კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიყვარულისთვის ჯერ არ მცალია" - ვინ არის მრავალი ნიჭით დაჯილდოებული რიგითი ნაკაშიძე, რომელიც უმაღლეს საბჭოს იცავს
"სიყვარულისთვის ჯერ არ მცალია" - ვინ არის მრავალი ნიჭით დაჯილდოებული რიგითი ნაკაშიძე, რომელიც უმაღლეს საბჭოს იცავს

რი­გი­თი გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­შია. ის აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დაც­ვა­ში მსა­ხუ­რობს... მის­მა "X ფაქ­ტორ­ზე" გა­მო­ჩე­ნამ კი მა­ყუ­რე­ბე­ლი და ჟი­უ­რი გა­ა­ო­ცა, - მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი რო­კის ჟანრ­ში წარ­მო­ად­გი­ნა.

ამის შემ­დეგ კი საკ­მა­ოდ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბის, 18 წლის ჯა­რის­კა­ცის ახ­ლოს გაც­ნო­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ.

გარ­და იმი­სა, რომ სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­შია, ბა­თუმ­ში კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სას­წავ­ლე­ბელ­შიც სწავ­ლობს. ამას­თან, იქვე მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია, მაგ­რამ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა დე­კემ­ბრამ­დე შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს, რად­გა­ნაც ჯარ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურს მაგ დრო­ის­თვის ას­რუ­ლებს, თუმ­ცა გულ­მა მა­ინც ვერ გა­უძ­ლო და "X ფაქ­ტო­რის" სცე­ნა­ზე ძა­ლე­ბი მა­ინც მო­სინ­ჯა.

- გი­ორ­გი, კონ­კურ­სზე რო­კკომ­პო­ზი­ცია წარ­მო­ად­გი­ნე და თან, საკ­მა­ოდ კარ­გად... სა­ერ­თოდ, ამ ჟანრ­ში მღე­რი?

- როკ­საც ვმღე­რი, ოღონდ, ჩემ "პონ­ტში," ისე, კლა­სი­კუ­რი ესტრა­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით უფრო ვიხ­რე­ბი. სა­ო­პე­რო სიმ­ღე­რებ­საც ვას­რუ­ლებ, რო­კო­პე­რა­შიც მიმ­ღე­რია და მოკ­ლედ, ბევრ რა­მეს ვა­კე­თებ...

- რა ასაკ­ში და­ი­წყე სიმ­ღე­რა?

- მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრში 11 წლი­სა მი­ვე­დი...

- გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ხმა რომ არ გა­უ­ფუჭ­დეთ, ბი­ჭე­ბის ამ­ღე­რე­ბა არ შეიძლება?..

- ეგ პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რე, მა­ინც ვმღე­რო­დი, მაგ­რამ ხმას ვუვ­ლი­დი, რომ ძა­ლი­ან არ გა­დამ­ტვირ­თვო­და...

- სიმ­ღე­რა ვინ გას­წავ­ლა?

- ჩემი ვო­კა­ლის პე­და­გო­გია მა­ნა­ნა ჩა­უ­შ­ბა. კონ­სერ­ვა­ტო­რის სას­წავ­ლე­ბელ­ში კი - მა­რი­ნა ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი.

- სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­სი­კით ყო­ფილ­ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი, როკი, რო­გორც მივ­ხვდი, შენ­თვის უბ­რა­ლოდ გა­ტა­ცე­ბაა.

- კი, ზუს­ტად ასეა.

- მა­ყუ­რე­ბელ­მა, ჟი­უ­რიმ მი­გი­ღო, კარ­გად შე­გა­ფა­სა. ახლა რა გეგ­მე­ბი გაქვს, რას აპი­რებ?

- მთე­ლი ძა­ლე­ბით ვემ­ზა­დე­ბი და ვცდი­ლობ, უკე­თე­სად შე­ვას­რუ­ლო ყვე­ლა სიმ­ღე­რა, რა­საც მომ­ცე­მენ.

კარ­გად წარ­მო­ვად­გი­ნო თავი, რად­გან ვფიქ­რობ, რომ მეტი შე­მიძ­ლია.

- ჯარი არ გა­ფერ­ხებს ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში?

- არა, პი­რი­ქით, მეხ­მა­რე­ბი­ან, რომ თბი­ლის­ში რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ვი­ა­რო.

- შენი ოჯა­ხიც გაგ­ვა­ცა­ნი.

- ერ­თად ვცხოვ­რობთ მე, დედა, მამა, და, ბა­ბუა, მა­მი­და და ბი­ძია. მე უფ­რო­სი ვარ და მყავს 13 წლის და ნინო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ჩემი სი­ცო­ცხლეა...

- ოჯახ­ში შენი რო­კით გა­ტა­ცე­ბა მოს­წონთ?

- მოს­წონთ. ბა­ბუ­ა­ჩე­მი გვერ­დით მი­ზის, როცა რო­კკომ­პო­ზი­ცი­ას ვას­რუ­ლებ და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მის­მენს.

- ბა­ბუა რამ­დე­ნი წლის არის?

- 80-ის. ისე, რო­კის მოს­მე­ნა მა­მა­ჩემ­მა და­მა­წყე­ბი­ნა. ოღონდ, თა­ვად არ მღე­რის. ბე­ბია კი კარ­გად მღე­რო­და. დე­და­ჩე­მის მხრი­და­ნაც აქვთ მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი.

- ბა­თუმ­ში კი ცხოვ­რობთ, მაგ­რამ სა­ი­დან ხართ წარ­მო­შო­ბით?

- ქე­და­შია ჩვე­ნი და­სა­ბა­მი, აჭარ­ლე­ბი ვართ.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ?

- სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ჯერ არ მცა­ლია (იცი­ნის)...

- არა­და, მშვე­ნი­ე­რი გა­რეგ­ნო­ბა გაქვს. ალ­ბათ გო­გო­ე­ბი გეხ­ვე­ვი­ან...

- თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გო­ე­ბი კი მყავს, მაგ­რამ ვერ ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას, თან, ხე­და­ვენ, რა­საც ვა­კე­თებ, და­კა­ვე­ბუ­ლი რომ ვარ და ალ­ბათ გა­მი­გე­ბენ...

- კონ­კურ­სზე როკ­სიმ­ღე­რა რომ შე­ას­რუ­ლე, სოფო ნი­ჟა­რა­ძემ გი­თხრა, რომ რო­კო­პე­რა­ში "სუ­პერ სთარ" იუ­დას როლ­ში გხე­დავს...

- გა­მი­ხარ­და. ბა­თუმ­ში გვაქვს ეგ მი­უ­ზიკ­ლი დად­გმუ­ლი და პეტ­რეს როლი მქონ­და, თუმ­ცა იუ­დას პარ­ტი­აც მიმ­ღე­რია... ჟი­უ­რიმ რაც გა­ვა­კე­თე, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მგო­ნი, კრი­ტი­კუ­ლად შე­მა­ფა­სა. არ მიყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი და თვით­შე­ფა­სე­ბა. კარ­გია, როცა ხალ­ხი მა­ფა­სებს, უფრო მსი­ა­მოვ­ნებს.

- რო­გორც ვა­ტყობ, ამ ეტაპ­ზე მუ­სი­კის გარ­და, სხვა გა­ტა­ცე­ბა არ გაქვს.

- მაქვს რა­ღაც გეგ­მე­ბი. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბაც მინ­და, რომ მი­ვი­ღო. ბა­თუმ­ში ვცხოვ­რობ და სურ­ვი­ლი მაქვს, ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვის­წავ­ლო. ამა­ზე ვფიქ­რობ. არ იქ­ნე­ბა ცუდი, ორი პრო­ფე­სია რომ მქონ­დეს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

იხი­ლეთ გი­ორ­გის გა­მოს­ვლა "X ფაქ­ტორ­ში"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"სიყვარულისთვის ჯერ არ მცალია" - ვინ არის მრავალი ნიჭით დაჯილდოებული რიგითი ნაკაშიძე, რომელიც უმაღლეს საბჭოს იცავს

"სიყვარულისთვის ჯერ არ მცალია" - ვინ არის მრავალი ნიჭით დაჯილდოებული რიგითი ნაკაშიძე, რომელიც უმაღლეს საბჭოს იცავს

რიგითი გიორგი ნაკაშიძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურშია. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს დაცვაში მსახურობს... მისმა "X ფაქტორზე" გამოჩენამ კი მაყურებელი და ჟიური გააოცა, - მუსიკალური ნომერი როკის ჟანრში წარმოადგინა.

ამის შემდეგ კი საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის, 18 წლის ჯარისკაცის ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ.

გარდა იმისა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურშია, ბათუმში კონსერვატორიის სასწავლებელშიც სწავლობს. ამასთან, იქვე მუსიკალური ცენტრის თეატრის მსახიობია, მაგრამ ეს საქმიანობა დეკემბრამდე შეჩერებული აქვს, რადგანაც ჯარში სავალდებულო სამსახურს მაგ დროისთვის ასრულებს, თუმცა გულმა მაინც ვერ გაუძლო და "X ფაქტორის" სცენაზე ძალები მაინც მოსინჯა.

- გიორგი, კონკურსზე როკკომპოზიცია წარმოადგინე და თან, საკმაოდ კარგად... საერთოდ, ამ ჟანრში მღერი?

- როკსაც ვმღერი, ოღონდ, ჩემ "პონტში," ისე, კლასიკური ესტრადის მიმართულებით უფრო ვიხრები. საოპერო სიმღერებსაც ვასრულებ, როკოპერაშიც მიმღერია და მოკლედ, ბევრ რამეს ვაკეთებ...

- რა ასაკში დაიწყე სიმღერა?

- მუსიკალურ ცენტრში 11 წლისა მივედი...

- გარდატეხის ასაკში ხმა რომ არ გაუფუჭდეთ, ბიჭების ამღერება არ შეიძლება?..

- ეგ პერიოდი გამოვიარე, მაინც ვმღეროდი, მაგრამ ხმას ვუვლიდი, რომ ძალიან არ გადამტვირთვოდა...

- სიმღერა ვინ გასწავლა?

- ჩემი ვოკალის პედაგოგია მანანა ჩაუშბა. კონსერვატორის სასწავლებელში კი - მარინა ჯახუტაშვილი.

- სერიოზული მუსიკით ყოფილხარ დაკავებული, როკი, როგორც მივხვდი, შენთვის უბრალოდ გატაცებაა.

- კი, ზუსტად ასეა.

- მაყურებელმა, ჟიურიმ მიგიღო, კარგად შეგაფასა. ახლა რა გეგმები გაქვს, რას აპირებ?

- მთელი ძალებით ვემზადები და ვცდილობ, უკეთესად შევასრულო ყველა სიმღერა, რასაც მომცემენ.

კარგად წარმოვადგინო თავი, რადგან ვფიქრობ, რომ მეტი შემიძლია.

- ჯარი არ გაფერხებს ამ სიტუაციაში?

- არა, პირიქით, მეხმარებიან, რომ თბილისში რეპეტიციებზე ვიარო.

- შენი ოჯახიც გაგვაცანი.

- ერთად ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, და, ბაბუა, მამიდა და ბიძია. მე უფროსი ვარ და მყავს 13 წლის და ნინო, რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემი სიცოცხლეა...

- ოჯახში შენი როკით გატაცება მოსწონთ?

- მოსწონთ. ბაბუაჩემი გვერდით მიზის, როცა როკკომპოზიციას ვასრულებ და დიდი სიამოვნებით მისმენს.

- ბაბუა რამდენი წლის არის?

- 80-ის. ისე, როკის მოსმენა მამაჩემმა დამაწყებინა. ოღონდ, თავად არ მღერის. ბებია კი კარგად მღეროდა. დედაჩემის მხრიდანაც აქვთ მუსიკალური მონაცემები.

- ბათუმში კი ცხოვრობთ, მაგრამ საიდან ხართ წარმოშობით?

- ქედაშია ჩვენი დასაბამი, აჭარლები ვართ.

- შეყვარებული არ ხარ?

- სიყვარულისთვის ჯერ არ მცალია (იცინის)...

- არადა, მშვენიერი გარეგნობა გაქვს. ალბათ გოგოები გეხვევიან...

- თაყვანისმცემელი გოგოები კი მყავს, მაგრამ ვერ ვაქცევ ყურადღებას, თან, ხედავენ, რასაც ვაკეთებ, დაკავებული რომ ვარ და ალბათ გამიგებენ...

- კონკურსზე როკსიმღერა რომ შეასრულე, სოფო ნიჟარაძემ გითხრა, რომ როკოპერაში ''სუპერ სთარ'' იუდას როლში გხედავს...

- გამიხარდა. ბათუმში გვაქვს ეგ მიუზიკლი დადგმული და პეტრეს როლი მქონდა, თუმცა იუდას პარტიაც მიმღერია... ჟიურიმ რაც გავაკეთე, იქიდან გამომდინარე მგონი, კრიტიკულად შემაფასა. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი და თვითშეფასება. კარგია, როცა ხალხი მაფასებს, უფრო მსიამოვნებს.

- როგორც ვატყობ, ამ ეტაპზე მუსიკის გარდა, სხვა გატაცება არ გაქვს.

- მაქვს რაღაც გეგმები. უმაღლესი განათლებაც მინდა, რომ მივიღო. ბათუმში ვცხოვრობ და სურვილი მაქვს, ტურიზმის მიმართულებით ვისწავლო. ამაზე ვფიქრობ. არ იქნება ცუდი, ორი პროფესია რომ მქონდეს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ გიორგის გამოსვლა "X ფაქტორში"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია