პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოულოდნელად დამეცა მეხი"- "იმედი" საკუთარი "სახეების" წინააღმდეგ და ინგა გრიგოლიას პირველი შეფასებები
"მოულოდნელად დამეცა მეხი"- "იმედი" საკუთარი "სახეების" წინააღმდეგ და ინგა გრიგოლიას პირველი შეფასებები

გა­ნახ­ლე­ბა| ტო­ვე­ბენ თუ არა გრი­გო­ლია და ხო­ფე­რია "იმედს": პრო­დი­უ­სე­რის კო­მენ­ტა­რი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი ში­და­და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე

მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" ინგა გრი­გო­ლი­ა­სა და ეკა ხო­ფე­რი­ას გა­მო­ნათ­ქვა­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნა, რომ არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ემიჯ­ნე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ის წამ­ყვა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მო­საზ­რე­ბებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით[მეტი], გაჩ­ნდა ეჭვი, რომ გან­ცხა­დე­ბა გრი­გო­ლი­ა­სა და ხო­ფე­რი­ას გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვის წი­ნა­პი­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პო­ზი­ცი­ას, ზო­გი­ერ­თის­თვის, მა­გა­ლი­თად დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძის­თვის, გან­ცხა­დე­ბა გა­უ­გე­ბა­რი და უც­ნა­უ­რი აღ­მოჩ­ნდა.

გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე Ambebi.ge ინგა გრი­გო­ლი­ა­სა და ეკა ხო­ფე­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბას შე­ე­ცა­და, თუმ­ცა მათ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი არ ხერ­ხდე­ბა. ეკა ხო­ფე­რი­ას ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი აქვს და ვერც ინგა გრი­გო­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბას ვა­ხერ­ხებთ.

ერ­თა­დერ­თი სივ­რცე, სა­დაც ინგა გრი­გო­ლი­ამ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი გა­ო­ცე­ბა გა­მო­ხა­ტა, "ფე­ის­ბუ­ქია". "ასე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მე­ცა მეხი", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ერთ-ერთი პოს­ტის ქვეშ აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე დის­კუ­სი­ი­სას ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­კუ­თა­რი მე­გობ­რის შე­ფა­სე­ბებს.

ამა­ვე დის­კუ­სი­ა­ში მო­საზ­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა არ­ხის შა­ბა­თის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვან­მა დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძემ. მისი თქმით, "იმე­დის" გან­ცხა­დე­ბა უც­ნა­უ­რია, რო­მე­ლიც გან­მარ­ტე­ბებს სა­ჭი­რო­ებს. რაც შე­ე­ხე­ბა ამა­ვე დის­კუ­სი­ა­ში ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლის კი­თხვას, პერ­სო­ნა­ლუ­რად ვინ არის გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი, ინგა გრი­გო­ლი­ას ჯერ არ უპა­სუ­ხია.

გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე ცნო­ბი­ლია ეკა ხო­ფე­რი­ას პო­ზი­ცი­აც. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­კუ­თარ აზრს Facebook-ზე გა­მოთ­ქვამს და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ არ ახ­სენ­დე­ბა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზია სა­კუ­თარ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­მი­ჯვნო­დეს.

იხი­ლეთ| ეკა ხო­ფე­რი­ას პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი "იმე­დის" სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "იმე­დის" გან­ცხა­დე­ბა ბოლო დღე­ებ­ში არ­ხის ეთერ­ში ინგა გრი­გო­ლი­ა­სა და ეკა ხო­ფე­რი­ას გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­კეთ­და.

"ტე­ლე­კომ­პა­ნია იმედს სურს და­ა­ფიქ­სი­როს თა­ვი­სი პო­ზი­ცია იმ გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, რო­მე­ლიც გა­ის­მა იმე­დის ეთერ­ში ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. პა­რას­კევს, ჟურ­ნა­ლის­ტმა ინგა გრი­გო­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ "ოც­ნე­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოს­თხო­ვა გა­და­ცე­მის ავ­ტო­რებს, არ გა­ე­შუ­ქე­ბი­ნათ "რე­აქ­ცი­ა­ში" 21 მარ­ტის აქ­ცი­ის თემა.

ასე­ვე, "იმე­დის კვი­რა­ში" წამ­ყვან­მა ეკა ხო­ფე­რი­ამ გა­მოთ­ქვა აზრი, რომ "ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია ობი­ექ­ტუ­რი "იმე­დი". ამ გან­ცხა­დე­ბებ­მა შექ­მნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერე­ვა არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში და ცდი­ლობს ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ზე­წო­ლას.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" ცალ­სა­ხად აცხა­დებს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ეს გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი მოკ­ლე­ბუ­ლია სა­ფუძ­ველს. არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, არც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან" და არც რა­ი­მე სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მხრი­დან ად­გი­ლი არ ქო­ნია "რე­აქ­ცი­ის" თე­მა­ტი­კა­ში ან ზო­გა­დად არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში რა­ი­მე ფორ­მით ჩა­რე­ვას. ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი იცავს და მო­მა­ვალ­შიც და­ი­ცავს სა­კუ­თარ სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას გა­რე­შე ჩა­რე­ვი­სა­გან", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| გან­ცხა­დე­ბის სრუ­ლი ტექ­სტი: "იმე­დი" ინგა გრი­გო­ლი­ა­სა და ეკა ხო­ფე­რი­ას გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Fb.com-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ი­დან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით.

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"მოულოდნელად დამეცა მეხი"- "იმედი" საკუთარი "სახეების" წინააღმდეგ და ინგა გრიგოლიას პირველი შეფასებები

"მოულოდნელად დამეცა მეხი"- "იმედი" საკუთარი "სახეების" წინააღმდეგ და ინგა გრიგოლიას პირველი შეფასებები

განახლება| ტოვებენ თუ არა გრიგოლია და ხოფერია "იმედს": პროდიუსერის კომენტარი და ჟურნალისტების შეფასებები შიდადაპირისპირებაზე

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იმედმა" ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას გამონათქვამებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ არხის ხელმძღვანელობა ემიჯნება ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტების მოსაზრებებს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით[მეტი], გაჩნდა ეჭვი, რომ განცხადება გრიგოლიასა და ხოფერიას გადაცემების დახურვის წინაპირობა შეიძლება გახდეს. რაც შეეხება არხის ჟურნალისტების პოზიციას, ზოგიერთისთვის, მაგალითად დიანა ტრაპაიძისთვის, განცხადება გაუგებარი და უცნაური აღმოჩნდა.

განცხადების გავრცელებისთანავე Ambebi.ge ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მათთან სატელეფონო კავშირი არ ხერხდება. ეკა ხოფერიას ტელეფონი გამორთული აქვს და ვერც ინგა გრიგოლიასთან დაკავშირებას ვახერხებთ.

ერთადერთი სივრცე, სადაც ინგა გრიგოლიამ განცხადებასთან დაკავშირებით საკუთარი გაოცება გამოხატა, "ფეისბუქია". "ასე, მოულოდნელად დამეცა მეხი", - ასე ეხმაურება ერთ-ერთი პოსტის ქვეშ აღნიშნულ თემაზე დისკუსიისას ტელეწამყვანი საკუთარი მეგობრის შეფასებებს.

ამავე დისკუსიაში მოსაზრება დააფიქსირა არხის შაბათის ცენტრალური საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ. მისი თქმით, "იმედის" განცხადება უცნაურია, რომელიც განმარტებებს საჭიროებს. რაც შეეხება ამავე დისკუსიაში ნინო ჟიჟილაშვილის კითხვას, პერსონალურად ვინ არის განცხადების ავტორი, ინგა გრიგოლიას ჯერ არ უპასუხია.

განცხადებასთან დაკავშირებით უკვე ცნობილია ეკა ხოფერიას პოზიციაც. ტელეწამყვანი საკუთარ აზრს Facebook-ზე გამოთქვამს და გაკვირვებული აღნიშნავს, რომ არ ახსენდება შემთხვევა, როდესაც ტელევიზია საკუთარ ჟურნალისტებს  გამიჯვნოდეს.

იხილეთ| ეკა ხოფერიას პირველი კომენტარი "იმედის" სპეციალურ განცხადებასთან დაკავშირებით

შეგახსენებთ, რომ "იმედის" განცხადება ბოლო დღეებში არხის ეთერში ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას გამონათქვამების საპასუხოდ გაკეთდა.

"ტელეკომპანია იმედს სურს დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ განცხადებების გამო, რომელიც გაისმა იმედის ეთერში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. პარასკევს, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კატეგორიულად მოსთხოვა გადაცემის ავტორებს, არ გაეშუქებინათ "რეაქციაში" 21 მარტის აქციის თემა.

ასევე, "იმედის კვირაში" წამყვანმა ეკა ხოფერიამ გამოთქვა აზრი, რომ "ხელისუფლებისათვის მიუღებელია ობიექტური "იმედი". ამ განცხადებებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში და ცდილობს ჟურნალისტებზე ზეწოლას.

ტელეკომპანია "იმედი" ცალსახად აცხადებს, რომ ჟურნალისტების ეს გამონათქვამები მოკლებულია საფუძველს. არც ხელისუფლებისგან, არც "ქართული ოცნებისგან" და არც რაიმე სხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი არ ქონია "რეაქციის" თემატიკაში ან ზოგადად არხის სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე ფორმით ჩარევას. ტელეკომპანია იმედი იცავს და მომავალშიც დაიცავს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების საქმიანობას გარეშე ჩარევისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.

მეტი ინფორმაციისთვის| განცხადების სრული ტექსტი: "იმედი" ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას გამონათქვამების გამო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მომზადებულია Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო დისკუსიიდან გამოყენებული ინფორმაციის მიხედვით.

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია