მსოფლიო
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარტოხელა დედა ვარ, რთულია..." - "X ფაქტორის" ულამაზესი აღმოჩენა დანგრეულ ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე
"მარტოხელა დედა ვარ, რთულია..." - "X ფაქტორის" ულამაზესი აღმოჩენა დანგრეულ ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე

26 წლის თიკო მო­სემღვდლიშ­ვი­ლის "X ფაქ­ტო­რის" სცე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნამ პრო­ექ­ტის ჟი­უ­რი და მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვი­დან­ვე მო­ხიბ­ლა. მშვე­ნი­ერ­მა გო­გო­ნამ ყუ­რა­დღე­ბა სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბით მი­იქ­ცია, თუმ­ცა მის­მა ვო­კა­ლურ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­მაც არა­ვინ და­ტო­ვა გულ­გრი­ლი. ანრი ჯო­ხა­ძის თქმით, მას თი­კოს გა­მო­ჩე­ნა­ზე ენა ჩა­უ­ვარ­და. მომ­ხიბ­ვლე­ლი თიკო მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია. სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბის და ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს მკი­თხველს თიკო თა­ვად უამ­ბობს.

- პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ვარ, მყავს ექ­ვსი წლის შვი­ლი. აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას ვე­წე­ვი. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს, ცნო­ბა­დი ხდე­ბი, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ხალ­ხს უყ­ვარ­დე.

- ელო­დი, რომ სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბით ასე მო­ხიბ­ლავ­დი ჟი­უ­რის?

- ამა­ზე სა­უ­ბა­რი მი­ჭირს. არც იყო გა­მო­რი­ცხუ­ლი ვინ­მეს არ მოვ­წო­ნე­ბო­დი. უბ­რა­ლოდ მი­ხა­რია.

- ხში­რად ექ­ცე­ვი სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში?

- გა­აჩ­ნია, რა ფორ­მა­ში ვარ.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხარ?

- არა, მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ. რთუ­ლია, თან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და ამა­ვე დროს მარ­ტო­ხე­ლა დედა. მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ, დღის მან­ძილ­ზე თე­ატ­რში ვარ, სა­ღა­მოს კი "X ფაქ­ტო­რის" რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე მი­წევს სი­ა­რუ­ლი, ამ ყვე­ლა­ფერ­ში დედა მეხ­მა­რე­ბა.

- დიდი ხნის წინ და­გეგნგრათ ოჯა­ხი?

- 5 წე­ლია რაც მე­უღ­ლეს დავ­შორ­დი. რომ ვთქვა, რამე მაკ­ლია და მი­ჭირს-თქო, არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი. ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. პა­ტა­რა ასაკ­ში შევ­ქმე­ნი ოჯა­ხი, 18 წლის ვი­ყა­ვი, ეს ჭკუა რომ მქო­ნო­და იმ ასაკ­ში, სხვა­ნა­ი­რად წარვმარ­თავ­დი ჩემს ცხოვ­რე­ბას.

- რა გახ­და და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი?

- ძი­რი­თა­დად, ვერ ვუ­გებ­დით ერ­თმა­ნეთს. ბევ­რი ფაქ­ტო­რია, დღის მან­ძილ­ზე ბევ­რი რა­ღა­ცის გამო შე­გიძ­ლია მო­გი­წი­ოს კა­მა­თი ადა­მი­ან­თან. და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე მი­ვი­ღე, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს წა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან.

- როცა მიხ­ვდი, რომ ბავ­შვით ხელ­ში მარ­ტო დარ­ჩი, პირ­ვე­ლი გან­ცდა რა იყო?

- ოჯა­ხი და­მიდ­გა გვერ­დით, იმ პე­რი­ოდ­ში სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე თე­ატ­რა­ლურ­ში ვი­ყა­ვი, ვერ ვგრძნობ­დი ვე­რა­ფერს, სე­რი­ო­ზუ­ლი წუ­ხი­ლი არ მქო­ნია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა სხვა­ნა­ი­რად უყუ­რე­ბენ გა­ნა­თხო­ვარ ქალს, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის, რა სტა­ტუ­სით ხარ, მთა­ვა­რია, რო­გორ იქ­ცე­ვი. თუ ყვე­ლა­ფერს ისე გა­ა­კე­თებ, რომ ცუდი არა­ვინ არ თქვას, ეს ასე იქ­ნე­ბა.

- რთუ­ლი იყო მუ­დამ ამა­ზე ფიქ­რი?

- ამის გამო ბევრ რა­ღა­ცა­ზე ვამ­ბობ­დი უარს. ბევრ რა­მეს ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი, თუნ­დაც როცა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი გვი­ა­ნო­ბამ­დე და სახ­ლში ღამე ვბრუნ­დე­ბო­დი, მან­ქა­ნი­დან როცა გად­მოვ­დი­ო­დი თავს ცოტა უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ­დი, ვფიქ­რობ­დი, ვინ­მემ რამე არ იფიქ­როს-თქო. მაგ­რამ მერე გა­მი­ა­რა ამ ყვე­ლა­ფერ­მა.

- ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- არ მინ­და პი­რა­დულ­ზე სა­უ­ბა­რი. ჯერ­ჯე­რო­ბით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არა­ფერს ვი­ტყვი. პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ უფრო ღრმად ვუ­ყუ­რებ ყვე­ლა­ფერს. ჯერ­ჯე­რო­ბით ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და.

- ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- თა­ვი­დან იყო და­ძა­ბუ­ლო­ბა, მაგ­რამ ამა­ნაც ჩა­ი­ა­რა. ბავ­შვის გამო ყვე­ლა­ფე­რი და­რე­გუ­ლირ­და. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო ჩემი მე­უღ­ლე ბავ­შვის მი­მართ. სა­ნამ დავ­რწმუნ­დე­ბო­დით, სა­ბო­ლო­ოდ დავ­შორ­დით თუ არა, მა­ნამ­დე იყო და­ძა­ბუ­ლო­ბა.

- პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი გაქვს?

- პირ­და­პირ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ვერ ვი­ფიქ­რებ. ბევ­რი ეტა­პი მაქვს გა­სავ­ლე­ლი. იმე­დი ბო­ლოს კვდე­ბა. მინ­და სა­ზღვარ­გა­რეთ ვცა­დო სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი, ჩემი თა­ვის გა­მოც­დაც მა­ი­ტე­რე­სებს. რაც უფრო მეტს აკე­თებ ცხოვ­რე­ბა­ში, უფრო მე­ტის სურ­ვი­ლი გიჩ­ნდე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ თიკო მო­სემღვდლიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"მარტოხელა დედა ვარ, რთულია..." - "X ფაქტორის" ულამაზესი აღმოჩენა დანგრეულ ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე

"მარტოხელა დედა ვარ, რთულია..." - "X ფაქტორის" ულამაზესი აღმოჩენა დანგრეულ ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე

26 წლის თიკო მოსემღვდლიშვილის "X ფაქტორის" სცენაზე გამოჩენამ პროექტის ჟიური და მაყურებელი თავიდანვე მოხიბლა. მშვენიერმა გოგონამ ყურადღება საკუთარი გარეგნობით მიიქცია, თუმცა მისმა ვოკალურმა შესაძლებლობებმაც არავინ დატოვა გულგრილი. ანრი ჯოხაძის თქმით, მას თიკოს გამოჩენაზე ენა ჩაუვარდა. მომხიბვლელი თიკო მარტოხელა დედაა, პროფესიით მსახიობია. საკუთარი გეგმების და ცხოვრების შესახებ Ambebi.ge-ს მკითხველს თიკო თავად უამბობს.

- პროფესიით მსახიობი ვარ, მყავს ექვსი წლის შვილი. აქტიურ ცხოვრებას ვეწევი. ამ პროექტში მონაწილეობა ძალიან სასიამოვნოა, ბევრი მაყურებელი ჰყავს, ცნობადი ხდები, მაგრამ მთავარია, ხალხს უყვარდე.

- ელოდი, რომ საკუთარი გარეგნობით ასე მოხიბლავდი ჟიურის?

- ამაზე საუბარი მიჭირს. არც იყო გამორიცხული ვინმეს არ მოვწონებოდი. უბრალოდ მიხარია.

- ხშირად ექცევი საკუთარი გარეგნობის გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში?

- გააჩნია, რა ფორმაში ვარ.

- დაოჯახებული ხარ?

- არა, მარტოხელა დედა ვარ. რთულია, თან დაკავებული იყო და ამავე დროს მარტოხელა დედა. მოზარდმაყურებელთა თეატრში ვმუშაობ, დღის მანძილზე თეატრში ვარ, საღამოს კი "X ფაქტორის" რეპეტიციებზე მიწევს სიარული, ამ ყველაფერში დედა მეხმარება.

- დიდი ხნის წინ დაგეგნგრათ ოჯახი?

- 5 წელია რაც მეუღლეს დავშორდი. რომ ვთქვა, რამე მაკლია და მიჭირს-თქო, არ ვიქნები მართალი. ძლიერი ადამიანი ვარ. პატარა ასაკში შევქმენი ოჯახი, 18 წლის ვიყავი, ეს ჭკუა რომ მქონოდა იმ ასაკში, სხვანაირად წარვმართავდი ჩემს ცხოვრებას.

- რა გახდა დაშორების მიზეზი?

- ძირითადად, ვერ ვუგებდით ერთმანეთს. ბევრი ფაქტორია, დღის მანძილზე ბევრი რაღაცის გამო შეგიძლია მოგიწიოს კამათი ადამიანთან. დაშორების გადაწყვეტილება მე მივიღე, ერთ მშვენიერ დღეს წამოვედი სახლიდან.

- როცა მიხვდი, რომ ბავშვით ხელში მარტო დარჩი, პირველი განცდა რა იყო?

- ოჯახი დამიდგა გვერდით, იმ პერიოდში სტუდენტი ვიყავი, დილიდან საღამომდე თეატრალურში ვიყავი, ვერ ვგრძნობდი ვერაფერს, სერიოზული წუხილი არ მქონია. საქართველოში ცოტა სხვანაირად უყურებენ განათხოვარ ქალს, მაგრამ ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი არ არის, რა სტატუსით ხარ, მთავარია, როგორ იქცევი. თუ ყველაფერს ისე გააკეთებ, რომ ცუდი არავინ არ თქვას, ეს ასე იქნება.

- რთული იყო მუდამ ამაზე ფიქრი?

- ამის გამო ბევრ რაღაცაზე ვამბობდი უარს. ბევრ რამეს ვითვალისწინებდი, თუნდაც როცა მეგობრებთან ერთად ვიყავი გვიანობამდე და სახლში ღამე ვბრუნდებოდი, მანქანიდან როცა გადმოვდიოდი თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი, ვფიქრობდი, ვინმემ რამე არ იფიქროს-თქო. მაგრამ მერე გამიარა ამ ყველაფერმა.

- ახლა შეყვარებული ხარ?

- არ მინდა პირადულზე საუბარი. ჯერჯერობით პირად ცხოვრებაზე არაფერს ვიტყვი. პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ უფრო ღრმად ვუყურებ ყველაფერს. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ მინდა.

- ყოფილ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ?

- თავიდან იყო დაძაბულობა, მაგრამ ამანაც ჩაიარა. ბავშვის გამო ყველაფერი დარეგულირდა. ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან ყურადღებიანი იყო ჩემი მეუღლე ბავშვის მიმართ. სანამ დავრწმუნდებოდით, საბოლოოდ დავშორდით თუ არა, მანამდე იყო დაძაბულობა.

- პროექტში გამარჯვების იმედი გაქვს?

- პირდაპირ გამარჯვებაზე ვერ ვიფიქრებ. ბევრი ეტაპი მაქვს გასავლელი. იმედი ბოლოს კვდება. მინდა საზღვარგარეთ ვცადო საკუთარი ძალები, ჩემი თავის გამოცდაც მაიტერესებს. რაც უფრო მეტს აკეთებ ცხოვრებაში, უფრო მეტის სურვილი გიჩნდება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ თიკო მოსემღვდლიშვილის გამოსვლა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია