საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''მსოფლიოში პირველი ადამიანი ვარ, რომელიც 29 წლის ასაკში 106 ქვეყანაშია ნამყოფი''
''მსოფლიოში პირველი ადამიანი ვარ, რომელიც 29 წლის ასაკში 106 ქვეყანაშია ნამყოფი''

106 ქვე­ყა­ნა და წინ კი­დევ არა­ერ­თია. 2015 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 51 ქვე­ყა­ნა­ში აქვს და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტი და აქე­დან მის­თვის 31 უკვე ნაც­ნო­ბი ად­გი­ლია. ამ­ჯე­რად მოგ­ზა­უ­რო­ბა კე­ნი­ი­დან და­ი­წყე­ბა. მოგ­ზა­უ­რი ნი­კო­ლოზ ბარ­ტყუ­ლაშ­ვი­ლი, ანუ Nix Energy ამ­ბობს, რომ მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც 29 წლის ასაკ­ში 106 ქვე­ყა­ნა­შია ნამ­ყო­ფი...

- Nix Energy, თქვე­ნი ნამ­დვი­ლი გვარ-სა­ხე­ლი რა არის?

- ნი­კო­ლოზ ბარ­ტყუ­ლაშ­ვი­ლი. ჩემი გვა­რი რთუ­ლად გა­მო­ით­ქმის და ბევ­რს უჭირს და­მახ­სოვ­რე­ბა. ერთხელ სა­პატ­რი­არ­ქოს­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში გახ­ლდით და ჩემი გვა­რი ძა­ლი­ან იო­ლად და­ი­მახ­სოვ­რეს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამან გა­მაკ­ვირ­ვა. თურ­მე, "ბარ­ტყუ­ლა" ბერ-მო­ნაზვნე­ბის თავ­სა­ბუ­რავს აღ­ნიშ­ნავს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ­თვის ჩემი გვა­რი უცხო არ იყო.

- აზია თუ ევ­რო­პა, რო­მე­ლი იყო პირ­ვე­ლი?

- ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სი იყო აზია და პირ­ვე­ლად იქ გა­ვემ­გზავ­რე. ძა­ლი­ან "ღრმაა" თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რი­თა და ის­ტო­რი­ით. რა­დი­კა­ლუ­რი კონ­ტრას­ტე­ბია ფერ­თა და ხალ­ხთა შო­რის. აზია დღემ­დე რჩე­ბა ჩემ­თვის ერთ-ერთ სა­ინ­ტე­რე­სო რე­გი­ო­ნად. თავ­და­პირ­ვე­ლად 37 ქვე­ყა­ნა მო­ვი­ა­რე, შემ­დეგ ეს რი­ცხვი 83-მდე რომ გა­ი­ზარ­და, მივ­ხვდი, რომ უკვე მოგ­ზა­უ­რი მერ­ქვა. მას შემ­დეგ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­სულ­მა და­ვი­წყე ფო­ტო­ე­ბი­სა და ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. ძი­რი­თა­დად, სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და მოგ­ზა­ურ­თა ჯგუ­ფებ­თან ერ­თად გა­და­ვად­გილ­დე­ბი. პირ­ვე­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ 9 წლის წინ გა­ვემ­გზავ­რე, მაგ­რამ მოგ­ზა­უ­რო­ბა და ბუ­ნე­ბა ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და. თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნებ­ში სი­ა­რუ­ლიც მიყ­ვარს, არა­ერ­თხელ მაქვს მოვ­ლი­ლი თბი­ლი­სის ზღვის, მთაწ­მინ­დი­სა და სხვა უბ­ნე­ბის ტე­რი­ტო­რია. სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ე­ბი მა­მამ მო­მა­ტა­რა, ხოლო სა­ზღვარ­გა­რეთ უკვე და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. დღეს­დღე­ო­ბით 106 ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი და აქე­დან რამ­დე­ნი­მე­ში თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დი, ზო­გან წე­ლი­წად­ზე მე­ტიც.

გაგ­რძე­ლე­ბა

''მსოფლიოში პირველი ადამიანი ვარ, რომელიც 29 წლის ასაკში 106 ქვეყანაშია ნამყოფი''

''მსოფლიოში პირველი ადამიანი ვარ, რომელიც 29 წლის ასაკში 106 ქვეყანაშია ნამყოფი''

106 ქვეყანა და წინ კიდევ არაერთია. 2015 წლის განმავლობაში 51 ქვეყანაში აქვს დაგეგმილი ვიზიტი და აქედან მისთვის 31 უკვე ნაცნობი ადგილია. ამჯერად მოგზაურობა კენიიდან დაიწყება. მოგზაური ნიკოლოზ ბარტყულაშვილი, ანუ Nix Energy ამბობს, რომ მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელიც 29 წლის ასაკში 106 ქვეყანაშია ნამყოფი...

- Nix Energy, თქვენი ნამდვილი გვარ-სახელი რა არის?

- ნიკოლოზ ბარტყულაშვილი. ჩემი გვარი რთულად გამოითქმის და ბევრს უჭირს დამახსოვრება. ერთხელ საპატრიარქოსთან ერთად ისრაელში გახლდით და ჩემი გვარი ძალიან იოლად დაიმახსოვრეს. ბუნებრივია, ამან გამაკვირვა. თურმე, ''ბარტყულა'' ბერ-მონაზვნების თავსაბურავს აღნიშნავს და აქედან გამომდინარე, მათთვის ჩემი გვარი უცხო არ იყო.

- აზია თუ ევროპა, რომელი იყო პირველი?

- ჩემთვის საინტერესი იყო აზია და პირველად იქ გავემგზავრე. ძალიან ''ღრმაა'' თავისი მრავალფეროვანი კულტურითა და ისტორიით. რადიკალური კონტრასტებია ფერთა და ხალხთა შორის. აზია დღემდე რჩება ჩემთვის ერთ-ერთ საინტერესო რეგიონად. თავდაპირველად 37 ქვეყანა მოვიარე, შემდეგ ეს რიცხვი 83-მდე რომ გაიზარდა, მივხვდი, რომ უკვე მოგზაური მერქვა. მას შემდეგ ყველა ქვეყანაში ჩასულმა დავიწყე ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება. ძირითადად, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და მოგზაურთა ჯგუფებთან ერთად გადავადგილდები. პირველად საზღვარგარეთ 9 წლის წინ გავემგზავრე, მაგრამ მოგზაურობა და ბუნება ბავშვობიდან მიყვარდა. თბილისის გარეუბნებში სიარულიც მიყვარს, არაერთხელ მაქვს მოვლილი თბილისის ზღვის, მთაწმინდისა და სხვა უბნების ტერიტორია. საქართველოს კუთხეები მამამ მომატარა, ხოლო საზღვარგარეთ უკვე დამოუკიდებლად დავიწყე სიარული. დღესდღეობით 106 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და აქედან რამდენიმეში თვეების განმავლობაში ვცხოვრობდი, ზოგან წელიწადზე მეტიც.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია