საგარეო უწყებას კოტე თოლორდავას თბილისში გადმოსვენების საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს

საგარეო უწყებას კოტე თოლორდავას თბილისში გადმოსვენების საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს

მსახიობ კოტე თოლორდავას მოსკოვიდან თბილისში გადმოსვენების საკითხზე მუშაობა დაწყებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკითხის მოგვარებაში რუსეთში საქართველოს წარმომადგენლობაა ჩართული.

"საქართველოს წარმომადგენლობა საორგანიზაციო საკითხში უკვე ჩართულია. კონსული ესაუბრა იმ საპროდიუსერო კომპანიას, რომლის მიწვევითაც კოტე თოლორდავა მოსკოვში იმყოფებოდა. ორშაბათს მოხდება შესაბამისი პროცედურების გატარება და ამის შემდეგ გვეცოდინება გადმოსვენების თაობაზე დეტალები. საკონსულოსთან საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ ხაზზეა", - განაცხადეს საგარეო უწყებაში.

მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია