ქაშუეთის ეკლესიაში მსახიობ კოტე თოლორდავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. პანაშვიდს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, კოლეგები და რიგითი მოქალაქეები.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთში 13:00 საათზე დაიწყო და 15:00 საათამდე გაგრძელდა. 15:00 საათზე კი მსახიობი ტაძრიდან გამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
დაკრძალვამდე მედიასთან კოტე თოლორდავაზე ცნობილმა მსახიობებმა და პოლიტიკოსებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
დავით დარჩია, მსახიობი:
საქართველომ დაკარგა უნიჭიერესი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ძალიან ბევრი მოეტანა თავისი ნიჭიერებით ამ ქვეყნისთვის. მე ვუსამძიმრებ მის გარდაცვალებას არამხოლოდ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, არამედ მთელ საქართველოს.
გოგი ქავთარაძე, მსახიობი:
ღმერთმა გაანათლოს, ძალიან საწყენია, რომ ასეთი ადამიანები მიდიან... რამდენი რამის გაკეთება შეეძლო და რამდენი რამეს გააკეთებდა... ღმერთმა გაანათლოს მისი სული!
შალვა ნათელაშვილი, პოლიტიკოსი:
ის იყო მისაბაძი ფიგურა ახალგაზრდობისათვის და მის განვლილ გზას უკვალოდ არ ჩაუვლია. დიდი სამძიმარი მინდა გამოვუცხადო მის ოჯახს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას.
ალექსი პეტრიაშვილი, პოლიტიკოსი:
ის იყო თავის ქვეყანაზე, ოჯახზე და საქმეზე შეყვარებული ადამიანი. ძალიან მტკივა გული მთელ საქართველოსთან ერთად, რომ აი, ასეთი ღირსეული, კარგი, ნამდვილი ვაჟკაცი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან...
იხილეთ| კოტე თოლორდავას მეუღლე და დედა ემშვიდობებიან - ტკივილისმომგვრელი კადრები
გამოყენებული მასალა: სინქრონები - "ქრონიკა" | ფოტო - "ინტერპრესნიუსი"