გამოძიებას მკვლელობაში ბრალდებული პირის ფოტორობოტი სავარაუდოდ უკვე გააჩნია

გამოძიებას მკვლელობაში ბრალდებული პირის ფოტორობოტი სავარაუდოდ უკვე გააჩნია

ბესო ხარძიანის ოჯახის ადვოკატის მალხაზ სალაყაიას ინფორმაციით, გამოძიებას მკვლელობაში ბრალდებული პირის ფოტორობოტი სავარაუდოდ უკვე გააჩნია. ამის შესახებ ადვოკატმა პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია. ადვოკატი ადასტურებს, რომ გამოძიებას სავარაუდო დამნაშავის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ცნობილია თუ არა მისთვის გარდაცვლილის ოჯახის პოზიცია, რომ დანაშაული შესაძლოა გია უდესიანის ორგანიზებული იყოს, ადვოკატი აცხადებს, რომ ასეთი ინფორმაცია მას არ გააჩნია.

მალხაზ სალაყაიას თქმით, მას არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია, ჰყავს თუ არა დაკავებული ვინმე პროკურატურას.

ადვოკატი მალხაზ სალაყაია მთავარ პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა გარდაცვლილი ბესო ხარძიანის შვილთან ერთად.

ხარძიანის შვილმა პროკურატურა კომენტარის გარეშე დატოვა.

ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

იხილეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ თეგზე #ბესიკ ხარძიანი

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია