სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3-5 წლის ბავშვებს თავებს აჭრიან, რა ქვია ამას თუ არა ქრისტიანთა გენოციდი" - ასირიელი მამა სერაფიმე ISIS-ის მიერ წამებით მოკლულ თანამემამულეებზე
"3-5 წლის ბავშვებს თავებს აჭრიან, რა ქვია ამას თუ არა ქრისტიანთა გენოციდი" - ასირიელი მამა სერაფიმე ISIS-ის მიერ წამებით მოკლულ თანამემამულეებზე

"არის ერთი ვი­დეო, სა­დაც ბავ­შვს თავი მოჭ­რი­ლი აქვს და ეს სამი-ხუთი წლის ბავ­შვე­ბი არი­ან. ქრის­ტეს გუ­ლის­თვის იტან­ჯე­ბა ხალ­ხი", - აცხა­დებს "პოსტსკიპ­ტუმ­თან" სა­უ­ბარ­ში სქი­მარ­ქი­მან­დრი­ტი სე­რა­ფი­ბე ბი­თხა­რი­ბი. მამა სე­რა­ფი­მე "აი-სი-სი-ს" მიერ ქრის­ტი­ან თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა დევ­ნა­ზე სა­უბ­რობს იმ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა, რომ­ლის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­მა გა­მო­უგ­ზავ­ნეს.

"მუ­სულ­მა­ნო­ბა ამას არ ქა­და­გებს და რა­საც ესე­ნი აკე­თე­ბენ, ეს ტე­რო­რიზ­მია. ყვე­ლა ასი­რი­უ­ლი ეკ­ლე­სია არის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი,მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს დე­დე­ბი, მღვდელს ეს­რო­ლეს, შემ­დეგ დი­ა­კონს პირ­და­პირ წმინ­და ტრა­პეზ­თან... და­ნარ­ჩე­ნი მრევ­ლი ვინც იყო, ყვე­ლა და­ცხრი­ლეს, ბავ­შვით და­წყე­ბუ­ლი მო­ხუ­ცით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. რა ქვია ამას? თუ არა ქრი­ა­ტი­ან­თა გე­ნო­ცი­დი", - აცხა­დებს მამა სე­რა­ფი­მე.

"აი­სი­სი" და სხვა ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, თა­ვად იღე­ბენ კად­რებს, აფორ­მე­ბენ მუ­სი­კა­ლუ­რად და წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­სას­ტი­კეს ასა­ჯა­რო­ვე­ბენ. ისი­ნი სი­რი­ა­სა და ერაყ­ში გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა და სქე­სი­სა, ეროვ­ნე­ბი­სა თუ აღმსა­რებ­ლო­ბი­სა, ხო­ცა­ვენ ადა­მი­ნებს. კა­ცებს ოჯა­ხის წევ­რე­ბის თვალ­წინ და­ნით აჭ­რი­ან თა­ვებს. გან­სა­კუთ­რე­ბით იდევ­ნე­ბი­ან ასი­რი­ე­ლე­ბი. არ ინ­დო­ბენ არც ბავ­შვებს.

ბავ­შვე­ბი დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ. რამ­დნი­მე ვი­დე­ო­ში ქრის­ტი­ა­ნებს სარ­წმუ­ნო­ე­ბის შეც­ვლას სთხო­ვენ, უა­რის შემ­თხვე­ა­ში და­უნ­დობ­ლად კლა­ვენ. მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­დღი­ურდ აღ­წევს საქ­რათ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ასი­რი­ე­ლე­ბის ყუ­რამ­დე და მსოლ­ფი­ოს რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

საქ­რათ­ვე­ლო­ში სულ 4 ათა­სამ­დე ასი­რი­ე­ლი ცხოვ­რობს, ასი­რი­უ­ლი ენა ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რად შე­მო­ი­ნა­ხეს წერა-კი­თხვა არ იცი­ან. წმინ­და წე­რი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მა­ცხო­ვა­რი არა­მე­უ­ლად სა­უბ­რობ­და, ამი­ტომ უწო­დე­ბენ ამ ენას უფ­ლი­სას. ენის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ოჯა­ხებ­ში ერ­თმა­ნეთს ასი­რი­უ­ლად ესა­უბ­რე­ბი­ან. სხვა ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­თან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ლე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბენ, ხში­რად აქვთ მო­რი­გი მსხვერ­პლის გამო ერ­თობ­ლი­ვი გლო­ვა.

თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი კა­თო­ლი­კე ასი­რი­ე­ლე­ბი სა­აღ­დგმო წირ­ვას ეს­წრე­ბი­ან, მათ შო­რის არი­ან ერა­ყი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც საქ­რათ­ვე­ლო­ში სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შეც­ვლამ­დე მო­ა­ხერ­ხეს შე­მოს­ვლა. აქ ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი არ აქვთ, შე­საძ­ლოა უკან მო­უ­წი­ოთ დაბ­რუ­ნე­ბა, ამი­ტომ სა­ხის გა­მო­ჩე­ნის ეში­ნი­ათ.

ერა­ყი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლებს ასუ­რე­ლე­ბის სათ­ვის­ტო­მო ეხ­მა­რე­ბა. სი­რი­ა­ში ახ­ლაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, ბო­ლოს 200 ასი­რი­ე­ლი და­ა­ტყვე­ვეს და 36 სო­ფე­ლი და­არ­ბი­ეს.

ასუ­რე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-19 სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში ჩა­მო­სახ­ლდნენ. ასუ­რე­ლე­ბი ითხო­ვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად მა­ინც მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქრის­ტი­ა­ნე­ბის გე­ნო­ციდს. ახ­ლაც ამ დროს ათა­სო­ბით კაცი, ქალი, მო­ხუ­ცი თუ ახალ­გაზ­რდა საფრ­თხის წი­ნა­შეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"3-5 წლის ბავშვებს თავებს აჭრიან, რა ქვია ამას თუ არა ქრისტიანთა გენოციდი" - ასირიელი მამა სერაფიმე ISIS-ის მიერ წამებით მოკლულ თანამემამულეებზე

"3-5 წლის ბავშვებს თავებს აჭრიან, რა ქვია ამას თუ არა ქრისტიანთა გენოციდი" - ასირიელი მამა სერაფიმე ISIS-ის მიერ წამებით მოკლულ თანამემამულეებზე

"არის ერთი ვიდეო, სადაც ბავშვს თავი მოჭრილი აქვს და ეს სამი-ხუთი წლის ბავშვები არიან. ქრისტეს გულისთვის იტანჯება ხალხი", - აცხადებს "პოსტსკიპტუმთან" საუბარში სქიმარქიმანდრიტი სერაფიბე ბითხარიბი. მამა სერაფიმე "აი-სი-სი-ს" მიერ ქრისტიან თანამემამულეთა დევნაზე საუბრობს იმ ფაქტების შესახებ ჰყვება, რომლის ამსახველი კადრები თანამემამულეებმა გამოუგზავნეს.

"მუსულმანობა ამას არ ქადაგებს და რასაც ესენი აკეთებენ, ეს ტერორიზმია. ყველა ასირიული ეკლესია არის განადგურებული,მძევლად აიყვანეს დედები, მღვდელს ესროლეს, შემდეგ დიაკონს პირდაპირ წმინდა ტრაპეზთან... დანარჩენი მრევლი ვინც იყო, ყველა დაცხრილეს, ბავშვით დაწყებული მოხუცით დამთავრებული. რა ქვია ამას? თუ არა ქრიატიანთა გენოციდი", - აცხადებს მამა სერაფიმე.

”აისისი” და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები, თავად იღებენ კადრებს, აფორმებენ მუსიკალურად და წარმოუდგენელ სისასტიკეს ასაჯაროვებენ. ისინი სირიასა და ერაყში განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ეროვნებისა თუ აღმსარებლობისა, ხოცავენ ადამინებს. კაცებს ოჯახის წევრების თვალწინ დანით აჭრიან თავებს. განსაკუთრებით იდევნებიან ასირიელები. არ ინდობენ არც ბავშვებს.

ბავშვები დახმარებას ითხოვენ. რამდნიმე ვიდეოში ქრისტიანებს სარწმუნოების შეცვლას სთხოვენ, უარის შემთხვეაში დაუნდობლად კლავენ. მსგავსი ინფორმაცია ყოველდღიურდ აღწევს საქრათველოში მცხოვრები ასირიელების ყურამდე და მსოლფიოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

საქრათველოში სულ 4 ათასამდე ასირიელი ცხოვრობს, ასირიული ენა ზეპირსიტყვიერად შემოინახეს წერა-კითხვა არ იციან. წმინდა წერილების მიხედვით, მაცხოვარი არამეულად საუბრობდა, ამიტომ უწოდებენ ამ ენას უფლისას. ენის შესანარჩუნებლად ოჯახებში ერთმანეთს ასირიულად ესაუბრებიან. სხვა ქვეყნებში მცხოვრებ თანამემამულეებთან სოციალური ქსელების საშულებით ურთიერთობენ, ხშირად აქვთ მორიგი მსხვერპლის გამო ერთობლივი გლოვა.

თბილისში მცხოვრები კათოლიკე ასირიელები სააღდგმო წირვას ესწრებიან, მათ შორის არიან ერაყიდან ახალი ჩამოსულები, რომლებმაც საქრათველოში სავიზო რეჟიმის შეცვლამდე მოახერხეს შემოსვლა. აქ ლტოლვილის სტატუსი არ აქვთ, შესაძლოა უკან მოუწიოთ დაბრუნება, ამიტომ სახის გამოჩენის ეშინიათ.

ერაყიდან გამოქცეულებს ასურელების სათვისტომო ეხმარება. სირიაში ახლაც მძიმე მდგომარეობაა, ბოლოს 200 ასირიელი დაატყვევეს და 36 სოფელი დაარბიეს.

ასურელები საქართველოში მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ჩამოსახლდნენ. ასურელები ითხოვენ საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშნად მაინც მეტი ყურადღება დაუთმოს ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების გენოციდს. ახლაც ამ დროს ათასობით კაცი, ქალი, მოხუცი თუ ახალგაზრდა საფრთხის წინაშეა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია