საზოგადოება
მოზაიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრისტიანთა ხოცვა-წამება და ისლამი: სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფტის ექსკლუზიური ინტერვიუ
ქრისტიანთა ხოცვა-წამება და ისლამი: სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფტის ექსკლუზიური ინტერვიუ

სი­რი­ის ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ISIS"-ი სის­ტე­მა­ტუ­რად აქ­ვეყ­ნებს ქრის­ტი­ა­ნი ასი­რი­ე­ლე­ბის წა­მე­ბი­სა და და­ხოც­ვის შემ­ზა­რავ კად­რებს. კად­რებ­ში ჩანს, თუ რო­გორ აწა­მე­ბენ უმ­წეო ბავ­შვებს და რო­გორ ხო­ცა­ვენ პა­ტა­რებს.

რამ­დე­ნად ჯდე­ბა ეს ის­ლა­მუ­რი რე­ლი­გი­ის დე­ბუ­ლე­ბებ­ში და რა შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­სა­ვა­ლი, - ამა­ზე კო­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა მუფტს, ბეგ­ლარ ქა­მა­ში­ძეს ვთხო­ვეთ:

- ის­ლა­მი ყო­ველ­გვარ მკვლე­ლო­ბას გმობს და იმით, რაც სი­რი­ა­ში ხდე­ბა, ის­ლამს არ უნდა მი­ად­გეს ჩრდი­ლი, რად­გან ის­ლა­მი არ ქა­და­გებს მკვლე­ლო­ბას და ადა­მი­ა­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფას. ის­ლა­მი არის ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლი.

- თუმ­ცა­ღა ქრის­ტი­ან­თა მკვლე­ლო­ბა სწო­რედ ის­ლა­მის სა­ხე­ლით ხდე­ბა...

- შე­საძ­ლოა, პი­როვ­ნე­ბე­ბი აკე­თე­ბენ ამას იმი­ტომ, რომ ის­ლამს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნე­ნონ და ვინც ამას ის­ლა­მის სა­ხე­ლით აკე­თებს, მათ ღმერ­თი აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჯის. ერთ მა­გა­ლითს გე­ტყვით ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბი­დან: რაც არ უნდა ურ­წმუ­ნო ყო­ფი­ლი­ყო ადა­მი­ა­ნი, შუ­ა­მა­ვა­ლი მას წყევ­ლი­თაც არ და­წყევ­ლი­და, პი­რი­ქით, მას­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით ილო­ცებ­და, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გზას დად­გო­მო­და. აი, ესაა ნამვდი­ლი ის­ლა­მი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის­ლა­მი რო­გორ იქ­ნე­ბა მკვლე­ლი?!

- რა­ტომ არ გმო­ბენ ჭეშ­მა­რი­ტი მუს­ლი­მე­ბი ამ ფაქტს?

- ჩვენ ელე­მენ­ტა­რუ­ლად იმის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა გვქონ­დეს, რომ რო­მე­ლი­მე გა­და­ცე­მა­ში გა­მო­ვი­დეთ და ჩვენ მრევლს და მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ვუ­დას­ტუ­როთ, რომ ის­ლა­მი არ არის მკვლე­ლი.

- ანუ თქვენ ამ­ბობთ, რომ არ გაქვთ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და იმი­ტომ ვერ ავ­რცე­ლებთ თქვენს შე­ხე­დუ­ლე­ბას?

- დიახ, ჩვენ უნდა მოგ­ვე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბა მი­ვი­ტა­ნოთ ხალ­ხამ­დე და ვუ­თხრათ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ის­ლა­მი გმობს ყო­ველ­გვარ ძა­ლა­დო­ბას და თუ ახლა ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი აზ­რით მოქ­მე­დებს, ეს არ უნდა მი­ე­წე­როს ის­ლამს.

- შე­გიძ­ლი­ათ ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ გა­მო­ი­ყე­ნოთ გან­ცხა­დე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად.

- ის, რაც დღეს ხდე­ბა, ესაა ის­ლა­მო­ფო­ბია. ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ ის­ლა­მი შე­ა­ძუ­ლონ სხვა აღმსა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნებს.

- მუ­სულ­მა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი თუ მსჯე­ლობთ ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზებ­ზე?

- რა თქმა უნდა, ამა­ზე ჩვენ გვაქვს შეხ­ვედ­რე­ბი. მა­გა­ლი­თად, 18 აპ­რილს ბა­თუმ­ში იმარ­თე­ბა კონ­ფე­რენ­ცია, სა­დაც ამ სა­კითხს შე­ვე­ხე­ბით. სა­მო­მავ­ლოდ თუ ღმერ­თმა მომ­ცა ძალა, მე კი­დევ ვა­პი­რებ დიდი კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას და მინ­და მო­ვიწ­ვიო მსოფ­ლი­ოს რე­ლი­გი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მათ­თან ერ­თად ვიმ­სჯე­ლოთ ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზებ­ზე.

- რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა წა­ვი­და სი­რი­ა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად. მათი ეს ნა­ბი­ჯი რამ­დე­ნად სწო­რი იყო?

- მე მათ მივ­მარ­თავ, რომ არ გა­ა­კე­თონ ის, რაც არც რე­ლი­გი­ას და არც ქვე­ყა­ნას არ შე­ე­ფე­რე­ბა. ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა ის, რომ მო­მა­ვალ­ში სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბით ჩვენ ვგეგ­მავთ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის სკო­ლე­ბი, ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და ჩვენ ჩვენს მორ­წმუ­ნე მრევლს ვას­წავ­ლოთ, თუ რას ნიშ­ნავს ჭეშ­მა­რი­ტი მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბა.

- ბა­ტო­ნო ბეგ­ლარ, ხომ არ აპი­რებთ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მუს­ლი­მი ლი­დე­რე­ბი სი­რი­ა­ში ჩას­ვლას და ISIS-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რას?

- არა, ამა­ზე ჯერ არ გვქო­ნია სა­უ­ბა­რი და მო­მა­ვალ­ში, თქვე­ნი შეხ­სე­ნე­ბის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა ამა­ზეც ვი­მუ­შა­ოთ.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც XXI სა­უ­კუ­ნე­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გამო სას­ტი­კად აწა­მე­ბენ: ასი­რი­ე­ლე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ქრისტიანთა ხოცვა-წამება და ისლამი: სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფტის ექსკლუზიური ინტერვიუ

ქრისტიანთა ხოცვა-წამება და ისლამი: სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფტის ექსკლუზიური ინტერვიუ

სირიის ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფება "ISIS"-ი სისტემატურად აქვეყნებს ქრისტიანი ასირიელების წამებისა და დახოცვის შემზარავ კადრებს. კადრებში ჩანს, თუ როგორ აწამებენ უმწეო ბავშვებს და როგორ ხოცავენ პატარებს.

რამდენად ჯდება ეს ისლამური რელიგიის დებულებებში და რა შეიძლება იყოს გამოსავალი, - ამაზე კომენტარი საქართველოს მუსლიმთა მუფტს, ბეგლარ ქამაშიძეს ვთხოვეთ:

- ისლამი ყოველგვარ მკვლელობას გმობს და იმით, რაც სირიაში ხდება, ისლამს არ უნდა მიადგეს ჩრდილი, რადგან ისლამი არ ქადაგებს მკვლელობას და ადამიანის შეურაცხყოფას. ისლამი არის ურთიერთსიყვარული.

- თუმცაღა ქრისტიანთა მკვლელობა სწორედ ისლამის სახელით ხდება...

- შესაძლოა, პიროვნებები აკეთებენ ამას იმიტომ, რომ ისლამს შეურაცხყოფა მიაყენენონ და ვინც ამას ისლამის სახელით აკეთებს, მათ ღმერთი აუცილებლად დასჯის. ერთ მაგალითს გეტყვით ჩვენი სარწმუნოებიდან: რაც არ უნდა ურწმუნო ყოფილიყო ადამიანი, შუამავალი მას წყევლითაც არ დაწყევლიდა, პირიქით, მასზე განსაკუთრებით ილოცებდა, რომ ჭეშმარიტების გზას დადგომოდა. აი, ესაა ნამვდილი ისლამი და აქედან გამომდინარე, ისლამი როგორ იქნება მკვლელი?!

- რატომ არ გმობენ ჭეშმარიტი მუსლიმები ამ ფაქტს?

- ჩვენ ელემენტარულად იმის საშუალება უნდა გვქონდეს, რომ რომელიმე გადაცემაში გამოვიდეთ და ჩვენ მრევლს და მთელ კაცობრიობას ერთხელ და სამუდამოდ დავუდასტუროთ, რომ ისლამი არ არის მკვლელი.

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ არ გაქვთ განცხადების გაკეთების საშუალება და იმიტომ ვერ ავრცელებთ თქვენს შეხედულებას?

- დიახ, ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება, რომ ჩვენი შეხედულება მივიტანოთ ხალხამდე და ვუთხრათ მოსახლეობას, რომ ისლამი გმობს ყოველგვარ ძალადობას და თუ ახლა ადამიანი საკუთარი აზრით მოქმედებს, ეს არ უნდა მიეწეროს ისლამს.

- შეგიძლიათ ჩვენი ინტერვიუ გამოიყენოთ განცხადების გასაკეთებლად.

- ის, რაც დღეს ხდება, ესაა ისლამოფობია. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ისლამი შეაძულონ სხვა აღმსარებლობის ადამიანებს.

- მუსულმანი სასულიერო პირები თუ მსჯელობთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე?

- რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ გვაქვს შეხვედრები. მაგალითად, 18 აპრილს ბათუმში იმართება კონფერენცია,  სადაც ამ საკითხს შევეხებით. სამომავლოდ თუ ღმერთმა მომცა ძალა, მე კიდევ ვაპირებ დიდი კონფერენციის ჩატარებას და მინდა მოვიწვიო მსოფლიოს რელიგიური წარმომადგენლები და მათთან ერთად ვიმსჯელოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე.

- რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა წავიდა სირიაში საბრძოლველად. მათი ეს ნაბიჯი რამდენად სწორი იყო?

- მე მათ მივმართავ, რომ არ გააკეთონ ის, რაც არც რელიგიას და არც ქვეყანას არ შეეფერება. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საშუალება იქნება ის, რომ მომავალში სახელმწიფოს დახმარებით ჩვენ ვგეგმავთ ჩამოყალიბდეს ტრადიციული ისლამის სკოლები, ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და ჩვენ ჩვენს მორწმუნე მრევლს ვასწავლოთ, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი მაჰმადიანობა.

- ბატონო ბეგლარ, ხომ არ აპირებთ სხვადასხვა ქვეყნის მუსლიმი ლიდერები სირიაში ჩასვლას და ISIS-ს წარმომადგენლებთან შეხვედრას?

- არა, ამაზე ჯერ არ გვქონია საუბარი და მომავალში, თქვენი შეხსენების შემდეგ, შეიძლება ამაზეც ვიმუშაოთ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

მეტი ინფორმაციისთვის| ადამიანები, რომლებსაც XXI საუკუნეში ქრისტიანობის გამო სასტიკად აწამებენ: ასირიელები განადგურების საშიშროების წინაშე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"