Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა აბულაძის უცნაური ცხოვრების დეტალები, რას ჰყვება პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის და
შალვა აბულაძის უცნაური ცხოვრების დეტალები, რას ჰყვება პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის და

ორი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ შალ­ვა აბუ­ლა­ძე­ზე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ უც­ნა­უ­რი ცხოვ­რე­ბის წესი ჰქონ­და. მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სა­კანს ჰგავ­და, მკვლე­ლებ­ზე წიგ­ნებს კი­თხუ­ლობ­და, მხო­ლოდ ერთი ზურგჩან­თით მი­დი­ო­და ტყე­ში, სა­დაც საკ­ვე­ბი არ მიჰ­ქონ­და. მისი თქმით, ამ დროს მწე­რე­ბი­თა და კენკრე­ბით იკ­ვე­ბე­ბო­და. შალ­ვას ჰყავს და, სა­ლო­მე აბუ­ლა­ძე, რო­მელ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქო­ნია. სა­ლო­მეს ძმის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ.

- შალ­ვა აბუ­ლა­ძე თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს. თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, შე­იძ­ლე­ბა, მას რა­ი­მე გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი სა­ბუ­თი ჰქონ­დეს?

- თუ ასე იქ­ნე­ბა, მე მხო­ლოდ გა­მი­ხარ­დე­ბა. და­ამ­ტკი­ცოს, რომ უდა­ნა- შა­უ­ლოა. თქმა მარ­ტი­ვია. მთა­ვა­რი დამ­ტკი­ცე­ბაა.

- რა­ტომ არ გაქვთ ძმას­თან ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ამ თე­მა­ზე ხმა­მაღ­ლა არას­დროს ვი­ლა­პა­რა­კებ.

- ამ­ბო­ბენ, შალ­ვას ბორ­ჯომ­ში 2,5 მი­ლი­ო­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი აქ­ვსო. თქვენ გაქვთ ამის შე­სა­ხებ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია?

- სი­სუ­ლე­ლეა, ამ­დე­ნი ქო­ნე­ბა მას არ აქვს. მსგავს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მაც კი უაზ­რო­ბა მგო­ნია.

- სხვა დედ­მა­მიშ­ვი­ლი გყავთ?

- არა.

- შალ­ვა თქვენ­ზე უფ­რო­სია?

- მას­ზე ორი წლით პა­ტა­რა ვარ.

- რთუ­ლი ბავ­შვი იყო?

- ბავ­შვო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია. ისე­თი­ვე ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი იყო, რო­გო­რიც ბევ­რი მისი თა­ნა­ტო­ლი.

- ბევ­რს კა­მა­თობ­დით?

- ბავ­შვო­ბა­ში ბევ­რჯერ გვი­ჩხუ­ბია, მაგ­რამ ისე არა, რომ ერ­თმა­ნეთ­თან თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გვე­სა­უბ­რა. მას­თან ყვე­ლა­ზე მე­ტად ვმე­გობ­რობ­დი და ერ­თმა­ნე­თი მა­შინ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, როცა ის და­ი­ჭი­რეს. ცი­ხე­ში ხში­რად მივ­დი­ო­დი და გვერ­დით ვე­დე­ქი. ვცდი­ლობ­დი, გა­მემხნე­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ მა­შინ ის სრუ­ლი­ად სხვა შალ­ვა აბუ­ლა­ძე იყო. მერე რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და ამი­ტო­მაც აღარ მაქვს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

- მშობ­ლე­ბის პო­ზი­ცია ამ ყვე­ლა­ფერ­ზე რო­გო­რია?

- მშო­ბე­ლი სულ სხვა ფე­ნო­მე­ნია, შვი­ლი ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად უყ­ვარს. მაგ­რამ დღეს შე­მიძ­ლია, მხო­ლოდ ის გი­თხრათ, რომ ჩვენს ოჯახს მის­თვის ად­ვო­კა­ტი არ აუყ­ვა­ნია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

შალვა აბულაძის უცნაური ცხოვრების დეტალები, რას ჰყვება პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის და

შალვა აბულაძის უცნაური ცხოვრების დეტალები, რას ჰყვება პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის და

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. ამბობენ, რომ უცნაური ცხოვრების წესი ჰქონდა. მისი საცხოვრებელი საკანს ჰგავდა, მკვლელებზე წიგნებს კითხულობდა, მხოლოდ ერთი ზურგჩანთით მიდიოდა ტყეში, სადაც საკვები არ მიჰქონდა. მისი თქმით, ამ დროს მწერებითა და კენკრებით იკვებებოდა. შალვას ჰყავს და, სალომე აბულაძე, რომელთანაც ურთიერთობა ცხრა თვის განმავლობაში არ ჰქონია. სალომეს ძმის შესახებ ვესაუბრეთ.

- შალვა აბულაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება, მას რაიმე გამამართლებელი საბუთი ჰქონდეს?

- თუ ასე იქნება, მე მხოლოდ გამიხარდება. დაამტკიცოს, რომ უდანა- შაულოა. თქმა მარტივია. მთავარი დამტკიცებაა.

- რატომ არ გაქვთ ძმასთან ცხრა თვის განმავლობაში ურთიერთობა?

- ამ თემაზე ხმამაღლა არასდროს ვილაპარაკებ.

- ამბობენ, შალვას ბორჯომში 2,5 მილიონის ღირებულების მიწის ნაკვეთი აქვსო. თქვენ გაქვთ ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია?

- სისულელეა, ამდენი ქონება მას არ აქვს. მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემაც კი უაზრობა მგონია.

- სხვა დედმამიშვილი გყავთ?

- არა.

- შალვა თქვენზე უფროსია?

- მასზე ორი წლით პატარა ვარ.

- რთული ბავშვი იყო?

- ბავშვობაში განსაკუთრებული არაფერი დაუშავებია. ისეთივე ცელქი და მოუსვენარი იყო, როგორიც ბევრი მისი თანატოლი.

- ბევრს კამათობდით?

- ბავშვობაში ბევრჯერ გვიჩხუბია, მაგრამ ისე არა, რომ ერთმანეთთან თვეების განმავლობაში არ გვესაუბრა. მასთან ყველაზე მეტად ვმეგობრობდი და ერთმანეთი მაშინ აღმოვაჩინეთ, როცა ის დაიჭირეს. ციხეში ხშირად მივდიოდი და გვერდით ვედექი. ვცდილობდი, გამემხნევებინა, მაგრამ მაშინ ის სრულიად სხვა შალვა აბულაძე იყო. მერე რადიკალურად შეიცვალა და ამიტომაც აღარ მაქვს მასთან ურთიერთობა.

- მშობლების პოზიცია ამ ყველაფერზე როგორია?

- მშობელი სულ სხვა ფენომენია, შვილი ყველასა და ყველაფერზე მეტად უყვარს. მაგრამ დღეს შემიძლია, მხოლოდ ის გითხრათ, რომ ჩვენს ოჯახს მისთვის ადვოკატი არ აუყვანია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია