საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის საკრებულომ "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლომ ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით "ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სა და პო­პუ­ლა­ცი­ის მარ­თვის წესი" და­ამ­ტკი­ცა.

"ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სა და პო­პუ­ლა­ცი­ის მარ­თვის წე­სის" ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა ძაღ­ლე­ბის და კა­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცია. ცხო­ვე­ლის პატ­რო­ნი ვალ­დე­ბუ­ლია ცხო­ვე­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის მო­მენ­ტის­თვის ან რე­გის­ტრა­ცი­ის მო­მენ­ტი­დან ერთი თვის ვა­და­ში, უზ­რუნ­ველ­ყოს ცხო­ვე­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მიკ­რო­ჩი­პი­რე­ბით, ან ტა­ტუ­ი­რე­ბით, ან "საჭ­დით" (ბირ­კით) და ყელ­სა­ბა­მით. იდენ­ტი­ფი­კა­ტო­რი უნდა იძ­ლე­ო­დეს ცხო­ვე­ლის პი­რა­დი ნომ­რის და იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლის დად­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ცხო­ვე­ლის პატ­რო­ნი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ცხო­ვე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე და მის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, ასე­ვე სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ სა­კუ­თა­რი ცხო­ვე­ლის­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ზე. ცხო­ვე­ლის პატ­რო­ნი ვალ­დე­ბუ­ლია აა­ნა­ზღა­უ­როს მის სა­კუთ­რე­ბა­ში/მფლო­ბე­ლო­ბა­შიმ­ყო­ფი ცხო­ვე­ლის მიერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

ახა­ლი ნორ­მე­ბის მი­ხედ­ვით, ძაღ­ლე­ბის (გარ­და დე­კო­რა­ტი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბი­სა) გა­სე­ირ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში (ქუ­ჩე­ბი, სტა­დი­ო­ნე­ბი, სკვე­რე­ბი, პარ­კე­ბი და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი), გარ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­სა­სე­ირ­ნე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი­სა და გა­დაყ­ვა­ნა 08:00 – 22:00 სა­ა­თე­ბის პე­რი­ოდ­ში ნე­ბა­დარ­თუ­ლია მხო­ლოდ მოკ­ლე საბ­მე­ლით ან საბ­მე­ლით და ალი­კა­პით. იგი­ვე კა­ტე­გო­რი­ის ცხო­ვე­ლე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბა და გა­დაყ­ვა­ნა იგი­ვე კა­ტე­გო­რი­ის ად­გი­ლებ­ში 22:00 – 08:00 სა­ა­თე­ბის პე­რი­ოდ­ში ნე­ბა­დარ­თუ­ლია ალი­კა­პით, საბ­მე­ლის გა­რე­შეც. ცხო­ვე­ლის პატ­რო­ნი ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცის და­სუფ­თა­ვე­ბა, ცხო­ვე­ლის მიერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცის და­ბინ­ძუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. "ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლე­ბის მო­ვა­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სა და პო­პუ­ლა­ცი­ის მარ­თვის წესი" ურ­ბა­ნულ გა­რე­მო­ში ბი­ნა­და­რი უპატ­რო­ნო ცხო­ვე­ლე­ბის შო­ბა­დო­ბის და რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა­საც გუ­ლის­ხმობს, რის დრო­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სტე­რი­ლი­ზა­ცია/კას­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბი და მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კით აღი­ა­რე­ბუ­ლი სხვა ჰუ­მა­ნუ­რი მე­თო­დე­ბი.

ასე­ვე წეს­ში გა­წე­რი­ლია ცხო­ვე­ლე­ბის ევ­თა­ნა­ზია და მოკ­ვდი­ნე­ბა. ცხო­ვე­ლე­ბის ევ­თა­ნა­ზია და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ ჰუ­მა­ნუ­რი მე­თო­დე­ბით, მათ­თვის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლის და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტან­ჯვის მი­ყე­ნე­ბის გა­რე­შე ან მი­ნი­მა­ლუ­რად მი­ყე­ნე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ამ წე­სით გან­სა­ზღვრულ შემ­თხვე­ვებ­ში და მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ევ­თა­ნა­ზი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით ან დაკ­ვირ­ვე­ბის შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებ­ში და სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­თო­დი­კით, ვე­ტე­რი­ნა­რის და კი­ნო­ლო­გის სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შემ­დგა­რი კო­მი­სია (ფორმ­დე­ბა კო­მი­სი­ის აქტი) და­უდ­გენს, აგ­რე­სი­ულ ქცე­ვას, რო­მე­ლიც არ იძ­ლე­ვა ცხო­ვე­ლის თა­ნა­არ­სე­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ადა­მი­ან­თან ან სხვა ცხო­ვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პი­რო­ბებ­ში, მათ შო­რის იდი­ო­პა­თი­ურ აგ­რე­სი­ას (უცა­ბე­დი სიბ­რა­ზის სინ­დრო­მი); და­უშ­ვე­ბე­ლია ცხო­ველ­თა მოკ­ვდი­ნე­ბა შემ­დე­გი მე­თო­დე­ბით: ა) დახ­რჩო­ბა; ბ) გა­გუდ­ვა; გ) მო­წამ­ვლა; დ) ელექტრო­მუხ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა; ე) მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბა; ვ) იძუ­ლე­ბი­თი შიმ­ში­ლი, წყურ­ვი­ლი; ზ) სხვა არაჰუ­მა­ნუ­რი მე­თო­დე­ბი.

კა­ნო­ნი ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს მიერ არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე კი გა­რე­მოს დაც­ვის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ შო­რე­ნა ბუხ­რაშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გან­ხილ­ვი­სა და დამ­ტკი­ცე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვი­ე­ლებ­მა და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი პატ­რო­ნებ­მა გა­მარ­თეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მრა­ვა­ლი პუნ­ქტი ორაზ­რო­ვა­ნია და იძ­ლე­ვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას; არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი (კას­ტრა­ცია/სტე­რი­ლი­ზა­ცია თუ ევ­თა­ნა­ზია); მკა­ფი­ოდ არაა გან­სა­ზღვრუ­ლი, რო­მე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან ევ­თა­ნა­ზი­ას; არაა გა­წე­რი­ლი სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი თავ­შე­საფ­რე­ბის­თვის; ალი­კა­პი უქ­მნის საფრ­თხეს ძაღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას და აძ­ლი­ე­რებს ადა­მი­ა­ნის ფო­ბი­ას; ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო (08:00 – 22:00) მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია; არ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­სა­სე­ირ­ნე­ბე­ლი სივ­რცე; და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წინ, სა­დაც აკ­რძა­ლუ­ლია ძაღ­ლის შეყ­ვა­ნა, არაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ძაღ­ლის მი­საბ­მე­ლი ძე­ლე­ბი; ქუ­ჩებ­ში არ დგას სპე­ცი­ა­ლუ­რი ურ­ნე­ბი ძაღ­ლე­ბის ფე­კა­ლი­ე­ბის­თვის; ცხო­ველს, რო­მე­ლიც 10 დღე­ში ვერ გა­ჩუქ­დე­ბა თავ­შე­საფ­რი­დან, ემუქ­რე­ბა ევ­თა­ნა­ზია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

თბილისის საკრებულომ "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა.

"შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესის" ამოქმედების შემდეგ სავალდებულო ხდება ძაღლების და კატების რეგისტრაცია. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან "საჭდით" (ბირკით) და ყელსაბამით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას. ცხოველის პატრონი პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე. ცხოველის პატრონი ვალდებულია აანაზღაუროს მის საკუთრებაში/მფლობელობაშიმყოფი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ახალი ნორმების მიხედვით, ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა და გადაყვანა 08:00 – 22:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იგივე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იგივე კატეგორიის ადგილებში 22:00 – 08:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში. "შინაურ ცხოველების მოვალა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების შობადობის და რაოდენობის შემცირებასაც გულისხმობს, რის დროსაც გამოიყენება სტერილიზაცია/კასტრაციის პროცედურები და მსოფლიოში აპრობირებული, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული სხვა ჰუმანური მეთოდები.

ასევე წესში გაწერილია ცხოველების ევთანაზია და მოკვდინება. ცხოველების ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური ტკივილის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე ან მინიმალურად მიყენებით, სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და მოთხოვნების შესაბამისად. ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს, აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი); დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით: ა) დახრჩობა; ბ) გაგუდვა; გ) მოწამვლა; დ) ელექტრომუხტის გამოყენება; ე) მექანიკური დაზიანების მიყენება; ვ) იძულებითი შიმშილი, წყურვილი; ზ) სხვა არაჰუმანური მეთოდები.

კანონი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ არის შემუშავებული, საკრებულოს სხდომაზე კი გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა წარადგინა. ახალი რეგულაციების განხილვისა და დამტკიცების პარალელურად თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია ცხოველთა უფლებადამცვიელებმა და შინაური ცხოველები პატრონებმა გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, რეგულაციების მრავალი პუნქტი ორაზროვანია და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას; არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები (კასტრაცია/სტერილიზაცია თუ ევთანაზია); მკაფიოდ არაა განსაზღვრული, რომელი ცხოველები ექვემდებარებიან ევთანაზიას; არაა გაწერილი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები თავშესაფრებისთვის; ალიკაპი უქმნის საფრთხეს ძაღლის ჯანმრთელობას და აძლიერებს ადამიანის ფობიას; ფიზიკური აქტივობისთვის გამოყოფილი დრო (08:00 – 22:00) მოუხერხებელია; არ არსებობს სპეციალური გასასეირნებელი სივრცე; დაწესებულებების წინ, სადაც აკრძალულია ძაღლის შეყვანა, არაა დამონტაჟებული ძაღლის მისაბმელი ძელები; ქუჩებში არ დგას სპეციალური ურნები ძაღლების ფეკალიებისთვის; ცხოველს, რომელიც 10 დღეში ვერ გაჩუქდება თავშესაფრიდან, ემუქრება ევთანაზია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია