ტოვებენ თუ არა გრიგოლია და ხოფერია "იმედს": პროდიუსერის კომენტარი და ჟურნალისტების შეფასებები შიდადაპირისპირებაზე

ტოვებენ თუ არა გრიგოლია და ხოფერია "იმედს": პროდიუსერის კომენტარი და ჟურნალისტების შეფასებები შიდადაპირისპირებაზე

ტელეკომპანია "იმედის" გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ საზოგადოების ინტერესი არ ცხრება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც "იმედმა" სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ არხი ინგა გრიგოლიას და ეკა ხოფერიას განცხადებებს ემიჯნება, გაჩნდა მოსაზრება, რომ ტელეწამყვანებმა სამსახური უნდა დატოვონ. ინფორმაცია გადაცემის პროდუსერთან, სოფო ხუციშვილთან გადავამოწმეთ:

- სოფო, აპირებენ წამყვანები არხის დატოვებას?

- ჩემთვის ამის შესახებ არ არის ცნობილი, ეს არ არის სიმართლე. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას.

საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ "იმედი" თუ გაანაწყენა წამყვანების განცხადებებმა, არხს საკუთარი პოზიცია საჯაროდ არ უნდა დაეფიქსირებინა და ეს საკითხი მხოლოდ დახურულ თათბირზე უნდა გადაეჭრათ.

ასევე დაგაინტერესებთ| "ხომ ამიტომ დაიგეგმა ეს შეტევა..." - ინგა გრიგოლია მასზე შეტევის იდეის ავტორებს საჯაროდ მიმართავს

რამდენად ნორმალურია, როდესაც ტელეკომპანია საკუთარ ჟურნალისტებს ემიჯნება, ამ კითხვით Ambebi.ge-მ ჟურნალისტებს მიმართა.

- როგორ გგონიათ, სწორია თუ არა "ტელეიმედის" საქციელი, რომელიც საკუთარი ჟურნალისტების განცხადებებს საჯაროდ გაემიჯნა?

პაატა იაკობაშვილი, "რუსთავი 2":

- ალბათ არ არის ნორმალური მსგავსი საქციელი ტელეკომპანიის მხრიდან, რადგან ტელევიზია, პირველ რიგში, ჟურნალისტების სამსახურია. ტელევიზიის იმიჯს ჟურნალისტები ქმნიან. "იმედს" თუ არ უნდა, რომ  იყოს ისეთი, როგორებიც არიან ეს ჟურნალისტები, ალბათ სხვა ჟურნალისტები უნდა ჰყავდეს. არ ვიცი დეტალები და სხვას ვერაფერს ვიტყვი.

მანანა მანჯგალაძე:

- მოდით ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ორგანიზაციას სრული უფლება აქვს მიიღოს, ან არ მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ გადაცემაში, ხოლო მეორე საკითხია, რამდენად სწორია მათი ქმედება. სამწუხაროდ, საქართველოში  პოლიტიკური შეგნება ვერ იზრდება და ერთი და იგივე შეცდომებს იმეორებენ პერმანენტულად. მაგრამ არხის მხრიდან ამავე არხის ჟურალისტებისგან გამიჯვნა - ეს ცოტა ახალია, და მგონი, უხერხული რამ არის. მე ვფიქრობ, არხი უნდა იცავდეს საკუთარ ჟურნალისტებს. თუ ეს შიდა საკითხია, მაშინ ასე გამოტანა საჯაროდ არ მიმაჩნია მართებულად. ეს შიგნით უნდა მოგვარებულიყო.. უცნაური განცხადებაა. ვიღაცის გასაგონად გაკეთებული. ახლა საინტერესოა, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.

მეტი ინფორმაციისთვის საჭირო ბმულები:

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია