თხით. მა­გა­ლი­თად კა­ხეთ­ში, უამ­რა­ვი სა­ო­ჯა­ხო მა­რა­ნი და შატო არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ტუ­რისტს სრულ­ფა­სო­ვან შე­თა­ვა­ზე­ბას უკე­თებს და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რე­ბიც აქვთ. შე­გიძ­ლი­ათ ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბა, ქვევრში ღვი­ნის და­წურ­ვის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა და ა.შ.

ასე­ვე, ძა­ლი­ან დი­დია სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მთი­ან რე­გი­ონ­ში. ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს თუ­შე­თი, ხევ­სუ­რე­თი, სვა­ნე­თი.

- რისი ნახ­ვა შე­უძ­ლია მსურ­ველს დე­და­ქა­ლაქთან ახ­ლოს, თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში?

- თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში ახლა და­ვა­მუ­შა­ვეთ აგ­რო­ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე მარ­შუ­ტი, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ მო­ვახ­დი­ნეთ აგრო ობი­ექ­ტე­ბის ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია. ამ ობი­ექ­ტებს ჩა­უ­ტარ­დათ ტრე­ნინ­გე­ბი, თუ რო­გორ შეს­თა­ვა­ზონ თა­ვი­სი პრო­დუქ­ტი ტუ­რის­ტებს. ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლი ამა­ში ის არის, რომ ყვე­ლა ეს ობი­ექ­ტი თბი­ლის­თან მაქ­სი­მუმ ერთი სა­ა­თის სა­ვალ­ზეა. ასე­თი სულ 70 ობი­ექ­ტია და თი­თო­ე­უ­ლი ობი­ექ­ტი მსურ­ველს აგ­რო­კულ­ტუ­რულ პრო­დუქტს სთა­ვა­ზობს. ზოგს ფერ­მა აქვს, ზოგს ცხე­ნე­ბის თავ­ლა. მთა­ვა­რი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა ამა­ში ის არის, რომ ადა­მი­ანს შე­გიძ­ლია ქა­ლაქ­გა­რეთ გახ­ვი­დე, სუფ­თა გა­რე­მო­ში და­ის­ვე­ნო, სუფ­თა ბი­ოპ­რო­დუქ­ტი მი­ირ­თვა. ძა­ლი­ან ბევ­რი მარ­შუ­ტი გვაქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სვა­ნეთ­ზე, ახლა ვა­კე­თებთ მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ზე, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ზე.

- ფა­სე­ბი რო­გო­რია? რის ნახ­ვას შევ­ძლებთ თუნ­დაც 15-20 ლა­რად?

- ფა­სის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩვენ არ ვართ, ეს ბიზ­ნეს­ზეა გათ­ვლი­ლი და ამას კონ­კუ­რენ­ცია გან­სა­ზღვრავს, თუმ­ცა ფასი ყვე­ლა­ნა­ი­რია. უბ­რა­ლოდ, ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა უფრო მეტი პრობ­ლე­მაა, ვიდ­რე ფასი, რად­გან ნე­ბის­მი­ერ რე­გი­ონ­ში, ფასი და­წყე­ბუ­ლი 20 ლა­რი­დან, შე­იძ­ლე­ბა 200 ლა­რამ­დეც ავი­დეს, ეს მომ­ხმა­რებ­ლის გა­დახ­დის უნა­რი­ა­ნო­ბა­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და თვი­თონ ობი­ექ­ტზეც. თუმ­ცა იმა­ზეც ვმუ­შა­ობთ, რომ ყვე­ლა ობი­ექ­ტი თა­ვი­სი ფა­სი­თაც და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი­თაც ყვე­ლა მსურ­ვე­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს.

გვაქვს პორ­ტა­ლი Mygeorgia.ge, სა­დაც სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მით ტუ­რისტს შე­უძ­ლია მო­ძებ­ნოს კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას რისი ნახ­ვა სურს და ამ დგი­ლის შე­მო­გა­რენ­ში რა ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბია. ამა­ვე სა­იტ­ზე კერ­ძო სექ­ტორს ფა­სე­ბიც აქვთ მი­თი­თე­ბუ­ლი. ამას გარ­და, ავი­ღეთ ძი­რი­თა­დი ქა­ლა­ქე­ბი და და­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად თბი­ლი­სი, ბორ­ჯო­მი, მეს­ტია, ყაზ­ბე­გი, მცხე­თა, ქუ­თა­ი­სი და გა­ვა­კე­თეთ პა­ტა­რა ბუკ­ლე­ტი, რო­მელ­შიც აღ­წე­რი­ლია ის მთა­ვა­რი ათი ად­გი­ლი, რაც უნდა ნა­ხოს იქ ჩა­სულ­მა უცხო­ელ­მა ტუ­რის­ტმა თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ.

Ambebi.ge იმ ტუ­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­და, რომ­ლე­ბიც შიდა ტუ­რებს აწყო­ბენ. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამი­სათ­ვის უამ­რა­ვი ჯგუ­ფია შექ­მნი­ლი, რომ­ლე­ბიც იაფ და სა­სი­ა­მოვ­ნო ტუ­რებს აწყო­ბენ რო­გორც თბი­ლის­თან ახ­ლოს, ისე ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში. ერთ-ერთი ასე­თი ჯგუ­ფია ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტუ­რე­ბი. ხელ­მძღვა­ნელს გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ და ვკი­თხეთ, თუ რისი ნახ­ვა შეგ­ვიძ­ლია 15-20 ლა­რად.

გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლი: პი­რა­დად მე ვა­კე­თებ ტუ­რებს. თან­ხა­ში შე­დის მხო­ლოდ მგზავ­რო­ბა. ორ­გა­ნი­ზე­ბა­საც ვუ­წევ და გი­დო­ბა­საც. 15-20 ლა­რის ფარ­გლებ­ში მაქვს ასე­თი ტუ­რე­ბი:

17-18 ლარი - ქვე­მო ქარ­თლი:

ცურ­ტა­ვის ციხე, ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი, წუღ­რუ­ღა­შე­ნი, დმა­ნი­სის სი­ო­ნი.

შიდა ქარ­თლი (კას­პის რა­ი­ო­ნი) - 20 ლა­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია ქვა­თა­ხე­ვის, მე­ტე­ხის, ერ­თაწ­მინ­დას, ჩა­ჩუ­ბე­თი­სა და რკო­ნის ნახ­ვა.

18 ლა­რად ლაშ­ქრო­ბა არის ლო­მის­ზე, ანა­ნუ­რი, ქვე­მო ლო­მი­სა, ლო­მი­სის წმ. გი­ორ­გი.

ფშა­ვის ტური 18 ლარი ღირს და შე­დის წილ­კა­ნი, ბა­ზა­ლე­თი, ანა­ნუ­რი, მა­ღა­როს­კა­რი, ჩარ­გა­ლი.

კა­ხე­თი #1 20 ლარი: უჯარ­მის ციხე, ძვე­ლი და ახა­ლი შუ­ამ­თა, იყალ­თო, ალა­ვერ­დი, გრე­მი, ნეკ­რე­სი (შე­საძ­ლოა იყალ­თოს და ალა­ვერ­დის გა­მოკ­ლე­ბა ტუ­რის­თვის და ილი­ას ტბი­სა და გურ­ჯა­ა­ნის ყოვ­ლად­წ­მინ­დის ჩა­მა­ტე­ბა).

კა­ხე­თი #2 20 ლარი: ნი­ნოწ­მინ­და, ჩა­ი­ლუ­რის ციხე, ვე­ჯი­ნი, გურ­ჯა­ა­ნის ყოვ­ლად­წ­მინ­და, კუ­რორ­ტი ახ­ტა­ლა, ზე­გა­ა­ნის ყვე­ლაწ­მინ­და (ამ ტურს უც­ნობ კა­ხეთს ვე­ძა­ხი, რად­გან შე­და­რე­ბით უც­ნო­ბი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბია).

გარე კა­ხე­თი - ქი­ზი­ყი 20 ლარი: და­ვით გა­რე­ჯის ლავ­რა, უდაბ­ნოს მო­ნას­ტე­რი, სიღ­ნა­ღი, ბოდ­ბე.

მსგავს ტუ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აწყობს კი­დევ ერთი ჯგუ­ფის "წი­ნა­პარ­თა ნაკ­ვა­ლევ­ზე" ავ­ტო­რი.

"ახლო ტუ­რებს ნაკ­ლე­ბად ვა­წყობ. 20 ლა­რად არის ქვე­მო ქარ­თლის, კა­ხე­თის, შიდა ქარ­თლის ტუ­რე­ბი. თან­ხა­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და გი­დის მომ­სა­ხუ­რე­ბა შე­დის. ქვე­მო ქარ­თლის ტურ­ში შე­დის ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი, დმა­ნი­სის სი­ო­ნი, წუღ­რუ­ღა­შე­ნის ტა­ძა­რი, ფი­ტა­რე­თის მო­ნას­ტე­რი. შიდა ქარ­თლში - ძა­მის ხე­ო­ბის მო­ნას­ტრე­ბი, ნი­ნოწ­მინ­დის მო­ნას­ტე­რი, ალავ­რდი, იყალ­თო, შუ­ამ­თა ნეკ­რე­სი გრე­მი.

კა­ხე­თის შემ­თხვე­ვა­ში ფასი 22 ლა­რია".

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

საქართველოს ულამაზესი ადგილები, რომლის ნახვა 15-20 ლარად შეგიძლიათ

საქართველოს ულამაზესი ადგილები, რომლის ნახვა 15-20 ლარად შეგიძლიათ

Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რისი ნახვაა შესაძლებელი საქართველოში 15-20 ლარის ფარგლებში. ანუ, იმ ფასში, რასაც დედაქალაქის რომელიმე კვების დაწესებულებაში პირობითად, პიცაში დახარჯავთ... ამ ფასებში არჩევანი საკმაოდ დიდია; დაახლოებით 15-20 ლარში შეგიძლიათ ჩვენი ქვეყნის ბევრი ღირშესანიშნავი ადგილის ნახვა. ფასის გათვალისწინებით დედაქალაქიდან შორს ვერ წახვალთ, თუმცა თბილისის ახლო-მახლო უამრავი დასასვენებელი და დასათვალიერებელი ადგილია.

როგორც Ambebi.ge-სთან საუბარში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა, როგორც უცხოელ ტურისტებს, ისე ადგილობრივ მცხოვრებლებს ქვეყნის ღირშესანიშნავი ადგილების დასათვალიერებლად პირობებს უფრო უადვილებენ და ახალ-ახალ პროექტებს სთავაზობენ.

- ჩვენ უშუალოდ მარშუტების გამყიდველი ორგანიზაცია არ ვართ, მაგრამ ყველანაირ პირობას ვქმნით იმისთვის, რომ ვისაც ქვეყნის დათვალიერება ინდივიდუალურად სურს, ანუ ტურისტულ სააგენტოში ტურს არ გეგმავს, მაქსიმალურად გაუადვილდეს ქვეყნის ღირშესანიშნაობების ნახვა. შესაბამისად, მარშუტის შემუშავებასთან ერთად, ვაკეთებთ მარკირებას. ერთ-ერთი მარკირებული პროექტი გავაკეთეთ დედოფლისწყაროში, ეს იმას ნიშნავს, რომ დგას ნიშნები, რომელიც მიმართულებას გაჩვენებს. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ქვეყანაში მარკირების ერთიანი სტანდარტი შევქმნათ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დონორი და არასამთავრობო ორგანიზაცია ხშირად თვითონ აკეთებს მარკირებას და აბსოლუტურად განსხვავებული ნიშნებია, ამიტომ ჩვენ მათთან ერთად კომისია შევქმენით და ერთიან სტანდარტზე ვიმუშავებთ.

- ქვეყანას შიდატურიზმის კუთხით რა პოტენციალი გააჩნია?

- პოტენციალი ყველა მიმართულებით გვაქვს. მაგალითად, უდიდესი პოტენციალი გვაქვს კულტურული მიმართულებით. საქართველოში 12 ათასზე მეტი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. გვაქვს სამკურნალო მიმართულების 2 400-ზე მეტი მინერალური წყალი, ქვეყანაში 103 კურორტია. მართალია, აქედან სულ 4 ფუნქციონირებს, თუმცა ეს პოტენციალი უდიდესია. მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს ღვინის ტურიზმის კუთხით. მაგალითად კახეთში, უამრავი საოჯახო მარანი და შატო არსებობს, რომელიც ტურისტს სრულფასოვან შეთავაზებას უკეთებს და ძალიან საინტერესო ტურებიც აქვთ. შეგიძლიათ ღვინის დაგემოვნება, ქვევრში ღვინის დაწურვის პროცესში მონაწილეობის მიღება და ა.შ.

ასევე, ძალიან დიდია სათავგადასავლო ტურისტული პოტენციალი, განსაკუთრებით მთიან რეგიონში. ზაფხულის სეზონზე ძალიან კარგად მუშაობს თუშეთი, ხევსურეთი, სვანეთი.

- რისი ნახვა შეუძლია მსურველს დედაქალაქთან ახლოს, თბილისის შემოგარენში?

- თბილისის შემოგარენში ახლა დავამუშავეთ აგროტურისტული მიმართულებით რამდენიმე მარშუტი, რაც გულისხმობს იმას, რომ მოვახდინეთ აგრო ობიექტების ინვენტარიზაცია. ამ ობიექტებს ჩაუტარდათ ტრენინგები, თუ როგორ შესთავაზონ თავისი პროდუქტი ტურისტებს. ყველაზე მომხიბვლელი ამაში ის არის, რომ ყველა ეს ობიექტი თბილისთან მაქსიმუმ ერთი საათის სავალზეა. ასეთი სულ 70 ობიექტია და თითოეული ობიექტი მსურველს აგროკულტურულ პროდუქტს სთავაზობს. ზოგს ფერმა აქვს, ზოგს ცხენების თავლა. მთავარი მიმზიდველობა ამაში ის არის, რომ ადამიანს შეგიძლია ქალაქგარეთ გახვიდე, სუფთა გარემოში დაისვენო, სუფთა ბიოპროდუქტი მიირთვა. ძალიან ბევრი მარშუტი გვაქვს შემუშავებული სვანეთზე, ახლა ვაკეთებთ მცხეთა-მთიანეთზე, სამცხე-ჯავახეთზე.

- ფასები როგორია? რის ნახვას შევძლებთ თუნდაც 15-20 ლარად?

- ფასის მარეგულირებელი ჩვენ არ ვართ, ეს ბიზნესზეა გათვლილი და ამას კონკურენცია განსაზღვრავს, თუმცა ფასი ყველანაირია. უბრალოდ, ინფორმაციის ნაკლებობა უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ფასი, რადგან ნებისმიერ რეგიონში, ფასი დაწყებული 20 ლარიდან, შეიძლება 200 ლარამდეც ავიდეს, ეს მომხმარებლის გადახდის უნარიანობაზეც არის დამოკიდებული და თვითონ ობიექტზეც. თუმცა იმაზეც ვმუშაობთ, რომ ყველა ობიექტი თავისი ფასითაც და მომსახურების ხარისხითაც ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

გვაქვს პორტალი Mygeorgia.ge, სადაც საძიებო სისტემით ტურისტს შეუძლია მოძებნოს კონკრეტულ ადგილას რისი ნახვა სურს და ამ დგილის შემოგარენში რა ღირშესანიშნავი ადგილებია. ამავე საიტზე კერძო სექტორს ფასებიც აქვთ მითითებული. ამას გარდა, ავიღეთ ძირითადი ქალაქები და დაბები, მაგალითად თბილისი, ბორჯომი, მესტია, ყაზბეგი, მცხეთა, ქუთაისი და გავაკეთეთ პატარა ბუკლეტი, რომელშიც აღწერილია ის მთავარი ათი ადგილი, რაც უნდა ნახოს იქ ჩასულმა უცხოელმა ტურისტმა თუ საქართველოს მოქალაქემ.

Ambebi.ge იმ ტურისტული ორგანიზაციებითაც დაინტერესდა, რომლებიც შიდა ტურებს აწყობენ. ზოგიერთი მათგანი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას. ამისათვის უამრავი ჯგუფია შექმნილი, რომლებიც იაფ და სასიამოვნო ტურებს აწყობენ როგორც თბილისთან ახლოს, ისე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია ისტორიულ-გეოგრაფიული ტურები. ხელმძღვანელს გიორგი მჭედლიშვილს ვესაუბრეთ და ვკითხეთ, თუ რისი ნახვა შეგვიძლია 15-20 ლარად.

გიორგი მჭედლიშვილი: პირადად მე ვაკეთებ ტურებს. თანხაში შედის მხოლოდ მგზავრობა. ორგანიზებასაც ვუწევ და გიდობასაც. 15-20 ლარის ფარგლებში მაქვს ასეთი ტურები:

17-18 ლარი - ქვემო ქართლი:

ცურტავის ციხე, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, დმანისის სიონი.

შიდა ქართლი (კასპის რაიონი) - 20 ლარად შესაძლებელია ქვათახევის, მეტეხის, ერთაწმინდას, ჩაჩუბეთისა და რკონის ნახვა.

18 ლარად ლაშქრობა არის ლომისზე, ანანური, ქვემო ლომისა, ლომისის წმ. გიორგი.

ფშავის ტური 18 ლარი ღირს და შედის წილკანი, ბაზალეთი, ანანური, მაღაროსკარი, ჩარგალი.

კახეთი #1 20 ლარი: უჯარმის ციხე, ძველი და ახალი შუამთა, იყალთო, ალავერდი, გრემი, ნეკრესი (შესაძლოა იყალთოს და ალავერდის გამოკლება ტურისთვის და ილიას ტბისა და გურჯაანის ყოვლადწმინდის ჩამატება).

კახეთი #2 20 ლარი: ნინოწმინდა, ჩაილურის ციხე, ვეჯინი, გურჯაანის ყოვლადწმინდა, კურორტი ახტალა, ზეგაანის ყველაწმინდა (ამ ტურს უცნობ კახეთს ვეძახი, რადგან შედარებით უცნობი ღირშესანიშნაობებია).

გარე კახეთი - ქიზიყი 20 ლარი: დავით გარეჯის ლავრა, უდაბნოს მონასტერი, სიღნაღი, ბოდბე.

მსგავს ტურებს სოციალურ ქსელში აწყობს კიდევ ერთი ჯგუფის "წინაპართა ნაკვალევზე" ავტორი.

"ახლო ტურებს ნაკლებად ვაწყობ. 20 ლარად არის ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლის ტურები. თანხაში ტრანსპორტირება და გიდის მომსახურება შედის. ქვემო ქართლის ტურში შედის ბოლნისის სიონი, დმანისის სიონი, წუღრუღაშენის ტაძარი, ფიტარეთის მონასტერი. შიდა ქართლში - ძამის ხეობის მონასტრები, ნინოწმინდის მონასტერი, ალავრდი, იყალთო, შუამთა ნეკრესი გრემი.

კახეთის შემთხვევაში ფასი 22 ლარია".

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

საქართველოში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"ეტყობა, რაღაცაზე იჩურჩულეს "მეგობრებმა" - კადიროვი ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე კვლავ ალაპარაკდა - როგორ ეხმიანება საზოგადოება ინიციატივას?

"შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით..." - რა უპასუხა პატრიარქმა ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებას, რომელმაც ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის შენდობა ითხოვა