პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოტე თოლორდავას ახლო მეგობრები გარდაცვალების ვერსიაზე, მსახიობის გადატანილი ავადმყოფობისა და დიდი ფინანსური პრობლემების შესახებ
 კოტე თოლორდავას ახლო მეგობრები გარდაცვალების ვერსიაზე, მსახიობის გადატანილი ავადმყოფობისა და დიდი ფინანსური პრობლემების შესახებ

ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში მსა­ხი­ობ კოტე თო­ლორ­და­ვას სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პა­ნაშ­ვიდს მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, კო­ლე­გე­ბი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი ქა­შუ­ეთ­ში 13:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო და 15:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და. 15:00 სა­ათ­ზე კი მსა­ხი­ო­ბი ტაძ­რი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს და სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს.

ქა­შუ­ეთშ კოტე თო­ლორ­და­ვას კო­ლე­გებ­მა კი­დევ ერთხელ გა­მოთ­ქვეს წუ­ხი­ლი მსა­ხი­ო­ბის ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და დას­ძი­ნეს, რომ მათ­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი გახ­და.

ამას­თან, მე­გობ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მან რამ­დე­ნი­მე თვის წინ წი­თე­ლაც გა­და­ი­ტა­ნა და თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და, ამას გარ­და მისი მე­გობ­რე­ბი დღეს იხ­სე­ნებ­დნენ, რომ თო­ლორ­და­ვა რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკლზე და ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე ერ­თდრო­უ­ლად მუ­შა­ობ­და, რათა აღე­ბუ­ლი თან­ხით კრე­დი­ტი და­ე­ფა­რა. კო­მენ­ტა­რე­ბი მსა­ხი­ო­ბებ­მა "კუ­რი­ერ­თან" გა­ა­კე­თეს.

ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

კოტე ძა­ლი­ან გა­და­ი­ღა­ლა ბოლო დროს. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი იყო. ოჯახს ჰქონ­და ბი­ნის პრობ­ლე­მა და ძა­ლი­ან დიდი კრე­დი­ტის გა­დახ­და უწევ­და. სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რო­გორ ახერ­ხებ-მეთ­ქი ერთი კაცი ამ­დენ სა­მუ­შა­ოს? და­ი­ღა­ლა, ბევ­რს ვერ უძ­ლებს ადა­მი­ა­ნი და გულ­მა უმტყუ­ნა.

მე­რაბ ჭი­თაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

სულ ერთი წე­ლიც არ არის გა­სუ­ლი, რაც უმ­ძი­მე­სად გა­და­ი­ტა­ნა წი­თე­ლა. ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლი იყო და ჩვენ, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ ეს ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა პრო­ფე­სი­ას და სიყ­ვა­რულს ამ პრო­ფე­სი­ის მი­მართ.

იხი­ლეთ| კოტე თო­ლორ­და­ვას მე­უღ­ლე და დედა ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან - ტკი­ვი­ლის­მომ­გვრე­ლი კად­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

კოტე თოლორდავას ახლო მეგობრები გარდაცვალების ვერსიაზე, მსახიობის გადატანილი ავადმყოფობისა და დიდი ფინანსური პრობლემების შესახებ

 კოტე თოლორდავას ახლო მეგობრები გარდაცვალების ვერსიაზე, მსახიობის გადატანილი ავადმყოფობისა და დიდი ფინანსური პრობლემების შესახებ

ქაშუეთის ეკლესიაში მსახიობ კოტე თოლორდავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. პანაშვიდს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, კოლეგები და რიგითი მოქალაქეები.

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთში 13:00 საათზე დაიწყო და 15:00 საათამდე გაგრძელდა. 15:00 საათზე კი მსახიობი ტაძრიდან გამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

ქაშუეთშ კოტე თოლორდავას კოლეგებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს წუხილი მსახიობის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და დასძინეს, რომ მათთვის არსებული ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გადატვირთული გრაფიკი გახდა.

ამასთან, მეგობრების განცხადებით, მან რამდენიმე თვის წინ წითელაც გადაიტანა და თავს შეუძლოდ გრძნობდა, ამას გარდა მისი მეგობრები დღეს იხსენებდნენ, რომ თოლორდავა რამდენიმე სპექტაკლზე და ფილმის გადაღებაზე ერთდროულად მუშაობდა, რათა აღებული თანხით კრედიტი დაეფარა.  კომენტარები მსახიობებმა "კურიერთან" გააკეთეს.

ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი:

კოტე ძალიან გადაიღალა ბოლო დროს. ძალიან დატვირთული იყო. ოჯახს ჰქონდა ბინის პრობლემა და ძალიან დიდი კრედიტის გადახდა უწევდა. სულ ვეუბნებოდი, როგორ ახერხებ-მეთქი ერთი კაცი ამდენ სამუშაოს? დაიღალა, ბევრს ვერ უძლებს ადამიანი და გულმა უმტყუნა.

მერაბ ჭითაშვილი, მსახიობი:

სულ ერთი წელიც არ არის გასული, რაც უმძიმესად გადაიტანა წითელა. ძალიან გადაღლილი იყო და ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანი შეეწირა პროფესიას და სიყვარულს ამ პროფესიის მიმართ.

იხილეთ| კოტე თოლორდავას მეუღლე და დედა ემშვიდობებიან - ტკივილისმომგვრელი კადრები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია