90-იანი წლების ესტრადის ვარსკვლავის, ლელა სიხარულიძის ბურუსით მოცული გარდაცვალების საიდუმლო

90-იანი წლების ესტრადის ვარსკვლავის, ლელა სიხარულიძის ბურუსით მოცული გარდაცვალების საიდუმლო

1997 წლის ზაფხულში დატრიალებულ ტრაგედიას ლელა სიხარულიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლელა სიხარულიძე ახალგაზრდა, სულ რაღაც 36 წლის გარდაიცვალა, თუმცა მისი ხმა და მომხიბვლელი გარეგნობა დღემდე წარუშლელია. მისი გარდაცვალება ბურუსით არის მოცული, რომელზეც ახლობლები არ ლაპარაკობენ.

ლელა სიხარულიძის კარიერა პიონერთა სასახლიდან, ციცინო ციცქიშვილის კლასიდან დაიწყო. პატარა გოგონა ჩუმად დადიოდა საყვარელ მომღერალთან, ბუბა კიკაბიძესთან სიმღერის შესასწავლად, შემდეგ მოხვდა "რეროში". სიმღერები, სულ "ზევით ზევით" და "ირინოლა", მის სავიზიტო ბარათად დარჩა. 90-იანი წლების საკონცერტო ესტრადაზე პირველი საკონცერტო შოუ მწვანეთვალება და ქერათმიანმა ლელა სიხარულიძემ დადგა.

27 წლის ასაკში გააჩინა ქალიშვილი თამუნა, რომელიც დედას ძალიან ჰგავს. თამუნა დედის ტრაგედიაზე საუბრისგან უკვე თავს იკავებს. რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც ტრაგედია მოხდა:

"ზაფხული იყო, აგვისტო. მე და ბებია-ბაბუა გურიაში ვიყავი. მოვიდა ნათესავი და გვითხრა, ლელას ხელი დაეწვა და უნდა, რომ დედა მის გვერდით იყოსო. ბებო მიხვდა, რომ რაღაც სერიოზული იყო მის თავს. 17 აგვისტო იყო... მანამდე კი, 12 ივნისს სიზმარი დამესიზმრა - ლელას ხელში ჯვარი ეჭირა, კიბეზე ადიოდა, უცებ ჯვარი გაუვარდა და გატყდა. მაშინ ეს სიზმარი ყველას მოვუყევი...

სახე არ ჰქონდა დამწვარი. ცეცხლის ალი ჰქონდა ნაყლაპი და ორგანოები დაზიანებული. სხეულის 80 პროცენტის თერმული დაზიანება ჰქონდა. მე ერთი კვირა დედასთან ვერ შევედი, არ მინდოდა დამწვარი მენახა. ემოციურად ცუდად იყო. რომ დამშვიდდა, შემიყვანეს. ეძინა. ისევ შევედი და მორიდებით დავდექი. გადმომხედა. მეშინოდა და ვუცხოობდი... არ უნდა მაკოცოო? ხელში ამიყვანეს და ვაკოცე. ასეთ მდგომარეობაში ინტერვიუებს იძლეოდა. ერთადერთი პრობლემა ჰქონდა - დამწვრობის რამე კვალი ხომ არ დამეტყობაო? როგორც ვიცი, ნანი ბრეგვაძე დაჰპირდა, საზღვარგარეთ კლინიკაში წაგიყვან და პლასტიკურ ოპერაციას გაგაკეთებინებო. ექიმს უთქვამს, სამ დღეზე მეტს ვერ იცოცხლებსო, დედამ 36 დღე გაძლო... არ უნდოდა სიკვდილი და ექიმთან ერთად იბრძოდა."

ამბობენ, რომ ლელა სიხარულიძემ ნაადრევი გარდაცვალება თავადაც წინასწარ იგრძნო. როცა დაიღუპა, ოჯახის წევრებმა მისი გადიდებული ფოტოები იპოვეს. ერთხელ ოჯახის წევრებს უთხრა, როცა მოვკვდები ჩემი ძმის სახლიდან თეთრი სასახლით გამაცილეთო, ეს სურვილი აუსრულეს.

ლელა სიხარულიძის ტრაგედიას ორი ვერსია აქვს. ამბობენ, რომ თავის დაწვა თავად სცადა, თუმცა როგორც საავადმყოფოში მისულ ჟურნალისტებს განუცხადა, სახლში ის და გია ჩხუბობდნენ, რა დროსაც ხელიდან გენერატორი გაუვარდა, ხალიჩაზე ბენზინი დაისხა და მოულოდნელად გაჩნდა ცეცხლი. მეორე ვერსიის თანახმად, გიამ თავის ცოლთან დაბრუნება გადაწყვიტა, ამიტომ იჩხუბეს და ლელამ თავი დაიწვაო...

გია გოგორიშვილი ლელა სიხარულიძის ცხოვრებაში მომღერლის ოჯახის დანგრევის შემდეგ გამოჩნდა. გია ლელას პროდიუსერი იყო, გიას ცოლი ჰყავდა, მაგრამ წყვილს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდა და საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

მსგავსი თემა|

ადრეულ ასაკში ტრაგიკულად

გარდაცვლილი ცნობილი ქართველები